პოლონეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, რაფალ ლეშკევიჩმა განაცხადა, რომ 19 დეკემბერს ვარშავაში, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური და ისტორიული საკითხები განიხილება.
ლეშკევიჩმა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაცია, რომ პოლონურმა მხარემ შეხვედრა პარასკევს, 19 დეკემბერს შესთავაზა.
„დაგეგმილი ვიზიტის დეტალები შეთანხმების პროცესშია. ვარშავაში გასამართი მოლაპარაკებების ძირითადი თემები უსაფრთხოების, ეკონომიკური და ისტორიული საკითხები იქნება“, - განაცხადა ლეშკევიჩმა.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 19 დეკემბერს პოლონეთში გაემგზავრება.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა პოლონეთთან სიახლოვის მნიშვნელობას და უკრაინის მადლიერებას ამ ქვეყნის მიმართ.
„და რაც შეეხება პოლონეთში ჩემს ვიზიტს, პოლონურმა მხარემ პარასკევი შემოგვთავაზა. არ მგონია, რამე გადავდოთ. ჩვენსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.