საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სიდნეიში სიტყვით გამოსვლისას, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს "გემრიელი" უწოდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა წარუმატებლად გამოიყენა ინგლისური ენის თარგმანი.
გამოცემა Vanity Fair- ის ცნობით, კონფუზი პრესკონფერენციის დროს მოხდა, სიდნეიში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის, მადლობა თქვენ და თქვენს გემრიელ მეუღლეს“ - ციტირებს გამოცემა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ციტატა მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აიტაცეს. Twitter-ში მის გასამართლებლად წერდნენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტს ფრანგული სიტყვა delicieux-ის თქმა სურდა, რაც მომხიბვლელს ნიშნავს.