GHN RSS Feed https://www.ghn.ge აშშ-ს თუ უნდა, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დავარტყათ, ერთი თვის სამყოფი Patriot-ის რაკეტები მოგვაწოდოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნის შესაბამისად, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუმცა მხოლოდ იმ ვადით, რა პერიოდშიც შეერთებული შტატები უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო Patriot-ის რაკეტებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან და მის თანაშემწეებთან რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის განხილვა გამართა. „ჩვენ ვთქვით, რომ პასუხის გარეშე ვერ დავტოვებთ შემთხვევებს, როდესაც რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, კლავს ჩვენს ხალხს, ურტყამს ელექტროენერგეტიკის, გაზის სექტორისა და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს - ყველაფერს, რაც ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას უკავშირდება“, — განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები, თუ რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე დარტყმებს. „არის კიდევ ერთი ვარიანტი: მოგვაწოდეთ Patriot-ის რაკეტები. ჩვენ მოვძებნით ამისთვის საჭირო სახსრებს - ეს მხოლოდ დახმარების თხოვნა არ არის... მზად ვართ, მათში ფული გადავიხადოთ“,- განაცხადა მან. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა თავდასხმებს მხოლოდ იმ ვადით შეაჩერებს, რა პერიოდითაც მას რაკეტებით უზრუნველყოფენ. „თუ გინდათ, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დავარტყათ, ერთი თვის სამყოფი Patriot-ის რაკეტები მოგვაწოდეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/356046-ashsh-s-tu-unda-rom-erti-tvis-ganmavlobashi-rusetis-navtobgadamamushavebel-karkhnebs-ar-davartqat-erti-tvis-samqofi-patriot-is-raketebi-mogvatsodos-volodimir-zelenski აშშ-ის თუ უნდა, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დავარტყათ, ერთი თვის სამყოფი Patriot-ის რაკეტები მოგვაწოდოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1801533055.png 2026-11-02 356046 ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით, რიგით მეორე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინტექ და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები. საერთაშორისო სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“. ორდღიანი ღონისძიება თემატურ სესიებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო და პროფესიულ შეხვედრებს დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საბანკო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები, ციფრული ტექნოლოგიების როლი ფინანსურ ინკლუზიურობაში და რეგიონული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „საბანკო დიალოგი: საქართველოს საბანკო სექტორი - ლიდერობა, სტრატეგია და 2027 წლის პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღო ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა. დისკუსიის მთავარი თემები იყო საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა. წლევანდელ სამიტში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტმა წარმომადგენელმა და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერმა მიიღო მონაწილეობა. „მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკი თბილისის ფინანსური სამიტის მხარდამჭერია. მსგავსი მასშტაბური პლატფორმები უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისა და ექსპერტებისთვის, რომ ერთობლივად იმსჯელონ სექტორის განვითარების პერსპექტივებზე, ინოვაციებზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. ბაზისბანკისთვის, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი მძლავრი ფინანსური ჯგუფისთვის, პრიორიტეტულია ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის ზრდას, ბიზნესის სტიმულირებას და საბანკო ეკოსისტემის განვითარებას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. 2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/356045-bazisbankis-mkhardacherit-saertashoriso-ghonisdzieba-tbilisis-finansuri-samiti-gaimarta ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1232430415.png 2026-11-02 356045 4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, შეწყალებული იქნება, ეს ადამიანები საპატიმროებიდან გამოვლენ, ჰუმანური აქტი იქნება გამოცემული, ჩვენ სიტყვას ვასრულებთ - ირაკლი ჭეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, საპატიმროდან გათავისუფლდება და ეს სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტია. ჭეიშვილის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ, მიუღებელია. „4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, შეწყალებული იქნება და საპროცესო გაუფორმდება. ანუ, ეს ადამიანები საპატიმროებიდან გარეთ გამოვლენ. ამ ადამიანების აღიარებით ჩვენებაზე ჩვენ მიერ ჰუმანური აქტი იქნება გამოცემული. ჩვენ სიტყვას ვასრულებთ, რადგან პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადება იყო, რომ აღიარებითი ჩვენების შემთხვევაში ადამიანები ციხეებიდან იქნებიან გათავისუფლებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა გაითავისეს, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდნენ და ეუბნებოდნენ თავიანთი დამკვეთები - პაატა ბურჭულაძე და მასზე ზემდგომები. ეს პროცესი არასწორი და არასწორად მართული იყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები არ უნდა ჩაიდინო. აღიარებით ჩვენებაშიც ამავეს საუბრობენ და ახლა იმას ვასრულებთ, რასაც მათ შეწყალების თვალსაზრისით დავპირდით“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა. https://www.ghn.ge/news/356044-4-oktombris-danashauls-vints-aghiarebs-shetsqalebuli-ikneba-es-adamianebi-sapatimroebidan-gamovlen-humanuri-akti-ikneba-gamotsemuli-chven-sitqvas-vasrulebt-irakli-cheishvili ირაკლი ჭეიშვილი – 4 ოქტომბრის დანაშაულის აღიარების შემთხვევაში ადამიანები ციხეებიდან გათავისუფლდებიან, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1569351491.jpg 2026-11-02 356044 გორდულაძე ყოველი დღის ბოლოს ცდილობდა, საკუთარი საძინებლის ოთახიდან  ამომრჩევლისთვის აეხსნა, რას ედავება ოპოზიციას, ცდილობენ, პროპაგანდისტული ხრიკებით შექმნამ განცდა, თითქოს ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები - თამარ კეკენაძე საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის სხდომაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს მოქალაქეებს ნათლად და მკაფიოდ დაანახა „ქართული ოცნების“ რეჟიმის სარჩელის აბსურდულობა, - ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა თამარ კეკენაძემ განაცხადა, მისი განცხადებით, დღემდე გაუგებარია, რას ედავება სარჩელით „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკურ გუნდს. „საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის სხდომაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს მოქალაქეებს ნათლად და მკაფიოდ დაანახა „ქართული ოცნების“ რეჟიმის სარჩელის აბსურდულობა. ამის მარტივი და ნათელი გამოხატულება იყო, რომ გორდულაძე ყოველი დღის ბოლოს ცდილობდა, საკუთარი საძინებლის ოთახიდან საკუთარი ამომრჩევლისთვის აეხსნა, რას ედავება ქართულ ოპოზიციას. ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რას ედავება ის ჩვენს პარტიას. სარჩელის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველიდან რეალურად დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალების განდევნა და ხელოვნური, ივანიშვილისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების შექმნა, რასაც ორი წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ მათი განცხადებებიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით. ვისმენდით, როგორ საუბრობდნენ ამაზე, როგორც პაპუაშვილი, ისე კობახიძე. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მათ მიერ შექმნილი პარტიები, ვგულისხმობ „ნეიტრალურ საქართველოს“. ამის პარალელურად, ვხედავთ პროცესებს, როგორ იქმნება სხვა პარტიები, რომლებიც ასევე ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეებს წარმოუჩინონ, როგორც ახალი დამოუკიდებელი ძალები. ეს არის ორი წლის წინ დაანონსებული პროცესი. ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად, დაუმალავად და მკაფიოდ დააფიქსირა 2024 წლის პერიოდში, თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, აიკრძალონ მიუღებელი პარტიები და პირველ რიგში, გულისხმობდა გიორგი გახარიას და პარტია „საქართველოსთვის“, შეიქმნას მის აღქმაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები. სწორედ ამ სცენარის განხორციელებას ვადევნებთ თვალყურს. ეს სარჩელი არის პოლიტიკური, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და თითოეული ოპოზიციური პარტია – და მე ვისაუბრებ ჩვენს პარტიაზე – ძალიან მწყობრად და ნათლად წარმოადგენდა იმ აბსურდულობას, რაც სარჩელში ვიხილეთ. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, პროპაგანდისტული ხრიკებით შექმნას განცდა, თითქოს ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები. ეს არის უსუსური მცდელობა და ნათელი დადასტურება, რომ ვერ ახერხებენ, დაარწმუნონ მათ შორის საკუთარი ამომრჩეველი, რატომ უნდა აიკრძალოს ჩვენი პარტია“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ. https://www.ghn.ge/news/356043-gorduladze-qoveli-dghis-bolos-tsdilobda-sakutari-sadzineblis-otakhidan-amomrchevlistvis-aekhsna-ras-edaveba-opozitsias-tsdiloben-propagandistuli-khrikebit-shekmnam-gantsda-titkos-opozitsias-ar-akvs-argumentebi-tamar-kekenadze თითოეული ოპოზიციური პარტია ნათლად წარმოადგენდა აბსურდულობას, რაც სარჩელში ვიხილეთ, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/534019022.png 2026-11-02 356043 აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ სტაჟიორები, კურსდამთავრებულები და სპეციალისტები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის, სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულებების გაცნობა წარმოადგენდა. სტუმრებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს და გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის, მცენარეთა ჯანმრთელობის, ხარისხიანი და უვირუსო სარგავი მასალის წარმოებისა და მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების მიმართულებებს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და ჰიდროპონიკის სათბური, სადაც გაეცნენ კვლევების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე სტუმრები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის, ხეხილოვანი კულტურებისა და აგრობიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ვაზისა და ხეხილის გენეტიკური რესურსების შესწავლას, იშვიათი და ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და მათი სამომავლო გამოყენების მნიშვნელობას. სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე და ამპელოგრაფიული კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება. ასევე გაეცნენ მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და მრავალწლოვანი კულტურების კვლევის პროცესს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების, მიმდინარე სამეცნიერო პროექტებისა და კვლევების პრაქტიკული შედეგების შესახებ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრსა“ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება. მსგავსი პროფესიული და საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, დარგში მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და აგრარული სექტორის სამეცნიერო პოტენციალის უკეთ გაცნობას. https://www.ghn.ge/news/356042-agroservis-tsentris-tsarmomadgenlebi-soflis-meurneobis-sametsniero-kvleviti-tsentris-sakmianobas-gaetsnen აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1796114625.JPG 2026-11-02 356042 ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია - გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი პოლიტიკური ველის გაწმენდა და ხელისუფლებისთვის სასურველი, მის მიერვე შერჩეული „კომფორტული ოპოზიციის“ შექმნაა., - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია. ,„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი პოლიტიკური ველის გაწმენდა და ხელისუფლებისთვის სასურველი, მის მიერვე შერჩეული „კომფორტული ოპოზიციის“ შექმნაა. ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება. საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, - აცხადებს გახარია. GD's Prime Minister openly stated the goal of banning opposition parties: to clear the political field and create a "convenient opposition" of their own choosing. This scenario is identical to Moscow's playbook - where many "opposition" parties appear on the ballot, but… — Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 2, 2026   https://www.ghn.ge/news/356041-opozitsiuri-partiebis-akrdzalvis-stsenari-moskovis-samokmedo-gegmis-identuria-sadats-archevnebi-skhva-araferia-tu-ara-iluzia-giorgi-gakharia ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია - გიორგი გახარია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2046307087.jpg 2026-11-02 356041 ნატო-ში შიშობენ, რომ რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპი ალიანსზე ზეწოლას გააძლიერებს - Politico ნატო-ს წევრი ქვეყნები აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების ყველაზე არასასურველი შედეგისთვის ემზადებიან. ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ კონგრესში რესპუბლიკელების დამარცხებამ შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ალიანსის წინააღმდეგ რიტორიკისა და ზეწოლის მკვეთრად გაძლიერებისკენ უბიძგოს. ამის შესახებ Politico ნატო-ს ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც გამოცემას ინფორმაცია ანონიმურობის პირობით მიაწოდეს. დიპლომატების შეშფოთებით, თუ კონგრესში დემოკრატები უმრავლესობას მოიპოვებენ და ტრამპს საშინაო პოლიტიკის მიმართულებით მოქმედების თავისუფლებას შეუზღუდავენ, პრეზიდენტმა შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება საგარეო პოლიტიკაში სცადოს, სადაც მას მოქმედების მეტი შესაძლებლობა აქვს. სამი დიპლომატის შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯი შესაძლოა, ევროპიდან დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანა იყოს. „როგორც წესი, პრეზიდენტები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას კარგავენ, საგარეო პოლიტიკაში იმედგაცრუებისა და ავანტიურიზმის კომბინაციას ავლენენ. ნატო-ზე თავდასხმები, როგორც ჩანს, ტრამპის მსოფლმხედველობის მუდმივი ნაწილია“, - განუცხადა გამოცემას ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ტრამპი შესაძლოა, განსაკუთრებით გაღიზიანდეს და ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედებები მკაცრი იყოს. გამოცემის ცნობით, მოკავშირეების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განლაგების გადახედვის პროცესია, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს. დიპლომატების ვარაუდით, თუ კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკაში მოქმედების შესაძლებლობებს შეუზღუდავს, მან შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბი გაზარდოს. გარდა ამისა, ნატო-ს დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა შეამციროს აშშ-ის ფინანსური შენატანები ალიანსის საერთო ფონდებში, PURL-ის ფარგლებში შეზღუდოს უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის პროგრამა და კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები რუსეთთან. ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოანა ლუნგესკუმ Politico-სთან საუბრისას გააფრთხილა, რომ არსებობს რისკი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გადახედვა, უკრაინის საკითხი და ევროპის უსაფრთხოების მომავალი რუსეთთან უფრო ფართო შეთანხმების ნაწილად იქცეს. მისი შეფასებით, ასეთმა სცენარმა შესაძლოა, ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან სახიფათო ვითარება შექმნას. ამასთან, ყველა მოკავშირე ასეთ სცენარს არ იზიარებს. მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა დრაგან კრაპოვიჩმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ნატო-ს დატოვების შესახებ ვარაუდები ადრეც არაერთხელ გამოთქმულა, თუმცა ეს არ მომხდარა. მისი თქმით, ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების საბოლოო გადაწყვეტილებას კონგრესი იღებს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უელსმა Politico-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ნატო-სთვის სხვებზე მეტი გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს ირანთან ომში აშშ-სთვის მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ. აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრსა და სენატის 100 წევრიდან 35-ს აირჩევენ. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. https://www.ghn.ge/news/356040-nato-shi-shishoben-rom-respublikelebis-martskhis-shemtkhvevashi-trampi-aliansze-zetsolas-gaadzlierebs-politico Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპი ალიანსზე ზეწოლას გააძლიერებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/765876765.png 2026-11-02 356040 ოლეშკიში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საფარქვეშ, რუსებმა ქალაქში მძიმე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება დაიწყეს და პოზიციები გაამაგრეს - Sky News-მა ვიდეომასალა გაავრცელა ბრიტანულმა ტელეარხმა Sky News-მა ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც, ჩანს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ქალაქ ოლეშკიში რუსმა ოკუპანტებმა როგორ შეიყვანეს მძიმე სამხედრო ტექნიკა, შეიტანეს საბრძოლო მასალა, გაამაგრეს პოზიციები და სამხედრო ძალების როტაცია განახორციელეს. Sky News-ის ცნობით, უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს რუსული ჯარების გადაადგილებას აკვირდებოდა, ტელეარხის ჟურნალისტ სტიუარტ რამზისა და მის გადამღებ ჯგუფს დრონების მართვის ცენტრში ექსკლუზიური წვდომა მისცა. „ვიდეოში ჩანს, როგორ განათავსებენ რუსი სამხედროები მძიმე სამხედრო ტექნიკას და შეაქვთ საბრძოლო მასალა“, - იუწყება ტელეარხი. სიუჟეტის თანახმად, ოკუპირებული ქალაქიდან მოსახლეობის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციის პარალელურად, კრემლის მიზნებთან დაკავშირებით ეჭვები და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოების გამო შეშფოთება კვლავ არსებობს. „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საფარქვეშ რუსმა სამხედროებმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება დაიწყეს. ქუჩებში აშკარად ჩანდა მძიმე ჯავშანტექნიკა. უკრაინელების განცხადებით, ამას ჰუმანიტარულ მისიასთან კავშირი არ აქვს“, - ნათქვამია Sky News-ის სიუჟეტში. გარდა ამისა, დრონებით გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რუს სამხედროებს დიდი ტომრები სახლებში და სარდაფების მქონე შენობებში შეჰქონდათ. ოკუპანტები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და დაზიანებულ, დამწვარ შენობებში შედიოდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების 34-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, დმიტრო პულინეცის განცხადებით, ადრე რუსი სამხედროები ქალაქში გადაადგილებას ვერც კი წარმოიდგენდნენ. „ახლა მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ბოლო რამდენიმე დღეა, ეს გადაადგილება მუდმივად მიმდინარეობს - როგორც დღისით, ისე ღამით“, - განაცხადა მან. ბრიტანულმა ტელეარხმა ასევე გადაიღო, როგორ გაჰქონდათ ცხედრები საავადმყოფოს პროზექტურიდან. „ცხედრებს ტომრებში ათავსებდნენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანაში ტვირთავდნენ. ყველა ეს თეთრი ტომარა ცხედარია. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ეს ადამიანები დაიღუპნენ და ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან. ახლა კი რუსები მათ ცხედრებს მიასვენებენ. აქ არანაირი გამოძიება არ ჩატარდება და არავინ დასვამს კითხვას, რა დაემართათ ამ ადამიანებს“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და დასძენს, რომ 30-ზე მეტი ცხედარი დაითვალა. სტიუარტ რამზის თქმით, რუსები ოლეშკის მცხოვრებლებს დაღუპულების დაკრძალვის უფლებას არ აძლევდნენ. დრონით გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გადააქვთ რუს სამხედროებს თეთრი ყუთები. „ამას ჰუმანიტარულ მისიასთან კავშირი არ ჰქონია“, - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი. პულინეცის განცხადებით, მისმა ქვედანაყოფმა დააფიქსირა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში რუსებმა ყველა საარტილერიო სისტემა აღადგინეს, დაიბრუნეს მანამდე დაკარგული პოზიციები, განახორციელეს პირადი შემადგენლობის როტაცია, დამატებითი ძალები და საშუალებები შეიყვანეს, გაზარდეს საჰაერო დაზვერვის საშუალებების რაოდენობა და საწვავის მარაგები შეავსეს. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის რაიონში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საკუთარი ქვედანაყოფების როტაციისთვის, პოზიციების გასამაგრებლად, გზებზე ანტიდრონული დაცვის გასაძლიერებლად და ლოგისტიკის გასაფართოებლად გამოიყენა. ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრის ღამის 03:00 საათიდან 1-ელი ნოემბრის 22:59 საათამდე მოქმედებდა. შეთანხმების მიზანი ქალაქში ჰუმანიტარული მისიის ჩატარება იყო. რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოლეშკის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 31 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ევაკუირებულმა უკრაინის ყველა მოქალაქემ სახელმწიფო საზღვარი ჩერნიჰივის ოლქში გადაკვეთა.   https://www.ghn.ge/news/356039-oleshkishi-tsetskhlis-shetsqvetis-rezhimis-safarkvesh-rusebma-kalakshi-mdzime-samkhedro-teknikisa-da-sabrdzolo-masalis-gadaadgileba-daitsqes-da-pozitsiebi-gaamagres-sky-news-ma-videomasala-gaavrtsela ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საფარქვეშ რუსებმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება დაიწყეს, გაამაგრეს პოზიციები და სამხედრო ძალების როტაცია განახორციელეს - Sky News-მა ვიდეომასალა გაავრცელა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/973667804.png 2026-11-02 356039 ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. "ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. შპს ,,მენეჯმენტის სისტემები’’-ს აუდიტორის მიერ 2026 წლის 24 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2026 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორის (LL-C (Certification) Czech Republic a.s.) მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ცესკომ წარმატებით გაიარა ორივე სახის აუდიტი და შეინარჩუნა საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი. საერთაშორისო აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დადებით მხარეებსა და უპირატესობებს შორის ხაზგასმით აღსანიშნავია ადმინისტრაციის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და ცვალებად გარემოს:  „პოლიტიკური რყევების, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობისა და საინფორმაციო ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად ასრულებს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ საკონსტიტუციო ვალდებულებებს“. აუდიტის ფარგლებში დოკუმენტირებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა შეფასდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და მიაღწიოს აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელ შედეგებს, როგორც ეს მითითებულია ISO-IAF-ის კომუნიკეში, აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ. აუდიტორის შეფასებით, ორგანიზაცია აკმაყოფილებს და სათანადოდ ახორციელებს მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებთან, შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულია სტანდარტის ცალკეული მოთხოვნების შესრულების დონის შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება ანგარიშის შესაბამისობის მატრიცით. აუდიტის მიზნები წარმატებით არის მიღწეული. აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები, საქმიანობის მონიტორინგი და ანგარიშგების მექანიზმები შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. ეს კი ადასტურებს, რომ ხარისხის მართვა საარჩევნო ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს. იგი ორგანიზაციებს საქმიანობის სისტემატური გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანად მართვის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ცესკომ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა და ბიზნეს პროცესები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო. საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მორიგი დადასტურება ცესკოსთვის ხარისხის მართვის უწყვეტი პროცესის, ინსტიტუციური განვითარებისა და საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/356038-tseskom-saertashoriso-auditi-kvlav-tsarmatebit-gaiara ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/155683110.jpg 2026-11-02 356038 სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი”, „მდმა”, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/356037-samartaldamtsvelebma-narkodanashaulis-braldebit-shvidi-piri-daakaves სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/504828409.png 2026-11-02 356037 საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მიმართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. საია-ს განცხადებით, პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, „კვლავ აგრძლელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება“. საიას შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად. „ბრალდების დასაბუთებაში მისი პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი არ არის გამიჯნული ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობისგან. სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება”, - ნათქვამია განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/356036-saia-m-ojakhisa-da-advokatis-mimartvis-safudzvelze-paata-manjgaladzis-mimart-mimdinare-siskhlis-samartlis-sakme-sheistsavla საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მიმართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1511804190.jpg 2026-11-02 356036 მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაცაიში. https://www.ghn.ge/news/356035-marneulshi-politsiam-taghlitobis-braldebit-erti-piri-daakava მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/52697431.png 2026-11-02 356035 რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები აბსოლუტურად სამართლიანია, ჩვენ ამის უფლება გვაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ძალის გარდა სხვა ენა არ ესმის და ჩავენ მას ამას ვაჩვენებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა. „შემიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, რაც ჩვენ გვეხება. მაგალითად, განვიხილოთ ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთში ვუტევთ. პუტინს მხოლოდ ჩვენი ძალისმიერი პასუხის ენა ესმის. მას ძალის გარდა არაფერი ესმის. ჩვენ კი ამას ვაჩვენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს სამართლიანად მიიჩნევს. „ეს სამართლიანია? მე მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად სამართლიანია. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. თავს ვესხმით თუ არა რუსეთის დიზელის საწვავს? დიახ. მაგრამ ახდენს თუ არა ეს გავლენას ფასებზე აშშ-სა და მთელ მსოფლიოში? არა“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ამის დასადასტურებლად მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ რუსეთის წილი მსოფლიო ექსპორტში ამჟამად დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს, ამიტომ მის გავლენას პრაქტიკულად ნულოვნად მიიჩნევს. ამასთან, ზელენსკის თქმით, ენერგომატარებლების ფასებზე გაცილებით დიდ გავლენას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ახდენს. „ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს გაცილებით დიდი გავლენა აქვს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა. ამიტომ, თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფასების შემცირება, იქ ომი უნდა დასრულდეს და სრუტე გაიხსნას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს არ შეუძლიათ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ქვეყნების ლიდერებს, შესაძლოა, ჰქონდეთ საკითხები, რომელთა განხილვაც ერთმანეთთან სურთ, თუმცა ისინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ უნდა ისხდნენ. „რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების ლიდერებს აქვთ საკითხები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა განიხილონ. თუმცა ისინი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იქნებიან. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს საკითხები მხოლოდ უკრაინას ეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/news/356034-rusetis-navtobgadamamushavebel-karkhnebze-tavdaskhmebi-absoluturad-samartliania-chven-amis-ufleba-gvakvs-volodimir-zelenski რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები აბსოლუტურად სამართლიანია, ჩვენ ამის უფლება გვაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1028619745.png 2026-11-02 356034 ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება, ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა, რომ ღარიბაშვილის ერთადერთი იმედიც ჩაქრა ბერას სახით, რომელიც ჩინეთში გრძელვადიან არდადეგებზე გაუშვეს - ლაშა ფარულავა ბერამ ქვეყანა დატოვა - ირაკლი კობახიძემ ბატონის კარზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და მდინარაძის ჩახრიალებაზე „აბაროტი“ აიღო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელში კრიმინალური ჯგუფია და „მხოლოდ კახი კალაძის ჩამოშორებაღა დარჩა, რომ ბატონის კარზე უალტერნატივო ფიგურად დარჩეს“. „ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება! ამჯერად ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა, რომ ღარიბაშვილის ერთადერთი იმედიც ჩაქრა ბერას სახით, რომელიც ჩინეთში გრძელვადიან არდადეგებზე გაუშვეს. მოდით, მხოლოდ ფაქტებს მივყვეთ და ფაზლებად ავაწყოთ. ბერას „ქოლცენტრებთან“ კავშირზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. ანუ, თაღლითური ქოლცენტრები რომ გუგუნებს და ვიღაც მფარველობს, ეს ყველამ იცის. ლილუაშვილი რაც ჩასვეს, ეს სფერო კრიმინალებმა გადაიბარეს - პატარა ბავშვმაც კი იცის ქუჩაში. ჰოდა, ეს კითხვები დაგროვდა ბერას მიმართ, მან კი პასუხად გვითხრა, ყველას გიჩივლებთო. მაგრამ სანამ დავით ასათიანი საჩივარს წერს, ამ დროს თბილისში ჭორები დაიყარა, ტყუპ ძმებს, ფეიქრიშვილებს, ბერას ხმოვანი მამხილებელი შეტყობინებები აქვთო. შემდეგ „კაწროს“ და ვატოს ხაჭაპურის ჭამის გამო იჭერენ, ამ დროს კი გლდანის ციხეში დიდი გარჩევა ხდება. ტყუპი ფეიქრიშვილების საკანში ბერას სამეგობრო მოათავსეს, დავით ფეიქრიშვილი დალეწეს და აწამეს. პენიტენციური უარყოფს, სახალხო დამცველი დუმს, ყველა ყველაფერს უარყოფს, სანამ ნაწამები ფეიქრიშვილი „ვივამედში“ ცოცხალ-მკვდარი არ მიიყვანეს. ანუ, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სისტემამ კრიმინალებს ჯერ ციხემდე მწვანე დერეფანი გაუკეთა და შემდეგ ამბავი გახეთქა… ყველამ ყველაფერი გაიგო, მაგრამ არც პენიტენციური სამსახურის უფროსი და არც გლდანის ციხის უფროსი არავის დაუკავებია. მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბერამ ქვეყანა დატოვა. ანუ, ირაკლი კობახიძემ ბატონის კარზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და მდინარაძის ჩახრიალებაზე „აბაროტი“ აიღო. ორივე კრიმინალური ჯგუფი ახლა მის ხელშია და მხოლოდ კახი კალაძის ჩამოშორებაღა დარჩა, რომ ბატონის კარზე უალტერნატივო ფიგურად დარჩეს. სანამ „ოცნების“ შიგნით კრიმინალების ჯირითია, ამასობაში ხალხს გაზსა და წყალზე ტარიფებს უძვირებენ, სათამაშო ბიზნესს კი გადასახადებს უხსნიან და ახალგაზრდებს ლუდომანიისთვის სწირავენ. საპატრიარქომ ამ ყველაფერს მსუსხავი კრიტიკით უპასუხა, მაგრამ ახლა მთავარი ხალხის პასუხია. ამ კრიმინალურ, კორუფციაში ჩაფლულ და ზნეობრივად გახრწნილ პოლიტიკურ სისტემას ხალხმა ერთიანი წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს და ამის ერთ-ერთი შესაძლებლობა 28 ნოემბერია!“ - წერს ლაშა ფარულავა. https://www.ghn.ge/news/356033-ivanishvilis-karze-bolo-zhamis-tamashebi-da-kotsebis-shida-tsioki-grdzeldeba-irakli-kobakhidzem-iseti-svlebi-gaaketa-rom-gharibashvilis-ertaderti-imedits-chakra-beras-sakhit-romelits-chinetshi-grdzelvadian-ardadegebze-gaushves-lasha-farulava ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება, ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა, რომ ღარიბაშვილის ერთადერთი იმედიც ჩაქრა ბერას სახით, რომელიც ჩინეთში გრძელვადიან არდადეგებზე გაუშვეს - ლაშა ფარულავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/253409785.jpg 2026-11-02 356033 ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა ბულგარეთში 1-ელ ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების დათვლის პროცესში ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი გიუროვს, მნიშვნელოვანი უპირატესობით უსწრებს. მეორე ტურში იოტოვა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კირილ ვალჩევი მონაწილეობდნენ, მათ კონკურენციას კი ანდრეი გიუროვი და გიორგი კანდევი უწევდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების 98.43%-ის დათვლის შემდეგ, ილიანა იოტოვასა და მის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კირილ ვალჩევს ხმების 57.64% აქვთ, ხოლო ანდრეი გიუროვისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი კანდევის წყვილს - 39.40%. გიუროვმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ შედეგებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვაობის მასშტაბი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 62 წლის ილიანა იოტოვა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას იანვრიდან ასრულებს, პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთის“ მხარდაჭერით მონაწილეობდა არჩევნებში. მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი, პროდასავლური ოპოზიციური ძალების მხარდაჭერით სარგებლობდა. საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იყო. იოტოვა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემხრობა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება. გიუროვი კი უკრაინის მხარდაჭერას და დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირთან, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უჭერს მხარს. ბულგარეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები ძირითადად ცერემონიული ხასიათისაა, თუმცა მას შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა. პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. https://www.ghn.ge/news/356032-bulgaretis-saprezidento-archevnebis-meore-turshi-iliana-iotovam-gaimarjva ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვა იმარჯვებს — დათვლილია ხმების 98.43% მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2057253019.png 2026-11-02 356032 ოკუპირებულ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა, ქალაქიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, განიხილება მსგავსი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობები ხერსონის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების მიზნით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა. ამჟამად მხარეები მსგავსი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობებს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დუმილის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებდა. „დუმილის რეჟიმი, რომელიც 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოქმედებდა, დასრულდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ერთობლივ ჰუმანიტარულ საქმიანობაში, რომელსაც რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის კოორდინაციით ვახორციელებდით. ამ პერიოდში მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდნენ. ამან შესაძლებელი გახადა ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, რომელსაც ქალაქის უსაფრთხოდ დატოვება სურდა“, - განაცხადა ლუბინეცმა. მისივე თქმით, ის და ლანტრატოვა ამჟამად მსგავსი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობებს ამუშავებენ. „მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ თანამშრომლობის ეს მექანიზმი, რათა მომავალშიც დავეხმაროთ ადამიანებს და გადავარჩინოთ სიცოცხლეები“, - დასძინა მან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების პერიოდში ქალაქის დატოვება 500-ზე მეტმა მცხოვრებმა შეძლო. მათი ევაკუაცია ყირიმის ნახევარკუნძულის გავლით, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, საიდანაც ისინი თვითმფრინავით ბელარუსში გადაიყვანეს. შემდეგ კი უკრაინაში, კიევისა და ჩერნიჰივის ოლქების გავლით დაბრუნდნენ. https://www.ghn.ge/news/356031-okupirebul-oleshkishi-tsetskhlis-shetsqvetis-rezhimi-dasrulda-kalakidan-500-ze-meti-adamianis-evakuatsia-gankhortsielda-ganikhileba-msgavsi-humanitaruli-ghonisdziebebis-gagrdzelebis-shesadzleblobebi ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა, ქალაქიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1897809374.png 2026-11-02 356031 ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან 11 კილომეტრში თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ცხრავე პირი დაიღუპა ფლორიდის შტატში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დაახლოებით 11 კილომეტრში, კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ავიაკატასტროფა 1-ელ ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:50 საათზე, პალმ-ბიჩის ოლქში, გრინეკრესის დასახლებაში მოხდა. Bombardier Learjet 60-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიემართებოდა. აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეცემა თვითმფრინავი მაღალი სიჩქარით მიწაზე და შეჯახებისას ძლიერი აფეთქება ხდება. თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში, გზის მახლობლად ჩავარდა და საცხოვრებელ სახლებსა და გამვლელ ავტომობილებს ძალიან ახლოს დაეცა. პალმ-ბიჩის ოლქის ხელისუფლების განცხადებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 600 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით ორ თავშესაფარში გადაიყვანეს. Reuters-ის ცნობით, საჰაერო მოძრაობის მართვის ჩანაწერებში ისმის, რომ პილოტი თვითმფრინავის მოყინვისა და ზომიერი ტურბულენტობის შესახებ იტყობინებოდა. მოგვიანებით მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ თვითმფრინავი სწრაფად კარგავდა სიმაღლეს. ფრენის ბოლო წამებში პილოტმა თქვა, რომ თვითმფრინავი მიწას შეეჯახებოდა. შემთხვევის დროს რეგიონში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო. ავიაკატასტროფის მიზეზებს აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებენ.  https://www.ghn.ge/news/356030-floridashi-donald-trampis-mar-a-lagos-rezidentsiidan-11-kilometrshi-tvitmfrinavi-chamovarda-bortze-mqofi-tskhrave-piri-daighupa ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან რამდენიმე კილომეტრში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ცხრავე პირი ადგილზე დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/633361839.png 2026-11-02 356030 "დიდი ოცეულის" სამიტზე ოფიციალური მიწვევა არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა მომლაპარაკებლისგან გარკვეული სიგნალები იყო - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აშშ-ის მხარისგან "დიდი ოცეულის" [G20] სამიტზე ოფიციალური მიწვევა არ მიუღია, თუმცა ასეთი შესაძლებლობის შესახებ გარკვეული სიგნალები მიიღო. ამის შესახებ ზელენსკიმ სტამბოლში, CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა. „ოფიციალურად მიწვევა არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა მომლაპარაკებლისგან გარკვეული სიგნალები იყო. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა G20-ის სამიტზე მიგვიწვიოს და, შესაძლოა, ომის დასრულებისკენ მიმართული ინიციატივაც წამოაყენოს. რა თქმა უნდა, თუ ტრამპი ოფიციალურად მოგვიწვევს, ჩვენ ამ წინადადებას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმრ პუტინი მაიამიში დეკემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია. სამიტის ფარგლებში შესაძლოა პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრაც გაიმართოს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა უარი თქვა ზელენსკის შეთავაზებაზე, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აშშ-ში, G20-ის სამიტის ფარგლებში გაემართათ. ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდება თუ არა პუტინი მაიამიში ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას. 31 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ზელენსკი დეკემბერში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს მოიტანს. 1-ელ ნოემბერს კი ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ზელენსკი მაიამიში დაგეგმილ სამიტზე მიიწვიოს. https://www.ghn.ge/news/356029-didi-otseulis-samitze-ofitsialuri-mitsveva-ar-migvighia-tumtsa-skhvadaskhva-momlaparakeblisgan-garkveuli-signalebi-iqo-volodimir-zelenski "დიდი ოცეულის" [G20] სამიტზე ოფიციალური მიწვევა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/809040037.png 2026-11-02 356029 დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთიდან ახლადდაბრუნებულმა კაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.ghn.ge/news/356028-daakaves-katsi-romelmats-telavshi-arasrultslovani-shvilis-tandastsrebit-fizikuri-sheuratskhqofa-miaqena-meughles-da-sitsotskhlis-mospobit-daemukra-ris-shemdegats-fizikurad-idzalada-shvilzets დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/364779091.png 2026-11-02 356028 ეგზიტპოლის მიხედვით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა ლიდერობს ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ლიდერობს. Associated Press-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მას ამომრჩეველთა დაახლოებით 52%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მეტოქეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი გიუროვს - დაახლოებით 44%-მა. ეგზიტპოლის შედეგებით, იოტოვა შესაძლოა ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს, რომელიც ამ თანამდებობაზე პირდაპირი არჩევნებით აირჩიეს.  არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, მან დაახლოებით 27-29% შეადგინა. 62 წლის ილიანა იოტოვა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას იანვრიდან ასრულებს, პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთის“ მხარდაჭერით მონაწილეობდა არჩევნებში. მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი, პროდასავლური ოპოზიციური ძალების მხარდაჭერით სარგებლობდა. საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იყო. იოტოვა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემხრობა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება. გიუროვი კი უკრაინის მხარდაჭერას და დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირთან, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უჭერს მხარს. ბულგარეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები ძირითადად ცერემონიული ხასიათისაა, თუმცა მას შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა. პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. https://www.ghn.ge/news/356027-egzitpolis-mikhedvit-bulgaretis-saprezidento-archevnebis-meore-turshi-mokmedi-prezidenti-iliana-iotova-liderobs ეგზიტპოლის თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა ლიდერობს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/690683924.png 2026-11-02 356027 ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს შეხვედრის გამართვას თურქეთში სთავაზობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრის გამართვას თურქეთში სთავაზობს. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შესაძლებელია იმ საკითხების განხილვა, რომელთა მოგვარებაც მოლაპარაკებების მონაწილე დელეგაციებმა და ტექნიკურმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს. „სწორედ ამიტომ მსურს მას შევხვდე, როგორც ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში აღიარება და აღნიშნა, რომ კიევი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს არ იტყვის. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიებს არ დავთმობთ. ვერ ვაღიარებთ, რომ რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ მყოფი ჩვენი ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და აღმოსავლეთის რეგიონები, რუსეთს ეკუთვნის. ეს ჩვენს ღირსებას, საზოგადოების ნებასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მან. ზელენსკის თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ქვეყნის მომავალზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. „უკრაინის გარეშე უკრაინის ბედს ვერ გადაწყვეტთ. ეს უსამართლო იქნება და არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - თქვა ზელენსკიმ. ინტერვიუში მან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია უსაფრთხო საზღვაო დერეფნის არსებობა და შესაბამისი წესების შემუშავება, რათა დაცული იყოს როგორც უკრაინის პორტებში შემავალი, ისე რუსეთის პორტებისკენ მიმავალი გემები. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გაცილებით მეტ რესურსს მიმართავს, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად. „ფაქტია, რომ ახლა დღის წესრიგში ევროპის უსაფრთხოება კი არა, ახლო აღმოსავლეთია. ასევე ფაქტია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში გაცილებით მეტ რესურსს მიმართავს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუსეთის დარტყმების ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება და ზამთარში მოსახლეობის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა. https://www.ghn.ge/news/356026-volodimir-zelenski-vladimir-putins-shekhvedris-gamartvas-turketshi-stavazobs ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვას თურქეთში სთავაზობს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1465343558.png 2026-11-01 356026 მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა ძაღლების სამარხების შესწავლა და სავარაუდო პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ. "არ მაქვს იმედი ამ ეტაპზე, რომ ისინი ვინმეს დააპატიმრებენ ამ დანაშაულის გამო, თუმცა თუ არ უნდათ, რომ იურიდიულად გახდნენ თანამონაწილეები აი, ამ მასობრივი, არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ იურიდიული დანაშაულისა, მაშინ კეთილი ინებონ და ეს არაგველი და ვინმე გორის თავშესაფრის უფროსი ერთი კვირის ვადაში დააკავონ", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილიმა. შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”. https://www.ghn.ge/news/356025-mtavrobis-administratsiastan-tskhovelta-uflebadamtsvelebis-saprotesto-aktsia-gaimarta მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/964588468.jpg 2026-11-01 356025 დონალდ ტრამპი დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში კონგრესის გვერდის ავლით ქვეყნის მართვისთვის ემზადება - Reuters აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა კონგრესში დემოკრატების შესაძლო გამარჯვებისთვის და გეგმავდა, როგორ გაეგრძელებინა თავისი პროგრამის ძირითადი მიმართულებების განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების მეშვეობით. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის ერთ თანამშრომელსა და კიდევ ორ პირზე დაყრდნობით წერს, რომლებისთვისაც აღნიშნული გეგმები ცნობილია. სააგენტოს წყაროების ცნობით, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის შიდა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სტივენ მილერი და ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო მართვის ოფისის დირექტორი რასელ ვოუტი, აპრილიდან თანამშრომლობენ თეთრი სახლის იურიდიულ სამსახურთან. ისინი განსაზღვრავენ, რა ზომების მიღება შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციას კონგრესის თანხმობის გარეშე იმიგრაციის, ტარიფების, საცხოვრებლის ფასებისა და ფედერალური ხარჯების საკითხებზე. წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლის იურიდიული მრჩეველი უილ შარფი და მისი გუნდი ასევე სწავლობენ, რისი გაკეთება შეუძლია ტრამპს დამოუკიდებლად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სად შეუძლია მას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლების გაფართოება და როგორ დაიცვას სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებები. სააგენტოს ცნობით, კონგრესზე კონტროლის მოპოვება დემოკრატებს ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებების დაწყების, კანონპროექტების დაბლოკვისა და მისი ხარჯვითი პრიორიტეტების შეზღუდვის შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, ტრამპს კვლავ ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების ფართო უფლებამოსილებები ვაჭრობის, საგარეო პოლიტიკისა და ფედერალური აპარატის მართვის სფეროებში. ამასთან, რესპუბლიკელთა უმნიშვნელო უმრავლესობის შესაცვლელად დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, შესაბამისად, ოთხი დამატებითი ადგილი უნდა მოიპოვონ. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 218 ადგილი აქვთ, დემოკრატებს - 214, ხოლო სენატში რესპუბლიკელების წარმომადგენლობა 53-ს, დემოკრატებისა კი 47-ს შეადგენს. ჟურნალისტების ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვების შანსი აქვთ, ხოლო სენატში საარჩევნო ვითარება კვლავ გაურკვეველია. აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამ არჩევნებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი კონგრესში და გავლენა იქონიოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელზე. https://www.ghn.ge/news/356024-donald-trampi-demokratebis-gamarjvebis-shemtkhvevashi-kongresis-gverdis-avlit-kveqnis-martvistvis-emzadeba-reuters ტრამპი დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში კონგრესის გვერდის ავლით ქვეყნის მართვისთვის ემზადება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/938689295.png 2026-11-01 356024 სი ძინპინი უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი სამიტის წინააღმდეგია - გერმანიის პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ჩინეთი არ არის დაინტერესებული აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი სამიტის გამართვით, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ შტაინმაიერმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. გამოცემა Yahoo-ს ცნობით, გერმანიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში გამართული შეხვედრის დროს განიხილა. შტაინმაიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, სავარაუდოდ, შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე შეხვდებიან, ჩინეთის ლიდერის რეაქციამ აჩვენა, რომ უკრაინის საკითხი შეხვედრის დღის წესრიგში არ იქნება.  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინის საკითხზე აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობით სამიტისთვის მზადება არ მიმდინარეობს. „სი ძინპინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს ევროპული კონფლიქტია, რომლის მოგვარებაშიც თავად ევროპელებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. შტაინმაიერის თქმით, როდესაც მან ჩინეთის ლიდერთან ასეთი სამიტის გამართვის შესაძლებლობა განიხილა, სი ძინპინს გაკვირვება სახეზე დაეტყო. ამრიგად, შტაინმაიერის განცხადებამ უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.   https://www.ghn.ge/news/356023-si-dzinpini-ukrainis-sakitkhze-ashsh-sa-da-rusettan-sammkhrivi-samitis-tsinaaghmdegia-germaniis-prezidenti სი ძინპინი უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის წინააღმდეგია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1904912961.png 2026-11-01 356023 ოქტომბერში რუსეთის არმიამ 54 400 სამხედრო დაკარგა, რუსეთი დანაკარგებს განიცდის, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვცდილობთ, ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოქტომბერში რუსეთის არმიამ მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 54 400 სამხედრო დაკარგა. მისი თქმით, ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ზელენსკის ინფორმაციით, რეკორდული იყო რუსეთის არმიის ერთდღიანი დანაკარგიც, მან 21 ოქტომბერს 2 250 სამხედრო დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 96,2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, რაც 10,4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმ ფართობზე, რომლის დაკავებაც რუსეთის ჯარებმა იმავე პერიოდში შეძლეს. „რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვცდილობთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ უზარმაზარი დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიის არჩევა სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე ინფორმაციით, ოქტომბერში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფები მტრის სამიზნეს საშუალოდ ყოველ 41 წამში ერთხელ აზიანებდნენ, ხოლო რუს სამხედროს - ყოველ 159 წამში ერთხელ. https://www.facebook.com/zelenskyy.official/posts/%D1%83-%D0%B6%D0%BE%D0%B2%D1%82%D0%BD%D1%96-%D0%BD%D0%B0%D1%88%D1%96-%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%B8-%D0%BE%D0%B1%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%B8-%D1%83%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%97%D0%BD%D0%B8-%D0%B7%D0%B0%D0%B2%D0%B4%D0%B0%D0%BB%D0%B8-%D0%B2%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B3%D1%83-%D1%80%D0%B5%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%B4%D0%BD%D0%B8%D1%85-%D0%B2%D1%82%D1%80%D0%B0%D1%82-%D1%96-%D0%BF%D0%BE%D0%B2%D0%B5%D1%80%D0%BD%D1%83%D0%BB%D0%B8-%D0%B1%D1%96/4423698364547172/   https://www.ghn.ge/news/356022-oktombershi-rusetis-armiam-54-400-samkhedro-dakarga-ruseti-danakargebs-ganitsdis-chven-vinarchunebt-pozitsiebs-vatavisuflebt-teritoriebs-da-vtsdilobt-omis-qoveli-dghe-agresors-rats-sheidzleba-dzviri-daujdes-volodimir-zelenski ოქტომბერში რუსეთის არმიამ 54 400 სამხედრო დაკარგა, რუსეთი დანაკარგებს განიცდის, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვცდილობთ, ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1472148435.jpg 2026-11-01 356022 რომის პაპი ლეო XIV იმედს გამოთქვამს, რომ ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობისკენ მიმართულ ახალ ინიციატივებს შეუწყობს ხელს რომის პაპმა ლეო XIV-მ ოკუპირებული ოლეშკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაციის დასრულებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მშვიდობის მისაღწევად ახალ ინიციატივებს შეუწყობს ხელს. ამის შესახებ რომის პაპმა 1-ელ ნოემბერს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ტრადიციული საკვირაო ლოცვის განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოლეშკის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. გამოვთქვამ იმედს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა, რომელმაც ჰუმანურობის ეს აუცილებელი ჟესტი შესაძლებელი გახადა, ხელს შეუწყობს დიალოგისკენ სწრაფვის განმტკიცებას და მშვიდობის სასარგებლოდ ახალ კონკრეტულ ინიციატივებს გამოიწვევს“, - განაცხადა ლეო XIV-მ. შეგახსენებთ, მანამდე,  რომის პაპმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება იყო. ოლეშკიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია დროებითი ზავის შედეგად გახდა შესაძლებელი. უკრაინის მოქალაქების ბელარუსში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. https://www.ghn.ge/news/356021-romis-papi-leo-xiv-imeds-gamotkvams-rom-oleshkishi-chatarebuli-humanitaruli-operatsia-mshvidobisken-mimartul-akhal-initsiativebs-sheutsqobs-khels რომის პაპი იმედოვნებს, რომ ოლეშკში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობისკენ მიმართულ ახალ ინიციატივებს შეუწყობს ხელს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1472581225.png 2026-11-01 356021 „დიდი ოცეულის“ სამიტში ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობა ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს ქმნის - კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობამ დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში შესაძლოა შექმნას რისკი, რომ რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ლეგიტიმურად აღიქვან იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება. ამის შესახებ კალასმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, მოიწვიოს კრემლის ლიდერი სამიტზე, არაერთ სერიოზულ კითხვას აჩენს. „ეს ქმნის იმ სამხედრო დანაშაულების ნორმალიზების რისკს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. კალასმა ასევე შეაფასა აშშ-ში G20-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. მისი თქმით, ლავროვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა არ გამოუხატავს. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა G20-ის დეკემბრის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს მოიტანს. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ვლადიმირ პუტინი მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია.  https://www.ghn.ge/news/356020-didi-otseulis-samitshi-vladimir-putinis-shesadzlo-monatsileoba-omis-danashaulebis-normalizebis-risks-kmnis-kaia-kalasi „დიდი ოცეულის“ სამიტში ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობა ქმნის იმ სამხედრო დანაშაულების ნორმალიზების რისკს, რომლებიც ყოველდღიურად უკრაინაში ხდება - კაია კალასი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/905520294.png 2026-11-01 356020 მედიის ცნობით, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, კსტოვოს რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმო 1-ელი ნოემბრის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა განაცხადა. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა. ხელისუფლება სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქონებისთვის მიყენებულ ზარალს აფასებს. ნიკიტინის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოების პერიოდში შესაძლოა საცხოვრებელ სახლებში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა, ასევე ცხელი წყლისა და გათბობის მიწოდების შემცირება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ოლქზე მასშტაბური დრონებით შეტევა მიმდინარეობდა და რეგიონში 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსული მედიისა და უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხების ცნობით, სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. თავდასხმის შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხების, Exilenova+-ისა და Supernova+-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“ იყო. „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“ წელს დრონებით თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. აგვისტოში ქარხანამ მუშაობა რამდენიმე ტექნოლოგიური დანადგარისა და საერთო-საქარხნო ობიექტების დაზიანების გამო შეაჩერა. ამის შესახებ Reuters წერდა. სააგენტოს ცნობით, სექტემბერში საწარმო ნომინალური სიმძლავრის მხოლოდ მეოთხედით მუშაობდა.   https://www.ghn.ge/news/356019-mediis-tsnobit-nizhni-novgorodis-olkshi-mdebare-navtobgadamamushavebel-karkhanaze-dronebit-tavdaskhma-gankhortsielda ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1033707839.png 2026-11-01 356019 ვოლოდიმირ ზელენსკის თუ ასე ძალიან სურს ვლადიმირ პუტინთან საუბარი, ჩამოვიდეს - იური უშაკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარს უპასუხებს, რადგან მასთან საუბარზე უარი არასდროს უთქვამს. უშაკოვმა ამის შესახებ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა. მას ჰკითხეს, უპასუხებს თუ არა პუტინი ზელენსკის ზარს. „ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უპასუხებს. პუტინს საუბარზე უარი არასდროს უთქვამს“, - განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, ზელენსკი სხვადასხვა არხით გადასცემს სიგნალებს, რომ პუტინთან დიალოგისთვის მზად არის. უშაკოვმა უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ჩასვლაც შესთავაზა. უშაკოვის თქმით, ზელენსკი სხვადასხვა არხის საშუალებით გადასცემს სიგნალებს მოსკოვს პუტინთან დიალოგის სურვილის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, თუ უკრაინის ლიდერს საუბარი სურს, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს. „ის ხომ სხვადასხვა არხის საშუალებით გადასცემს სიგნალებს. თუ ასე ძალიან სურს საუბარი, ჩამოვიდეს“, - განაცხადა უშაკოვმა. რუსული მედიის ცნობით, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა, დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში, პუტინს შეხვდეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრება ფორუმს. მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრა მხოლოდ მოსკოვში შეიძლება გაიმართოს. https://www.ghn.ge/news/356018-volodimir-zelenskis-tu-ase-dzalian-surs-vladimir-putintan-saubari-chamovides-iuri-ushakovi თუ ასე ძალიან სურს საუბარი, ჩამოვიდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1051075392.png 2026-11-01 356018 უკრაინამ 70 მილიონი დოლარის ღირებულების რუსულ საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და რაკეტების მწარმოებელ საწარმოს დაარტყა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირ-С2“ და С-400 „ტრიუმფის“ სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა დააზიანეს. ზელენსკის შეფასებით, განადგურებული საჰაერო თავდაცვის ობიექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დარტყმა მიიტანეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე საწარმო „კამენსკის“ კომბინატზე, რომელიც რაკეტების წარმოებაში მონაწილეობს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედროებსა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებს განხორციელებული ოპერაციებისთვის. ცნობისათვის, 1-ელ ნოემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის ოთხი ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. უკრაინული მედიის ცნობით, დილის მდგომარეობით, ელექტროენერგია ასიათასობით ოჯახს არ მიეწოდებოდა. https://www.ghn.ge/news/356017-ukrainam-70-milioni-dolaris-ghirebulebis-rusul-sahaero-tavdatsvis-obiektebsa-da-raketebis-mtsarmoebel-satsarmos-daartqa-volodimir-zelenski ზელენსკი: უკრაინამ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტების მწარმოებელი საწარმო დააზიანა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/3025018.png 2026-11-01 356017 სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, — ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზი“. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/356016-sofel-bershuetis-mimdebared-rusetis-saokupatsio-dzalebis-mier-ukanonod-dakavebuli-sakartvelos-mokalake-tavisufalia-sus-i სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია კონფლიქტები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/593901896.jpg 2026-11-01 356016 საფრანგეთში, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 565 ადამიანი დააკავა საფრანგეთში, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 565 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს. 31 ოქტომბერს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, პროფკავშირების წარმომადგენლები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 70 000 - პარიზში. საპროტესტო გამოსვლების უმეტესობამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა დღის ბოლოს პარიზსა და სხვა ქალაქებში პოლიციასა და დემონსტრანტების ნაწილს შორის შეტაკებები მოხდა. პარიზში შავებში ჩაცმულმა და ნიღბიანმა პირებმა პოლიციელებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარიზში ოთხი პოლიციელი და ერთი ჟანდარმი დაშავდა. მათგან სამმა დამწვრობა მოლოტოვის კოქტეილის მოხვედრის შედეგად მიიღო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, პოლიციელზე თავდასხმას მკვლელობის მცდელობა უწოდა. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს წესრიგის დასაცავად ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი განალაგა. აქციები საფრანგეთში ზედიზედ მესამე შაბათ-კვირაა იმართება. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებასთან ერთად განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და საჯარო მომსახურების ხარისხსაც აპროტესტებენ. მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა სამოქალაქო თავისუფლებებისა და პროტესტის უფლების უკეთ დაცვაც. https://www.ghn.ge/news/356015-safrangetshi-saprotesto-aktsiebis-dros-politsiam-kveqnis-masshtabit-565-adamiani-daakava საფრანგეთში, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 565 ადამიანი დააკავა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/847273479.png 2026-11-01 356015 რაც დღეს რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა, მსგავსი ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა - რომან გოცირიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება „კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა“. “დაახლოებით 30 წლის წინ სამეცნიერო კონფერენციაზე ვიყავი გერმანიის ერთ პატარა ქალაქ რაინეში, რომელიც ნიდერლანდების საზღვართან მდებარეობს. ეს პერიოდი დაემთხვა ჩემპიონთა თასის ფინალს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი არ მქონდა, გადავწყვიტე ბედი მეცადა-დავჯექი მატარებელში და ამსტერდამში წავედი. ბილეთი კი არა, ამსტერდამის ახლომდებარე ქალაქებში სასტუმროშიც კი აღარ იყო თავისუფალი ადგილი. ძლივს ვიშოვე ნომერი ჰაარლემში და თამაშსაც იქ ვუყურე. ათეულობით ათასი გულშემატკივარი მოდიოდა მატარებლით იტალიიდან და ესპანეთიდან. ცენტრალური სადგურიდან ქალაქის გულისკენ მიმავალ ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მეტროპოლიტენს აშენებდნენ. არამყარი ნიადაგის გამო გვირაბი ვერ გაჰყავდათ და მშენებლობა ღია მეთოდით მიმდინარეობდა-დაახლოებით ისე, როგორც ახლა რუსთაველის გამზირზე. ათასობით იტალიელი და ესპანელი ქომაგი სიმღერ-სიმღერით მიემართებოდა სტადიონისკენ ამ მშენებარე ქუჩის ტროტუარით. სამუშაო ზონა იმდენად იდეალურად იყო იზოლირებული, რომ არც ტალახი აჭუჭყიანებდა რამეს და არც ქვიშის გორებიდან წამოსული მტვერი. რაც დღეს რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა. მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს-მოქალაქეებს ატყუებენ, დასცინიან, ძარცვავენ და თავისუფლებას უზღუდავენ. ნორმალურ სახელმწიფოში რუსთაველის პროსპექტის მსგავსი უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა. ესენი რისი გადამდგომები არიან, გასაგდებები არიან და ასეც მოხდება”, - წერს გოცირიძე. https://www.ghn.ge/news/356014-rats-dghes-rustavelze-khdeba-kartuli-otsnebis-korumpirebuli-da-uunaro-rezhimis-namdvili-sakhea-msgavsi-antisanitariuli-da-sashishi-infrastrukturuli-kaosistvis-khelisufleba-imave-dghes-gadadgeboda-roman-gotsiridze რაც დღეს რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა,  მსგავსი ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა - რომან გოცირიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/707309035.jpeg 2026-11-01 356014 გერმანიის დიდ ქალაქებში ახალგაზრდების დემონსტრაციები იმართება გერმანიის უდიდეს ქალაქებში მოძრაობა Gen-Z Regelt-ის (Gen Z აგვარებს) მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული დემონსტრაციები გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციები გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, რომელშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეების მოთხოვნები მოიცავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარჯების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, კლიმატის დაცვის უფრო პროაქტიულ საკითხებს და ფსიქოთერაპიასა და დამოკიდებულების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, პროტესტის ორგანიზატორები ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო შემოღებას და სოციალური ხარჯების შემცირებას. Deutsce Welle-ს ინფორმაციი, მაინის ფრანკფურტში მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომელშიც 8000-9000 ადამიანი მონაწილეობდა, ძარცვასა და პოლიციაზე თავდასხმებში, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაში გადაიზარდა. კერძოდ, აგრესიული მომიტინგეების ჯგუფმა მოახერხა იარაღის მაღაზიაში, ასევე Snipes-ის ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმლის მაღაზიაში შეჭრა. ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეკის თქმით, არეულობის უკან დემონსტრანტებს შორის „დაახლოებით 100 ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემისტი“ იდგა. ბერლინში ორი მასშტაბური საპროტესტო აქციიდან ერთ-ერთი, რომელშიც დაახლოებით 3500 ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებების წევრები, არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ფეიერვერკები გაისროლეს, რამდენიმე მათგანმა პოლიციელებს ბოთლები ესროლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულია 56 ადამიანი, 27 პოლიციელს მსუბუქი დაზიანება აქვს. 31 ოქტომბერს გერმანიაში გამართული საპროტესტო აქციები ახალგაზრდული საპროტესტო აქციების ტალღის ნაწილი იყო, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გავრცელდა, მათ შორის საფრანგეთში, სადაც სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობაში და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, ასევე ბელგიაში. სიტუაცია ასევე რთულია იტალიაში, სადაც, ორგანიზატორების თქმით, 30 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მანამდე, მილანში მომხდარი არეულობების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ წესრიგის დასაცავად ქალაქში 500 ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა. https://www.ghn.ge/news/356013-germaniis-did-kalakebshi-akhalgazrdebis-demonstratsiebi-imarteba გერმანიის დიდ ქალაქებში ახალგაზრდების დემონსტრაციები იმართება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1631419747.png 2026-11-01 356013 მარკო რუბიოს არ სჯერა, რომ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევას 2027 წლის გაზაფხულამდე დათანხმდება - ალექს რაუფოღლუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეჭვობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბრის შუა რიცხვებში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს დაესწრება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სამი ევროპელი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ჟურნალისტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინი სამიტზე საჯაროდ მიიწვია, რუბიო ბოლო ორი დღის განმავლობაში დასავლელ დიპლომატებთან პირად საუბრებში გამოთქვამდა ეჭვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მიწვევას დათანხმდება. "მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე საჯაროდ მიიწვია, რუბიო ბოლო ორი დღის განმავლობაში დასავლელ დიპლომატებთან პირად საუბრებში ეჭვს გამოთქვამდა, რომ პუტინი სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ატლანტაში სამმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა მითხრა. ევროპელმა დიპლომატებმა ამ საუბრების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, რომ რუბიოს არ სჯერა, რომ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევას 2027 წლის გაზაფხულამდე დათანხმდება", - წერს ჟურნალისტი.   https://www.ghn.ge/news/356012-marko-rubios-ar-sjera-rom-putini-ukrainastan-dakavshirebit-raime-shetankhmebis-mightsevas-2027-tslis-gazafkhulamde-datankhmdeba-aleks-raufoghlu რუბიოს არ სჯერა, რომ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევას 2027 წლის გაზაფხულამდე დათანხმდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/678552627.jpg 2026-11-01 356012 უკრაინელებთან ბევრი გვილაპარაკია, რუსულ მხარესთანაც უნდა გვქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა - მარკო რუბიომ G20-ის სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევის მიზეზები განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვევის აუცილებლობა რუსულ მხარესთან კონტაქტების შენარჩუნების საჭიროებით ახსნა. ამის შესახებ BBC წერს. „როგორ შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა, თუ მოლაპარაკებებს არ აწარმოებთ როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან? როგორ უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან და უკრაინასთან, თუ მათთან ურთიერთობა არ გაქვთ? ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უბრალოდ კიდევ ერთი შესაძლებლობაა რუსულ სახელმწიფო სისტემასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად“,- განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მიიჩნევს, რომ ვინმესთან შეხვედრა ან საუბარი ამ ადამიანის ყველა ქმედების ან შეხედულების მხარდაჭერას ნიშნავს. რუბიოს განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასწრების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და რუსეთის მხარეს მონაწილეობა ამ დრომდე არ დაუდასტურებია. „თუ შევძლებთ, ამ კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლი შევასრულოთ, აშშ მზად არის, ეს პასუხისმგებლობა აიღოს. ამისთვის კი ორივე მხარესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. უკრაინელებთან ბევრი გვილაპარაკია. იცით, მათ იმდენივე, თუ არა უფრო მეტი, ვესაუბრეთ, ვიდრე რუსულ მხარეს. თუმცა რუსულ მხარესთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს. ამის ერთ-ერთი გზაა მათი წარმომადგენლების ისეთ ფორუმებზე მიწვევა, როგორიც ეს შეხვედრაა“, - განაცხადა რუბიომ. https://www.ghn.ge/news/356011-ukrainelebtan-bevri-gvilaparakia-rusul-mkharestanats-unda-gvkondes-komunikatsiis-shesadzlebloba-marko-rubiom-g20-is-samitze-vladimir-putinis-mitsvevis-mizezebi-ganmarta რუბიომ პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევის მიზეზები განმარტა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/823201007.png 2026-11-01 356011 დიდი სიამოვნებით, პრობლემა არ არის - დონალდ ტრამპი შეკითხვაზე, მიიწვევს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მიიწვიოს. ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის სამიტზე, რადგან აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ-რ პუტინი მიიწვია. „დიახ, დიდი სიამოვნებით. პრობლემა არ არის“, - უპასუხა ტრამპმა. აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მიიწვია, სადაც მას შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი აშშ-ში 30 ოქტომბერს ჩავიდა, რათა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ლავროვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა არ გამოუვლენია.   https://www.ghn.ge/news/356010-didi-siamovnebit-problema-ar-aris-donald-trampi-shekitkhvaze-miitsvevs-tu-ara-volodimir-zelenskis-didi-otseulis-samitze ვ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1965138164.jpg 2026-11-01 356010 ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. შეხვედრისას აშშ-ის მხარესთან სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მიმდინარე კონტაქტები და ოლეშკში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, მან პატრიარქს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მუდმივი დარტყმების შესახებ. „მოვუყევი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობის მისაღწევად გაწეული მუშაობის, კერძოდ, ამერიკულ მხარესთან კონტაქტების შესახებ. რა თქმა უნდა, ვაცნობე უკრაინაში არსებული ვითარების, რუსეთის მუდმივი დარტყმების შესახებ ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ყველაფერზე, რაც ადამიანების ნორმალური ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. ვისაუბრეთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ჩატარებულ ჰუმანიტარულ ოპერაციაზე, რომლის შედეგადაც ადამიანების გადარჩენა მოხერხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო რუსეთზე ზეწოლას მოახდენს, რათა დეესკალაციისკენ მიმართული მსგავსი ნაბიჯები გაფართოვდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო პატრიარქს თანმიმდევრული საჯარო პოზიციისთვის, უკრაინის მხარდაჭერისა და ქვეყანაში მშვიდობისთვის მუდმივი ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. https://www.facebook.com/zelenskyy.official/posts/%D0%B7%D1%83%D1%81%D1%82%D1%80%D1%96%D0%B2%D1%81%D1%8F-%D0%B7%D1%96-%D0%B2%D1%81%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D1%81%D1%8C%D0%BA%D0%B8%D0%BC-%D0%BF%D0%B0%D1%82%D1%80%D1%96%D0%B0%D1%80%D1%85%D0%BE%D0%BC-%D0%B2%D0%B0%D1%80%D1%84%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BC%D1%96%D1%94%D0%BC-%D1%82%D0%B0-%D0%BF%D1%80%D0%B8%D0%B2%D1%96%D1%82%D0%B0%D0%B2-%D0%B9%D0%BE%D0%B3%D0%BE-%D0%B7-35-%D1%8E-%D1%80%D1%96%D1%87%D0%BD%D0%B8%D1%86%D0%B5%D1%8E/4422922714624737/   https://www.ghn.ge/news/356009-volodimir-zelenski-stambolshi-msoflio-patriarks-shekhvda ზელენსკი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/78395889.jpg 2026-11-01 356009 საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებების მორიგი გამოვლინებაა, რომელსაც პრეზიდენტები - ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი ახორციელებენ - დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე კომპრომისი შეუძლებელია. ამის შესახებ მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა. ტუსკის თქმით, „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) ყოფილი მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული ტრიბუნალი ნამდვილ სასამართლოს არ წარმოადგენდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას საერთაშორისო ინსტიტუტები, პოლონეთის იურიდიული ორგანოები და საზოგადოებრივი აზრიც ადასტურებდნენ. მისი მიმართვა ქვეყანაში საკონსტიტუციო ტრიბუნალის კონტროლისა და ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე გამწვავებულ დაპირისპირებას მოჰყვა. ტუსკის განცხადებით, პარლამენტმა ახალი მოსამართლეები აირჩია, მათ ფიცი დადეს, თუმცა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ფიცის მიღებაზე უარი თქვა, ხოლო ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ბოგდან შვიეჩკოვსკიმ, მათ უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მისცა. ტუსკმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტის შესვლა ტრიბუნალის შენობაში და განაცხადა, რომ არც ერთ პოლიტიკოსს, მათ შორის პრეზიდენტს, არ აქვს უფლება, სასამართლოში შევიდეს, მოსამართლეებს მითითებები მისცეს ან მათზე ზეწოლა მოახდინოს. „საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებების მორიგი გამოვლინებაა, პროცესის, რომელსაც პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ასევე პრეზიდენტები – დუდა და ნავროცკი ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, მე ვცადე ტრიბუნალის აღდგენა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ტრიბუნალი, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ დაწესებული ფორმით, ნამდვილი სასამართლო არ იყო. მინდა, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი: ტრიბუნალის კანონიერად არჩეულ წევრებს თავს დაესხნენ და ადგილზე მყოფმა პოლიციამ ტრიბუნალი თავდამსხმელებისგან დაიცვა“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ამასთან, ტუსკის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ PiS-ის წევრები პრორუსულ ძალებში პოულობენ მხარდაჭერას. „შემთხვევითი არ არის, რომ ისინი მხარდაჭერას მსოფლიოში პრორუსულ ძალებში პოულობენ და მიმდინარე კონფლიქტში მათ მხარს უჭერს ონლაინ რუსული ბოტების არმიაც კი. სინამდვილეში, საჯაროდ შექებაც კი მიიღეს კრემლის მთავარი იდეოლოგისგან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდება. 2015-2023 წლებში ქვეყნის მმართველი PiS-ის მიერ გატარებულმა სასამართლო რეფორმებმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ პოლონეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოება გამოიწვია. ტუსკის მთავრობა აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობა უნდა აღდგეს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ტრიბუნალზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს https://www.ghn.ge/news/356008-sakonstitutsio-tribunalsa-da-mis-mosamartleebze-tavdaskhma-kanonis-uzenaesobis-tsinaaghmdeg-kmedebebis-morigi-gamovlinebaa-romelsats-prezidentebi-anjei-duda-da-karol-navrotski-akhortsieleben-donald-tuski საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებების მორიგი გამოვლინებაა, რომელსაც პრეზიდენტები - ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი ახორციელებენ - დონალდ ტუსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/987255900.png 2026-11-01 356008 ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს გეგმა, როგორ მიიღოს პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტები აშშ-ის 500 რაკეტის მიწოდებამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის 10-30 რაკეტის დროებით გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. კიევი მათ მოგვიანებით აშშ-ის 500 PAC-3 რაკეტისგან შემდგარი პაკეტის ხარჯზე დააბრუნებს. ზელენსკიმ ამის შესახებ სტამბოლში უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „ამ ომის განმავლობაში, სხვადასხვა მოლაპარაკების ფარგლებში, რამდენჯერმე გამოგვიყენებია ასეთი სქემა, როდესაც რაკეტების პარტიებს ვცვლით. ვცდი, ეს ზოგიერთ პარტნიორთანაც გავაკეთო: ვიდრე ეს 500-რაკეტის მომცველი პაკეტი ჩამოვა, შევძლებთ, სადმე, ვინმესგან 10, 20 ან 30 რაკეტა ავიღოთ, გავაფორმოთ შესაბამისი გარანტიები და შეთანხმებები, რომ შემდეგ ამერიკული პაკეტიდან გარკვეული პროცენტით ან, შესაძლოა, პროცენტის გარეშე დავაბრუნებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ასეთი სქემა უკრაინას პარტნიორების მარაგებიდან რაკეტების უფრო ადრე მიღების შესაძლებლობას მისცემდა, ვიდრე აშშ-ის მიწოდება დაიწყება. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკული შეთავაზების ფარგლებში რაკეტების მიწოდება წარმოების სპეციფიკისა და აშშ-ის მხრიდან საკუთარი მარაგებიდან რაკეტების გადაცემის შედარებით ნელი ტემპის გამო რამდენიმე წლით არის გადავადებული. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიწოდების ასეთი ტემპი უკრაინის მოქალაქეების სათანადო დაცვის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, ამჟამად საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული. „ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების. ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა. რა თქმა უნდა, ამ შეთავაზების განსახორციელებლად თანხების მოძიებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების, პირველ რიგში კი ევროპელების დახმარებით, დაფინანსებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს მუშაობას ევროპულ და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის საშუალებების მისაღებად, რადგან მხოლოდ ამერიკულ მიწოდებაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ  აღნიშნა, რომ ამ ტიპის რაკეტების მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი 500 ერთეული PAC-3 MSE ტიპის რაკეტის მიწოდება, რომლის ღირებულებაც 2.1 მილიარდი დოლარია, 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.  https://www.ghn.ge/news/356007-volodimir-zelenskis-akvs-gegma-rogor-miighos-partniorebisgan-sahaero-tavdatsvis-raketebi-ashsh-is-500-raketis-mitsodebamde ზელენსკის აქვს გეგმა, როგორ მიიღოს საჰაერო თავდაცვის რაკეტები აშშ-ის 500-რაკეტიანი პაკეტის მიღებამდე. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1628480058.png 2026-11-01 356007 აშშ-ს არ მიაჩნია, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებასთან ახლოს არიან - მარკო რუბიო აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების ზღვარზე არიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, იუწყება Clash Report. „არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ“, - განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, აშშ ცდილობს შეაჩეროს უკიდურესად სისხლისმღვრელი ომი. „ერთი მხრივ, კიევი ყოველ ღამე არა მხოლოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დამანგრეველ დარტყმებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდასაც აწყდება. რუსეთის მხრიდანაც ყოველთვიურად 20 000 რუსი იღუპება. ეს უკიდურესად სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომია და ყოველი მომდევნო თვის გასვლასთან ერთად მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ იზრდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რუბიომ ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი არსენალი აქვს. მისი თქმით, ამას ხშირად ივიწყებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, რუბიოს განცხადებით, მან ატლანტაში, G20-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისაუბრა. მისი თქმით, მათ მოკლედ განიხილეს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრის საკითხი, რომელიც შეიძლება მომდევნო თვეში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართოს. https://www.ghn.ge/news/356006-ashsh-s-ar-miachnia-rom-ukraina-da-ruseti-omis-dasrulebastan-akhlos-arian-marko-rubio აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებასთან ახლოს არიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/747710522.png 2026-10-31 356006 თქვენ ხართ აგრესორი, ომის განმავლობაში უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანები დახოცეთ, გამბედაობა რომ გყოფნიდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს - ედ მილიბენდი სერგეი ლავროვს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა აშშ-ში, „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მწვავედ გააკრიტიკა. ამის შესახებ Sky News იუწყება. ატლანტაში გამართულ შეხვედრაზე მილიბენდმა უშუალოდ ლავროვს მიმართა, რუსეთს აგრესორი უწოდა და უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები შეახსენა. „ნება მომეცით, ეს პირდაპირ ვუთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - ჩვენ ყველამ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი. ვისაუბროთ იმაზე, რაც გუშინ დნიპროში, რკინიგზაზე მოხდა. მხოლოდ გუშინ თქვენმა დრონებმა 15 ადამიანი მოკლეს. არსებობს უამრავი მსგავსი შემთხვევა, როდესაც მთელი ამ ომის განმავლობაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თქვენ ხართ აგრესორი“, - განაცხადა მილიბენდმა. ლავროვისადმი მიმართვისას მილიბენდმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და მოკავშირეების დახმარების წყალობით, რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. „პუტინს მაშინ ეგონა, რომ ამ ომს მარტივად მოიგებდა. მაგრამ თქვენ ამ ომს ვერ მოიგებთ. უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და ამ მაგიდასთან წარმოდგენილი ქვეყნების სოლიდარობის წყალობით, თქვენ ვერ გაიმარჯვებთ. სიმართლის თქმისა და სწორი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა რომ გყოფნიდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ის ამ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს“, - მიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს. https://www.ghn.ge/news/356005-tkven-khart-agresori-omis-ganmavlobashi-udanashaulo-mshvidobiani-adamianebi-dakhotset-gambedaoba-rom-gqofnidet-putins-etqodit-rom-oms-ver-igebs-da-verts-moigebs-ed-milibendi-sergei-lavrovs თქვენ ხართ აგრესორი, მხოლოდ გუშინ თქვენმა დრონებმა 15 ადამიანი მოკლეს, მთელი ომის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანები დახოცეთ, გამბედაობა რომ გყოფნიდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს - ედ მილიბენდი სერგეი ლავროვს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1974278836.jpeg 2026-10-31 356005 მარკო რუბიო არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტზე მიიწვიოს, თუ მისი მონაწილეობა დადებით შედეგს მოიტანს. რუბიომ ამის შესახებ ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს 14-15 დეკემბერს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე მიწვეულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს. „მისმინეთ, ეს ლიდერების დონის შეხვედრაა და ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი [ზელენსკის] მონაწილეობა რაიმე დადებით შედეგს მოიტანს, თუმცა დღეს ამ საკითხზე განცხადება არ მაქვს“. https://www.ghn.ge/news/356004-marko-rubio-ar-gamoritskhavs-rom-vashingtonma-volodimir-zelenski-maiamishi-dagegmil-didi-otseulis-samitze-miitsvios არკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტზე მიიწვიოს, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1043268807.png 2026-10-31 356004 ლავროვს G20-ის შეხვედრაზე მშვიდობისთვის მზადყოფნა არ გამოუხატავს - კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ში „დიდი ოცეულის“ (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა არ გამოუხატავს. ამის შესახებ AFP იუწყება. ჟურნალისტის კითხვაზე, მიანიშნა თუ არა ლავროვმა შეხვედრაზე, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთი დათმობებზე წასასვლელად მზად არის, კალასმა უარყოფითი პასუხი გასცა. „მაშინაც კი, თუ ისინი [რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები] სიტყვით სხვა რამეს ამტკიცებენ, მათი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს“, - განაცხადა კალასმა. მისი თქმით, რუსეთმა საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კალასმა გაიხსენა, რომ ივლისი, აგვისტო და სექტემბერი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე საშინელი თვეები იყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლავროვი უკრაინაში ომის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. „რა თქმა უნდა, მან ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ფაქტი გააჟღერა, რომელთა უარყოფაც მოგვიანებით შევძელით“, - განაცხადა კალასმა. კალასმა  რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა, მათ შორის, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. მინისტრების შეხვედრაზე ტრადიციული „ოჯახური“ ფოტოს არარსებობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კალასმა უპასუხა, რომ „ამ მაგიდასთან ომის დანაშაულები ნორმად არ უნდა ვაქციოთ“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს. https://www.ghn.ge/news/356003-lavrovs-g20-is-shekhvedraze-mshvidobistvis-mzadqofna-ar-gamoukhatavs-kaia-kalasi ლავროვს G20-ის შეხვედრაზე მშვიდობისთვის მზადყოფნა არ გამოუხატავს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1267989577.jpg 2026-10-31 356003 ალექსანდერ სტუბი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისგან ორი გზავნილი გადასცა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ორი გზავნილი გადასცა. ამის შესახებ სტუბმა Yle-თან ინტერვიუში ილაპარაკა. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის თხოვნით, პუტინს ორი გზავნილი გადასცა: უკრაინის მზადყოფნა, რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრა გამართოს, და დეესკალაციის ზომები, რომლებსაც კიევი სთავაზობს. „პირველ რიგში, მას [ზელენსკის] სურს პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივი შეხვედრა და, კერძოდ, ტერიტორიული საკითხებისა და უსაფრთხოების განხილვა. მეორე საკითხი ე.წ. დეესკალაციის ზომებს ეხებოდა, რაც გულისხმობს გარკვეულ საკითხებზე ზავის მიღწევას, მათ შორის ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ობიექტების, სასურსათო უსაფრთხოების, ტყვეების გაცვლისა და ზოგადად ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს პუტინთან საუბრისას რუსეთის მიერ აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადების შესახებ კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ. „შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა, გვეკითხა, როგორ აპირებს ის მოქმედებას აბუ-დაბიში. ამ თვალსაზრისით, საუბარი ასევე ძალიან სასარგებლო იყო“, - განაცხადა სტუბმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დააახლოვა თუ არა პუტინთან საუბარმა მხარეები მშვიდობასთან, ფინეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს უფრო ნდობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. „ალბათ, უკან ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, თუმცა ისედაც ნათელია, რომ პირველი სატელეფონო ზარი უფრო ნდობის მომტანი ნაბიჯია“, - აღნიშნა სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, როგორ გაგრძელდება რუსეთთან კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. „მშვიდად მივყვეთ პროცესს, ნაბიჯ-ნაბიჯ. ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, ისაა, რომ ურთიერთობები, რომლებიც, მაგალითად, ოდესღაც რუსეთსა და ფინეთს შორის არსებობდა, მომავალში სრულიად განსხვავებული იქნება“, - განაცხადა მან.   https://www.ghn.ge/news/356002-aleksander-stubi-atskhadebs-rom-vladimir-putins-volodimir-zelenskisgan-ori-gzavnili-gadastsa ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ორი გზავნილი გადასცა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/766555639.png 2026-10-31 356002 სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია, გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას შეიცავს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეიცავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას. აღნიშნული დეზინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს. ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას. სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკანონოა, მსგავსი ჩარევა არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს. მოქალაქეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამარხების გათხრის პროცესში, საჭიროა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება. აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ. პირიქით, სააგენტოს საქმიანობისა და ცხოველთა მართვის შესაბამისი პროცესების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს მას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც, საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები“, – აღნიშნულია განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებური გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან, გადაადგილებისა და ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან. ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდნით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/356001-samarkhi-gankutvnilia-tbilisis-teritoriaze-skhvadaskhva-mizezit-gardatsvlili-dzaghlebis-neshtebis-gansatavseblad-tskhovelta-monitoringis-saagento-gantskhadebas-avrtselebs სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1960263330.jpg 2026-10-31 356001 ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვისა და თურქეთში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობები განიხილეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან  შეხვედრაზე რუსეთის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვის შესაძლებლობა და ამ საკითხზე თურქეთში სამიტის გამართვის პერსპექტივა განიხილა. ზელენსკიმ ამის შესახებ  სტამბოლში, მედიასთან განაცხადა. „ამჟამად ნოემბრის პირველ ნახევარში სამმხრივი ფორმატის შეხვედრისთვის ვემზადებით - უკრაინა, აშშ და რუსეთი. ბატონ პრეზიდენტთან ამ ფორმატის პერსპექტივები და სხვა შესაძლებლობები განვიხილეთ, მათ შორის, თურქეთისა და ევროპის ჩართვის საკითხი, ასევე თურქეთში, აქ შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და რუსეთმა ყველა დონეზე უნდა მიიღოს სიგნალი, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. https://www.ghn.ge/news/356000-volodimir-zelenskim-da-rejef-taif-erdoghanma-samshvidobo-molaparakebebshi-turketis-chartvisa-da-turketshi-shekhvedris-gamartvis-shesadzleblobebi-ganikhiles ზელენსკიმ და ერდოღანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვა და შეხვედრის თურქეთში გამართვა განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/986659188.png 2026-10-31 356000 მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”. ინფორმაციას მოსკოვში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: საფრთხე მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალში (2026 წლის 31 ოქტომბერს). აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შეიტყო სარწმუნო საფრთხის შესახებ, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს” მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე… აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას ახდენს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან,” - ნათქვამია განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/355999-moskovshi-ashsh-is-saelcho-safrtkhis-shesakheb-avrtselebs-gafrtkhilebas-ramats-sheidzleba-masobrivi-mskhverpli-gamoitsvios მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს” მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/251396884.jpg 2026-10-31 355999 ოლეშკიში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ევაკუირებულმა უკრაინის ყველა მოქალაქემ ჩერნიჰივის ოლქში სახელმწიფო საზღვარი უკვე გადაკვეთა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჰუმანიტარული ოპერაციის ჩასატარებლად ხერსონის მიმართულებაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. ამ დროის განმავლობაში ოლეშკისკენ მიმავალი გზები განაღმეს, ქალაქსა და მიმდებარე დასახლებებში ჰუმანიტარული ტვირთები ჩაიტანეს და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები ევაკუაციით გაიყვანეს. „ამ დროისთვის ოლეშკის მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა ჩერნუჰოვის ოლქში უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს“, - წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ოლეშკში ჰუმანიტარული წვდომა შენარჩუნდება და სამთავრობო უწყებებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ევაკუირებული მოქალაქეების ადაპტაციაში დახმარებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-სა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, შუამავლობისთვის, თავდაცვის ძალებს - ოპერაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო უკრაინის ომბუდსმენს, დმიტრო ლუბინეცსა და მის გუნდს - მისიის განხორციელებისთვის. შეგახსენებთ: ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებული ოლეშკიდან უკრაინის მოქალაქეების ოთხი თვითმფრინავით ბელარუსის ქალაქ გომელში გადაოყვანეს. https://www.ghn.ge/news/355998-oleshkishi-adamianebis-gadasarchenad-humanitaruli-operatsia-chatarda-volodimir-zelenski ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაცია წარმატებით დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1643193301.png 2026-10-31 355998 ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განმტკიცებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე“, - აცხადებს ზელენსკი. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება იქნება. https://www.facebook.com/zelenskyy.official/videos/%D0%BF%D1%80%D0%B8%D0%B1%D1%83%D0%BB%D0%B8-%D0%B7-%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B0%D0%BD%D0%B4%D0%BE%D1%8E-%D0%B4%D0%BE-%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BC%D0%B1%D1%83%D0%BB%D0%B0-%D0%BF%D0%BE%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%B4%D1%83-%D0%B2%D0%B0%D0%B6%D0%BB%D0%B8%D0%B2%D1%96-%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%BC%D0%BE%D0%B2%D0%B8%D0%BD%D0%B8-%D0%B7-%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B7%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%BE%D0%BC-%D1%82%D1%83%D1%80%D0%B5%D1%87%D1%87%D0%B8/1094271850098503/   https://www.ghn.ge/news/355997-volodimir-zelenski-stambolshi-chavida-sadats-rejef-taif-erdoghans-shekhvdeba ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/421902977.png 2026-10-31 355997 ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ რუს ჟურნალისტს, ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ლატვიის  საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს. "საიმიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქსენია სობჩაკი და კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიაში არასასურველი პირების სიაში შევიყვანე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ავუკრძალე", - წერს ბაიბა ბრაჟე. ❌ Saskaņā ar Imigrācijas likuma 104.p.3.d. esmu iekļāvusi Latvijai nevēlamo personu sarakstā un uz nenoteiktu laiku aizliegusi ieceļot Latvijā KF pilsoņiem Ksenijai Sobčakai un Konstantīnam Bogomolovam. — Baiba Braže (@Braze_Baiba) October 31, 2026   https://www.ghn.ge/news/355996-baiba-brazhes-gantskhadebit-rus-zhurnalist-ksenia-sobchaksa-da-mis-meughles-konstantin-bogomolovs-latviashi-shesvla-aekrdzalat რუს ჟურნალისტს ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/343109507.jpg 2026-10-31 355996 საკონსტიტუციო სარჩელით გვედავებიან, რომ გახარიამ ჩორჩანაში ჩადგა საგუშაგო და ეს დანაშაულად აქვთ წარმოდგენილი, რაც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია - გიგა ფარულავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები არის „ოცნების“ მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებასა და განსხვავებულ აზრს მიემართება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა. „პროცესები, რაც სარჩელიდან გამომდინარე ვიხილეთ, ასევე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. აქ „ოცნების“ მხრიდან კონკრეტული ბრალდებებია წარდგენილი, რაც, მაგალითად,  ჩვენს პარტიას მიემართება. „ჩორჩანას საქმე“, სადაც ჩვენს პარტიას ედავებიან, რომ გიორგი გახარიამ 2019 წელს ქართულ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანაში ჩადგა ქართული საგუშაგო და ეს დღეს „ოცნებას“, როგორც დანაშაული ისე აქვს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე ითხოვენ ჩვენი პარტიის გაუქმებას. ბუნებრივია, ეს არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა ფარულავამ. https://www.ghn.ge/news/355995-sakonstitutsio-sarchelit-gvedavebian-rom-gakhariam-chorchanashi-chadga-sagushago-da-es-danashaulad-akvt-tsarmodgenili-rats-sakhelmtsifo-interesebis-tsinaaghmdeg-gadadgmuli-nabijia-giga-farulava გიგა ფარულავა – საკონსტიტუციო სარჩელით გვედავებიან, რომ გახარიამ ჩორჩანაში ჩადგა საგუშაგო და ეს დანაშაულად აქვთ წარმოდგენილი, რაც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1381797963.png 2026-10-31 355995 უკრაინამ რუსეთში სარაკეტო საწვავის საწარმოს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა - უკრაინის გენშტაბი 31 ოქტომბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში, ქალაქ კამენსკ-შახტინსკში, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს, „კომბინატ კამენსკის“, „ნეპტუნის“ რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. დაზიანებულია საწარმოს ოთხი საწარმოო საამქრო. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენერალური შტაბის ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები და სარაკეტო ჯარები, მათ შორის უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო კომპლექსები „ნეპტუნი“. დადასტურებულია მზა პროდუქციის საწყობში ხანძარი და საამქროების დაზიანება. „კომბინატ კამენსკი“ რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების -„ურაგანის“, „სმერჩისა“ და „ტორნადოს“ საბრძოლო მასალებისთვის მყარ სარაკეტო საწვავს აწარმოებს. საწარმო ასევე ამარაგებს სხვა სარაკეტო სისტემებსა და საავიაციო შეიარაღებას. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოთხ საწყობსაც დაარტყეს, რომლებიც დონეცკის,  ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის ოლქში მდებარეობს. შეგახსენებთ, უკრაინული დრონებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. https://www.ghn.ge/news/355994-ukrainam-rusetshi-saraketo-satsvavis-satsarmos-raketebita-da-dronebit-daartqa-ukrainis-genshtabi უკრაინამ რუსეთში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას „ნეპტუნის“ რაკეტებითა და დრონებით დაარტყა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1585288552.png 2026-10-31 355994 რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა 31 ოქტომბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში მდებარე  „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. თავდასხმის შემდეგ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია მონიტორინგის არხებზე დაყრდნობით იუწყება. იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა. ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია. https://www.ghn.ge/news/355993-rusetis-kalak-ufashi-navtobgadamamushavebel-karkhanaze-dronebit-tavdaskhma-gankhortsielda უფაში დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის — სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი დანადგარი დაზიანდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1004092361.png 2026-10-31 355993 ოკუპირებული ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს ხერსონის ოლქის, ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა ოთხი თვითმფრინავით ბელარუსში გადაიყვანეს უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ცნობით, ოქალაქეების ევაკუაციაში ჩართული ოთხი თვითმფრინავიდან ბოლო ბელარუსის ქალაქ გომელში დაეშვა. მოსალოდნელია, რომ ევაკუირებული მოქალაქეები უკრაინაში რამდენიმე საათში ჩავლენ. „მეოთხე და ბოლო თვითმფრინავი ბელარუსის ქალაქ გომელში დაეშვა. უკვე რამდენიმე საათში ოლეშკიდან ევაკუირებული უკრაინის ყველა მოქალაქე, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე იქნება“, - წერს არახამია. მანამდე ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამი თვითმფრინავი, რომლითაც ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მცხოვრებლები ბელარუსში გადაიყვანეს, გომელის აეროპორტში დაეშვა. ოლეშკის მცხოვრებლები ჯერ ავტობუსით რუსეთის ქალაქ ანაპაში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს. ოლეშკიდან ევაკუირებულ მოსახლეობას გომელის აეროპორტში სამედიცინო პერსონალი და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დახვდნენ. ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანენ.   https://www.ghn.ge/news/355992-okupirebuli-oleshkidan-evakuirebuli-mosakhleoba-tvitmfrinavebit-belarusshi-gadaiqvanes მედია - ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1812476145.png 2026-10-31 355992 აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება - ალექს რაუფოღლუ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი 500 ერთეული PAC-3 MSE ტიპის რაკეტის მიწოდება, რომლის ღირებულებაც 2.1 მილიარდი დოლარია, 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.  ამის შესახებ უკრაინული მედია„რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ჟურნალისტის შეფასებით, ეს შეთანხმება ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინაში ჩამჭრელი რაკეტების მწვავე დეფიციტის პრობლემას პრაქტიკულად ვერ აგვარებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ასევე აღნიშნა, რომ ამ ტიპის რაკეტების მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. „ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, გამოსავალი სწორედ ახლა მოძებნონ, როდესაც PAC-3-ის გამოყენების რეალური საფრთხე და რეალური საჭიროება არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ყოველდღიურად უტევენ. მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებზე 30-ზე მეტი იერიში მიიტანა. უკრაინისთვის რაკეტების შესახებ შეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ დაამტკიცა. https://www.ghn.ge/news/355991-ashsh-is-mier-ukrainistvis-patriot-is-sistemebis-500-raketis-mitsodeba-2030-tslamde-ar-daitsqeba-aleks-raufoghlu ალექს რაუფოღლუ - აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1076472390.png 2026-10-31 355991 ან თქვენ გაიყვანთ მათ პარლამენტიდან, ან ისინი გამოგვიყვანენ ჩვენ ევროკავშირიდან - დონალდ ტუსკმა იაროსლავ კაჩინსკის განცხადების შემდეგ, პოლონელებს მიმართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) პარლამენტში დარჩება, პოლონეთს შესაძლოა ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.  „ან თქვენ გაიყვანთ მათ პარლამენტიდან ერთი წლის შემდეგ, ან ისინი გამოგვიყვანენ ჩვენ ევროკავშირიდან“, - წერს ტუსკი. პრემიერის განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის, მიერ ევროკავშირის რეფორმირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. კაჩინსკიმ 28 ოქტომბერს, კრინიცის ფორუმზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ ევროკავშირის ძირეული რეფორმის მცდელობების წარუმატებლობის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა ბლოკიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები დაიწყონ. მისი თქმით, ეს რთული და სარისკო ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა სხვა გზების უშედეგობის შემთხვევაში მისი გამოყენება გამართლებული შეიძლება იყოს.  კაჩინსკის განცხადებას ტუსკის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პოლონეთის პრემიერის შეფასებით, ევროკავშირიდან გასვლის საკითხი ქვეყნის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი თემაა. თავად კაჩინსკიმ ტუსკი განცხადების დამახინჯებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ მისი პარტიის მიზანი ევროკავშირის დატოვება კი არა, მისი ძირეული რეფორმაა. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საჭიროა, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება.  პოლონეთში ევროკავშირიდან გასვლის საკითხი, რომელსაც ხშირად Polexit-ს უწოდებენ, პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ტუსკის პროევროპული მთავრობა კაჩინსკის განცხადებებს ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის შესაძლო საფრთხედ აფასებს, PiS კი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი ევროკავშირის რეფორმირება და წევრი სახელმწიფოებისთვის მეტი უფლებამოსილების დაბრუნებაა. https://www.ghn.ge/news/355990-an-tkven-gaiqvant-mat-parlamentidan-an-isini-gamogviqvanen-chven-evrokavshiridan-donald-tuskma-iaroslav-kachinskis-gantskhadebis-shemdeg-polonelebs-mimarta „ან თქვენ გაიყვანთ მათ პარლამენტიდან, ან ისინი გამოგვიყვანენ ჩვენ ევროკავშირიდან“ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1351419570.jpg 2026-10-31 355990 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის (OMO) დელეგაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ნანი გოგინაშვილმა, მონაწილეებს ჯიღაურას ბაზაზე არსებული აგროსატყეო კოლექცია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ მიმართულებით ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე კვლევების, მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და კონსერვაციის საკითხების შესახებ. დელეგაციის წარმომადგენლებმა კოლექციაში დაცული ქართული და უცხოური ტყის კულტურები, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლექციის ბიომრავალფეროვნებას, მის შემადგენლობასა და სახეობათა კონსერვაციის მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსატყეო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ჯიღაურას ბაზაზე აგროსატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ადგილობრივი და უცხოური სახეობების შესწავლის, მათი მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აგროსატყეო მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის. https://www.ghn.ge/news/355989-soflis-meurneobis-sametsniero-kvlevit-tsentrs-turketis-tqis-inzhinerta-palatis-delegatsia-etsvia სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2025557984.jpeg 2026-10-31 355989 ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, — აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/355988-batumshi-bavshvze-seksualuri-dzaladobistvis-dzebnili-turketis-mokalake-daakaves ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1691882754.jpg 2026-10-31 355988 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება. მონიტორინგის ფარგლებში განისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციები. გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება. ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას. შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბულში ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. https://www.ghn.ge/news/355987-31-oktomberi-shavi-zghvis-datsvis-saertashoriso-dghea 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1287634372.jpg 2026-10-31 355987 ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნა ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება ქართულ აგროსექტორში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა მსგავსი ფორუმების მნიშვნელობას დარგის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. „AGRIFUTURE GEORGIA“ წლების განმავლობაში ვითარდება და დღეს უკვე ასობით ბიზნესმენს, ორგანიზაციასა და უცხოელ პარტნიორს აერთიანებს. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ცოდნის მოზიდვას, რაც აგროსექტორის განვითარებას აჩქარებს. სახელმწიფო მიესალმება და მხარს უჭერს ასეთ ინიციატივებს. ჩვენც ვცდილობთ, ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტით ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ. „აგროკონფერენცია საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაში ათი ქვეყნის 17 საერთაშორისო კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ინვესტირების ინტერესი აქვთ. ჩვენი სურვილია, „AGRIFUTURE GEORGIA“ მომავალში რეგიონულ აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს“, - განაცხადა NIADAGI Group-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „გასაღების ბაზრები და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში“, რომელშიც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების (RK Growers, Vivent Biosignals, Schrijnwerkers Plants B.V., NIADAGI Group) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მსხვილ მწარმოებლებთან შეხვედრის, ახალი ტექნოლოგიებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობის საშუალება მიეცათ. NIADAGI Group-ის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანმა, აგრარული სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები და მდგრადი აგრობიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები გააცნო. https://www.ghn.ge/news/355986-lasha-dolidzem-agrokonferentsia-agrifuture-georgia-2026-gakhsna ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/720334857.jpg 2026-10-31 355986 მელანია ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მისი ქმარი - The Telegraph აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქი) ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ შეთანხმების მიღწევაში. ეს კი შესაძლოა მას ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებისკენ გზას უხსნიდეს, რომლის მოპოვებაზეც მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ხანია ოცნებობს. ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი The Telegraph-ისთვის დაწერილ საავტორო სტატიაში წერს. ავტორი აღნიშნავს, რომ მელანია ტრამპი უშუალოდ მუშაობდა რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან, რათა ჰუმანიტარული მისიის განხორციელება შესაძლებელი გამხდარიყო. მისი შეფასებით, ოლეშკიში მიღწეული შეთანხმება მელანია ტრამპის ადრინდელი ძალისხმევის გაგრძელებაა - ის მანამდე ომის დროს რუსეთსა და უკრაინაში ოჯახებს დაშორებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზეც მუშაობდა. „იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი და მისი თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი სამხედრო რიტორიკასა და ძალის დემონსტრირებას ანიჭებდნენ უპირატესობას, პირველი ლედი ჩუმად სრულიად სხვა საქმით იყო დაკავებული: ჰუმანიტარული დიპლომატიით, რომელმაც რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა“, - წერს დე ბრეტონ-გორდონი. მიუხედავად არსებული რისკებისა, ავტორი მიიჩნევს, რომ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგია. დე ბრეტონ-გორდონის აზრით, ნობელის მშვიდობის პრემიაზე შესაძლო წარდგენის კონტექსტში ყურადღებას სწორედ მელანია ტრამპი იმსახურებს და არა მისი მეუღლე. ავტორის შეფასებით, მელანიას დიპლომატიური ძალისხმევა ჰუმანიტარული მიდგომის მნიშვნელობას აჩვენებს, განსხვავებით დონალდ ტრამპისგან, რომელიც ომების დასრულებისთვის პირადი აღიარების მოპოვებას ცდილობს. „თუ მომავალ წელს ოსლოში მელანიას ნობელის მშვიდობის პრემიაზე კანდიდატად განიხილავენ, ეს ირონიული იქნება, რაც, ჩემი ვარაუდით, ბევრს მოეწონება. მის მეუღლეს არასდროს დაუმალავს ამ ჯილდოს მიღების სურვილი. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე დიდი ჯილდო, რომლის ჩამოტანაც მას სახლში შეეძლო, გაცილებით ღირებული რამ იყოს: პრეზიდენტისთვის იმის გაკვეთილის მიცემა, რომ მშვიდობა ადამიანურობის საკითხია და არა პირადი დიდების მოპოვების საშუალება“, - წერს მიმომხილველი. ოკუპირებულ ოლეშკიში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩართულობით უკრაინასა და რუსეთს შორის დროებითი ზავი ამოქმედდა. გუშინ მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ოლეშკიდან, სადაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასკვნით ეტაპზე გადადის. მისი თქმით, ქალაქში საკვები, წყალი, მედიკამენტები და საავადმყოფოსთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა ჩაიტანეს. „იმ ადამიანებს, რომლებმაც ოლეშკიდან გასვლაში დახმარებისთვის მოგვმართეს, დახმარება გაეწიათ. როგორც მათ, ვისაც უკრაინაში [უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორია]  წასვლა სურდა, ისე მათ, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა უნდოდა - ყველას მიეცა ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლუბინეცმა.  ლუბინეცის თქმით, ოლეშკის გამოცდილება სხვა დასახლებებშიც უნდა გავრცელდეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მსგავს პირობებში იმყოფება. https://www.ghn.ge/news/355985-melania-trampi-nobelis-mshvidobis-premiastan-ufro-akhlosaa-vidre-misi-kmari-the-telegraph მელანია ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიასთან ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე მისი მეუღლე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/85680029.png 2026-10-31 355985 სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სულელებად“ მიიჩნევს იმ ადამიანებს, რომლებიც მას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ. ტრამპის თქმით, რუსეთში ასეთი სანქციების შესახებ მოწოდებებს დასცინიან. „სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ტრამპის აზრით, მიზანშეწონილი არ იქნებოდა მოსკოვზე ზეწოლის პარალელურად ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება. ტრამპმა მაგალითად მოიყვანა ამერიკის მოქალაქე მარკ ფოგელის გათავისუფლების საკითხი და იკითხა, როგორი იქნებოდა ვითარება, მას რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ამერიკელის გათავისუფლება ეთხოვა და ამავდროულად რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. საუბარია 74 წლის ამერიკელ პენსიონერსა და ყოფილ მასწავლებელ სტივენ ჰაბარდზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის აპრილში უკრაინაში დააკავეს. მოგვიანებით რუსეთის სასამართლომ მას უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-ის ხელისუფლებამ მისი დაკავება უკანონოდ შეაფასა. ჰაბარდი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, სანქტ-პეტერბურგში ვიზიტის დროს. ცნობისათვის, 17 სექტემბერს აშშ-ის კონგრესმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი - „ლინდსი გრემის 2026 წლის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“. დოკუმენტი ითვალისწინებდა რუსულ საქონელზე 500%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას, რუსული ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მყიდველებისთვის 100%-მდე მეორად ტარიფებს და რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ სავალდებულო სანქციებს. 19 სექტემბერს დონალდ ტრამპმა ლინდსი გრემის კანონს ხელი მოაწერა. მისი დებულებების ამოქმედებისთვის პირველი 30-დღიანი ვადა 18 ოქტომბრით განისაზღვრა. -9 ოქტომბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მეშვეობით, გამოსცა გენერალური ლიცენზია, რომლითაც რუსულ დიზელის საწვავთან დაკავშირებული ოპერაციები დაუშვა. 14 ოქტომბერს აშშ-ის 12 სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა დონალდ ტრამპს მკაცრი წერილით მიმართა. სენატორებმა მოსკოვთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას „უკრაინელი ხალხის ღალატი“ უწოდეს, მოითხოვეს გაცემული ლიცენზიის დაუყოვნებლივ გაუქმება და ლინდსი გრემის კანონის სრულად ამოქმედება. 16 ოქტომბერს აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების 22-მა კონგრესმენმა ტრამპს მიმართა და რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის კანონით გათვალისწინებული სანქციების სრულად და დაუყოვნებლივ ამოქმედება მოითხოვა. 17 ოქტომბერს ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სანქცია, შეზღუდვა და ტარიფი გაუქმდა.   https://www.ghn.ge/news/355984-sulel-adamianebs-surdat-rom-rusetistvis-sanktsiebi-dametsesebina-donald-trampi სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1330134593.png 2026-10-31 355984 პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დაპირისპირება მოხდა - პოლიცია კაროლ ნავროცკის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა პრეზიდენტმა საბოლოოდ შესვლა შეძლო პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო დაპირისპირება გამწვავდა - სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებას პოლიციის მობილიზაცია და პროტესტი მოჰყვა. პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა. Reuters-ის ცნობით, 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ სასამართლოს თავმჯდომარეს, ბოგდან შვიეჩკოვსკის, უფლებამოსილება შეუჩერა და სასამართლოს ხელმძღვანელობა თავად გადაიბარა. გადაწყვეტილება სასამართლოს ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დაპირისპირების კიდევ ერთი გამწვავებაა. პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს შენობასთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.  ნავროცკიმ, რომელიც სენეგალში მიემგზავრებოდა, ფრენის შეწყვეტისა და პოლონეთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. „ასეთ მომენტში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იყოს. ვწყვეტ ფრენას სენეგალში. ვბრუნდები“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში. ადგილზე მისული კაროლ ნავროცკი საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლას ცდილობდა. შენობის შესასვლელთან პოლიცია იყო მობილიზებული, სამართალდამცველები კი ოპოზიციური პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მედიის ცნობით, საბოლოო ჯამში ნავროცკიმ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ზბიგნევ კაპინსკის თანხლებით, შენობაში შესვლა შეძლო. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს დაპირისპირება პრეზიდენტსა და მისთვის გზის გადაკეტვის მცდელობაში მონაწილე პირებს შორის, მათ შორის სასამართლოს ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ ანა კორვინ-პიოტროვსკასთან. მანამდე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც მოხდა შეტაკება. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სასამართლოს ტერიტორიაზე შეღწევა სცადა, სამართალდამცველებს კი საგნები ესროლა. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი წლებია გრძელდება. პრემიერ დონალდ ტუსკის პროევროპული მთავრობა სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის აღდგენას ცდილობს, თუმცა ამ პროცესს მემარჯვენე ოპოზიცია და პრეზიდენტი ნავროცკი ეწინააღმდეგებიან. სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ბოგდან შვიეჩკოვსკი თანამდებობაზე ყოფილი მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) ხელისუფლების დროს დაინიშნა. ტუსკის მთავრობა მას პარლამენტის უმრავლესობის მიერ არჩეული ახალი მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მმართველი კოალიციის პოზიციით, აუცილებელია სასამართლოს ნორმალური მუშაობის აღდგენა და მისი დაკომპლექტება კანონიერად არჩეული მოსამართლეებით. ოპოზიცია კი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებას კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. სასამართლოს წარმომადგენლებმა და ოპოზიციის პოლიტიკოსებმა მომხდარს სახელმწიფო გადატრიალებაც უწოდეს. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კანონის უზენაესობის აღდგენა მთავრობის ვალდებულებაა და ეს პროცესი, შესაძლოა, რთული და მტკივნეული იყოს. აშშ პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. აშშ-ის ელჩმა პოლონეთში, ტომ როუზმა, განვითარებულ მოვლენებს სერიოზული უწოდა და მხარეებს ვითარების გამწვავების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკონსტიტუციო ინსტიტუტის უფლებამოსილების გარშემო უპრეცედენტო დაპირისპირება მიმდინარეობს. ელჩმა აღნიშნა, რომ მხარეები მოვლენებს განსხვავებულად აფასებენ და გააფრთხილა, რომ დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კი პოლიციის მოქმედებები დაიცვა. მისი განცხადებით, ჩარევა საჭირო იყო იმისთვის, რომ სასამართლომ მუშაობა განაახლოს და პარლამენტის მიერ არჩეულმა მოსამართლეებმა თავიანთი მოვალეობების შესრულება შეძლონ. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, შეესაბამება თუ არა კანონები ქვეყნის კონსტიტუციას. შესაბამისად, სასამართლოს შემადგენლობისა და უფლებამოსილების გარშემო არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის ინსტიტუტის ნორმალურ ფუნქციონირებას და კიდევ უფრო ამწვავებს პოლიტიკურ დაპირისპირებას. კრიზისის სათავე 2015 წელს დაიწყო, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სადავო გადაწყვეტილებები მიიღო. შემდგომ წლებში ევროკავშირი პოლონეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. 2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტუსკის კოალიციამ სასამართლო სისტემის რეფორმირება და ევროკავშირთან სამართლებრივი დავების მოგვარება პრიორიტეტად გამოაცხადა. თუმცა, ამ პროცესს პრეზიდენტის წინააღმდეგობა და მოსამართლეთა დანიშვნის გარშემო არსებული უთანხმოება აფერხებს. ამჟამად მთავარი საკითხია, ვის აქვს სასამართლოს ხელმძღვანელობის კანონიერად განხორციელების უფლებამოსილება და როგორ უნდა აღდგეს ინსტიტუტის ნორმალური მუშაობა. სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების კანონიერება სადავოა, მხარეები კი ერთმანეთის გადაწყვეტილებებს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევად აფასებენ. https://www.ghn.ge/news/355983-polonetshi-sakonstitutsio-tribunalis-shenobastan-dapirispireba-mokhda-politsia-karol-navrotskis-shenobashi-shesvlis-sashualebas-ar-adzlevda-tumtsa-prezidentma-sabolood-shesvla-shedzlo პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დაპირისპირება მოხდა — პოლიცია კაროლ ნავროცკის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა პრეზიდენტმა საბოლოოდ შესვლა შეძლო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2134856545.png 2026-10-31 355983 Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წელში დაიწყოს, უკრაინას კი ისინი უკვე ამ ზამთარს სჭირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შეძენის ნებართვა მიეცა. თუმცა, მისი თქმით, რაკეტების მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერი გადაწყვეტილებაა, უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ჩამჭრელი რაკეტების შეძენის ნება დართოს. PAC-3 ტიპის 500 გადამჭერი რაკეტა მნიშვნელოვანი რაოდენობაა და მათი მიღება უკვე მალე, ამ ზამთარს, უკრაინისთვის თავდაცვის ძალიან ეფექტიან პაკეტს შექმნიდა. თუმცა, განსაზღვრულია, რომ მიწოდება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში შეიძლება დაიწყოს. ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, გამოსავალი იპოვონ და რაკეტების მიწოდება სწორედ მაშინ უზრუნველყონ, როდესაც მათი გამოყენების რეალური საფრთხე და აუცილებლობა არსებობს“, - განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასირებული დარტყმების კამპანია დაიწყო. სამიზნეებს შორისაა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტები, ასევე ხიდები. მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგოქსელის საკვანძო ობიექტებზე 30-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს. ზელენსკის განმარტებით, კიევმა ამერიკულ მხარეს ზამთრისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის თხოვნითაც მიმართა, რომელიც Patriot-ის სისტემებისთვის თვეში 100 ჩამჭრელი რაკეტის მიწოდებას ითვალისწინებდა. „500 რაკეტა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ცა დაგვეცვა. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერ პოზიციაში იყოს და რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში ცხოვრების განადგურება ვერ შეძლოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს, ევროპისა და მსოფლიოს სხვა პარტნიორებს საწყობებში PAC-3 ტიპის ჩამჭრელი რაკეტების საკმარისი მარაგი აქვთ. „უკრაინისთვის მათი მიწოდება სწორედ ახლა, 2026–2027 წლების ზამთარში, ხოლო მომდევნო წლებში პარტნიორების არსენალების შევსება იმ წარმოების ხარჯზე, რომლისთვისაც უკრაინასა და პარტნიორებს კონტრაქტები გაფორმებული აქვთ და თანხა გადახდილი - სწორი გზა იქნებოდა და ეს სრულიად რეალურია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ PAC-3 ტიპის რაკეტების საკითხი განიხილა, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეთანხმების დამტკიცებისთვის. ამასთან, მან პარტნიორებს მოუწოდა, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას უშუალოდ საფრთხის წარმოშობის მომენტში უზრუნველყოფს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შესაძლო მიყიდვის შეთანხმება. https://www.facebook.com/zelenskyy.official/posts/%D1%81%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BD%D0%B5-%D1%80%D1%96%D1%88%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8F-%D0%B4%D0%B5%D1%80%D0%B6%D0%B4%D0%B5%D0%BF%D1%83-%D1%81%D1%88%D0%B0-%D0%B4%D0%BE%D0%B7%D0%B2%D0%BE%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B8-%D1%83%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%97%D0%BD%D1%96-%D0%BA%D1%83%D0%BF%D0%B8%D1%82%D0%B8-%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B5%D1%85%D0%BE%D0%BF%D0%BB%D1%8E%D0%B2%D0%B0%D1%87%D1%96-%D0%B4%D0%BB%D1%8F-%D0%BF%D0%B5%D1%82%D1%80%D1%96%D0%BE%D1%82%D1%96%D0%B2/4421822988068043/   https://www.ghn.ge/news/355982-patriot-is-raketebis-mitsodeba-shesadzloa-ramdenime-tselshi-daitsqos-ukrainas-ki-isini-ukve-am-zamtars-schirdeba-volodimir-zelenski ზელენსკი: Patriot-ის PAC-3 ტიპის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წელში დაიწყოს, უკრაინას კი ისინი უკვე ამ ზამთარს სჭირდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/693470086.png 2026-10-31 355982 სერგეი, უთხარი შენს ხელმძღვანელს, რომ საკმარისია, ეს სისხლიანი ომი უკვე ხუთი წელია გრძელდება - ის უნდა დასრულდეს - რადოსლავ სიკორსკი ლავროვს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის გზავნილი აქვს, რომლის გადაცემასაც G20-ის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს. სიკორსკის თქმით, ლავროვს იმავე გზავნილს გადასცემს, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკვე გაუგზავნა. „სერგეი, უთხარი შენს ხელმძღვანელს, რომ საკმარისია, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს სისხლიანი ომი უკვე ხუთი წელია გრძელდება - ის უნდა შეწყდეს“, — განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კითხვაზე, მიიღო თუ არა ლავროვთან შეხვედრის მიწვევა, სიკორსკიმ უპასუხა, რომ ეს პოლონეთისთვის უხერხული ვითარებაა. „ჩვენ გვსურს, რუსეთმა იმ კლუბების წევრივით დაიწყოს მოქცევა, რომელთა წევრიც არის და სადაც გარკვეული წესები მოქმედებს. თუ კლუბის წევრი ხარ, ჯენტლმენივით უნდა იქცეოდე, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთს ეს არ შეუძლია“, - აღნიშნა მან. პოლონეთის მინისტრის თქმით, აშშ-ის ჯორჯიის შტატში დაგეგმილი ორდღიანი შეხვედრის მთავარი თემები საზღვაო ნაოსნობის თავისუფლება, სურსათზე ხელმისაწვდომობა და ენერგეტიკა იქნება. „ამ სამივე საკითხზე პოლონეთს სათქმელი აქვს. ბალტიის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება და უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც ზღვის ფსკერზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ის ფაქტი კი, რომ უკრაინიდან და ევროპიდან მარცვლეული ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებამდე ვერ აღწევს, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთის სისხლიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სიკორსკიმ. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. https://www.ghn.ge/news/355981-sergei-utkhari-shens-khelmdzghvanels-rom-sakmarisia-es-siskhliani-omi-ukve-khuti-tselia-grdzeldeba-is-unda-dasruldes-radoslav-sikorski-lavrovs სერგეი, უთხარი შენს ხელმძღვანელს, რომ საკმარისია, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს სისხლიანი ომი უკვე ხუთი წელია გრძელდება - ის უნდა შეწყდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/353835658.png 2026-10-31 355981 ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი, სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, რომელსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა, გადადგომას არ აპირებს ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ტოლედოს პროვინციაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ფონზე, რომელსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა, თანამდებობიდან გადადგომის შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას El País ავრცელებს. შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ იზიარებს მთავრობის შეშფოთებას ერთ წელზე ნაკლებ დროში მომხდარი ორი ავარიის გამო, თუმცა მიიჩნევს, რომ „წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა“. პუენტემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გადადგომის საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. „მე უმნიშვნელო ფიგურა ვარ იმ პოლიტიკური პროექტისთვის, რომლის ნაწილიც ვარ. ახლა ჩემი ამოცანაა, აღმოვფხვრა გამოვლენილი ხარვეზები და მგზავრებს რკინიგზის მიმართ ნდობა დავუბრუნო“, - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა ჟურნალისტებთან. პუენტემ უარყო, რომ ტოლედოს პროვინციაში მომხდარ ავარიაზე პასუხისმგებლობას სარკინიგზო სისტემის თანამშრომლებს აკისრებს. „არ ვაპირებ, რომელიმე თანამშრომელი თავის დასაცავ ფარად გამოვიყენო“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, გამოძიების პროცესში მოქმედება „მკაცრად და თანაზომიერად“ უნდა მოხდეს. როგორც ცნობილია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კვლავ მხარს უჭერს ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს, რომელიც ურდაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ კრიტიკის ცენტრში მოექცა. შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, დილით, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. მატარებლებში 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად სიგნალიზაციის სისტემაში შეფერხებაზე რეაგირებისას დაშვებული ადამიანური შეცდომა სახელდება. ბოლო მონაცემებით, ავარიას 74 ადამიანი ემსხვერპლა. https://www.ghn.ge/news/355980-espanetis-transportis-ministri-sarkinigzo-katastrofis-shemdeg-romelsats-74-adamiani-emskhverpla-gadadgomas-ar-apirebs ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი სასიკვდილო სარკინიგზო ავარიის შემდეგ გადადგომას არ აპირებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1710003302.jpg 2026-10-31 355980 კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება - მარკ კარნი კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ევროკავშირი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მუშაობენ, რომლის შედეგადაც კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. ამის შესახებ ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში, რომელიც 29-30 ოქტომბერს გამართული ევროკავშირისა და კანადის სამიტის შემდეგ გავრცელდა.  კარნის თქმით, ახალი პარტნიორობა კანადას, ევროკავშირსა და საერთო ღირებულებების მქონე სხვა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ერთობლივი გამოწვევების დასაძლევად საკუთარი სტრატეგიული პოტენციალი ეფექტიანად გამოიყენონ. „კანადა და ევროკავშირი ერთად ოჯახებს უფრო ფართო არჩევანსა და ნაკლებ ხარჯებს შესთავაზებენ, ბიზნესს - ახალ საექსპორტო ბაზრებს, ახალგაზრდებს კი მეტ შესაძლებლობას, იცხოვრონ, იმუშაონ და ისწავლონ იქ, სადაც სურთ - კანადაში ან ევროკავშირში“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში. მონრეალში გამართული ორმხრივი სამიტის შემდეგ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ევროკავშირში შესაძლო ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას მხარეები 2027 წლის ივნისამდე გეგმავენ. „დღეს ჩვენ კანადისთვის ასოცირებული წევრობისკენ მივიწევთ და ვიწყებთ ახალ ინიციატივას - „ალიანსი მომავლისთვის“, რომელიც თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად ახლაც და მომავალშიც კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა კარნიმ მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სამიტზე განაცხადა, რომ კანადა „ყველაზე ევროპული არაევროპული ქვეყანაა“. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ასოცირებული წევრობის კონცეფცია ჯერ კიდევ აუთვისებელი სივრცეა, თუმცა მხარეებს მისი ერთობლივად ჩამოყალიბებისთვის ამბიცია, ნდობა და შემოქმედებითი მიდგომა აქვთ. https://www.ghn.ge/news/355979-kanada-evrokavshiris-pirveli-asotsirebuli-tsevri-gakhdeba-mark-karni კარნი: კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1540691503.png 2026-10-31 355979 აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შესაძლო მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენეტი ავრცელებს.    შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდი დოლარია. თანხას სრულად უკრაინის პარტნიორები და მოკავშირეები დაფარავენ. უკრაინის მთავრობამ PAC-3-ის 500 რაკეტის შესყიდვის თხოვნით მიმართა აშშ-ს. მიწოდება ასევე ითვალისწინებს PAC-3 MSE-ის კონფიდენციალურ და არაკონფიდენციალურ სათადარიგო ნაწილებს, აგრეთვე ლოგისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სხვა თანმდევ კომპონენტებს. „შემოთავაზებული შეთანხმება ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების დონის ამაღლებით. ეს ქვეყანა ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მამოძრავებელი ძალაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უკრაინა შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში გაღებული თანხებით, ასევე ევროკავშირის უკრაინის მხარდამჭერი სესხით დაფინანსებული ეროვნული სახსრებით გადაიხდის. გარიგებისთვის აშშ-ის თანხები არ იქნება გამოყენებული. „შეთანხმება გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, მისი ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/355978-ashsh-ma-ukrainistvis-patriot-is-raketebis-miqidvis-shetankhmeba-daamtkitsa აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შესაძლო მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1949836542.png 2026-10-30 355978 ოკუპირებული ოლეშკიდან 750-ზე მეტ ადამიანს გაიყვანენ ხერსონის ოლქის  ოკუირებულ ქალაქ ოლეშკიდან ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში 750-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „კოლონა მზად არის უსაფრთხოდ მოახდინოს 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. მათ ნებაყოფლობით გადაწყვიტეს ოლეშკის დატოვება. კოლონაში შედის 25 ავტობუსი, 50 სამედიცინო მუშაკი და სასწრაფო დახმარების მანქანები“, - აღნიშნა მან. აშშ-ის პირველი ლედის განცხადებით, კოლონის ყველა დეტალი, მათ შორის ოლეშკიში შესვლისა და ქალაქიდან გამოსვლის უსაფრთხო მარშრუტი, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდა. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასკვნით ეტაპზე გადადის. მისი თქმით, ქალაქში საკვები, წყალი, მედიკამენტები და საავადმყოფოსთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა ჩაიტანეს. „იმ ადამიანებს, რომლებმაც ოლეშკიდან გასვლაში დახმარებისთვის მოგვმართეს, დახმარება გაეწიათ. როგორც მათ, ვისაც უკრაინაში [უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორია]  წასვლა სურდა, ისე მათ, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა უნდოდა - ყველას მიეცა ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლუბინეცმა.  ლუბინეცის თქმით, ოლეშკის გამოცდილება სხვა დასახლებებშიც უნდა გავრცელდეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მსგავს პირობებში იმყოფება.   https://www.ghn.ge/news/355977-okupirebuli-oleshkidan-750-ze-met-adamians-gaiqvanen მელანია ტრამპის ცნობით, ოკუპირებულ ოლეშკიდან 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/668310010.jpg 2026-10-30 355977 იმედი მაქვს, კორეა გერმანიის მსგავსად გაერთიანებას შეძლებს - ფრიდრიხ მერცი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში, სოფელ პანმუნჯომში ჩავიდა და იმედი გამოთქვა, რომ კორეა ოდესმე გაერთიანებას შეძლებს.  DW-ს ცნობით, ვიზიტის დროს ის მცირე ხნით ჩრდილოეთ კორეის მხარესაც იმყოფებოდა და სასაზღვრო ზონაში მდებარე ყაზარმებში შევიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის კანცლერმა გერმანიის გაერთიანება გაიხსენა, რომელიც 36 წლის წინ მოხდა. „იმედი ვიქონიოთ, რომ კორეასაც მიეცემა შანსი, ერთ დღეს სახელმწიფოებრივი ერთიანობა აღადგინოს. აქ, ამ ადგილას, ასევე ჩანს, რამდენად მძიმედ განიცდის ქვეყანა გაყოფას და რამდენად ძლიერია გაერთიანების სურვილი, ყოველ შემთხვევაში, კორეის ნახევარკუნძულის ამ ნაწილში“, - განაცხადა მერცმა. მისივე თქმით, სეულში ვიზიტისას მას გერმანიის გაერთიანების გამოცდილების შესახებ ჰკითხეს. მანამდე მერცმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „მთელ ევროპაში თავისუფლებას“ უქმნის საფრთხეს, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად ჯარისკაცებს აგზავნის. ამასთან, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების სიაში სამი ფიზიკური და ოთხი იურიდიული პირი შეიყვანა და მათ მიმართ დამატებითი შეზღუდვები დააწესა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 1953 წელს, კორეის ომში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გაიყო. მათ შორის საზღვარი კორეის ნახევარკუნძულზე გადის. ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კურსს გადაუხვია. ფხენიანმა კონსტიტუციიდან ამოიღო გაერთიანებისკენ მოწოდებები და სამხრეთ კორეას ოფიციალურად „მტრული სახელმწიფო“ უწოდა. https://www.ghn.ge/news/355975-imedi-makvs-korea-germaniis-msgavsad-gaertianebas-shedzlebs-fridrikh-mertsi-chrdiloet-da-samkhret-koreas-shoris-demilitarizebul-zonashi-imqofeboda იმედი მაქვს, კორეა გერმანიის მსგავსად გაერთიანებას შეძლებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1902760642.jpg 2026-10-30 355975 აშშ-ს ესტონეთისთვის რუსეთის მიმართ ტონის შერბილება არ უთხოვია - მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, აშშ-ს ესტონეთისთვის არ მიუმართავს თხოვნით, შეარბილოს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებული განცხადებების ტონი. ამის შესახებ ცაჰკნამ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.  მინისტრის თქმით, აშშ ესტონეთის პოზიციას პატივს სცემს, რადგან ქვეყანა რუსეთის საკითხებში ექსპერტად მიიჩნევა. მისივე განმარტებით, ვაშინგტონს ესტონეთისთვის არც საგარეო პოლიტიკის და არც კომუნიკაციის შეცვლის შესახებ ოფიციალური რეკომენდაციით არ მიუმართავს. „აშშ-ს არ გაუკეთებია ჩვენთვის არანაირი ოფიციალური შეთავაზება, რომ რაიმე ფორმით შევცვალოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ან კომუნიკაცია. საუბარია ანონიმურ წყაროებზე, რომელთა კომენტირებაც არ შემიძლია და არც მსურს. თუმცა, აშშ-სა და მთლიანად ნატო-ში ესტონეთის მოსაზრებას დიდ პატივს სცემენ, რადგან რუსეთის საკითხებში ნამდვილად ექსპერტები ვართ“, - განაცხადა ცაჰკნამ. მისი თქმით, ესტონეთს რუსეთის შესახებ ღრმა ცოდნა აქვს, ხოლო ქვეყნის საექსპერტო შეფასებები და სადაზვერვო ინფორმაცია მაღალი შეფასებით სარგებლობს. ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთი აშშ-სთან მუდმივ კონტაქტზეა უსაფრთხოების პოლიტიკის, ქვეყანაში ამერიკული ჯარების განთავსებისა და ნატო-ს თავდაცვის გეგმების საკითხებზე. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთის ინტერესებში რუსეთის პროვოცირება არ შედის და, მისი შეფასებით, დაძაბულობის ინიციატორი თავად რუსეთია. „ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება არც ერთი მიმართულებით - ამ საკითხებს ერთად განვიხილავთ“, - აღნიშნა მან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უარყო, რომ ბალტიის ქვეყნებს, მათ შორის ესტონეთს, რუსეთის შესახებ განცხადებებში აგრესიული ტონი გამოუყენებიათ. მისი შეფასებით, მსგავსი ნარატივი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურვილს უკავშირდება, შეარყიოს დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა. ცაჰკნას განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააგენტო Reuters-მა დაწერა, რომ პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებული რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდეს. ამ ცნობასთან დაკავშირებით ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ასეთი თხოვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ლიეტუვა რუსეთის შესახებ განცხადებებს ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს. https://www.ghn.ge/news/355974-ashsh-s-estonetistvis-rusetis-mimart-tonis-sherbileba-ar-utkhovia-margus-tsahkna აშშ-ს ესტონეთისთვის არ მიუმართავს თხოვნით რუსეთის მიმართ რიტორა შეარბილოს - მარგუს ცაჰკნა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1355629524.jpg 2026-10-30 355974 დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას - არჩილ გორდულაძე დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილ ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ ძალადობებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელ და პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენ პირებს, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენ პირებს „უკანონო პატიმრები“ უწოდა. აღნიშნული განსაკუთრებით გამაოგნებელია იმის ფონზე, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენმა პირებმა სულ ცოტა ხნის წინ თავად აღიარეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა,“ – განაცხადა გორდულაძემ. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები, რომელთა აკრძალვის საკითხიც განიხილება, დღესაც არ აღიარებენ 2024 წლის არჩევნების შედეგებს და ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე უსამართლოდ მოხდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია. „დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები უგულებელყოფენ იმ უმთავრეს კონსტიტუციური პრინციპს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველის ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. დადასტურდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნების სრული უგულებელყოფით, ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე უსამართლოდ მოხდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია. მეტიც, მთელი კვირის განმავლობაში კვლავ მოიხსენიებენ კონსტიტუციურ ორგანოებს არალეგიტიმურად და ცდილობენ სამართლებრივი სახელმწიფოს უგულებყოფას,“ - განაცხადა გორდულაძემ. https://www.ghn.ge/news/355976-dadasturda-chveni-sarchelis-dasabutebuloba-imis-shesakheb-rom-arakonstitutsiuri-partiebi-dghesats-aratu-ar-emijnebian-dzaladobrivi-aktsiebis-dros-dzaladobas-aramed-mkhars-ucheren-mas-archil-gorduladze არჩილ გორდულაძე – დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1318641313.jpeg 2026-10-30 355976 ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ თურქეთში ჩავა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 31 ოქტომბერს თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. დურანის განცხადებით, სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები თურქეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთ-უკრაინის ომსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობას. ოქტომბრის დასაწყისში ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შავ ზღვაში უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს. მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს შავ ზღვაში გლობალური სავაჭრო მარშრუტის აღდგენას. https://www.ghn.ge/news/355973-volodimir-zelenski-khval-turketshi-chava ვოლოდიმირ ზელენსკი 31 ოქტომბერს თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1237328602.jpg 2026-10-30 355973 „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული, რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს - გიორგი სიორიძე „ქართული ოცნების“ მიზანი და მოტივია დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. „დასრულდა ახსნა-განმარტებების ეტაპი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. მთლი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით იმ ამომწურავ არგუმენტებს, არამხოლოდ იმ არგუმენტების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლებოდა სარჩელში ყოფილიყო, ასეთი ვერ იქნებოდა იქ, რადგან სარჩლში სამართლებრივი არგუმენტები არ არის, არამედ იმ სიცრუეზე და მხილებაზე, რომლის ძალითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ მიზანი. მათი მიზანი და მოტივია დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით. მათი მიზანია აგრეთვე, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა; ანტიდასავლური, ანტიქართული, პრორუსული, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა გახდეს სავალდებულო კონსტიტუციური წესით, ეს არის მათი მიზანი. რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს“, - განაცხადა სიორიძემ. https://www.ghn.ge/news/355972-kartuli-otsneba-sakonstitutsio-sasamartloshi-samartlebrivi-tvalsazrisit-aris-ganadgurebuli-rats-mtavaria-sazogadoebam-dainakha-simartle-rom-kartul-otsnebas-iotisodena-khelchasachidits-ar-akvs-giorgi-sioridze „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული, რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს - გიორგი სიორიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/182704318.png 2026-10-30 355972 ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს შეატყობინა. ადგილზე პოლიცია მივიდა, გამოიკითხნენ მასწავლებლები და მოსწავლეები. ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც. მისი განცხადებით, სკოლამ შემთხვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, დაშავებულ მოსწავლეს კი სიცოცხლისთვის საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. https://www.ghn.ge/news/355971-kobuletshi-meekvse-klasis-mostsavlem-tanaklasels-basri-sagnit-dazianeba-miaqena ქობულეთში მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/866158272.jpg 2026-10-30 355971 მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და დემოკრატიასა და განსხვავებულ აზრს გადაარჩენს ამ ქვეყანაში - ბერდია სიჭინივა მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და დემოკრატიასა და განსხვავებულ აზრს გადაარჩენს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. „ფაქტობრივად, ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საკითხს. არანაირი რაციონალი არ დგას იმის უკან, რატომ ნიშნავს ასეთი ინტენსივობით ამ სხდომებს. შემდეგი კვირაც მხოლოდ იმიტომ გამოტოვეს, რომ ზეიმი აქვთ, კონფერენცია თუ რაღაც. მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და დემოკრატიასა და განსხვავებულ აზრს გადაარჩენს ამ ქვეყანაში. თქვენ ხედავდით, რა განცხადებები აკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, რომელმაც აგენტურად მოიხსენია პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. https://www.ghn.ge/news/355970-me-piradad-aranairi-molodini-ar-makvs-rom-sakonstitutsio-sasamartlo-miighebs-obiektur-gadatsqvetilebas-da-demokratiasa-da-ganskhvavebul-azrs-gadaarchens-am-kveqanashi-berdia-sichiniva მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და დემოკრატიასა და განსხვავებულ აზრს გადაარჩენს ამ ქვეყანაში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1821554212.png 2026-10-30 355970 ირანთან ომი მალე დასრულდება, ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ მას ბირთვული იარაღი არასდროს ექნება - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის მიღწევას. ამის შესახებ Reuters იუწყება. „ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა მედიასთან. მისი თქმით, აუცილებელია გარანტიის მიღება, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. „ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ [ირანს] ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, - აღნიშნა ტრამპმა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ირანზე იერიშს არ მიიტანს. https://www.ghn.ge/news/355969-irantan-omi-male-dasruldeba-chven-gvchirdeba-garantia-rom-mas-birtvuli-iaraghi-arasdros-ekneba-donald-trampi მალე დასრულდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/940203186.png 2026-10-30 355969 საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის ახალი სეზონი იწყება, რომელიც დამწყებ კონტენტ კრეატორებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ რჩევები გამოცდილი იუთუბერებისგან.  მეორე სეზონში, 8 მონაწილე 7 ტურის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გამოწვევას შეასრულებს. გამარჯვებულს კი ფულადი პრიზი - 20 000 ლარი გადაეცემა. CREATOR-ი საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარებას და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიონალი ჟიურისა და მოწვეული მენტორების დახმარებით გაიარონ ვიდეოს შექმნის სრული პროცესი - იდეის დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის გამოქვეყნებამდე. პირველი სეზონის ფარგლებში პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-მდე დამწყებმა იუთუბერმა გამოთქვა, მათგან კი 9 მონაწილე შეირჩა. CREATOR-მა იუთუბერებს მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინათ საკუთარი აუდიტორია, მიეღოთ პროფესიული უკუკავშირი და გასცნობოდნენ კონტენტის შექმნის სხვადასხვა ეტაპს. CREATOR-ის მეორე სეზონის ფარგლებში, შეიცვალა შეფასების სისტემა - თუ პირველ სეზონში თითოეული დავალება დამოუკიდებლად ფასდებოდა, ახლა მონაწილეების შედეგებს მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვებული ქულები განსაზღვრავს. შესაბამისად, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეულ დავალებაში კარგი შედეგის მიღწევა, არამედ თანმიმდევრულობა, განვითარება და პროცესში მუდმივი ჩართულობა. ამასთან, თუ პირველ სეზონში განაცხადის შევსება მაქსიმუმ 5 000 გამომწერის მქონე არხებს შეეძლოთ, ახლა მონაწილეობის მიღება 10 000-მდე გამომწერის მქონე კრეატორებსაც შეუძლიათ. მეორე სეზონის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის დავალება და შემოქმედებითი გამოწვევა ელით. მათ ნამუშევრებს შეაფასებენ პროექტის ჟიურის წევრები – მახარა, კაკო და ჰიტა. შეფასების გარდა, ჟიურის წევრები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ, დაეხმარებიან კონტენტის განვითარების გზების დანახვაში, ანალიტიკისა და აუდიტორიის უკუკავშირის გამოყენებაში.  შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ძვირადღირებული ტექნიკის ან უკვე ჩამოყალიბებული დიდი აუდიტორიის ყოლა აუცილებელი არ არის. შეფასებისას მთავარი ყურადღება ეთმობა იდეას, ვიდეოს შინაარსს, კრეატიულობასა და დავალებასთან შესაბამისობას. სწორედ ამიტომ, CREATOR-ი განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი სათქმელი აქვს, ახალი იდეების განხორციელება სურს და კონტენტის შექმნას პროფესიული განვითარების მიმართულებად განიხილავს. „საქართველოს ბანკისთვის ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ამ სივრცეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ პროექტი CREATOR-ი მეორე სეზონით ბრუნდება. პირველი სეზონის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დამწყები კრეატორებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ახალი სეზონით გვინდა, კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უკუკავშირი, გადალახონ საწყისი ბარიერები და საკუთარი იდეები საინტერესო კონტენტად აქციონ“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. CREATOR-ის მეორე სეზონის ეპიზოდები YouTube-ზე იანვრიდან გამოქვეყნდება. თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde https://www.ghn.ge/news/355967-sakartvelos-bankis-youtube-proektis-creator-is-meore-sezoni-itsqeba საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/793501081.png 2026-10-30 355967 აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, ბუნებრივი აირი გაძვირდეs, ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს - თაზო დათუნაშვილი აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივი აირი გაუძვირდეთ. ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. „ივანიშვილის პარლამენტმა გაზის ტარიფის დადგენის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირა, ხოლო ირაკლი კობახიძემ დღეს არ უარყო, რომ გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. ეს არის ორი საგანგაშო ინდიკატორი, რომ აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივი აირი გაუძვირდეთ. ზამთრის დასაწყისში და იმ მომენტში, როდესაც პიკურ ნიშნულს აღწევს ბუნებრივი აირის მოხმარება ჩვენი თანამოქალაქეების გათბობისათვის, ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში. 2026 წლის მაისში კობახიძე განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება ტარიფის შენარჩუნების შანსს იძლეოდა ჩვენი ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება, რომელიც ახლა ფორმდება 20 წლის ვადაზე უნდა იყოს გაწერილი და იქნება ჩარჩო იმისა, რომ უახლოესი 20 წლის მანძილზე რა ფასად მოვახერხებთ გაზის შესყიდვას როგორც სახელმწიფო და შემდეგ თითოეული მომხმარებელი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა პირველ რიგში იმ დაპირებით, რომ კომუნალური გადასახადები შემცირდებოდა. ამ მომენტიდან, აბსოლუტურად ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირდა გაიაფების მაგივრად. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური გაძვირება მოხდა 2026 წლის აპრილში - საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 30%-ით გაიზარდა. კატასტროფულად გაძვირდა საწვავი - რეგულარი ბენზინი უკვე 4 ლარზე მეტი ღირს, ხოლო დიზელი - 5 ლარზე მეტი. ამას „ქართული ოცნება" სრულიად გულგრილად უყურებს. „ძლიერ საქართველოში" ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა განახევრდეს აქციზის გადასახადი საწვავზე, მაგრამ „ქართული ოცნება" ყურად არ იღებს ამ ყველაფერს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, ყოველი მეორე დასაქმებული, მილიონ სამასი ათასი ადამიანიდან, ხელზე ასაღებ 1300 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს და ყველა ხარჯი ეზრდება იმ პირობებში, როდესაც ხელფასის სტაგნაციაა და ხელფასები ვერ ეწევა ინფლაციის მზარდ მაჩვენებელს, სასურსათო პროდუქტებზე მომატებულ ფასს, საწვავზე მომატებულ ფასს და ახლა უკვე კომუნალური გადასახადების მომატებას. პენსიონერები 2027 წელს დამატებით მხოლოდ 45 ლარს მიიღებენ მაშინ, როდესაც უდიდეს შეღავათებს ნახავენ აზარტული თამაშების კომპანიები, უდიდეს შეღავათებს და დამატებით ათობით მილიარდი ლარის მოგებას, მაგრამ შეღავათს ვერ ნახავს ქართველი პენსიონერი, რომლის მომატებულ პენსიასაც მთლიანად ინფლაცია შეჭამს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", ყველაფერი გააკეთოს პირველ რიგში იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება იძლეოდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იმის საშუალებას, რომ ტარიფი არ გაიზარდოს და როგორც მინიმუმ, ამ უმძიმეს პირობებში, როცა ზამთარია გადასაგორებელი და საქართველოს მოსახლეობას უჭირს, ზამთრის განმავლობაში არ მოხდეს არავითარი ცვლილება გაზის ტარიფის მატების თვალსაზრისით“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. https://www.ghn.ge/news/355968-azerbaijantan-gazis-importze-gachianurebuli-molaparakebebis-fonze-shesadzloa-bunebrivi-airi-gadzvirdes-es-ikneba-katastrofuli-gadatsqvetileba-romelits-mdzime-tvirtad-daatsveba-titoeul-ojakhs-tazo-datunashvili აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, ბუნებრივი აირი გაძვირდეs, ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს - თაზო დათუნაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/113569514.png 2026-10-30 355968 არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, ვიდრე ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას - სალომე სამადაშვილი დავით-გარეჯზე “ლელო-ძლიერი საქართველოს ” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დავით-გარეჯთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ესხმიანება და აცხადებს, რომ ვიდრე ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, პროგრესის მოლოდინი არ აქვს. მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხი ძალიან რთულია და „პროცესი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“. „ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. ის სამარცხვინო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე აწარმოაა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2020 წელს - შევახსენებ საზოგადოებას, რომ მათ სრულიად უდანაშაულო, პატიოსანი მეცნიერები დაიჭირეს კიდეც, ამ საქმესთან დაკავშირებით. აი, ამ სამარცხვინო პიარ-კამპანიამ, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყო იმას, რომ ეს საკითხი კონსტრუქციულად წასულიყო წინ. პირიქით, დამატებითი დაბრკოლებები შექმნა ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მეზობელთან საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში ცხადია, რომ არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი გახდა დღეს ჩვენს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სრულ იზოლაციაში მოქცეულს ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან, საერთოდ საკუთარი პოზიციების დაცვა არცერთ საკითხზე და არსად აღარ შეუძლია“,- აღნიშნა სამადაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმებას მიაღწია. „შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან - მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,-აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/news/355966-aranairi-progresis-molodini-ar-makvs-vidre-es-khelisufleba-martavs-chvens-kveqanas-salome-samadashvili-davit-garejze არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2138419627.png 2026-10-30 355966 „საქართველოს მელიორაცია“ 2 ნოემბრიდან სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან შპს „საქართველოს მელიორაცია“ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის. "აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, კომპანიის მიმართ არსებული სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდა ახალი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით უნდა განხორციელდეს. აღსანიშნავია,  რომ 2 ნოემბრიდან კომპანიის ძველ საბანკო რეკვიზიტებზე თანხის ჩარიცხვა აღარ იქნება შესაძლებელი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება და დავალიანების დაფარვისას ისარგებლოთ განახლებული რეკვიზიტებით. ახალი საბანკო რეკვიზიტებია: * ბანკის კოდი: TRESGE22 * მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 820717499" - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/355965-sakartvelos-melioratsia-2-noembridan-sakhelmtsifo-khazinis-ertian-angarishze-gadadis „საქართველოს მელიორაცია“ 2 ნოემბრიდან სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1181435658.jpg 2026-10-30 355965 „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება 1-ელი ნოემბრიდან „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ. „შავი პარასკევის“ ფარგლებში, იაპონური ბრენდის ორ ყველაზე პოპულარულ SUV მოდელზე, Mazda CX-5 2.5-სა და Mazda CX-60 2.5-ზე, ექსკლუზიური ფასები იმოქმედებს, რაც 20%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. შეთავაზება მთელი ნოემბრის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ხარისხითა და გამძლეობით ცნობილი „მაზდას“ ავტომობილები ქართულ ბაზარზე თავისი კონკურენტული ფასით ისედაც გამორჩეულია. ნოემბრის შეთავაზება კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბრენდის ფლაგმანი მოდელები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. სააქციო პირობები ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. მაკა სახვაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი: „სააქციოდ Mazda CX-5 და Mazda CX-60 შემთხვევით არ შეგვირჩევია. მაღალი გამავლობის, სრულამძრავიანი (AWD) SUV მოდელები უმაღლესი კომპლექტაციით, კომფორტითა და საიმედოობით გამოირჩევა. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილის მართვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ნიშნავს, რაც ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის. შესაბამისად, მოთხოვნა „მაზდას“ ამ მოდელებზე სულ უფრო იზრდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, „შავი პარასკევის“ შეთავაზება სწორედ მათზე გაგვევრცელებინა. გასათვალისწინებელია, რომ Mazda CX-5 ბოლო წარმოებიდან გახლავთ და მხოლოდ რამდენიმე ერთეულია დარჩენილი. შესაბამისად, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის კარგი შესაძლებლობაა, სრულად აღჭურვილი CX-5 High Plus, 85 600 ლარის ნაცვლად, 69 500 ლარად შეიძინონ. რაც შეეხება Mazda CX-60-ს, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ფერში კვლავ ხელმისაწვდომია. ფასი კი, აქციის ფარგლებში, 90 500-დან 74 500 ლარამდე შემცირდა, რაც მის ხელმისაწვდომობას ზრდის“. Mazda CX-5 High Plus უნივერსალური ავტომობილია, რომელიც თანაბრად ერგება განსხვავებული ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს. აღჭურვილია 360-გრადუსიანი კამერით, სავარძლების გათბობა-გაგრილებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. იაპონური წარმოების ეს პოპულარული მანქანა იდეალურია როგორც ქალაქში გადაადგილების, ისე ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ბრენდის პრემიალური ხაზიდან არის Mazda CX-60. მისი შთამბეჭდავი ექსტერიერი, ფართო და კომფორტული სალონი, ხარისხიანი მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომობილის მართვას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. CX-60 შექმნილია მათთვის, ვინც აფასებენ როგორც დინამიკურ მართვასა და სპორტულ ვიზუალს, ისე სივრცეს, კომფორტსა და პრემიუმ კლასისთვის დამახასიათებელ დეტალებს. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საქართველოში ბრედის ექსკლუზიური წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონიაში წარმოებულ ამ ავტომობილებზე ოფიციალური ქარხნული ხუთწლიანი გარანტია ვრცელდება. ეს კი მფლობელებისთვის დამატებითი სიმშვიდისა და საიმედოობის გარანტიაა. ამასთანავე, მომხმარებლებს ლიზინგის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მოქმედებს Trade-in სისტემაც, რაც ნებისმიერი ბრენდის ძველი ავტომობილის ჩაბარებას, სხვაობის დაფარვასა და ახალი „მაზდას“ მარტივად შეძენას გულისხმობს. სააქციო მოდელებთან ერთად, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში მალე ხელმისაწვდომი იქნება სრულად განახლებული Mazda CX-5 (2.5-ლიტრიანი მსუბუქი ჰიბრიდული ძრავით). უკვე გაწერილია მომავალი წლის გეგმებიც. „2027 წლის მეორე ნახევრიდან მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის შთამბეჭდავ სიახლეს, ყველაზე დიდი ზომის, 7-ადგილიან, SUV-ს, Mazda CX-90-ის ჰიბრიდულ ვერსიას წარვუდგენთ. დარწმუნებულები ვართ, ეს მოდელი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც ეძებენ პრემიუმ კლასის ავტომობილს საწვავის ეკონომიური მოხმარებით, ტევადობითა და უმაღლესი დონის კომფორტით“, - აღნიშნავს მაკა სახვაძე. იაპონური წარმოების ავტომობილების სრული ხაზის ტესტდრაივი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში ელოდებიან როგორც „შავი პარასკევის“ შეთავაზებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, ისე ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც „მაზდას“ მოდელების პირადად გამოცდა სურთ. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. https://www.ghn.ge/news/355964-shavi-paraskevi-mazda-tsentri-tegetashi-brendis-qvelaze-motkhovnad-modelebze-20-mde-fasdakleba-1-eli-noembridan-itsqeba „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1420618324.png 2026-10-30 355964 ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა. მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.  პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.  სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს. გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. https://www.ghn.ge/news/355963-irakli-kobakhidzem-azerbaijanis-respublikis-premier-ministrtan-da-tbilisis-mertan-ertad-tbilisshi-sastumro-art-riverfront-i-gakhsna ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1730464748.jpg 2026-10-30 355963 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პოტურაევის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი. პოტურაევის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებებით თავისუფლად ისარგებლონ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაითვალისწინოს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. „ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ პროცესების გამო, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული კონკურენციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით. მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აირჩიონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. პატივს ვცემ რა საქართველოს კონსტიტუციურ პროცესებსა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება იყოს გამართლებული. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით და არა — პოლიტიკური ოპონენტების საჯარო ცხოვრებიდან გარიყვით. 2026 წლის ივლისში მიღებულ „ჰააგის დეკლარაციაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე გამოხატა მკაფიო შეშფოთება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა პოლიტიკური პლურალიზმისა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესებისადმი, ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების დაუყოვნებლივ და სრულად შესრულების საჭიროება. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, შეგახსენებთ, რომ საქართველომ, ისევე როგორც ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, დაიცვას დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ეს ვალდებულებები უნდა იქნას დაცული და შესრულებული გამონაკლისის გარეშე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად აჟღერებს ამ შეშფოთებებს, ამავდროულად ინარჩუნებს კონსტრუქციული ჩართულობისადმი ერთგულებას. 2026 წლის მარტში თბილისში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დელეგაციამ ასევე წამოჭრა დაკავებული დემონსტრანტების საკითხი და, როგორც ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი, მოუწოდა იმ პირთა გათავისუფლებისკენ, რომლებსაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში, ასამბლეის სპეციალურ თავისუფლად და განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები, ამასთანავე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც სერიოზულად გაითვალისწინოს. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმის გაგონება იქნება შესაძლებელი. მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისა და პროვოკაციული რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ODIHR-ის რეკომენდაციები ქმნის კონკრეტულ საფუძველს ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, კვლავ ერთგულია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისა და მზადაა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო დიალოგს და ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებს. პოლიტიკური პლურალიზმი, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და შინაარსიანი დიალოგი აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგულია საქართველოს ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“- წერია გავრცელებულ განცხადებაში.  https://www.ghn.ge/news/355962-euto-s-saparlamento-asambleis-prezidenti-sakartveloshi-khuti-opozitsiuri-partiis-akrdzalvis-sakitkhze-sheshfotebas-gamotkvams ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1432217841.png 2026-10-30 355962 რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე საწარმოზე, რომელიც რუსეთის არმიისთვის კონსერვებს აწარმოებს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ სტაროდუბში მდებარე საწარმო „კონსერვსუშპროდზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის კონსერვებს აწარმოებს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. ამის შესახებ Telegram-არხი ASTRA წერს. გამოცემის ცნობით, მკითხველების მიერ გამოგზავნილ ფოტოებსა და ვიდეოებში ცეცხლმოკიდებული შენობა ჩანს. თავდასხმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. „კონსერვსუშპროდი“ რუსეთის არმიისთვის კონსერვების ერთ-ერთი მიმწოდებელია. საწარმოზე თავდასხმები 2023 და 2025 წლებშიც განხორციელდა. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით, რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საწარმო რეაქტიულ საწვავს აწარმოებს, მათ შორის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჭიროებისთვის. https://www.ghn.ge/news/355961-rusetis-brianskis-olkshi-mdebare-satsarmoze-romelits-rusetis-armiistvis-konservebs-atsarmoebs-dronebit-tavdaskhma-gankhortsielda რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ სტაროდუბში მდებარე საწარმო „კონსერვსუშპროდზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის კონსერვებს აწარმოებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1775953866.png 2026-10-30 355961 ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.33 თეთრით გაუფასურდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.82 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9116 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 3.17 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4902 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.20 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/355960-lari-dolartan-da-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1514420379.jpeg 2026-10-30 355960 საბჭოთა ოკუპაციაც, თავის დროზე, აგრესიული, მოძალადე, უღირსი უმცირესობის მიერ მოხდა დასავლეთის მოუცლელობის ფონზე, ოღონდ ისტორია აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ჩვენც ბევრად უფრო ძლიერები ვართ და დასავლეთიც - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის შესახებ ამ სარჩელით უნდა წაიშალოს ყველა ეს მიღწევა, გადაიწეროს ისტორია და რუსეთი ისევ „მშვიდობისმყოფელი“ გახდეს. ხომ გეცნობათ სიტყვა „მშვიდობა“?! ზუსტად იმ მნიშვნელობით ხმარობს „ქოცი“ „მშვიდობას“, როგორც რუსეთი იყო „მშვიდობისმყოფელი“, - ამის შესახებ [არტია "დროას" ლიდრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს "სანამ საკონსტიტუციო სასამართლოზე ჩემს აზრს გაგიზიარებთ, უნდა შევიტანო ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი შესწორება: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია. ტექნიკურად „ქოცური“ კანონების გამო, „გირჩი“ და „დროა“ გახდა პარტია „ახალის“ ნაწილი, თუმცა რეალურად ეს 3 პარტიაა. ნუ გამოვიყენებთ ქოცურ ციფრებს - იკრძალება ყველა რეგისტრირებული პროდასავლური პარტია. ახლა დავსვათ კითხვა - რას ნიშნავს „იკრძალება“? ფიზიკურად ადამიანებს, პოლიტიკოსებს ვერ აკრძალავენ, მათ შორის ციხეში ჩასმითაც კი. ეს კარგად ჩანს. შესაბამისად, რისი აკრძალვაც ხელეწიფებათ, ეს არის არჩევნებში ამ პარტიების მონაწილეობა, ანუ მივედით მთავარ საკითხამდე - ქვეყანაში კრძალავენ არჩევნებს! არჩევანი ვერ აიკრძალება. ოპოზიციური მოქალაქის არჩევანი ან არის, ან არა. თუ ის არ არის - ეს ნიშნავს, რომ, არცერთ მოქალაქეს არა არ აქვს. ახლა დავსვათ მეორე კითხვა : რატომ იკრძალება მოქალაქეების არჩევანი? პასუხი ზედაპირზეა, რადგან საქართველოს მოქალაქეები თავისუფლების, საქართველოს ევროპული იდენტობის მომხრეები არიან, ასეთი ადამიანები კი რუსებისთვის, მათ შორის, ქართველი რუსებისთვის, მიუღებელნი არიან. მეორე დასკვნა - არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს არა ისეთი, როგორიც მოსახლეობას მოუნდება ხოლმე, თუნდაც მწვავე შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, არამედ გარანტირებულად ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება ხოლმე. აქვე, ამავე პროცესში, რუსებს უნდათ, რომ გამოსწორდეს ის მოცემულობები, რომლებიც დამოუკიდებელმა საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტისთვის შექმნა. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვებების სერია რუსეთზე, ომის მხარეებთან, საქართველოს ტერიტორიებთან და საერთაშორისო სამშვიდობო კომპონენტებთან დაკავშირებით. მაგალითად, 2000-იან წლებში საქართველოს სუვერენულმა მთავრობამ მიაღწია რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და ომში დამნაშავის, აგრესორის სტატუსს, რაც სამომავლოდ დაგვაბრუნებინებს ტერიტორიებს. პარტიების აკრძალვის შესახებ ამ სარჩელით უნდა წაიშალოს ყველა ეს მიღწევა, გადაიწეროს ისტორია და რუსეთი ისევ „მშვიდობისმყოფელი“ გახდეს. ხომ გეცნობათ სიტყვა „მშვიდობა“?! ზუსტად იმ მნიშვნელობით ხმარობს „ქოცი“ „მშვიდობას“, როგორც რუსეთი იყო „მშვიდობისმყოფელი“. შესაბამისად, ამ პროცესით ზღუდავენ საქართველოს იმისთვის, რომ არა ჩვენი, არამედ რუსეთის ნებით ვიცხოვროთ და რაც ჩვენი ნებით გვიცხოვრია, ისიც დავივიწყოთ. საბჭოთა ოკუპაციაც, თავის დროზე, აგრესიული, მოძალადე, უღირსი უმცირესობის მიერ მოხდა დასავლეთის მოუცლელობის ფონზე. ოღონდ ისტორია აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ჩვენც ბევრად უფრო ძლიერები ვართ და დასავლეთიც. და ბოლოს, ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე. ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა! ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია https://www.ghn.ge/news/355959-sabchota-okupatsiats-tavis-droze-agresiuli-modzalade-ughirsi-umtsiresobis-mier-mokhda-dasavletis-moutslelobis-fonze-oghond-istoria-aghar-unda-ganmeordes-radgan-chvents-bevrad-ufro-dzlierebi-vart-da-dasavletits-elene-khoshtaria საბჭოთა ოკუპაციაც, თავის დროზე, აგრესიული, მოძალადე, უღირსი უმცირესობის მიერ მოხდა დასავლეთის მოუცლელობის ფონზე, ოღონდ ისტორია აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ჩვენც ბევრად უფრო ძლიერები ვართ და დასავლეთიც - ელენე ხოშტარია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1468254332.jpg 2026-10-30 355959 ის გზა, რაც ქალბატონმა ხოშტარიამ აირჩია, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი, მიზანი ჰქონდა ეჩვენებინა, რომ მისთვის სახელმწიფო და კანონიერება არაფერს ნიშნავს - ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას პატიმრობაში ყოფნა მისი პირადი არჩევანია და სახელმწიფოს მისთვის სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობაც ჰქონდა შეთავაზებული. ქადაგიშვილი ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, ხოშტარიამ საარჩევნო პროცესში კანონდარღვევა შეგნებულად ჩაიდინა და ამით სახელმწიფოსა და კანონიერების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დემონსტრირება სცადა. „ის გზა, რაც ქალბატონმა ხოშტარიამ აირჩია, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი. ანუ მან შეგნებულად თქვა, რომ: მე საარჩევნო პროცესში ისეთ დარღვევას ჩავიდენ, რაც დასჯადი არის კანონით. შეგნებულად თქვა და დემონსტრაციულად გააკეთა. ორი მიზანი ჰქონდა, რომ ამით გამოეწვია სახელმწიფო და კანონი, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის სახელმწიფო და კანონიერება არაფერს არ ნიშნავს “, - განაცხადა ქადაგიშვილმა.. მისივე მტკიცებით, ხოშტარიას შეეძლო გირაოს გადახდა ან შეწყალების მიღება, თუმცა პატიმრობაში დარჩენა არჩია. ქადაგიშვილის თქმით, როდესაც ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სახელმწიფომ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ის პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ქადაგიშვილმა ასევე გააკრიტიკა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი შეფასებით, დემოკრატიას კონსტიტუციური წესრიგისა და კანონიერების დარღვევას უკავშირებენ. „ეს არ არის მათთვის არანაირი ინდულგენციის საშუალება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი პოზიციის მქონე ორგანიზაციებს მოსახლეობაში ნულოვანი რეიტინგი აქვთ. https://www.ghn.ge/news/355958-is-gza-rats-kalbatonma-khoshtariam-airchia-aris-absoluturad-misi-shegnebuli-archevani-mizani-hkonda-echvenebina-rom-mistvis-sakhelmtsifo-da-kanoniereba-arafers-nishnavs-irakli-kadagishvili ის გზა, რაც ქალბატონმა ხოშტარიამ აირჩია, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი, მიზანი ჰქონდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის სახელმწიფო და კანონიერება არაფერს ნიშნავს - ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1947353444.png 2026-10-30 355958 ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, თვითონ „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე - ირაკლი ფავლენიშვილი ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, ისტორიული სიმართლე გამოჩნდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, გამოჩნდა ოპოზიციის უპირატესობა. „მგონი, თვითონ „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე. ეს განსაკუთრებით ბოლო კვირის მანძილზე გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ეს ინსტიტუციაც მიიტაცეს, მოსამართლეს აშკარად ეტყობა, კეთილგანწყობა კი არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოზიცია „ოცნების“ სასარგებლოდ“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა. https://www.ghn.ge/news/355957-qvela-kargad-vkhedavt-rats-mimdinareobs-sakonstitutsioshi-mgoni-tviton-otsnebis-momkhreebshits-ukmaqofilebas-itsvevs-imdenad-mkafioa-chveni-upiratesoba-da-simartle-irakli-favlenishvili ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, თვითონ „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე - ირაკლი ფავლენიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1473425168.jpeg 2026-10-30 355957 ესპანეთში, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები ესპანეთის ქალაქ გრანადასთან, ელ-ფარგეს საბრძოლო მასალის ქარხანაში 30 ოქტომბერს, დილით, ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9 საათზე, ქარხნის დენთის საამქროში მოხდა. აფეთქების ხმა გრანადას მიმდებარე დასახლებებშიც გაიგონეს. ესპანეთის საგანგებო სამსახურის 112-ის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პროფკავშირ UGT-ის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ქარხანაში რეგულარული გამოცდის დროს მოხდა. მათი განმარტებით, ტერიტორია შემოსაზღვრული იყო და აფეთქების სიახლოვეს ადამიანები არ იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ეროვნული პოლიციის, სამოქალაქო გვარდიის, ადგილობრივი პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლები. პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების პერიმეტრებით შემოსაზღვრა. მომხდარის მიზეზს სამართალდამცველები იძიებენ. ინციდენტის შემდეგ ქარხანამ, სადაც დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, სამუშაო პროცესი დღის ბოლომდე შეაჩერა. ესპანური მედიის ცნობით, ქარხანა ელ-ფარგეში მდებარეობს და სლოვაკურ MSM Group-ს ეკუთვნის. ქარხანა უკრაინისთვის საბრძოლო მასალას - მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებსა და სარაკეტო კომპონენტებს აწარმოებს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მისი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე გადაერთო. ეს ქარხანასთან დაკავშირებული მეორე ინციდენტია ორ კვირაზე ნაკლებ დროში: 13 ოქტომბერს მის მახლობლად ნაღმტყორცნის ჭურვებით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. იმ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა. https://www.ghn.ge/news/355956-espanetshi-ukrainistvis-sabrdzolo-masalis-mtsarmoebel-karkhanashi-afetkeba-mokhda-arian-dashavebulebi ესპანეთში, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა — არიან დაშავებულები მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1304949081.jpg 2026-10-30 355956 ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს“ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეოდა და აფინანსებდა სხვადასხვა უწყებებს.  დეკანოიძის თქმით, “ქართული ოცნების“ დამფუძნებელს აინტერესებს მხოლოდ ის, რომ საკუთარი ქონება გააათმაგოს. შსს -ში ვმუშაობდი, პოლიციის რეფორმაში ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული და მე მისი გრანდიოზული დახმარება არ მახსენდება. იმ დახმარებაში, რომელსაც ის ვითომ უწევდა ქართულ სახელმწიფოს, მას ქართული სახელმწფიო არ ანერვიულებდა და იგი კონკრეტულად თხოულობდა სხვა რაღაცებს. მაგალითად, მას უნდოდა რიყის პარკზე უზარმაზარი პანორამას თუ პარაგრაფის სტილის შუშის შენობის ჩადგამ, რომელზედაც იყო, მისი მხრიდან გაჟღერებული სურვილი, რომ მიგვეცა მისთვის რიყის პარკი. თხოულობდა ბევრ რამეს, მაგალითად მთაწმინდაზე, მთელ თბილისს რომ დაჰყურებს, რაღაც ნერონის სტილში, იმ შენობის აშენებაც, იყო კონკრეტულად მისი სურვილი და მოთხოვნა ფეხების ბაკუნით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილი არასდროს არაფერს აძლევს არავის, მათ შორის ქართული სახელმწიფო, რომელიც მას არ აინტერესებს ქველმოქმედებისთვის, ის აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი ქონება გააათმაგოს", - განაცხადა დეკანოიძემ, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.   ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს"  https://www.ghn.ge/news/355954-bidzina-ivanishvili-tsina-khelisuflebis-dros-kvelmokmedebis-sanatsvlod-konkretul-motkhovnebs-aqenebda-khatia-dekanoidze ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/225217485.png 2026-10-30 355954 ჩვენ მოგვკლეს, გაზეთი აღარ არსებობს, რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი რედაქცია, მუშაობა შეეწყვიტა - „ნოვაია გაზეტა“ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბრიდან მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ რედაქციამ 30 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა სარედაქციო კოლექტივი მუშაობის შეწყვეტამდე მიიყვანეს. „ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩვენს სახლში, სადაც 30 წელი გავატარეთ, შუქს ჩავაქრობთ, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი რედაქცია, მუშაობა შეეწყვიტა“, - ნათქვამია განცხადებაში. რედაქციის განმარტებით, გამოცემას ბოლო პერიოდში მუშაობისთვის საჭირო რესურსები მთლიანად შეუზღუდეს. ჟურნალისტებს მოსკოვის ცენტრში მდებარე ოფისის დატოვება მოსთხოვეს, პარალელურად კი გაითიშა მკითხველებისგან შემოწირულობების მიღების სისტემა. გამოცემის ცნობით, ბანკებისა და კერძო კომპანიების უარი მომსახურებაზე, თითქოს, შიდა კორპორაციული წესებით იყო განპირობებული, თუმცა რედაქცია ამ შეზღუდვებს სპეცსამსახურების ზეწოლას უკავშირებს. გამოცემა ასევე იხსენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მისი ინტერნეტრესურსები დაბლოკა, წაართვა სტამბა, გაუუქმა მედიასაშუალების რეგისტრაცია, ხოლო ჟურნალისტებისა და რედაქციის თანამშრომლების წინააღმდეგ სხვადასხვა სამართლებრივი ზომა გამოიყენა. მიმდინარე წლის სექტემბერში „უცხოეთის აგენტად“ მთელი სარედაქციო კოლექტივი გამოაცხადეს. რედაქციაში აცხადებენ, რომ გამოცემის ჟურნალისტები თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მუშაობას სპეცსამსახურების მუდმივი ზეწოლის პირობებში აგრძელებდნენ, თუმცა ახლა, მათი შეფასებით, „მკვლელობის ზონაში“ აღმოჩნდნენ. „ნოვაია გაზეტა“ განცხადებაში იხსენებს მოკლულ კოლეგებსაც, მათ შორის ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას. რედაქციის განცხადებით, ექვსი თანამშრომელი პროფესიული და სამოქალაქო მოვალეობის შესრულების გამო მოკლეს. „ნოვაია გაზეტა“ 1993 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დამოუკიდებელ გამოცემად მიიჩნეოდა. მისი ყოფილი მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი 2021 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. გამოცემის ცნობით, დახურვამდე გაზეთის ბოლო ნომერი გამოვა. https://www.ghn.ge/news/355953-chven-mogvkles-gazeti-aghar-arsebobs-rusetis-khelisuflebam-da-spetssamsakhurebma-aidzules-chveni-redaktsia-mushaoba-sheetsqvita-novaia-gazeta ჩვენ მოგვკლესმ გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი რედაქცია, მუშაობა შეეწყვიტა - „ნოვაია გაზეტა“ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/331662737.png 2026-10-30 355953 7 ნოემბრის არდაგმობას გვედავებიან, წარმოუდგენელ რაღაცას, 7 ნოემბრის შემდგომ კახა კალაძე მოუწოდებდა ადამიანებს, 5-იანი შემოხაზეთო - ლევან სამუშია ბატონო მოსამართლეებო, 7 ნოემბრის არდაგმობას გვედავებიან, წარმოუდგენელ რაღაცას - 7 ნოემბრის შემდგომ კახა კალაძე მოუწოდებდა ადამიანებს, 5-იანი შემოხაზეთო, კარგად მახსოვს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. „ბატონო მოსამართლეებო, 7 ნოემბრის არდაგმობას რომ გვედავებიან, წარმოუდგენელ რაღაცას... 7 ნოემბრის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა და იმ პარტიის, რომელსაც ბატონი ოპონენტები წარმოადგენენ, გენერალური მდივანი კახი კალაძე, 7 ნოემბრის შემდგომ, ხალხს მოუწოდებდა 5-იანი [„ნაციონალური მოძრაობა“] შემოხაზეთო. 7 ნოემბრის შემდგომ მოუწოდებდა 5-იანი შემოხაზეთო, კარგად მახსოვს, ბატონი კალაძე! „იმედის“ საქმე - კატასტროფული, უმძიმესი დანაშაული იყო „იმედში“ შევარდნა, ის, რაც იქ მედიასთან დაკავშირებით მოხდა. ამას ვაპროტესტებდი, არამარტო ვაპროტესტებდი, არამედ სამართლებრივ დახმარებას ვუწევდი ხალხს, ვინც, მაშინ „იმედის“ ჟურნალისტები იყვნენ და მე, დღეს, მეუბნებიან, არ დაგმეო. მე მეუბნებიან, რა პარტიას ეუბნებიან, ეუბნებიან ბადრი ჯაფარიძეს და ყველას და მითხარით, რომელი იყო მაშინ, იქით მხარეს? რომელმა არ დაგმო ან რომელმა გაამართლა იქ ქმედებები?“, - განაცხადა ლევან სამუშიამ. https://www.ghn.ge/news/355952-7-noembris-ardagmobas-gvedavebian-tsarmoudgenel-raghatsas-7-noembris-shemdgom-kakha-kaladze-moutsodebda-adamianebs-5-iani-shemokhazeto-levan-samushia 7 ნოემბრის არ დაგმობას გვედავებიან, წარმოუდგენელ რაღაცას - 7 ნოემბრის შემდგომ კახა კალაძე მოუწოდებდა ადამიანებს, 5-იანი შემოხაზეთო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/57237592.png 2026-10-30 355952 გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, თბილისის ფინანსურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის თანაორგანიზებით გაიმართა და ფინანსური სექტორის ლიდერებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური ბაზრების განვითარება, კაპიტალის ბაზრის ახალი შესაძლებლობები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა იყო. გიორგი კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღო AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ფინანსურ სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ბაზრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში, გიორგი კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. გალტ & თაგარტი როგორც პირველი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს. https://www.ghn.ge/news/355951-galt-tagartis-generalurma-direktorma-tbilisis-finansur-samitze-gamotsdileba-gaaziara გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1456723046.jpg 2026-10-30 355951 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თესლის გენბანკის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ საერთაშორისო შეხვედრებსა და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე თამარ ჯინჯიხაძემ პრეზენტაცია  „მრავალმხრივი თანამშრომლობა მცენარეთა კონსერვაციისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის - მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელება“ წარადგინა, რომელშიც საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების სარგებლის განაწილების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შედეგები, მიღებული გამოცდილება და ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა წარმოადგინა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. განხილული საკითხები უკავშირდებოდა კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის (KMGBF) მიზნებს. თამარ ჯინჯიხაძემ მონაწილეობა მიიღო ასევე პანელურ დისკუსიაში „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების გამოყენება KMGBF-ის განხორციელების ხელშესაწყობად“. დისკუსიის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა გენბანკებსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ადგილობრივი ჯიშების უშუალოდ მეურნეობებში შენარჩუნებისა და ტრადიციული ცოდნის გამოყენების მნიშვნელობაზე. მცენარეთა გენეტიკური რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოებისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. მათი ეფექტიანი კონსერვაცია მოითხოვს როგორც გენეტიკური მასალის დაცვას გენბანკებში, ისე ადგილობრივი ჯიშების გავრცელებისა და მეურნეობებში გამოყენების ხელშეწყობას. https://www.ghn.ge/news/355950-soflis-meurneobis-sametsniero-kvlevitma-tsentrma-cop17-is-farglebshi-mtsenareta-genetikuri-resursebis-datsvis-mimartulebit-sakartvelos-gamotsdileba-tsaradgina სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/662101543.jpeg 2026-10-30 355950 დაიმშვიდეთ ნერვები, ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში და ეკლესიაში - ბერდია სიჭინავა არჩილ გორდულაძეს სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. როდესაც პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ბერდია სიჭინავა 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას იხილავდა, მან სიტყვით მიმართა არჩილ გორდულაძესაც, რასაც "ქართული ოცნების" წევრის პროტესტი მოჰყვა. მან სიჭინავას სიტყვა გააწყვეტინა: "ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ მითითებს თავის დაანებოს" - განაცხადა გორდულაძემ.  ამის პასუხად, ბერდია სიჭინავამ არჩილ გორდულაძეს უთხრა, რომ "სიტყვაში ეჩრება". "დამშვიდდით" - ასე ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას სხდომაზე მოსამართლე რევაზ ნადარაია.  ბერდია სიჭინავა: "რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს არ გაუციათ.  ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. გიორგი გახარიას ედავებიან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზებას. ხშირად გამოდიოდა აქ ბატონი გორდულაძე და ბრძანებდა რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ ასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რომლითაც დადგინდა რაღაც ახალი გარემოებები. არა ბატონო არჩილ, 121 ტომიანი საქმეა და მხოლოდ 40-მდე ფურცელი არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მერე შედგენილი ამ საქმეში, მანამდე რა გამოძიებაც წარმოებულია, მათ შორის წარმოებულია გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის და პრემიერ მინისტრობის დროს და მას რომ სდომოდა საკუთარი პასუხისმგებლობისგან რაიმე ფორმით გაქცევა, აი მასალებს რომელიც დევს სისხლის სამართლის საქმეში, სხვა შეფასება მიეცემოდა".  არჩილ გორდულაძე:" ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ მითითებს თავის დაანებოს. დიდი პალატის გადაწყვეტილებას ციტირებთ და ისიც დაგავიწყდათ, რომ მაგ გადაწყვეტილებაში ისიც წერია, რომ გამოიძიოს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედებებიო და ის მოქმედებები, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ამიტომ მე თუ მომმართავთ, მიიღებთ პასუხს და ძალიან გთხოვთ სასამართლოს მიმართეთ, თან ტყუილებს ლაპარაკობთ ბევრს".  ბერდია სიჭინავა: ბატონო არჩილ, თქვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, ახლა მითხარით ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში? არჩილ გორდულაძე: თავი დაიწყნარე, თავი დაიმშვიდე და კეთილი ინებე, სასამართლოს ელაპარაკე.  ბერდია სიჭინავა: ბატონო არჩილ დაიმშვიდეთ ნერვები, ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში და ეკლესიაში. ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში მოქცევა თქვენ არ იცით.   არჩილ გორდულაძე: ბატონო მოსამართლევ, მხარემ ზრდილობას მოუხმოს. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე რამაზ ნადარაიამ მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. https://www.ghn.ge/news/355949-daimshvidet-nervebi-kaltan-ktseva-tkven-ar-itsit-katstan-parlamentshi-da-eklesiashi-berdia-sichinava-archil-gorduladzes დაიმშვიდეთ ნერვები, ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში და ეკლესიაში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/745901086.png 2026-10-30 355949 ოპოზიცია მიმბაძველობით არის დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და მათ ბაძავენ, მანამდე სადღაც რაღაც მოხდა, იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ, ქვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი და საშუალებაა, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდულია, როდესაც აქცია ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად არის წარმოგიდგენი. ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაზე თავად თქვა უარი და დღეს ქუჩაშია თვითგადაწყვეტილებით დარჩენილი. მათ სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ, რომ არა, იძახონ, რომ ახლა ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლას მოახდენენ. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის განცხადება არის განწირულ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციების ამოძახილი, რასაც არ შეიძლება, თავისი რეალური შედეგი ჰქონდეს. ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად მიმბაძველობით არიან დაკავებული. სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ. მანამდე სადღაც რაღაც მოხდა, ახლა იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ. ამ ადამიანებს საქართველოში სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პროვოცირება უნდათ. ექვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა, პირიქით, მათი რეიტინგი უფრო უკან წამოვიდა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა. https://www.ghn.ge/news/355955-opozitsia-mimbadzvelobit-aris-dakavebuli-serbetshi-aktsiebi-iqo-da-mat-badzaven-manamde-sadghats-raghats-mokhda-imati-tsqlis-gadaskhma-undodat-kvsasi-tu-ramdeni-dghea-aktsiebs-martaven-amit-khelisufleba-ar-shetsvlila-irakli-kadagishvili ოპოზიცია მიმბაძველობით არის დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და მათ ბაძავენ, მანამდე სადღაც რაღაც მოხდა, იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ, ქვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა - ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/10507152.png 2026-10-30 355955 კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო - სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით - ლევან სამუშია კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო, - ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მან სხდომაზე სიტყვის გამოსლისას განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო სარჩელში ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის. "კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს! - საკონსტიტუციო სარჩელში გამიჯვნა, ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის მიმართ ბრალდება! ქმედებათა ინდივიდუალიზაცია სამართლის ანა-ბანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგან სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სახის სამართლებრივად მაკომპრომეტირებელს ვერ მოძებნის და წარმოადგენს. “ლელოსთან“ დაკავშირებით არა თუ პარტიის ქმედებები და ქმედებათა ჯაჭვი, არამედ პარტიის წევრებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების ვერც ერთ განცხადებას ვერ მოიყვანთ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში. მოდელირებისათვის - ვთქვათ, რომ რომელიღაც X პარტიის ერთი თუ ორი წევრი შეიშალა, შეუძლებელია, რომ მათი ქმედება პარტიას შეერაცხოს. ეს არის სამართლისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფა. მე აქ წარმოდგენილი პირების კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ ეშმაკი მოტივებშია დამალული და მთავარი მოტივებია! სწორად შენიშნეთ: - მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა, მაგრამ ეს კონსტიტუციური სარჩელი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა! სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არ არის პოლიტიკურ განზრახულობათა - ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული, რომელსაც მორგებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლი, თუმცა სამართალთან და საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ გააჩნია“, - განაცხადა ლევან სამუშიამ სასამართლო სხდომაზე. https://www.ghn.ge/news/355948-kolektiuri-gasamartleba-adreul-shua-saukuneebshits-ki-ar-iqo-sarchelshi-samartlis-natamals-ver-ipovit-levan-samushia კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/283766921.png 2026-10-30 355948 ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ - მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია - დავით არახამია უკრაინის დელეგაცია პარასკევს, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჩავიდა. დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს. და უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი სოციალურ ქსელებში. „უკრაინის დელეგაცია უკვე უსაფრთხოდ ჩავიდა ოლეშკიში. დაიწყო ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გრძელდება. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა არახამიამ. უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმაც დაადასტურა, რომ უკვე ოლეშკიში იმყოფება. „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 80 საათია გრძელდება და კვლავ ძალაშია. ამჟამად ადგილზე ვიმყოფები და ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრები, რათა გავიგო მათი საჭიროებები და დავადგინო, რა სახის დახმარება სჭირდებათ ყველაზე მეტად“, - განაცხადა ლუბინეცმა. https://www.ghn.ge/news/355947-okupirebul-oleshkishi-humanitarul-dakhmarebas-arigeben-mosakhleobis-evakuatsia-datsqebulia-davit-arakhamia არახამია: ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1969711700.png 2026-10-30 355947 პუტინი მერცთან და მაკრონთან საუბრისთვის მზად არის - დმიტრი პესკოვი კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველას მოსასმენად და დიალოგისთვის მზად არის, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა. კითხვაზე, უპასუხებდა თუ არა პუტინი ტელეფონს, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტის ან გერმანიის კანცლერის ზარის შემთხვევაში, პესკოვმა განაცხადა: „ისიც აიღებს ყურმილს (...) რა თქმა უნდა, ის ყველასთან დიალოგისთვის ღიაა“. შეკითხვაზე, დაელაპარაკებოდა თუ არა პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი ის დაურეკავდა, პესკოვმა უპასუხა: „ჯერ არავის დაურეკავს“. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, პუტინთან დარეკვის სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ ის ზარს უპასუხებს. „შეთანხმებული იყო, რომ თუ ლიდერებს პუტინთან დარეკვა მოუნდებათ, ის ყოველთვის უპასუხებს ზარს“, - განაცხადა უშაკოვმა. https://www.ghn.ge/news/355946-putini-mertstan-da-makrontan-saubristvis-mzad-aris-dmitri-peskovi პუტინი მერცთან და მაკრონთან საუბრისთვის მზად არის, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1929236558.png 2026-10-30 355946 გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კონსულტაციები   მიმდინარეობს. „გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, კონსტიტუცია ადგენს ამას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადების გაკეთების უფლება“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/news/355945-gazis-tariftan-dakavshirebit-gadatsqvetilebas-ighebs-semeki-chven-konsultatsiebi-gvakvs-semektan-tumtsa-unda-davelodot-gadatsqvetilebas-irakli-kobakhidze გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1401470281.png 2026-10-30 355945 აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის - ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტარეტეგიული პარტნირობის აღდგენის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ გვაქვს უამრავი საჯარო განცხადება გაკეთებული, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადი პასუხი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ კონკრეტულ თემებზე ამ კუთხით არ გვქონია საუბარი. უფრო პირველი და გაცნობითი შეხვედრა იყო და უფრო ზოგადი შინაარსის იყო ეს შეხვედრა. ზოგადად საუბარი გვქონდა ჩვენ ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/news/355944-ashsh-is-elchis-movaleobis-shemsrulebeltan-shekhvedraze-saubari-gvkonda-chvens-survilze-aghdges-strategiuli-partnioroba-da-mzad-vart-amaze-mushaobistvis-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1628980149.jpg 2026-10-30 355944 არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ - ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე  მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. "ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დემარკაცია - დელიმიტაციის თემას და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციაზე. იცით, რომ არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქრებთ პროცესებს, რომელიც იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა მივაღწიოთ, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზედაც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი არის 15 მონაკვეთი და 15 -ივეზე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. მთავარია საკითხი გადაიჭრას, ამისთვის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი,“- აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/news/355943-aranairi-tsvlileba-ar-gvaks-am-temastan-dakavshirebit-da-gvchirdeba-tsinsvla-da-es-aris-chveni-tkhovna-azerbaijanis-mimart-razedats-dzalian-megobruli-pasukhi-mivighet-irakli-kobakhidze-davit-garejze არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ, შევთანხმდით, რომ დავაჩქრებთ პროცესებს - ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/124390217.jpg 2026-10-30 355943 ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ - ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შემდეგ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, დაიწყო ომი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს მოუწია დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ასეთ ფონზე ასეთი სამარცხვინო იაფფასიანი განცხადებების კომენტირებას საერთოდ არ მგონია აზრი ჰქონდეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ. შემდეგ გააყალბეს ტოტალურად არჩევნები, შემდეგ დაიწყო ომი, უმრავი სხვა პროცესი განვითარდა 2008 წლიდან მოყოლებული, რის შემდეგაც მთლიანად მოუწია ბატონ ბიძინა ივანიშვილს დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას. მანამდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პირდაპირ ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, ეს ეხებოდა განსაკუთრებით, ჯარს, პოლიციას, საჯარო სამსახურს და მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მიმართულებით ინსტიტუტების განმტკიცებაში, რაც ვერ დააფასეს იმ ადამიანებმა, რომლებიც კორუფციით იყვნენ დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ჯარს არ ჰქონდა ტანსაცმელი, ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის და  უნიფორმების შეძენაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დახმარება არ არის. „ჯარს ტანსაცმელი რომ არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის შეძენაზე და უნიფორმების შეძენაზე, ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ დახმარება, ან როდესაც საჯარო სამსახურში იყო გამოწვევები კორუფციის კუთხით, როდესაც დანამატებს უხდიდა საჯარო მოსამსახურეებს, ეს არ მგონია იყოს ნაცმოძრაობის დახმარება,  ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/news/355942-bidzina-ivanishvili-2008-tslamde-ekhmareboda-sakhelmtsifos-jaris-politsiis-resursebis-gadzlierebashi-emsakhurebda-sakhelmtsifos-ganmtkitsebis-sakmes-tumtsa-es-ver-daafasa-mashindelma-khelisuflebam-irakli-kobakhidze ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/151303498.jpg 2026-10-30 355942 თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს - ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას ქვეყანაში. „ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი გვაქვს პატიმრებთან დაკავშირებით, ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათ შორის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან მიმართებითაც ვრცელდება ეს გზავნილი. ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ყველას შეუძლია, თავი დააღწიოს პატიმრობას, იგივე ვრცელდება ბატონ ბურჭულაძეზეც. თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, თუ იქნება მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://www.ghn.ge/news/355941-tu-ikneba-misi-mkhridan-sinanulis-gamokhatuleba-monanieba-aghiareba-am-shemtkhvevashi-is-dzalian-martivad-datovebs-sapatimros-irakli-kobakhidze-paata-burchuladzeze ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე - თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1343535679.png 2026-10-30 355941 „ქართულ ოცნებას“ სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, გთხოვთ, არ დააკმაყოფილოთ ეს სარჩელი, თუ ეს ასე მოხდება, ცნობილ შეკითხვას დავუტოვებდი სასამართლოს - „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ - გიორგი სიორიძე „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, თავად უგულებელყოფდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს, არღვევდა ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ სარჩელი მთლიანად არ დააკმაყოფილონ. „ვფიქრობ, რომ არ ორი დღის განმავლობაში წარმოგიდგინეთ ის არგუმენტები, რომელიც ასაბუთებს რამდენად აბსურდული, დაუსაბუთებელი გახლავთ „ქართული ოცნების“ სარჩელი „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარჩელი გვგონია ხელოვნურად შეკერილი, ხელოვნურად გადაბმული ამდენი მოპასუხე, რადგან ეს განიხილება მიმდინარე კონსტიტუციური მართლმსაჯულების სამართალწარმოების პირობებში, როგორც ერთიანი სარჩელი, ამიტომ მას ერთიანადაც შევაფასებ. თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით ეს არის დაუსაბუთებელი სარჩელი, არცერთ მის ეპიზოდში არ ავლენს არც საკმარის მტკიცებულებებს და არც შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობას, ვერც სამართლებრივ საფუძველთა შესაბამისობას, რომელიც იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რათა რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურად იქნას გამოცხადებული. სარჩელი არის დაუსაბუთებელი, არ ავლენს არც საკმარის მტკიცებულებებს, არც სტანდარტებთან შესაბამისობას და ვერც სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობას, რათა რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურად იქნას გამოცხადებული. მინდა, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს ეს სარჩელი მთლიანად. გაივლის დრო და, როდესაც სადმე, სხვა ქვეყანაში შესაბამისი სასამართლო იმსჯელებს რომელიმე პარტიის აკრძალვაზე, ამ პროცესსაც გაიხსენებენ, ამ საქმიდან ციტირებას მოახდენენ, სქოლიოებში მოიყვანენ; ისაუბრებენ ამ საქმეზე, როგორც უპრეცედენტო შემთხვევაზე, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ასე ერთი ხელის მოსმით მთელი ოპოზიციური სპექტრის გაქრობა სცადა. ჩემი გულწრფელი სურვილია, ყველა ხსენებულ სამომავლო შემთხვევაში ეს იყოს სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, როგორ არ შეიძლება, პარტიების აკრძალვის მექანიზმი ბოროტად გამოიყენებოდეს.  გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ ეს სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი სარჩელი. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, მაშინ „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა, ის ძალა რომელსაც, როგორც ჩემი და ჩემი კოლეგების ახსნა -განმარტებებიდან ნათლად წარმოჩინდა, სურს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა, რომელსაც სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, რომელიც თავად უგულებელყოფდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს, არღვევდა ადამიანის უფლებებს, ასეთი ძალა დარჩება მარტო. ეს ძალა დავტოვოთ ქართული სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების და საერთოდ ამ ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე. იმიტომ, რომ თუ ეს ასე მოხდება, მე ცნობილ შეკითხვას დავუტოვებდი სასამართლოს „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ. https://www.ghn.ge/news/355940-kartul-otsnebas-surs-demokratiis-faktobrivi-dasruleba-gtkhovt-ar-daakmaqofilot-es-sarcheli-tu-es-ase-mokhdeba-tsnobil-shekitkhvas-davutovebdi-sasamartlos-vin-udarajebs-darajebs-giorgi-sioridze „ქართულ ოცნებას“ სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, გთხოვთ, არ დააკმაყოფილოთ ეს სარჩელი, თუ ეს ასე მოხდება, ცნობილ შეკითხვას დავუტოვებდი სასამართლოს „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ - გიორგი სიორიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1262412084.png 2026-10-30 355940 არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია, უცხოური აგენტურა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი - კობახიძე არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ალდე“ ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედება. „ალდეს“ შეფასება რთული არ არის ქართული საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, მე ყველას მოვუწოდებ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს, თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი, კეთილი ინებონ და ეს თქვან. ასევე შემდეგ, როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაასისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე. ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://www.ghn.ge/news/355939-arakonstitutsiuri-khutiani-aris-sinamdvileshi-erti-politikuri-partia-utskhouri-agentura-rodesats-aset-politikur-subiekts-esarchlebian-kveqnis-garedan-es-metqvelebs-im-mkhareze-romelits-aris-am-gamosarchlebis-avtori-kobakhidze არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია, უცხოური აგენტურა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი - კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/790916397.jpg 2026-10-30 355939 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან გაემიჯნა პროვოკაციას - გიორგი შარაშიძე საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ ნახავს, ჩვენი სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით, როგორ ჩამოეშლება და ჩამოინგრევა „ოცნებას“ თავზე აბსურდული და შეთითხნილი სარჩელი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი მარცხი „ოცნებისთვის“, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში იხილავს მათ აბსოლუტურად ცრუ განზრახვას, თითქოს ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან. ქვეყნისთვის მათი უკიდურესად დამაზიანებელი და საშიშია, რადგან მათი მიზანია, ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა, დიქტატურა, მხოლოდ ფასადური დემოკრატია, ხელოვნური ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ძალაუფლების ყველა შტო და ახლა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაც თავად დანიშნოს და ქართველ ხალხს აუკრძალოს მათთვის სასურველი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა. უკიდურეს შემთხვევაში კი, რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის ნებას თუ დართავს ქართველ ხალხს, ისიც თავად უნდა მონიშნოს და თავად უნდა განსაზღვროს, რომელ პარტიას ექნება უფლება არჩევნებში მონაწილეობის. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს, როგორც ჩამოინგრევა ხუხულასავით „ოცნებას“ აბსურდულიც ე.წ. სამართლებრივი არგუმენტი. ჩვენს პარტიას კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია. 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა. 4 ოქტომბრის პროვოკაციას უფრო მეტ პროპაგანდას „ოცნება“ უწევდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო „ოცნების“ ინტერესებში და პროვოცირებული. ჩვენ კი, კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არა იმდენად ჩვენი პარტიისთვის ხმის მიცემას იმ არჩევნებში, არამედ ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ეს 4 ოქტომბერი ერთ-ერთი მაგალითია, რამდენად აბსურდულია ე.წ. ბრალდებები ჩვენი პოლიტიკური პარტიის მისამართით“, – განაცხადა შარაშიაძემ. https://www.ghn.ge/news/355938-4-oktombris-aktsiashi-monatsileobas-da-gulshematkivrobas-gvabraleben-rodesats-ertaderti-politikuri-partia-viqavit-romelits-pirveli-dghidan-gaemijna-provokatsias-giorgi-sharashidze გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან გაემიჯნა პროვოკაციას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/591181576.jpg 2026-10-30 355938 სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში  მურჯახეთის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 330 000 ლარია,  ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შედეგად, 1527 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასევე დაგეგმილია ორლოვკა-სპასოვკის სათავე ნაგებობისა და მურჯახეთის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური საორიენტაციო ღირებულება 1 188 499 ლარია. მათი განხორციელების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 4 227 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უფრო მასშტაბური პროექტებიც იგეგმება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ნინოწმინდაში ზრესის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენისთვის _ 15 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტები 3 000 ჰექტარი სავარგულების ეფექტიან მორწყვას შეუწყობს ხელს.   https://www.ghn.ge/news/355937-samtskhe-javakhetshi-samelioratsio-infrastruktura-gaumjobesdeba სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2050321490.jpg 2026-10-30 355937 დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი მზა კერძების მწარმოებელ და სარეალიზაციო ობიექტ "კნატუნას" დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორან “ღელეღურდანს“, რომელიც ბათუმში მდებარეობს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილსის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი “კნატუნა” (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა( დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა. არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - წერია სეს-ის განცხადებაში.  https://www.ghn.ge/news/355936-darghvevebis-gamo-knatunas-satsarmoo-protsesi-sheucherda-ses-i დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/443585862.png 2026-10-30 355936 „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოსა“ და მის ლიბერალ პარტნიორებს, თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა - ALDE "მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა ALDE-ის წევრი „ლელო“, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილია. ამ ნაბიჯის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, ასობით ათასი ამომრჩეველი პოლიტიკური გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდეს", - ამის შესახებ ნათქვამია “ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერეს განცხადებაში. "ქვეყნის ლიბერალური ძალები წინააღმდეგობის გასაწევად ერთიანდებიან. 25 ოქტომბერს საქართველოში ALDE-ის რამდენიმე წევრმა პარტიამ თბილისში, „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ საპროტესტო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. მათი გზავნილი მკაფიო იყო: „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“. „ლელო“, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემადგენლობაში მონაწილეობდა, ახლა იმ პარტიებს შორისაა, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს უნდა გაიმართოს. ამ ნაბიჯის განხორციელება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ჩამოაშორებდა პოლიტიკურ პროცესს და კიდევ უფრო შეზღუდავდა დემოკრატიულ კონკურენციას. ლიბერალები მკაცრად გმობენ აკრძალვის შემოთავაზებულ ინიციატივას და საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, გაამკაცროს მიზნობრივი სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი. ევროპარლამენტიც ეწინააღმდეგება პარტიების აკრძალვის მცდელობას. ეს ნაბიჯი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო კამპანიის ფონზე გადაიდგა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს „ლიბერალი ფაშისტები“ უწოდა, ხელისუფლებამ კი გაამკაცრა შეზღუდვები საპროტესტო აქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ხელისუფლების მიდგომა ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთის რეპრესიებს შეადარეს. „ოპოზიციის ალიანსს“ თავისი კამპანია ქუჩებში გადააქვს. კამპანია 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს თარიღი ორი წლისთავს აღნიშნავს მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერდა - გადაწყვეტილებას, რომელმაც მასშტაბური საპროტესტო აქციები და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს ლიბერალური ძალებისთვის ეს ბრძოლა ხუთი პარტიის ბედზე მეტს ნიშნავს. საქმე ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები საკუთარი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული მომავლისკენ სვლას იმ პირობებში, როდესაც მისი დემოკრატიული თავისუფლებები იზღუდება. ALDE-ის პარტია მხარს უჭერს „ლელოსა“ და მის ლიბერალ პარტნიორებს. „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ საპროტესტო კამპანიის ქუჩებში გაგრძელებით, საქართველოს ლიბერალური ძალები ცხადყოფენ, რომ არ შეეგუებიან ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ოპოზიციის აკრძალვა უბრალოდ შესაძლებელი იქნება. თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა", - აღნიშნულია განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/355935-kartuli-otsneba-khuti-opozitsiuri-partiis-akrdzalvas-tsdilobs-mkhars-vuchert-lelosa-da-mis-liberal-partniorebs-tavisufali-demokratiuli-da-evropuli-sakartvelostvis-brdzola-jer-kidev-ar-dasrulebula-alde „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, ხარს ვუჭერთ „ლელოსა“ და მის ლიბერალ პარტნიორებს, თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა - ALDE პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1884123020.jpg 2026-10-30 355935 აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრესტურის მონაწილეები ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) ორგანიზებით, აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრესტურის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის, სლოვენიის, სერბეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დანიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ჟურნალისტები საქართველოს აგრარულ პოტენციალს, ადგილობრივ წარმოებასა და ტრადიციულ პროდუქტებს გაეცნენ. პრესტურის ფარგლებში, უცხოელი ჟურნალისტები მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ადგილობრივ მეწარმეებს, ტრადიციული პროდუქტების მწარმოებლებსა და აგროტურისტულ მეურნეობებს ეწვივნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული გასტრონომიის, აგრო-ბიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შესახებ ინფორმაციას, ასევე იმ ოჯახებისა და მეწარმეების საქმიანობას, რომლებიც ტრადიციულ ცოდნასა და წარმოების მეთოდებს თაობიდან თაობას გადასცემენ. „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ტრადიციული წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქართული გასტრონომიის განვითარებას, უნიკალური ტრადიციებისა და წარმოების მეთოდების შენარჩუნებას და მათ პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან ქარუმიძემ. თიანეთში ჟურნალისტები „მართა ბებოს დამბალხაჭოს“, კახეთში კი „ლაგაზის მეურნეობას“, „ნუმისის“ მარანსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოს „ქართული აგროპროდუქტი“ ეწვივნენ. სტუმრები გაეცნენ დამბალხაჭოსა და კარაქის წარმოების ტრადიციას, ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს, თუშურ კულინარიას, ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდებსა და ადგილობრივი ხილის გადამუშავების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის განვითარებას. IFAJ-ის პრესტურის მიზანია საერთაშორისო აგრარული მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული სოფლის მეურნეობის, ტრადიციული წარმოების მეთოდებისა და ადგილობრივი პროდუქტების გაცნობა, ასევე საქართველოს აგრარული და გასტრონომიული პოტენციალის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის ხელშეწყობა. https://www.ghn.ge/news/355934-agrarul-zhurnalistta-saertashoriso-federatsiis-presturis-monatsileebi-kartul-traditsiul-tsarmoebasa-da-agrarul-potentsials-gaetsnen აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრესტურის მონაწილეები ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1706276686.jpeg 2026-10-30 355934 რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა 30 ოქტომბერს, დილით, რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საწარმო რეაქტიულ საწვავს აწარმოებს, მათ შორის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჭიროებისთვის. ამის შესახებ უკრაინული მედია OSINT-პროექტ ASTRA -ზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო თავდასხმის საფრთხე გამოაცხადეს, ადგილობრივი აეროპორტი კი დახურეს. ნოვოკუიბიშევსკის მცხოვრებლები აფეთქებების ხმასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობაზე საუბრობდნენ. რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ ოფიციალური განცხადება დილის დაახლოებით ექვს საათზე გაკეთდა, როდესაც თავდასხმა, გავრცელებული ცნობით, უკვე მიმდინარეობდა. ASTRA-ს OSINT-ანალიტიკოსმა ადგილობრივების მიერ გამოგზავნილი ფოტოების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ ხანძარი ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა. https://www.ghn.ge/news/355933-rusetshi-novokuibishevskis-navtobgadamamushavebel-karkhanaze-dronebit-tavdaskhma-gankhortsielda რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1815813221.png 2026-10-30 355933 საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში. რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია? საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა? პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს. სტიპენდიატების შერჩევისას უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს აფასებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე განიხილება განაცხადები, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება იმართება. ამასთან, თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე.  საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე. https://www.ghn.ge/news/355932-sakartvelos-bankis-sastipendio-programa-23-universitetshi-gaige-sad-shegidzlia-moipovo-stsavlis-dafinanseba საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/992987025.jpg 2026-10-30 355932 აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ლინდსი გრემის, ჯეიმს კლაიბერნისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას იძიებდა - მედია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობდა, მონაწილეობდნენ თუ არა სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი და კონგრესმენი ჯო უილსონი ქრთამის სანაცვლოდ სახელმწიფო კონტრაქტების გაცემის სავარაუდო სქემაში. ამის შესახებ საგამოძიებო გამოცემა ProPublica წერს. გამოძიება ჰავაიში დაფუძნებულ სამხედრო-საზღვაო თავდაცვის კონტრაქტორ კომპანია Navatek-ს დაუკავშირდა. კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ კაოს ინფორმაციით, კომპანია კანონმდებლებს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მათ საარჩევნო კამპანიებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა. ProPublica-ს ინფორმაციით, კაომ FBI-ს განუცხადა, რომ 2020 წლის მარტში ლინდსი გრემს Navatek-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სთხოვა, კომპანიას სამხრეთ კაროლინაში 10 მილიონი დოლარის სახელმწიფო კონტრაქტის მოპოვებაში დახმარებოდა. კაოს მტკიცებით, გრემმა სანაცვლოდ მისი საარჩევნო კამპანიისთვის 100 000 დოლარის შეწირვა მოითხოვა. გამოცემის ცნობით, კომპანიამ მსგავსი შეთანხმებების მიღწევა ჯეიმს კლაიბერნთან და ჯო უილსონთანაც სცადა. კაო ამტკიცებდა, რომ კლაიბერნმა კომპანიისგან საარჩევნო კამპანიისთვის 100 000 დოლარის შეწირვა მოითხოვა, უილსონთან კი მსგავსი შეთანხმება კერძო შეხვედრის დროს შედგა. FBI-მ კონგრესში სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. თუმცა, როგორც ProPublica წერს, გრემი, კლაიბერნი და უილსონი გამოძიების ოფიციალური სამიზნეები არ ყოფილან. გამომძიებლები მათ კაოსთან ურთიერთობას სწავლობდნენ და არ გამორიცხავდნენ, რომ მომავალში მათი სტატუსი შეცვლილიყო. გამოძიება საბოლოოდ შეჩერდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და მისმა ადმინისტრაციამ FBI-სა და იუსტიციის დეპარტამენტში კორუფციის საქმეებზე მომუშავე გუნდების დაშლა დაიწყო. საქმეზე მომუშავე გამომძიებლები უწყებიდან წავიდნენ ან თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ბრალდებები უარყვეს გრემის ყოფილმა წარმომადგენელმა, კლაიბერნისა და უილსონის ოფისებმა. გრემის წარმომადგენელმა ბრალდებებს სიცრუე უწოდა, კლაიბერნის ოფისში კი განაცხადეს, რომ შემოწირულობა კონგრესმენის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენდა. უილსონის წარმომადგენლის თქმით, კონგრესმენი საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებულ წესებს ყოველთვის იცავდა. აღსანიშნია, რომ Navatek-ის ყოფილი ხელმძღვანელი მარტინ კაო 2022 წელს დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიებისთვის უკანონო შემოწირულობებისა და სესხებთან დაკავშირებული თაღლითობის საქმეზე. მას 87 თვით პატიმრობა მიესაჯა. https://www.ghn.ge/news/355931-ashsh-is-gamodziebis-federaluri-biuro-lindsi-gremis-jeims-klaibernisa-da-jo-uilsonis-shesadzlo-koruftsiul-garigebebshi-monatsileobas-idziebda-media მედია: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ლინდსი გრემის, ჯეიმს კლაიბერნისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას იძიებდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/72127615.png 2026-10-30 355931 სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა - ის ატლანტაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა - ის ატლანტაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც 30-31 ოქტომბერს „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უმასპინძლებს. ორდღიანი შეხვედრის მთავარი თემები გლობალური ეკონომიკური გამოწვევები, საერთაშორისო უსაფრთხოება, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოება და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი შეხვედრას გამოიყენებს „მრავალპოლარული მსოფლიოს საფუძვლების განმტკიცებისკენ მიმართული იდეების“ გასაჟღერებლად. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ლავროვი გამოსვლაში საერთაშორისო სანქციების წინააღმდეგ ისაუბრებს. Associated Press-ის ცნობით, შეხვედრა მნიშვნელოვანი უთანხმოებების ფონზე იმართება. დღის წესრიგში იქნება რუსეთის ომი უკრაინაში, აშშ-ისა და ირანის კონფლიქტი, ამერიკული სავაჭრო ტარიფები და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობა. ატლანტაში გამართული შეხვედრა წინ უძღვის „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს, რომელიც 14-15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი https://www.ghn.ge/news/355930-sergei-lavrovi-ashsh-shi-chavida-is-atlantashi-didi-otseulis-sagareo-sakmeta-ministrebis-shekhvedrashi-miighebs-monatsileobas სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა - ის ატლანტაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1465824936.png 2026-10-30 355930 საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ირაკლი კობახიძე საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები -  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში. „საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები -  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს. „მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი სხდომა შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ მიღწეული შედეგები, განვიხილოთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/news/355929-sakartvelosa-da-azerbaijanis-strategiuli-urtiertobebis-mnishvnelovani-ganzomilebaa-energetika-ertoblivad-gankhortsielebuli-proektebi-irakli-kobakhidze საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/121278107.jpg 2026-10-30 355929 პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა - Reuters პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე საჯარო განცხადებებში რიტორიკა შეარბილონ. ამის შესახებ ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით Reuters წერს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა ეს თხოვნა იმით ახსნეს, რომ ევროპელი ლიდერებისა და ოფიციალური პირების ზოგიერთი განცხადება კონტინენტის უსაფრთხოებას აზიანებს. რიტორიკის შერბილებისკენ მოწოდება, სავარაუდოდ, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს შეეხო. ამასთან, უცნობია, გადაეცა თუ არა მსგავსი გზავნილები ორმხრივი შეხვედრების დროს ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებსაც. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო ევროპელი ლიდერების განცხადებებმა, რომ რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და უკრაინაში შეჭრის შენელების ფონზე სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს მიმართავს. ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ეს გზავნილი ევროპელ კოლეგებს გადასცა, პენტაგონის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ელბრიჯ კოლბი იყო. ის ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის მიმდინარე გადახედვის პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. წყაროების განცხადებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ევროპელების განცხადებებს შორის განსაკუთრებით გამოარჩევდნენ შეფასებებს, რომ რუსეთი „ვირთხასავით კუთხეშია მომწყვდეული“. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, კოლბიმ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ წარმომადგენელს უთხრა, რომ რუსების „გამოწვევა“ საჭირო არ არის. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, პენტაგონმა ცოტა ხნის წინ გამართულ ცალკე შეხვედრაზე ესტონეთის დელეგაციას საჯარო განცხადებებში „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, პენტაგონის რჩევები მეგობრული ტონით იყო გადმოცემული, თუმცა მათ ევროპელების გაკვირვება გამოიწვია. ამასთან, არცერთ წყაროს არ უთქვამს, რომ ამერიკელების მოწოდებები დაპირისპირების ფორმით იყო გაკეთებული. Reuters-მა ინფორმაციის კომენტირებისთვის პენტაგონს მიმართა. უწყების წარმომადგენელმა განაცხადა: „მოკავშირეებს შორის პირადი საუბრები პირად საუბრად რჩება, ამიტომ ამ მტკიცებებს კომენტარს არ გავუკეთებთ“. https://www.ghn.ge/news/355928-pentagonma-baltiis-kveqnebs-rusetis-mimart-ritorikis-sherbilebisken-moutsoda-reuters Reuters: პენტაგონმა ნატო-ს რამდენიმე ქვეყანას რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებებში რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1978808934.png 2026-10-30 355928 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება - თბილისის მერია თბილისის მერიის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. "მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები ჭოველიძის ქუჩის შემოვლას შეძლებენ კოსტავას და ზანდუკელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები კი შემოვლას შეძლებენ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით, მელიქიშვილის გამზირის, ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების საშუალებით. შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეეცვლება N378 ავტობუსის და მიკროავტობუსის N408, N420 მარშრუტებს. კერძოდ, N378 ავტობუსი სადგურის მოედნიდან რჩეულიშვილი-ჯაფარიძის ქუჩებისკენ გადაადგილებისას ვარაზისხევიდან მოძრაობას გააგრძელებს კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯანაშვილის ქუჩით დაუკავშირდება ბარნოვის ქუჩას და იმოძრავებს ჭოველიძის ქუჩისკენ, შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. მიკროავტობუსის N408 და N420 მარშრუტები ბარნოვის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია), მოძრაობას აღარ გააგრძელებენ კოსტავას ქუჩისკენ. ხოლო უკუმიმართულებისას მიხეილ ზანდუკელის ქუჩით გადაადგილდებიან ბარნოვის ქუჩისკენ, შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/355927-1-eli-noembris-0000-dan-2-noembris-0000-saatamde-chovelidzis-kuchis-asakhvevshi-transportis-gadaadgileba-srulad-sheizghudeba-tbilisis-meria 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2130288956.jpeg 2026-10-30 355927 ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააშორებს დემოკრატიას და ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რომლის მიზანიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, გმობს და ევროპულ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კომიტეტი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააშორებს დემოკრატიას და ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს. „ეს ხდება ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. კრიზისს თან ახლავს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რეპრესიული კანონები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდა. „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საქართველოს კონსტიტუციური წყობის შერყევის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც სამიზნეში ამოღებული პარტიები პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებად მიიჩნევენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გააფრთხილა საქართველო, რომ დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში „ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას“ გამოიწვევს. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი ჩარჩო და მიიჩნია, რომ ის არაპროპორციულია და დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია. საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო ოპოზიციის შუამდგომლობა ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსმენის შესახებ, ასევე ცალკე შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის თაობაზე. ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. ევროპის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს და მოითხოვონ, რომ ეს მცდელობები შეწყდეს. დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური თავისუფლებები და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ხმებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაშინების შიშის გარეშე იმოქმედონ“, - ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსმენისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნის მიღების შესახებ. https://www.ghn.ge/news/355926-opozitsiuri-partiebis-akrdzalva-sakartvelos-kidev-ufro-metad-daashorebs-demokratias-da-avtoritarizmisken-ubidzgebs-norvegiis-helsinkis-komiteti ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი „ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობას გმობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1970043737.jpg 2026-10-30 355926 ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ - ავსტრიელი ევროპარლამენტარები პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვენ ავსტრიელმა ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს და ცნობილი საოპერო მომღერლის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვეს. განცხადებას ერთ-ერთი  ხელმომწერი ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხელმომწერთა განცხადებით, ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმ შემთხვევებზე, როდესაც დემოკრატიული ხმები იხშობა. მათივე თქმით, თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს დაცული. ბრანდშტეტერის განცხადებით, მან სხვა სამ ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის გათავისუფლებას ითხოვენ. „თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ. სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოვაწერე ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოვითხოვთ. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო გზით უნდა დავიცვათ“, - წერს ევროპარლამენტარი. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-ის ინფორმაციით, განცხადებას ჯამში ხუთი ავსტრიელი ევროპარლამენტარი აწერს ხელს. მათ შორის არიან რეინჰოლდ ლოპატკა, ანდრეას შიდერი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ანა შტურგხი და ლუკას მანდლი. https://www.ghn.ge/news/355925-evropam-ar-unda-dakhuchos-tvali-rodesats-demokratiul-khmebs-akhshoben-avstrieli-evroparlamentarebi-paata-burchuladzis-gatavisuflebas-itkhoven ავსტრიელ ევროპარლამენტარ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/524751374.png 2026-10-30 355925 ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე განიხილეს ფონდის რესურსების ეფექტიანი მართვისა და დაფინანსების პროცესის გაუმჯობესების საკითხები, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გამარტივება, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების დროულ დაფინანსებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ სხდომის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნებისთვის 20-ზე მეტი დაფინანსების პროექტი დამტკიცდა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. პროექტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევას, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასა და ეკოსისტემების აღდგენას შეუწყობს ხელს. ასევე დამტკიცდა რამდენიმე ორგანიზაციის აკრედიტაცია, რაც მათ შესაბამის ქვეყნებში ფონდის რესურსების განკარგვის უფლებამოსილებას ანიჭებს. მმართველი საბჭოს სხდომაზე, ასევე ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მეორე ვადით აირჩიეს. ვიზიტის ფარგლებში ნინო თანდილაშვილის თავმჯდომარეობით კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის სხდომაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფიდან 2025 წლის იანვრიდან მეორე ვადით არის არჩეული. https://www.ghn.ge/news/355924-nino-tandilashvilma-klimatis-mtsvane-fondis-mmartveli-sabchos-46-e-skhdomashi-miigho-monatsileoba ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/545886211.jpg 2026-10-30 355924 აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90/1496867045643184/   https://www.ghn.ge/news/355923-acharashi-politsiam-jgufurad-chadenili-kurdobis-braldebit-ori-arasrultslovani-daakava აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1997067818.png 2026-10-30 355923 ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ თაზაქენდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე თევზჭერას ელექრტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა. ბრაკონიერს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 26 კილოგრამზე მეტი თევზი.  ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. აღსანიშნავია, რომ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2026 წლის 9 თვეში მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის 52 ფაქტია გამოვლენილი. https://www.ghn.ge/news/355922-kvemo-kartlshi-brakonierobis-fakti-gamovlinda გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა  ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/705139392.jpg 2026-10-30 355922 ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, გადი აიზენკოტის ბლოკს - 48, არაბულ პარტიებს - 19 - ნეთანიაჰუს პარტია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ხმების დათვლის შედეგად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიციის ბლოკმა ქნესეთში 53 მანდატი მიიღო, ოპოზიციურმა ბლოკმა, რომელსაც გადამდგარი გენერალი გადი აიზენკოტი ხელმძღვანელობს, 48, ხოლო არაბულმა პარტიებმა ჯამში 19 მანდატი მოიპოვეს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად 61 მანდატია საჭირო. შესაბამისად, არჩევნების საბოლოო შედეგებით, ვერც ერთმა ძირითადმა პოლიტიკურმა ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. არჩევნებში მმართველი ბლოკის შედეგი წინა მოწვევის ქნესეთთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა: ნეთანიაჰუს მოკავშირე პარტიებს მანამდე 68 მანდატი ჰქონდათ, ახლა კი 53 მოიპოვეს. ამასთან, არაბულმა პარტიებმა ჯამში 19 მანდატი მიიღეს, რაც მათი ისტორიაში საუკეთესო შედეგია. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77.9% შეადგინა - ხმა 5 716 665-მა ადამიანმა მისცა. ნეთანიაჰუს პარტიამ, „ლიკუდმა“ 27 მანდატი მიიღო. ნეთანიაჰუს პარტია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არჩევნები მოიპარეს. მისი პარტია, „ლიკუდი“, ამტკიცებს, რომ არაბულ პარტიებს არჩევნებში უცხოური ძალების დახმარებით ჩარევის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ისრაელში არჩევნები მოიპარეს!“ - ნათქვამია „ლიკუდის“ განცხადებაში. პარტიის მტკიცებით, სავარაუდო ჩარევის მიზანი იყო „ქნესეთზე უცხოური კონტროლის დამყარება, ისრაელის ისლამიზაცია და მემარჯვენე მთავრობის დამხობა“. ამასთან, მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბრალდებებს დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ ყოფილა. ნეთანიაჰუმ არჩევნების შემდეგ მხარდამჭერებთან გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელს „ძლიერი, მემარჯვენე მთავრობა“ სჭირდება. ამავე დროს, მისი პარტია ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს შედეგები, რომლებმაც მმართველ ბლოკს საპარლამენტო უმრავლესობა დააკარგვინა. ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ნოამ სოლბერგმა შესაძლო უცხოური ჩარევის შესახებ ინფორმაციის შესწავლა შინაგან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურს, შინ ბეთს სთხოვა. თუმცა კომისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დინ ლივნემ განმარტა, რომ გამოძიება საბოლოო შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. კომისიამ ასევე უარყო სისტემური საარჩევნო დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობები. ოპოზიციის ლიდერმა გადი აიზენკოტმა ნეთანიაჰუს პარტია არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არჩევნები წააგეს“. ამჟამად ისრაელში მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებია მოსალოდნელი. ოპოზიციურ ბლოკს უმრავლესობის შესაქმნელად არაბულ პარტიებთან თანამშრომლობა დასჭირდება, თუმცა ასეთი კოალიციის შექმნა პოლიტიკური თვალსაზრისით რთული იქნება. ნეთანიაჰუ კი ამგვარ თანამშრომლობას ეწინააღმდეგება. https://www.ghn.ge/news/355921-israelis-saparlamento-archevnebis-shedegebit-beniamin-netaniahus-bloks-53-mandati-akvs-gadi-aizenkotis-bloks-48-arabul-partiebs-19-netaniahus-partia-archevnebis-shedegebs-ar-etankhmeba ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, გადი აიზენკოტის ბლოკს - 48, არაბულ პარტიებს - 19 მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/302548633.png 2026-10-30 355921 აშშ-ის ორეგონის შტატში, ორი ვერტმფრენის ჰაერში შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ორეგონის შტატში, აეროპორტის მახლობლად, ორი ვერტმფრენის ჰაერში შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც CNN იუწყება, იამჰილის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, მაშველებმა ვერტმფრენების ნამსხვრევები კერძო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე აღმოაჩინეს. შემთხვევა მაკმინვილის მუნიციპალურ აეროპორტთან მოხდა, რომელიც პორტლენდიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს. იამჰილის ოლქის შერიფის, სემ ელიოტის განცხადებით, ერთ-ერთ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა. 22 წლის ფრენის ინსტრუქტორი, და პილოტის მომზადების კურსზე მყოფი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მეორე ვერტმფრენს ორეგონის შტატის ქალაქ ნიუბერგში ნცხოვრები 38 წლის პირი მართავდა, ის ვერტმფრენში ერთადერთი ადამიანი იყო. შერიფის ოფისმა საზოგადოებას შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიასთან გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. https://www.ghn.ge/news/355920-ashsh-is-oregonis-shtatshi-ori-vertmfrenis-haershi-shejakhebis-shedegad-sami-adamiani-daighupa აშშ-ის ორეგონის შტატში, აეროპორტის მახლობლად, ორი ვერტმფრენის ჰაერში შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/210070501.png 2026-10-30 355920 ავადმყოფი ხარ, საზიზღრად გამოიყურები, ფორმაში ჩადექი - დონალდ ტრამპი Reuters-ის ჟურნალისტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Reuters-ის ჟურნალისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა კანზასში დაგეგმილი საარჩევნო მიტინგის გაუქმება პრეზიდენტის დაღლილობასა და ხშირი მგზავრობით გადაღლას. ინციდენტი 29 ოქტომბერს, ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მოხდა, როდესაც ტრამპი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. Reuters -ის კორესპონდენტმა ჯეიკობ ბოგეიჯმა პრეზიდენტს ჰკითხა, ხომ არ იყო კანზასში ვიზიტის გაუქმების მიზეზი ის, რომ მას ხშირი მგზავრობა მობეზრდა. „ასეთი კითხვა ავადმყოფმა უნდა დასვას. ავადმყოფი ხარ. რა მედიასაშუალებიდან ხარ?“ - მიმართა ტრამპმა ჟურნალისტს. მას შემდეგ, რაც კორესპონდენტმა უპასუხა, რომ Reuters-ის წარმომადგენელი იყო, აშშ-ის პრეზიდენტმა სააგენტოც გააკრიტიკა. „სხვათა შორის, Reuters-ი საშინელებაა. შეხედეთ ამ კაცს, ფორმაში არ არის. (...) საზიზღრად გამოიყურები! ფორმაში ჩადექი, საშინლად გამოიყურები“, - განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტმა განმარტა, რომ მისი მიზანი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. ტრამპმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობდა და კანზასში ჩასვლას საჭიროდ არ მიიჩნევდა. „ორი კვირაა, დამყვები. თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, - უთხრა მან ჟურნალისტს. ტრამპს კანზასში რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ მარშალის მხარდასაჭერად საარჩევნო მიტინგი 31 ოქტომბერს უნდა გაემართა, თუმცა ღონისძიება გაუქმდა. რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, პრეზიდენტი კანზასისა და აიოვის შტატებში დაგეგმილ ღონისძიებებში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება, რომლებზეც გადაწყდება, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას. WATCH: Trump to a reporter: You are sick. You are a sick guy. Reuters is terrible. Look at this guy. He is out of shape. You are disgusting! Put yourself in shape. You look like hell. pic.twitter.com/IzQjHh0Ssz — Clash Report (@clashreport) October 29, 2026   https://www.ghn.ge/news/355919-avadmqofi-khar-sazizghrad-gamoiqurebi-formashi-chadeki-donald-trampi-reuters-is-zhurnalists ავადმყოფი ხარ, საზიზღრად გამოიყურები, ფორმაში ჩადექი, საშინლად გამოიყურები - დონალდ ტრამპი Reuters-ის ჟურნალისტს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1181020481.png 2026-10-30 355919 ისტორიაში პირველად, ლატვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს 2026 წლის 1 ნოემბრიდან ლატვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთი თვით პირველად უხელმძღვანელებს. თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანა საბჭოს ყველა ოფიციალურ და არაფორმალურ შეხვედრას გაუძღვება. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები იქნება უკრაინის მხარდაჭერა, საერთაშორისო წესრიგის დაცვა და ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. ლატვიის ელჩის გაერო-ში, სანიტა პავლუტა-დესლანდესის განცხადებით, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ქვეყანა საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო როლს იკავებს. მისი თქმით, ლატვია ამ შესაძლებლობას საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და პასუხისმგებლიანი პოზიციის საჩვენებლად გამოიყენებს. ელჩის განმარტებით, უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის დაახლოებით 90%-ს რეგულარული შეხვედრები შეადგენს, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას შეუძლია, დამატებით ერთი ან ორი შეხვედრა დანიშნოს, რათა მისთვის პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთოს. ლატვია ამ შესაძლებლობას საკუთარი პრიორიტეტების წინ წამოსაწევად გამოიყენებს. პავლუტა-დესლანდესის თქმით, ლატვიის მთავარი მიზანი უშიშროების საბჭოში ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერით. „ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის ომი უკრაინაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად დარჩეს, არ დავუშვათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ნორმალიზება, ვამხილოთ რუსეთის პროპაგანდა და ტყუილები და საერთაშორისო საზოგადოებას ავუხსნათ რუსეთის იმპერიალისტური მიზნები და მათი გლობალური შედეგები“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2026 წელს უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხზე 16 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. თითქმის ყველა მათგანი ლატვიამ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის მოთხოვნით მოიწვია. ლატვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად პირველად 2025 წლის 3 ივნისს აირჩიეს. ქვეყანამ 188 მონაწილე სახელმწიფოდან 178-ის მხარდაჭერა მიიღო. ლატვიის ორწლიანი წევრობის ვადა 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.   https://www.ghn.ge/news/355918-istoriashi-pirvelad-latvia-gaero-s-ushishroebis-sabchos-ukhelmdzghvanelebs ისტორიაში პირველად, ლატვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1297698525.jpg 2026-10-30 355918 ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა ესპანეთის ტოლედოს პროვინციაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურები სამუშაოებს აგრძელებდნენ. გარდა ამისა, ესპანეთის მეფე ტოლედოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ეწვია, რათა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებულები მოენახულებინა. მომხდარი ტრაგდიის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა შეგახსენებთ, ოთხშაბათს დილით, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ერთმანეთს Iryo-სა და AVE-ს მატარებლები შეეჯახნენ. ორივე მატარებელში 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.   https://www.ghn.ge/news/355917-espanetshi-sarkinigzo-katastrofis-shedegad-daghupulta-raodenoba-74-mde-gaizarda ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1064021094.png 2026-10-29 355917 რუსეთი მორიგი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მორიგი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადება. „ამჟამად დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადებიან. საჭიროა შესაბამისი შესაძლებლობები, რათა მთელი ეს რუსული ბოროტება ჩამოვაგდოთ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ველოდებით. მადლობა ყველას, ვინც რეალურად გვეხმარება! გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის დამატებითი ამოცანები განისაზღვრა. „ახლახან მივიღე ანგარიში. ჩვენ ორი სარაკეტო დარტყმა განვახორციელეთ, განადგურებულია ორი რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი, ასევე დაზიანებულია „ისკანდერის“ გამშვები დანადგარი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/355916-ruseti-morigi-balistikuri-dartqmebistvis-emzadeba-volodimir-zelenski ზელენსკი: რუსეთი ახალი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/536079484.jpg 2026-10-29 355916 ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიის მარშრუტების განაღმვა დასრულდა, კოლონა გასამგზავრებლად მზად არის - უკრაინის ომბუდსმენი ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიისთვის განკუთვნილი მარშრუტების განაღმვა დასრულდა. ჰუმანიტარული კოლონა ფორმირებულია და გასამგზავრებლად მზად არის. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. მსურველებს დასახლების დატოვებ ხვალა 14:00 საათამდე შეეძლებათ. ამისთვის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა იქნება უზრუნველყოფილი. ჰუმანიტარული დახმარების დარიგება 14:30 საათის შემდეგ იგეგმება. ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში შემდგომი მოქმედებების კოორდინაციისთვის უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან სამივე ქვეყნის ჟურნალისტებიც. ლუბინეცის განცხადებით, ჰუმანიტარული მისია რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარ იანა ლანტრატოვასთან თანამშრომლობით, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ხორციელდება. „მადლობელი ვარ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის, პირადი ჩართულობისთვის, შუამავლობისა და ძალისხმევის კოორდინაციისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელი გახადა. მათ განსახორციელებლად იანა ლანტრატოვასთან მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენი უცვლელი პრიორიტეტი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა“, - აღნიშნა ლუბინეცმა. https://www.ghn.ge/news/355915-oleshkishi-humanitaruli-misiis-marshrutebis-ganaghmva-dasrulda-kolona-gasamgzavreblad-mzad-aris-ukrainis-ombudsmeni ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიის მარშრუტების განაღმვა დასრულდა, კოლონა გასამგზავრებლად მზად არის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/386333990.png 2026-10-29 355915 გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპაში Starlink-ის ობიექტების დაწვაში ეჭვმიტანილები დააკავეს გერმანიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთსა და პოლონეთში Starlink-ის ობიექტების დაწვასთან შესაძლო კავშირში მყოფი ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსის მოადგილის, საულიუს ბრიგინასის თქმით, გერმანიაში მცხოვრები ორივე დაკავებული დაახლოებით 20 წლისაა. ერთ მათგანს გერმანიისა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მეორე კი გერმანიისა და სერბეთის მოქალაქეა. „ეს პირები ლიეტუვაში დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ და დანაშაულის ჩადენისთანავე ქვეყანა დატოვეს“, -  განაცხადა ბრიგინასმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეჭვმიტანილებს ლიეტუვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ქვეყანაში სპეციალურად დანაშაულის ჩასადენად ჩავიდნენ. გამოძიების ვერსიით, ისინი ოქტომბრის შუა რიცხვებში ვილნიუსში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე Starlink-ის მოწყობილობების დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ. თავდასხმისთვის ადვილად აალებადიდა ცეცხლის გამჩენი ივთენი გამოიყენეს, თუმცა მასშტაბური ხანძრის გაჩენა ვერ შეძლეს. ბრიგინასმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება გერმანიაში დაკავებულ ახალგაზრდებს Starlink-ის ანტენების დაწვასთან აკავშირებს არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ პოლონეთსა და ბულგარეთშიც. „ლიეტუვაში ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც ბულგარეთში ანალოგიური დანაშაულს ედავებიან“, - განმარტა მან. https://www.ghn.ge/news/355914-germaniashi-aghmosavlet-evropashi-starlink-is-obiektebis-datsvashi-echvmitanilebi-daakaves გერმანიაში აღმოსავლეთ ევროპაში Starlink-ის ობიექტების დაწვაში ეჭვმიტანილები დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/231704346.png 2026-10-29 355914 რაც გვარამიამ სასამართლოზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია, ბიძინა ივანიშვილს, არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს - არჩილ გორდულაძე ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე, არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადებაზე კომენტარისას ბრიფინგზე აღნიშნა. „პირველ რიგში, მინდა, პასუხი გავცე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, გვარამიას უტიფრობას. რაც დღეს მან სასამართლოს სხდომაზე იკადრა, გვარამიას მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია. მან ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა. გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე, არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა. ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პირადი სახსრებით, რომლის არც ერთი თეთრი საქართველოში არ უშოვნია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვა ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო ამუნიციით, უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით. ეს ყველაფერი არასოდეს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს. საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხროციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს. რამდენიმე წლის წინ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც, ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“,- განაცხადა გორდულაძემ. ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას. „ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გვარამიამ. https://www.ghn.ge/news/355913-rats-gvaramiam-sasamartloze-ikadra-misi-msgavsi-figuristvisats-ki-sheuferebelia-bidzina-ivanishvils-aratu-biujetis-tankha-ar-miughia-is-tslebis-mandzilze-piradad-avsebda-kveqnis-biujets-archil-gorduladze არჩილ გორდულაძე – რაც გვარამიამ სასამართლოზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1287529844.png 2026-10-29 355913 ოლეშკიში მიღწეული ზავი საკმარისი არ არის, კრემლზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს - ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო გაცილებით მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს, ვიდრე მხოლოდ ლოკალური ზავია, რომლის შესახებაც ოლეშკიში ახლახან ადგილობრივ დონეზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე, დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსეთის თავდასხმის კომენტირებისას დაწერა. მაკრონმა უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი გამოუცხადა და სოლიდარობა გამოხატა. ამასთან, მან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რეალურ მოლაპარაკებებზე არ მიდის. „ჩვენ გაცილებით მეტისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ვიდრე ლოკალური ზავია, რომლის შესახებაც ოლეშკიში ახლახან ადგილობრივ დონეზე შეთანხმდნენ. დაუშვებელია, რომ რუსეთი კვლავ უარყოფდეს ამ მიმართულებით ყველა შეთავაზებას, კონფლიქტის ესკალაციაზე აკეთებდეს გათვლას და სამოქალაქო მოსახლეობას უმიზნებდეს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ“, - წერს მაკრონი. https://www.ghn.ge/news/355912-oleshkishi-mightseuli-zavi-sakmarisi-ar-aris-kremlze-zetsola-unda-gadzlierdes-emanuel-makroni ოლეშკიში მიღწეული ზავი საკმარისი არ არის — მაკრონმა კრემლზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/91275331.png 2026-10-29 355912 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქში სუ-34 ტიპის ორი გამანადგურებელი გაანადგურეს რუსეთის „მარინოვკის“ სამხედრო აეროდრომზე, სავარაუდოდ, ორი სუ-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი განადგურდა. რუსულმა Telegram-არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 ოქტომბერს ვოლგოგრადის ოლქის დასახლება ოქტომბრსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე იერიში მიიტანეს. აეროდრომს მე-11 შერეული საავიაციო პოლკი იყენებს. მის შეიარაღებაშია სუ-24მ ტიპის ფრონტის ბომბდამშენები, სუ-24МР ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და სუ-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენები. წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი. ასევე დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე, სულ მცირე ორი კი დაიჭრა. მედიის ცნობით, მანამდე აეროდრომზე დრონების საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა. ამის შემდეგ თანამგზავრებმა აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარი დააფიქსირეს.    https://www.ghn.ge/news/355910-ukrainis-tavdatsvis-dzalebma-volgogradis-olkshi-su-34-tipis-ori-gamanadgurebeli-gaanadgures უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის ორი Су-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი გაანადგურეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/132342510.png 2026-10-29 355910 ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება - გიორგი სიორიძე ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს დიქტატურის გაფორმება, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს ჩამოიშოროს გზიდან ის, ვინც მის წინააღმდეგაა. "საზოგადოების თვალში ისინი პოლიტიკურად არიან განადგურებულები, მათ გამოავლინეს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ ყველაფერს არ აქვს - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და სარჩელი, რომელიც მიზნად ისახავს დიქტატურის გაფორმებას, პოლიტიკური პარტიების გაქრობას პოლიტიკური პროცესიდან და ეს მთავარმა მსაჯულმა ქართველმა ხალხმა დაინახა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის შიში აქვს ქართულ ოცნებას - დარწმუნდა ქართველი ხალხი, რომ "ქართული ოცნება" არის მოძალადე ავტორიტარული რეჟიმი და ამის გამოძახილი იყო ის რეაქციებიც, რომელიც ჰქონდა ბატონ გორდულაძეს სრულიად არაადეკვატური და შეუსაბამო"- აცხადებს სიორიძე. https://www.ghn.ge/news/355911-ivanishvilis-politikur-gunds-surs-politikuri-opozitsiis-akrdzalva-da-diktaturis-gaformeba-giorgi-sioridze გიორგი სიორიძე - ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2083375156.png 2026-10-29 355911 აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა - ეპისკოპოსი გიორგი აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე გიორგის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს. „მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზარტული თამაშები ბევრისთვის იმედის ნაცვლად სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება. სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს, რასაც შედეგად მოყვება დაღუპვა. ჩვენ გვჭირდება არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საზოგადოება, არამედ ჯანმრთელი ოჯახები, დაცული ახალგაზრდობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობაც. “რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს” (მათე. 16.26.) გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“, - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. https://www.ghn.ge/news/355909-azartuli-tamashebi-sasotsarkvetilebis-valebisa-da-tragediis-tsqarod-iktseva-episkoposi-giorgi ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1090761644.jpg 2026-10-29 355909 20-იანი წლების ბოლშევიკებმა ვაგონებში ჩაცხრილეს ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალი, თანამედროვე ბოლშევიკები, რომლებმაც ცინიკურად 'ქართული ოცნება' დაირქვეს, ჯერ ციხეებს და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას სჯერდებიან - სამადაშვილი 20-იანი წლების ბოლშევიკებმა ვაგონებში ჩაცხრილეს საქართველოს ინტელექტუალური, მორალური და კულტურული პოტენციალი. თანამედროვე ბოლშევიკები, რომლებმაც ცინიკურად 'ქართული ოცნება' დაირქვეს, ჯერ მხოლოდ ციხეებს, სამართლებრივ დევნას და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას სჯერდებიან, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოვიალურ ქსელში წერს. "ვინც უსმენთ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებს, ალბათ ხვდებით, როგორი ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო დღეს საქართველო, 'ასაკრძალი' პარტიები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომაც 'იკრძალებიან.' გასხვავებაზეც ვერ ვისაუბრებ, ოპოზიციის პროფესიულ, ინტელექტუალურ და მორალურ სტანდარტს რაც შეეხება, განსხვავებაზე რომ ისაუბრო, რაღაც თანაზომადობას უნდა ექვემდებარებოდეს შედარების ობიექტები. 20-იანი წლების ბოლშევიკებმა ვაგონებში ჩაცხრილეს საქართველოს ინტელექტუალური, მორალური და კულტურული პოტენციალი. თანამედროვე ბოლშევიკები, რომლებმაც ცინიკურად 'ქართული ოცნება' დაირქვეს, ჯერ მხოლოდ ციხეებს, სამართლებრივ დევნას და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას სჯერდებიან", - წერს სამადაშვილი. https://www.ghn.ge/news/355907-20-iani-tslebis-bolshevikebma-vagonebshi-chatskhriles-intelektualuri-da-kulturuli-potentsiali-tanamedrove-bolshevikebi-romlebmats-tsinikurad-kartuli-otsneba-dairkves-jer-tsikheebs-da-politikuri-sakmianobis-akrdzalvas-sjerdebian-samadashvili 20-იანი წლების ბოლშევიკებმა ვაგონებში ჩაცხრილეს ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალი, თანამედროვე ბოლშევიკები, რომლებმაც ცინიკურად 'ქართული ოცნება' დაირქვეს, ციხეებს და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას სჯერდებიან - სამადაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/98024623.png 2026-10-29 355907 დნიპროში რკინიგზის სადგურზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა დნიპროში რკინიგზის სადგურზე მატარებელზე რუსეთის მიერ დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 14 ადამიანი. დაშავებულთაგან ექვსის, მათ შორის 11 წლის ბიჭის, მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, რუსებმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე დარტყმა დაახლოებით დილის 11 საათზე მიიტანეს.  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ესკალაციას აშშ-მა და ევროპამ სამართლიანი და გადამწყვეტი ზომებით უნდა უპასუხონ. https://www.ghn.ge/news/355906-dniproshi-rkinigzis-sadgurze-rusetis-dartqmis-shedegad-daghupulta-raodenoba-14-mde-gaizarda დნიპროში რკინიგზის სადგურზე მატარებელზე რუსეთის მიერ დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/130664839.png 2026-10-29 355906 ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრონობდა, მისთვის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა - დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც საქართველოში კაპიკი არ უშოვია და მთელი მისი საქმიანობა ქველმოქმედების დიდი ისტორიაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც საქართველოში კაპიკი არ უშოვია და მთელი მისი საქმიანობა ქველმოქმედების დიდი ისტორიაა. ბიძინა ივანიშვილმა 1994 წელს ბიზნესიდან თანხა ამოიღო და საქართველოს ასობით ტრაქტორი აჩუქა. მაშინ, როცა პრაქტიკულად იწყებდა ბიზნესსაქმიანობას. ეს ის ადამიანია, რომელიც 2002-2003 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტს თანხას იქით აძლევდა, რომ ჩინოვნიკებისთვის ხელფასები დაერიგებინა და მათ ხელი არ წაცდენოდათ კორუფციაზე, მაგრამ სააკაშვილს და მისნაირებს კორუფციისგან რა დააზღვევს?! ეს ის ადამიანია, რომელმაც პატრული, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ინფრასტრუქტურა შექმნა. ისეთი მასშტაბის ობიექტები შექმნა, რომლებიც სახელმწიფოს გადასცა. ამ ადამიანმა საქართველოში ეკლესია-მონასტრები ააშენა. რომელი ერთი გითხრათ? ეს ადამიანი ათწლეულები ქართულ კულტურას ინახავდა მაშინ, როცა უმძიმესი დრო იყო ქართული კულტურის წარმომადგენლებისთვის. ეს ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა. მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა. წარმოიდგინეთ, რა დონის პოლიტიკურ ნაძირლობასთან გვაქვს საქმე. გვარამიას განცხადება დადასტურებაა, რა დიდი ქველმოქმედება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2012 წელს „ნაცრეჟიმი“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას. „ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა გვარამიამ. https://www.ghn.ge/news/355908-bidzina-ivanishvili-sakartvelos-patronobda-mistvis-dabraleba-rom-biujetis-kharjze-fuli-ishova-utifrobaa-davit-matikashvili დავით მათიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრონობდა, მისთვის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1590891255.jpeg 2026-10-29 355908 ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტისას, ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/355905-dzmis-kortsilshi-akhalgazrda-katsis-mkvlelobis-faktze-dakavebuls-braldeba-tsaredgina ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1236626630.jpg 2026-10-29 355905 საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. „კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას უდიდესი როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში“ - განაცხადა მარიამ ქვირიშვილმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან. https://www.ghn.ge/news/355904-sakartvelos-azerbaijanis-premier-ministri-etsvia საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2001675325.jpg 2026-10-29 355904 ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - ელენე ხოშტარია ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან,- ამის შესახებ „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. როგორც ხოშტარია წერს, ციხის ადმინისტრაციასთან არ აქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ მისი ჯანმრთელობისთვის. „ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე - სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად. აქვე ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის. ბოლომდე! პ.ს. ერთადერთი თხოვნა მაქვს - ძალიან რთულია საკანში „ფორმულას“ მაუწყებლობის გარეშე ყოფნა. ვერ აგიხსნით, რამხელა დანაკლისია. ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი ფინანსურად ისე, როგორც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრებს და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ წვდომა „ფორმულაზე“. #GE32TB7843845067800005“,- წერს ხოშტარია. https://www.ghn.ge/news/355903-jokhit-da-etlit-ki-ara-rogorts-ar-unda-momitsios-gadaadgileba-bidzina-ivanishvilis-rezhims-maints-davamartskhebt-elene-khoshtaria ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1132771888.png 2026-10-29 355903 ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5959 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გაუფასურდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8934 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.22 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4585 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.21 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/355902-lari-dolartan-da-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/276079530.jpg 2026-10-29 355902 ერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) მდივან კენტ ნნადოზიესა და მდივნის მოადგილე ალვარო ტოლედოსთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოში მიმდინარე პროექტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლს რეგიონში მცენარეთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში. ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრები გამართა ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანთან, კულტურათა მრავალფეროვნების გლობალური ფონდის (Crop Trust) აღმასრულებელ დირექტორ შტეფან შმიტცთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელ რაიმუნდ იელესთან. შეხვედრებზე მხარეებმა საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საქმიანობის შესაძლებლობები განიხილეს. მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) გენბანკის მენეჯერთან, დოქტორ მარიანა იაზბეკთან შეხვედრის მთავარი თემა სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ICARDA-ს შორის თანამშრომლობის აღდგენა და მისი შემდგომი განვითარება იყო. „მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვა გრძელვადიანი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. გამართული შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, გავაძლიეროთ კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხელი შევუწყოთ საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრად გამოყენებას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენცია COP17 წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელზეც ქვეყნები და პარტნიორი ორგანიზაციები ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური მიზნების შესრულების პროგრესს აფასებენ და მათი განხორციელების დაჩქარების გზებზე მსჯელობენ. https://www.ghn.ge/news/355901-erevanshi-soflis-meurneobis-sametsniero-kvleviti-tsentris-tsarmomadgenlebma-saertashoriso-partniorebtan-tanamshromlobis-sakitkhebi-ganikhiles ერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1812281309.png 2026-10-29 355901 ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ -თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო. https://www.ghn.ge/news/355900-irakli-kobakhidze-sakartveloshi-ashsh-is-elchis-movaleobis-shemsrulebels-shekhvda ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2032487871.jpeg 2026-10-29 355900 თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? - გიორგი სიორიძე არჩილ გორდულაძეს თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? -  ასე მიმართა "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, არჩილ გორდულაძეს, მას შემდეგ, რაც გორდულაძემ განაცხადა, რომ  მხარემ მათ მიმართ ხელის გაშვერას თავი დაანებოს. "ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ოღონდ აქ არა- გარეთ - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ", - განაცხადა გორდულაძემ.  გიორგი სიორიძემ არჩილ გორდულაძეს უპასუხა, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი მთლიანად საკონსტიტუციო სარჩელია. „შეურაცხმყოფელი რა იყო, ან ხმას როდის ავუწიე, ან ნერვებზე რა შემატყვეთ, რომ ვერ ვიწყნარებ. ხელის გამოშვერა რა ნიშნავს?! აქეთ აღარ გამოვიხედო ხოლმე ? თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? ძალიან დიდი ბოდიში რა! მე არა თუ შეფასება მიწევს, მე მიწევს იმის დასაბუთება, რომ ავტორიტარულია მხარე და ეს შეურაცხმყოფელი თუ არის მათთვის, სარჩელში რაც არის ნათქვამი, რომ ჩვენ ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პარტია ვართ, ესეც შეურაცხმყოფელია, თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია ავტორიტარულ ძალად, რომელსაც ვასაბუთებ რატომ. ეს არის მთელი ჩემი ახსნა-განმარტება, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ“.- განაცხადა სიორიძემ. გორდულაძის პროტესტი გამოიწვიაგიორგი  სიორიძის მიერ გაკეთებულმა კონკრეტულმა განცხადებამ, სადაც მან თქვა: „მე არ მინდა, რომ საქართველოში იყოს ასეთი პრეცედენტი, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში". კერძოდ, სიორიძემ მოსარჩელის მიერ სარჩელში ლეგიტიმაციის აღიარების საკითხზე განმარტების გაკეთებისას აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს კომუნისტური პარტია ლეგიტიმურად არ აღიარებდა, თუმცა ამის გამო მათი აკრძალვის აზრი არავის მოსვლია და გამოთქვა სურვილი, რომ ამ მხრივ საქართველო რუსეთის ავტორიტარულ მისწრაფებებზე წინ არ წასულიყო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძის განცხადება ავტორიტარიზმთან დაკავშირებით არაეთიკურად შეაფასა. „არაეთიკურია! ჩვენ ამ პრინციპით მოვდივართ მთელი ეს დღეები, რომ აქ არ იქნება შეურაცხმყოფელი შეფასებები. თქვენ არ ვიცი ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გექნებათ შეფასებები, და ა.შ. ამ შეფასებებში სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ, ყოველ შემთხვევაში, სასამართლოსგან, დანარჩენი თქვენი პასუხისმგებლობაა“.- განაცხადა ნადარაიამ.   https://www.ghn.ge/news/355899-tkven-arakonstitutsiur-partias-gvedzakhit-da-me-avtoritarizmis-shefasebis-ufleba-ar-makvs-tkveni-partiis-giorgi-sioridze-archil-gorduladzes თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/441024313.png 2026-10-29 355899 ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება - რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს. "ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს. პატიმრობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ევროპარლამენტმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას", - წერს ევროპარლამენტარი. დღეს, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.  მისი გადაყვანა ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან დილის 08:50 საათზე მოხდა. მცირე კომენტარში ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს. მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს ელენე ხოშტარია ერთ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება. პოლიტიკოსი კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. .@Helenkhosh brought from prison to a clinic in a wheelchair. Her health got worse behind bars. Georgian Dream bears full responsibility for her health.@Europarl_EN has called for her immediate release numerous times. #FreeElene https://t.co/FvUNvzUbSe — Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) October 29, 2026   https://www.ghn.ge/news/355898-elene-khoshtaria-tsikhidan-klinikashi-etlit-gadaiqvanes-mis-janmrtelobaze-sruli-pasukhismgebloba-kartul-otsnebas-ekisreba-rasa-iuknevichiene ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ ეკისრება - რასა იუკნევიჩიენე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/971850641.png 2026-10-29 355898 აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს და დღეს ამბობენ, თურმე პოლიტიკური პატიმრები არიან, ქვეყანამ ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს, ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოუშვას გარეთ - ვოლსკი ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე პოლიტიკური პატიმრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ამ ადამიანებს ოპოზიციას ვეღარ ვეძახი. ზოგი ამბობს, ჩაყოლას ჩათრევა სჯობს და საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას აქებენ. ამბობენ, ბრძოლის ველზე გამოსასვლელად კარგია, ციხეში კი არ იჯდე, არამედ აღიარებდე, თუნდაც თაღლითურად იმ დანაშაულს. ზოგი ამბობს, რომ იქ უნდა იჯდე, ვიდრე ყველა, ვინც მათ გამო ზის ციხეში და იდეას შესწირეს თავისი ცხოვრების რაღაც პერიოდი, იქ არიან. არის კიდევ მესამე აზრი, რომელიც ფიქრობს, რომ მართლაც ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის გამარჯვება და შენარჩუნება, დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში ტურბულენტობა და დესტაბილიზაცია აღარ იყოს. სამივე მიმართულებას ვუშვებ, მაგრამ აქ მთავარია სახელმწიფოს დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, ციხეში ჩასმა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე სინდისის, პოლიტიკური პატიმრები არიან. ქვეყანამ ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს, ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოუშვას გარეთ, იქნებ, ვინმე დაფიქრდეს საკუთარ ქვეყანაზე და კანონს თუ დაუპირისპირდებიან, კანონი დაუპირისპირდებათ. ფაქტია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კონკრეტული ზარები იყო, იქ ბაჩანა ახალაია იყო ჩართული, თვითონ პაატა ბურჭულაძე ინსტრუქციებს იღებდა. ზოდელავაც მობილიზაციას აკეთებდა, თუმცა ის ძალა ვერ შეკრიბეს, რასაც თავად ეძახდნენ – მამაკაცური ძალა უნდა შევიკრიბოთო. ფაქტია ისიც, რომ რაღაც იარაღიც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებიც შემოჰქონდათ საქართველოში. ვერავინ ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობენ, ძალიან კარგსაც ვაკეთებდითო. დაჩემებული აქვთ, წამებას ადგილი არ ჰქონიაო და თუ ჰქონდა, სწორსაც ვაკეთებდითო. შავაძე მოღალატე იყო და უნდა დაეხვრიტათ, ტრასაზე უნდა გადმოეყვანათ და 60 ტყვია უნდა ესროლათო. ასეთი უტიფარი პოზიციაც არსებობს. საერთოდ მოწყალება, შეწყალება, დათმობა ის სტილია, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ადამიანი დაუპირისპირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. https://www.ghn.ge/news/355897-aktsias-tavadve-gauketes-mobilizatsia-da-daafinanses-da-dghes-amboben-turme-politikuri-patimrebi-arian-kveqanam-amis-satsinaaghmdegod-unda-imokmedos-humanitaruli-da-pragmatuli-mosazrebit-rats-sheidzleba-meti-khalkhi-gamoushvas-garet-volski აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს და დღეს ამბობენ, თურმე პოლიტიკური პატიმრები არიან, ქვეყანამ ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს, ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოუშვას გარეთ - ვოლსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1761598387.jpeg 2026-10-29 355897 საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სხდომის (CBD COP17) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტმა საქართველოს პავილიონში, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებისა და მათი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, თემატური ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია, დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი ეტაპები, მონაცემთა დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის მიდგომები, ასევე საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესახებ მიღებული შედეგები წარმოადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღრიცხვის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებზე ტყის პოლიტიკის განსაზღვრის, ტყის მდგრადი მართვის, საერთაშორისო ანგარიშგებისა და სამომავლო მონიტორინგის პროცესებში. „COP17-ის ფარგლებში სამინისტრომ საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ვინაიდან ეს პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად განხორციელდა, ღონისძიებამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებში. დაინტერესება გამოიწვია ასევე იმ ტექნიკისა და ინსტრუმენტების გაცნობამ, რომლებიც აღრიცხვის პროცესში გამოვიყენეთ. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ტყის ბიომასის, ბიომრავალფეროვნებისა და სახეობრივი შემადგენლობის შესახებ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყნის ტყის რესურსების, მათი მდგომარეობისა და ეკოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური შეფასების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც საველე კვლევებს, სატელიტურ მონაცემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა 2019-2021 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. ამ პროექტით საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყეების შესახებ მსგავსი მასშტაბის მონაცემები ეროვნულ დონეზე მოიპოვა. ღონისძიებას, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც  აღრიცხვის პროცესში ორგანიზაციის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. კითხვა-პასუხის სესიის და დისკუსიის დროს, მონაწილეებმა და მომხსენებლებმა ტყის მდგრადი მართვისა და აღრიცხვის შედეგების პრაქტიკული გამოყენების საკითხები განიხილეს. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/news/355896-sakartvelos-tqis-erovnuli-aghritskhvis-shedegebi-cop17-ze-ganikhiles საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2140516456.jpg 2026-10-29 355896 ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ - TI ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაცია ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან “თოდუას” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ იგი ეტლით გადაადგილდება. პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხილ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია. მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს! თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“,- ნათქვამია განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/355895-elene-khoshtarias-mdgomareobis-amsakhveli-kadrebi-gvakhsenebs-ra-mdzime-fass-akhdevinebs-rezhimi-adamianebs-romlebits-tavisuflebistvis-ibrdzvian-mis-janmrtelobaze-pasukhismgebloba-ivanishvilsa-da-kartul-otsnebas-ekisrebat-ti ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ - TI პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1464861469.jpg 2026-10-29 355895 რუსეთის საზარელი დარტყმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე, ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ - რუსეთის ესკალაციას აშშ-მა და ევროპამ სამართლიანი და გადამწყვეტი ზომებით უნდა უპასუხონ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, დაღუპულია 13 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთის საზარელი დარტყმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე. რუსებმა დრონით შეუტიეს ბაქანს, სადაც ჩვეულებრივი საგარეუბნო ელექტრომატარებელი და რეგულარული სამგზავრო მატარებელი იდგა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ ათი ადამიანი დაშავდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმები მას შემდეგაც გააგრძელა, რაც ზოგიერთი რუსი ოლიგარქისა და ენერგეტიკული სექტორის მიმართ სანქციები შემსუბუქდა, ნაცვლად იმისა, რომ ესკალაციის შემცირებისკენ გადაედგა ნაბიჯები. „სწორედ ამიტომ ამბობს უკრაინა მუდმივად, რომ რუსეთის ესკალაციას აშშ-მა და ევროპამ სამართლიანი და გადამწყვეტი ზომებით უნდა უპასუხონ. მოსკოვისა და მისი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა შემსუბუქდეს, ვიდრე რუსეთის ეს ომი გრძელდება. ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი შვიდეულის მხრიდან ახალი, უფრო მკაცრი სანქციების დაწესების დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს დნიპროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მატარებელი დაზიანდა. მანამდე დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა, რომ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. https://www.ghn.ge/news/355894-rusetis-sazareli-dartqma-dnipros-rkinigzis-sadgurze-tsnobilia-13-daghupulis-shesakheb-rusetis-eskalatsias-ashsh-ma-da-evropam-samartliani-da-gadamtsqveti-zomebit-unda-upasukhon-volodimir-zelenski რუსეთის საზარელი დარტყმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე, ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ - რუსეთის ესკალაციას აშშ-მა და ევროპამ სამართლიანი და გადამწყვეტი ზომებით უნდა უპასუხონ - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/589943645.png 2026-10-29 355894 ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი თანამდებობიდან გადადგა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.  კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ლაგარდმა გადაწყვეტილების შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა. მისი უფლებამოსილების ვადა თავდაპირველად 2027 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის თანამდებობას ვადაზე თითქმის ცხრა თვით ადრე დატოვებს. ლაგარდის შესაძლო ვადამდელი წასვლის შესახებ ვარაუდები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა. ლაგარდის გადაწყვეტილება ევროპის ეკონომიკისთვის რთულ პერიოდში გახდა ცნობილი. ევროპის ცენტრალური ბანკი ინფლაციურ წნეხთან გამკლავებას ცდილობს, რასაც ირანთან ომის ფონზე ენერგორესურსებზე ფასების ზრდაც ამწვავებს. ამასთან, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა ბიზნესისა და შინამეურნეობებისთვის სესხის აღებას აძვირებს. ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად 2019 წელს დაინიშნა. მისი შემცვლელის შერჩევის პროცესი ახლა დაიწყება. შესაძლო კანდიდატებს შორის მედიაში ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას კნოტი და ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი სახელდებიან. https://www.ghn.ge/news/355893-evropis-tsentraluri-bankis-prezidenti-kristin-lagardi-tanamdebobidan-gadadga ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/689563368.png 2026-10-29 355893 გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის - ბადრი ჯაფარიძე გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, -  ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთიმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სრულიად "აბსურდულ და ცინიკურ" ბრალდებას უყენებს. "დღეს „ქართული ოცნება“ თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის. მათ სურთ, არჩევანი წაართვან და ამ გზით არჩევნებს ჩამოაშორონ (მათივე დათვლებით) მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი, მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცონ დე-ფაქტო უზურპირებული ხელისუფლება. მათ სურთ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, აირჩიონ არა ის პარტიები, რომლებიც მათ მოსწონთ და რომელთა გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, არამედ ის პარტიები, რომლებიც თავად „ქართულ ოცნებას“ მოსწონს. მათ სურთ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმართულება, უზრუნველყონ საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან და მართონ ქვეყანა რუსულ-ავტოკრატიული სტილით - ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით, ერთპარტიულობით, მორჩილი მართლმსაჯულების სისტემით, უფლებააყრილი და რეპრესირებული სხვაგვარად მოაზროვნეებითა და მტრულ ბანაკებად დაქუცმაცებული ერით. ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; დავიცვათ იგი სწორედ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული სუვერენიტეტი; დავიცვათ იგი ხალხის დამოუკიდებლობის მიტაცების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან. რაც შეეხება პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ლელო -ძლიერი საქართველო“ დაარსების დღიდან, 2019 წლის დეკემბრიდან, ძირითად მიზნად ისახავდა და ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სწრაფ სვლას. ეს მიზნები გვქონდა და გვაქვს დაარსების დღიდან და ამის მიღწევას ვახმარდით და ვახმართ მთელ ჩვენს ძალისხმევას. ამის პასუხად, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ვყოფილიყავით „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. მეშვიდე წელია, პრაქტიკულად, არცერთი დღე არ გაგვიტარებია გამოძიებების, გამოგონილი ბრალდებების, სასამართლო განხილვებისა ან/და ციხის საკნების გარეშე! დღეს კი „ქართული ოცნება“ სრულიად აბსურდულ და ცინიკურ ბრალდებას გვიყენებს -თითქოს „ლელო - ძლიერი საქართველო“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა! ჩვენი პარტიის მთელი ძალისხმევა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ აღგვეკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. https://www.ghn.ge/news/355892-gvakvs-safudzveli-vivaraudot-rom-partiebis-akrdzalvit-kartuli-otsneba-amzadebs-niadags-konstitutsiuri-gadatrialebistvis-badri-jafaridze გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/243105381.png 2026-10-29 355892 ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს - გიორგი კახიანი აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ემიჯნება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა. „არაერთი მარგალიტი ითქვა, მაგრამ ერთს გამოვყოფ. გვარამიამ ისაუბრა, რას ემიჯნება. იყო მოლოდინი, მაგალითად, იტყოდა, რომ ემიჯნება ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას კი არ ემიჯნება, იმიჯნება თურმე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა პოლიტიკაში. ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც საქართველოში ქონება არ შეუძენია და რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80 პროცენტი ქვეყანას მოახმარა, 3 მილიარდ 500 მილიონის ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას. „ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გვარამიამ. https://www.ghn.ge/news/355891-bidzina-ivanishvils-uamravi-sikete-akvs-gaketebuli-chveni-kveqnistvis-da-aghmochnda-turme-batoni-gvaramia-amas-emijneba-da-ara-imas-rom-sistemur-danashaulebs-hkonda-adgili-mati-khelisuflebashi-qofnis-dros-giorgi-kakhiani ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს - გიორგი კახიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/293133643.png 2026-10-29 355891 პოლონეთი უკრაინას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემს - მედია პოლონეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების ორ გამანადგურებელ მიგ-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა დარიუშ ლუკოვსკიმ განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. ლუკოვსკის ცნობით, თვითმფრინავები და საბრძოლო მასალა პოლონეთის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილი იქნება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 მილიონი ევროა. ლუკოვსკის განცხადებით, თვითმფრინავებს უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემენ. „გადაწყვეტილება მიღებულია და ორი მიგ-29 გადაეცემა“, - აღნიშნა მან. მედიის ცნობით, ერთ-ერთ თვითმფრინავს ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოწურული აქვს, ამიტომ მისი ნაწილების გამოყენება იქნება შესაძლებელი, მეორე კი კვლავ ვარგისია ფრენებისთვის. ჟურნალისტების ინფორმაციით, საბრძოლო თვითმფრინავების გარდა, პოლონეთი უკრაინას გადასცემს 155 და 152 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო ჭურვებს, 20×102 მილიმეტრის კალიბრის საბრძოლო მასალას F-16 ტიპის თვითმფრინავების ექვსლულიანი ქვემეხებისთვის, რომლებსაც რუსული დრონების ჩამოსაგდებად იყენებენ, ასევე მცირე მანძილზე მოქმედ საზენიტო რაკეტებს - Piorun-ს. https://www.ghn.ge/news/355890-poloneti-ukrainas-mig-29-tipis-gamanadgureblebs-gadastsems-media პოლონეთი უკრაინას МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/709893556.png 2026-10-29 355890 2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური - ბადრი ჯაფარიძე 2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთიმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. "2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება და ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი მანდატები გააუქმა "ოცნებამ" და თუკი განცხადებით მიმართავ და ზოგადად ეს აქტი არის კონსტიტუციური შინაარსით, მაშინ "ოცნება" თანამონაწილე ყოფილა ამ აქტის, რადგან ჩვენ მივმართეთ განცხადებით და მათ გააუქმეს ჩვენი მანდატები და დღეს ამას ბრალდებად გვიყენებენ. პარადოქსია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 2022 წელს პირადად მე საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, იგივე ადამიანების მე დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას გამო ბრალდებას მიყენებენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.   https://www.ghn.ge/news/355889-2008-tsels-archevnebshi-dadgenili-darghvevebis-gamo-kartuli-otsnebis-damfudzneblebma-dakhies-saparlamento-mandatebi-protestis-nishnad-da-aravis-utkvams-rom-es-iqo-antikonstitutsiuri-badri-jafaridze 2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური - ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/57331934.png 2026-10-29 355889 რუსებმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მატარებელს დაარტყეს - დაიღუპა 13 და დაშავდა 5 ადამიანი 29 ოქტომბერს რუსებმა დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანზე რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. დაიღუპა 13 ადამიანი, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დნიპროს მერი ბორის ფილატოვმა დაადასტურა, რომ იერიშის სამიზნე სამოქალაქო მატარებელი გახდა და არიან დაღუპულები და დაშავებულები. ბორის ფილატოვის პირდაპირი ციტატა: „ეს გენოციდური ომია. გეყოთ გამბედაობა, მოვლენებს თავისი სახელი დაარქვათ“,- განაცხადა ფილატოვმა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. უკრაინის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ოლექსანდრ პერცოვსკის განცხადებით, საფრთხის მაღალი დონე გამოცხადებული იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბაქანზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა „დნიპროს რკინიგზის სადგურზე დარტყმა განხორციელდა. საფრთხის მაღალი დონე გამოცხადებული იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბაქანზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან მრავალი დაღუპული და დაშავებული“, - განაცხადა მან. https://www.ghn.ge/news/355888-rusebma-dnipros-rkinigzis-sadgurze-matarebels-daartqes-daighupa-13-da-dashavda-5-adamiani რუსებმა დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანს დრონით დაარტყეს — დაიღუპა 13 და დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1623069362.png 2026-10-29 355888 ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია, სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული - ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია. სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. „წინა ხელისუფლებას. ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ამაში ვემიჯნები. და ეს ერთადერთი პირი ბიძინა ივანიშვილია. ხომ გაინტერესებდათ ვემიჯნები თუ არა, გითხარით რაში ვემიჯნები. თუ მეკითხებით, რაში ვემიჯნები, გპასუხობთ რაში ვემიჯნები, მაშინ არ მკითხონ. თქვენ წარმომიდგინეთ ბრალდებად ორი რამ, რატომ არ ვემიჯნები და გითხარით რა ნაწილში ვემიჯნები და რით ვამაყობ, გითხარით, რითაც ვამაყობ. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია. სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. https://www.ghn.ge/news/355887-bidzina-ivanishvilis-natsilshi-qvelas-vemijnebi-visats-mis-mimart-odesme-pozitiuri-damokidebuleba-hkonia-samtsukharod-tsina-mtavroba-amashi-iqo-shemchneuli-nika-gvaramia v პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/488268494.png 2026-10-29 355887 ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში მოგებული საქმით, მაგრამ არ ვამაყობ არ ვამაყობ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, „იმედში“ განვითარებული პროცესებით - ნიკა გვარამია ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში მოგებული საქმით, მაგრამ არ ვამაყობ „იმედში“ განვითარებული პროცესებით, -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა. „დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ. მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვისაც უმუშავია, ალბათ ყველას ბიოგრაფიაში გვაქვს საამაყოც და ისეთი რამ, რაც არ გვეამაყება. დიახ, მე ვამაყობ 2005 წლის 10 მარტის დადგენილებისთვის ხმის მიცემით, რომლითაც რუსეთის ბაზები გავიყვანეთ საქართველოდან. დიახ, მე ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ე.წ. რუსეთიდან დეპორტაციის კომისიის თავმჯდომარე, სადაც გაუქმებულ იქნა რუსებისგან შევიწროებული და არა მხოლოდ შევიწროებული, არამედ არაადამიანურად მოპყრობილი 1000 ქართველის ჩვენება, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო სარჩელს. მე ამ სარჩელს უკვე იუსტიციის სამინისტროში დავხვდი, როგორც იუსტიციის მინისტრი. ჩვენ დავიწყეთ ეს სამართალწარმოება სტრასბურგში. პრაქტიკულად, ამ გაუქმებული ჩვენებების საფუძველზე, (სწორედ საპარლამენტო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობით გაუუქმა ეს ჩვენები), ჩვენ მოვიგეთ საქმე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი სახელმწიფოთა შორისი სარჩელი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს საქმე დასრულდა წარმატებით. რა თქმა უნდა, ამით ვამაყობ და მგონია, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული საქმეა. ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას, ცხოვრება ყველას და ყოველთვის არ აძლევს. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ისტორიული პროცესი, მასში მონაწილეობა პირადად ჩემთვის, დიახ, არის პატივი. მათ შორის, ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობაც. ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე და შეიძლება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, საქართველოში რუსული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აწყობდა. ნამდვილად, ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო, მაგალითად კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, და ასევე, იმ პროცესებით, რომელიც განვითარდა ტელეკომპანია „იმედში“, ამით არ ვამაყობ. თუმცა ზოგადად, ამ „ქეისმა“ დამარწმუნა იმაში, რომ სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებული, ყოველთვის სწორი და განსახორციელებელი არაა. როგორც განათლების მინისტრი, ვამაყობ ერთიანი სამაგისტრო გამოცდებით, რომელიც ჩემს დროს შეიქმნა. ბუნებრივია, აქ ვგულისხმობ მთელს მაშინდელ ხელისუფლებას, მთავრობის და პრეზიდენტის ჩათვლით. ვამაყობ მოსწავლეების ოლიმპიადებით, რომელიც ასევე ჩემ დროს ჩამოყალიბდა. იმითაც ვამაყობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობდა. მთავარი ჩემი საამაყო, არამხოლოდ მინისტრობის, ზოგადად ცხოვრების არის ქართული ენის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, უნივერსიტეტებში. ვამაყობ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული მოსწავლეებითა და სტუდენტებით. დიახ, უცხოეთში სასწავლებლად ვუშვებდით ბავშვებს და არა „ქოლცენტრებში“ სამუშაოდ. ამ ხელისუფლებამ ეს პროგრამა გააუქმა. არ ვამაყობ იმით, რომ ვერ შევძელი მთავრობის დარწმუნება, განათლების ბიუჯეტი გაორმაგებულიყო. იმით ვამაყობ, რომ თანამდებობიდან იმიტომ წავედი, რომ ჩემს სამ შვილს ჩემი მინისტრის ხელფასი არ ჰყოფნიდა. კი, ამით ვამაყობ. ალბათ, ბევრს, დღევანდელ მთავრობაში, თუ ყველას არა, გაეცინება. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ძირითადად იმიტომ მოდიან დღეს, რომ შვილებს ხელფასი ეყოს კი არა, თითო შვილისა და ოჯახის წევრის სახელზე, თითო სახლი გააფორმონ. ვამაყობ იმით, რომ ომის დროს საქართველოდან ფეხი არ გამიდგამს. არც მე და არც არავის მთავრობიდან. იმ მთავრობის წევრი რომ ვიყავი, რომელიც სრული სერიოზულობით მსჯელობდა რუსეთის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ დაპირისპირებაზე გადასვლაზე ამით ვამაყობ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. https://www.ghn.ge/news/355886-vamaqob-rusetis-bazebis-gaqvanit-sakartvelodan-strasburgshi-mogebuli-sakmit-magram-ar-vamaqob-ar-vamaqob-faruli-chanatserebis-gamokveqnebit-imedshi-ganvitarebuli-protsesebit-nika-gvaramia ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში მოგებული საქმით, მაგრამ არ ვამაყობ „იმედში“ განვითარებული პროცესებით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1205311171.png 2026-10-29 355886 ნინო თანდილაშვილმა მწვანე ინოვაციების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ჰონკონგში გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის მწვანე ინოვაციების კონფერენციაში (Belt and Road Green Innovation Conference) მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ნინო თანდილაშვილი ძირითადი მოხსენებით წარდგა და საქართველოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტებზე, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის როლს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირების განვითარებაში. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია მობილიზებული. ,,საქართველოს ტერიტორიების 15%-ზე მეტი ეროვნულ დაცულ ტერიტორიებს უკავია, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის 23% საერთაშორისო კონვენციებით დაცული მაღალი კონსერვაციის ტერიტორიებს მოიცავს. ეს გამოხატავს საქართველოს მთავრობის გრძელვადიან ხედვას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მოხსენებისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების, ნარჩენების მართვის, განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მინისტრის პირველ მოადგილეს ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯონ ლიმ (John KC Lee) უმასპინძლა. კონფერენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროსა და ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში  ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს მინისტრი ჰუანგ რუნციუ (Huang Runqiu), სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. https://www.ghn.ge/news/355885-nino-tandilashvilma-mtsvane-inovatsiebis-konferentsiashi-miigho-monatsileoba ნინო თანდილაშვილმა მწვანე ინოვაციების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1165977979.jpg 2026-10-29 355885 ცესკო-მ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით გააჩნია. დეზინფორმაცია - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, დეზინფორმაციის გავლენის, სანდო ინფორმაციის გადამოწმებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა, ასევე იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საარჩევნო კულტურის განვითარებაში, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში.  „სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშრებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს,”- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საარჩევნო საკითხებზე კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.  ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. https://www.ghn.ge/news/355884-tsesko-m-studenturi-parlamentis-da-mtavrobis-tsarmomadgenlebs-umaspindzla შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/711378157.jpg 2026-10-29 355884 ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა უარყო Financial Times-ის ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა და გამოცემას მასალის შესწორება სთხოვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უარყო Financial Times-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა მასთან საუბრის თითქმის მთელი დრო ომის ისტორიული მიზეზების ახსნას დაუთმო. სტორეს თქმით, საუბრის მონაწილეებს დაახლოებით თანაბარი დრო ჰქონდათ დათმობილი. სამშაბათს, 27 ოქტომბერს, სტორემ და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. მათი განცხადებით, საუბრის მიზანი ესკალაციის შემცირების შესაძლებლობების შესწავლა და ევროპული დიალოგის არხის შექმნა იყო.  Financial Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საუბრის დროს კრემლის ლიდერი თითქმის მთელი დრო უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ წინაპირობებზე“ საუბრობდა. სტორემ  ინფორმაცია, რომ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, კატეგორიულად უარყო. „ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ Financial Times-ს ამ ინფორმაციის შესწორებაც ვთხოვეთ, რადგან ის რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, პუტინმა სთხოვა, მიმდინარე ვითარების საკუთარი ხედვა გადმოეცა და ამ კონტექსტში 2014 წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენების ისტორია განიხილა. „ამიტომ მტკიცება, თითქოს ის სლავური ისტორიის შესახებ ლექციას კითხულობდა, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“,- ხაზგასმით აღნიშნა სტორემ. მან ასევე უარყო მტკიცება, რომ საუბარში პუტინს დროის თვალსაზრისით დომინანტური პოზიცია ეკავა. „საუბარი საათ-ნახევარს გაგრძელდა. რა თქმა უნდა, გვყავდა თარჯიმანი, ამიტომ დროის ნაწილი თარგმანს ეთმობოდა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ დრო საკმაოდ თანაბრად გადანაწილდა. სავარაუდოდ, დაახლოებით თანაბარი დრო დავუთმეთ საუბარს. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ჩამოვაყალიბეთ და მათზე პასუხის მიღება ვითხოვეთ“, - განაცხადა მან. გამოცემა VG-ის ცნობით, რომელიც Financial Times-ს დაუკავშირდა, გაზეთი აცხადებს, რომ მასალაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. „ჩვენ ჩვენი ჟურნალისტიკის ერთგული ვრჩებით“, - განაცხადა გამოცემის პრესსპიკერმა.     https://www.ghn.ge/news/355883-norvegiis-premier-ministrma-uarqo-financial-times-is-informatsia-rom-satelefono-saubris-dros-putinma-istoriis-lektsia-tsaukitkha-da-gamotsemas-masalis-shestsoreba-stkhova სტიორემ უარყო Financial Times-ის ინფორმაცია პუტინთან საუბრის შესახებ და გამოცემას მასალის შესწორება სთხოვა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1289090456.png 2026-10-29 355883 ღარიბაშვილი საერთოდ ერთხელ მყავს თვალით ნანახი, მან გამოიყენა ეს სიტუაცია სათავისოდ და თემა აწია, მე ამ მგლების გარემოცვაში დავრჩი პირისპირ - დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის თქმით,  ირაკლი ღარიბაშვილმა გარეჯის თემა "სათავისოდ გამოიყენა". ჩუბინიძის თქმით, დაკავების შემდეგ მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.  "რა ღარიბაშვილი - ღარიბაშვილი საერთოდ ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს - ღარიბაშვილი არის პოლიტიკოსი, მან ზუსტად გამოიყენა ეს სიტუაცია სათავისოდ, მე კი არ ვლანძღავ და კი არ ვუპირისპირდები. ის პოლიტიკოსია და კარგად გათვალა ეს სიტუაცია და თავისი გადასახედიდან, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა მან ეს სიტუაცია და თემა აწია.  ხოდა აქედან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. მე ამ მგლების გარემოცვაში დავრჩი პირისპირ. დაკავების შემდეგ აღარ გამოვუკითხივარ", - განუცხადებს დიტო ჩუბინიძემ ჟურნალისტებს.  სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. https://www.ghn.ge/news/355882-gharibashvili-saertod-ertkhel-mqavs-tvalit-nanakhi-man-gamoiqena-es-situatsia-satavisod-da-tema-atsia-me-am-mglebis-garemotsvashi-davrchi-pirispir-dito-chubinidze ღარიბაშვილი საერთოდ ერთხელ მყავს თვალით ნანახი, მან გამოიყენა ეს სიტუაცია სათავისოდ და თემა აწია, მე ამ მგლების გარემოცვაში დავრჩი პირისპირ - დიტო ჩუბინიძე სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1633069829.jpg 2026-10-29 355882 უკრაინის ომბუდსმენი ოკუპირებულ ოლეშკიში გაემგზავრა უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი დელეგაციასთან ერთად ხუთშაბათს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიის განხორციელების ადგილზე გაემგზავრა. ინფორმაციას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს. „ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაცია დღეს ოლეშკის მიმართულებით გაემგზავრა. ოპერაციის მიმდინარეობას დავაკვირდებით და ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი კავშირი გვექნება“, - წერს არახამია.  ინფორმაცია თავად ლუბინეცმაც დაადასტურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, ოლეშკის მცხოვრებლები დღეს ან ხვალ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ, ხოლო მსურველებს ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა ექნებათ. დმიტრო ლუბინეცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში განაღმვითი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი მზადდება, რომლის მიწოდებაც 30 ოქტომბერს იგეგმება. https://www.ghn.ge/news/355881-ukrainis-ombudsmeni-okupirebul-oleshkishi-gaemgzavra უკრაინის ომბუდსმენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1663525809.png 2026-10-29 355881 დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. „მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ. მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით", - აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. https://www.ghn.ge/news/355880-dito-chubinidze-giraos-sanatsvlod-gaatavisufles დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/999820904.png 2026-10-29 355880 ევროპაში საპროტესტო აქციებზე თუ კანონდარღვევა იყო ხელისუფლების მხრიდან, სამართლიანი გამოძიება სიმართლეს დაადგენს, რადგან საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო დამოუკიდებელია ჩვენგან განსხვავებით - შალვა კერესელიძე ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე თუ კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება იყო ხელისუფლების მხრიდან ან პროტესტანტების მიერ, დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანი გამოძიება სიმართლეს დაადგენს და ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა კანონის შესაბამისად პასუხს აგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა. „მე ინფორმაცია არ მაქვს, იმ აქციებს ვინ აფინანსებდა ან მათ უკან ვინ იდგა. რომ გვქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბევრად უფრო დეტალურად კომენტარს გეტყოდით. აქციებს ვინ აფინანსებდა და მის უკან ვინ იდგა, არ ვიცი. რაც პარიზსა და მილანში ვნახეთ, საქართველოსთან მსგავსება ვერ დავინახეთ, რადგან იქ, თუ ვინმემ კანონი დაარღვია და უფლებამოსილებას გადააჭარბა, სამართლიანი გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს და დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო სიმართლეს გამოკვეთს. არც ერთ შემთხვევაში, სასამართლო  პოლიტიკური დაკვეთით არ და ვერ იმოქმედებს, რადგან საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო დამოუკიდებელია, სამწუხაროდ, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან სასამართლო  ხელისუფლებას ემორჩილება, ხელისუფლების დაკვეთებს ღებულობს და მას ასრულებს. არც საფრანგეთში და არც იტალიაში აქციის მონაწილეებისთვის ქიმიური საშუალებები არ მიუსხიათ, არავის აქციის მონაწილეები არ გაუძარცვავს, არავის აქციის მონაწილეებისთვის ღამე გვიან სახლში არ დაურეკავს და არ უგინებია და ა.შ. ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რაზეც უარი მივიღეთ,  რადგან “ოცნებამ” ერთ დღეში, რამოდენიმე საათში, გამოძიება ჩაატარა და გამოძიება დაასრულა. ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგაბ ამ აქციებზე არ ვყოფილივარ. შეიძლება იყო ძალადობაც და უფლებამოსილების გადაჭარბებაც, ამას არ გამოვრიცხავ. საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან ასევე შეურაცხყოფა, ძარცვა. არსად ხდება, რომ შუაღამისას, მოქალაქეებს ურეკავდე, აქციის მონაწილეებს, რომელიც რაღაცას აპროტესტებს და დედას აგინებდე. როცა გადაცდომაა, მთავარი რა არის? – ორივე მხრიდან შესაბამისი შეფასება და კანონის შესაბამისად პასუხისმგება მოხდეს. ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი დასჯილი არ გვინახავს. ისიც არ ვიცით, რომ იქ სპეცრაზმელები იყვნენ თუ არა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ და ვითომდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მოქმედებდნენ, ამაშია საქმე. ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა, როგორც ქართული სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს“, – განაცხადა კერესელიძემ. https://www.ghn.ge/news/355879-evropashi-saprotesto-aktsiebze-tu-kanondarghveva-iqo-khelisuflebis-mkhridan-samartliani-gamodzieba-simartles-daadgens-radgan-safrangetshi-italiashi-sasamartlo-damoukidebelia-chvengan-ganskhvavebit-shalva-kereselidze ევროპაში საპროტესტო აქციებზე თუ კანონდარღვევა იყო ხელისუფლების მხრიდან, სამართლიანი გამოძიება სიმართლეს დაადგენს, რადგან საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო დამოუკიდებელია ჩვენგან განსხვავებით - შალვა კერესელიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/216764230.png 2026-10-29 355879 ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა. „სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა. დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ. აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ“, – განაცხადეს შსს-ში. მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. https://www.ghn.ge/news/355876-jgufuri-dzaladobis-organizebis-dzartsvisa-da-gamodzalvis-braldebit-7-piri-daakaves ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/328538245.jpeg 2026-10-29 355876 სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მომზადების საკითხები, საინვესტიციო პრიორიტეტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და განთავსებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი ასევე შეეხო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ინსტიტუციური მზაობისა და გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობას. „სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს პროექტის სათანადო მომზადებას და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მონაწილეობით, გაფორმდა საგრანტო დაფინანსების შეთანხმება პროექტის - „წყლის მიწოდების სისტემის, წყალარინების, გამონაჟონი წყლისა და სახიფათო ნარჩენების“ მოსამზადებლად. გრანტი გაიცემა მსოფლიო ბანკის მიერ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/news/355875-solomon-pavliashvili-msoflio-bankis-tsarmomadgenlebs-shekhvda სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/491909209.jpg 2026-10-29 355875 სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, „ქართული ოცნებაა“ - ნიკა გვარამია "ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა" - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. გვარამიას განმარტებით, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი. "გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ხუთ საფუძველზე, რომლითაც სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“. ხუთივე საფუძვლის სარკისებური წაკითხვა, რაშიც ვგულისხმობ მათი სარჩელის მიხედვით სტანდარტის აპლიკაციას, ერთ რამეს აჩვენებს - სარჩელის განმარტებით: „ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის, უფრო ზუსტად აღწერს, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, ითხოვს სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის“. შესაბამისად, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი. შესაბამისად, ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი პარტია არის თავად „ქართული ოცნება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. https://www.ghn.ge/news/355877-sarchelshi-arsebuli-standartit-tu-vimsjelebt-mtavari-partia-tu-ertaderti-ara-romelits-konstitutsiuri-kriteriumebit-akrdzalvas-ekvemdebareba-kartuli-otsnebaa-nika-gvaramia სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1063523253.png 2026-10-29 355877 რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება - კალაძე „რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, რეაბილიტაციის დროს თანმხლები შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.  „რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მერმა განმარტა, რომ გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია- განახლება მომავალ წელს იგეგმება. „ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. https://www.ghn.ge/news/355874-rustavelis-gamziris-reabilitatsia-noembris-bolos-dasruldeba-kaladze რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება - კალაძე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2108974368.jpeg 2026-10-29 355874 არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმეს სამართლებრივად დასაბუთებულად წარმადგენენ, რადგან ასეთი არგუმენტები არც არსებობს - გიორგი კახიანი ოპოზიციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ძალა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის. სწორედ ამ ნიშნით გვაქვს ჩვენ მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ერთი მხრივ ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არის საჯარო და ჩვენი საზოგადოების ყოველ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ თავად გააკეთოს დასკვნები და შეფასებები, რეალურად რა ძალის წინააღმდეგ გვაქვს ჩვენ შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. ამ ხნის განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერთი რამ, რომ პირველ რიგში ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ძალა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის. სწორედ ამ ნიშნით გვაქვს ჩვენ მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი“,- განაცხადა კახიანმა[ipn] https://www.ghn.ge/news/355878-ar-makvs-molodini-rom-raimes-samartlebrivad-dasabutebulad-tsarmadgenen-radgan-aseti-argumentebi-arts-arsebobs-giorgi-kakhiani-opozitsiaze გიორგი კახიანი ოპოზიციაზე - არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმეს სამართლებრივად დასაბუთებულად წარმოუდგენენ, რადგან ასეთი არგუმენტები არც არსებობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1845874990.png 2026-10-29 355878 თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და ღალატობს უკრაინელებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - ბარაკ ობამა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიტინგზე გამოსვლისას თეთრი სახლი რუსეთისა და უკრაინის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინს უთმობს და ამავდროულად ზურგს აქცევს შეერთებული შტატების ტრადიციულ მოკავშირეებს. ობამას განცხადებით, თეთრი სახლი, ფაქტობრივად, რუსეთის ლიდერს ემორჩილება, მაშინ როცა უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. „თეთრი სახლი რუსეთის პუტინს ემორჩილება და ღალატობს უკრაინელებს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. გამოსვლისას ობამამ ასევე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებაზე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მისი უახლოესი პარტნიორები იყვნენ. კერძოდ, მან კანადა ახსენა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკა აშშ-ის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეებს აშორებს.   https://www.ghn.ge/news/355873-tetri-sakhli-putins-emorchileba-da-ghalatobs-ukrainelebs-romlebits-tavisuflebistvis-ibrdzvian-barak-obama თეთრი სახლი რუსეთის პუტინს ემორჩილება და ღალატობს უკრაინელებს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/549529365.png 2026-10-29 355873 მარნეულში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/355872-marneulshi-katsi-dachres-dakavebulia-erti-piri პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/687830509.png 2026-10-29 355872 ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამდღიანი ოფიციალური გლოვა გამოცხადდა. გლოვა 29 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში სახელმწიფო შენობებსა და სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე ეროვნული დროშა დაშვებული იქნება. ამასთან, მატარებლის მემანქანეებმა 29 ოქტომბერს 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. პროფკავშირი სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ხელისუფლებისა და რკინიგზის კომპანიების მიერ ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ესპანური მედიის ცნობით, გაფიცვა კომპანია Renfe-ს ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიას მოიცავს. აქცია მძიმე სარკინიგზო ავარიის მომდევნო დღეს იმართება, თუმცა გაფიცვა 16 ოქტომბერს, ავარიამდე დაიგეგმა. მემანქანეთა პროფკავშირი Semaf-ის განცხადებით, გაფიცვის მიზეზი სარკინიგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად შეთანხმებული ზომების განხორციელების შეფერხებაა. პროფკავშირი მოითხოვს რისკის შემცველ სიტუაციებში მოქმედი პროცედურების გაუმჯობესებას, მეტ კომუნიკაციას უსაფრთხოების საკითხებზე, ახალი მემანქანეების დაქირავებასა და მატარებლების ტექნიკური საიმედოობის პრობლემების მოგვარებას. გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში შეფერხებულია.  შეგახსენებთ, მადრიდიდან სევილიისკენ მიმავალი ორი სწრაფმავალი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა. პირველი, კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებელი, რომელშიც 147 მგზავრი იმყოფებოდა, კომპიუტერული გაუმართაობის გამო გზაში გაჩერდა. ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს თქმით, ასეთ შემთხვევაში მატარებლების მართვას მადრიდის 24-საათიანი ცენტრი იღებს თავის თავზე. მისივე განმარტებით, ცენტრმა „აუხსნელი“ გადაწყვეტილება მიიღო და მატარებლებს სიჩქარის შეზღუდვის გარეშე გზის გაგრძელება დაავალა. შედეგად, უკან მომავალი სახელმწიფო კომპანია Renfe-ს მატარებელი, რომელშიც 397 მგზავრი იმყოფებოდა, გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს უკნიდან დაეჯახა. დაიღუპა, სულ მცირე, 68 ადამიანი. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი ჯერ ისევ არ არის იდენტიფიცირებული. https://www.ghn.ge/news/355871-espanetshi-sarkinigzo-katastrofis-gamo-samdghiani-glova-gamotskhadda ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2017741825.jpg 2026-10-29 355871 ელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს. ინფორმაციას  “სანდო წყარო” ავრცელებს,. პენიტენციურმა სამსახურმა გამოცემას განუცხადა, რომ ელენე ხოშტარიას “თოდუას” კლინიკაში გეგმიური გამოკვლევა უტარდება, რომელიც მისივე ექიმის მიერ არის დანიშნული. მისი გადაყვანა ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან დილის 08:50 საათზე მოხდა. მცირე კომენტარში ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ელენე ხოშტარია ერთ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება. პოლიტიკოსი კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს. https://www.ghn.ge/news/355870-elene-khoshtaria-tsikhidan-toduas-klinikashi-gadaiqvanes ვ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2017227974.png 2026-10-29 355870 რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე 600-ზე მეტი დრონით თავდასხმა განხორციელდა რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის გამო თურქეთიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ორი თვითმფრინავი აეროპორტ „ვნუკოვოს“ მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო უკან დააბრუნეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაცია“) შეზღუდვები დააწესა „ვნუკოვოს“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ (რამენსკოეს) აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე. ერთი საათის შემდეგ „ჟუკოვსკის“ აეროპორტში შეზღუდვები მოხსნა, თუმცა დანარჩენი ორი აეროპორტი თვითმფრინავებს კვლავ შეთანხმების საფუძველზე იღებდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. Astra-ს ცნობით, მოსკოვიდან 56 კილომეტრში, ნარო-ფომინსკის მახლობლად, სამი აფეთქების ხმა გაისმა. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროს დრონების დამახასიათებელი ხმა არ ისმოდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით ისმოდა კალუგის ოლქის მიმართულებითაც. სერგეი სობიანინის განცხადებით, 109 დრონი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, მოსკოვის ოლქის მიმართულებით 613 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. https://www.ghn.ge/news/355869-rusuli-mkharis-gantskhadebit-moskovsa-da-moskovis-olkze-600-ze-meti-dronit-tavdaskhma-gankhortsielda მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე 600-ზე მეტი დრონით თავდასხმა განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/97183156.png 2026-10-29 355869 ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასპინძის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყესთან დაკავშირებული  სერვისების მიღების გამარტივების მიზნით ქვეყნის მასშტაბით ათი ადმინისტრაციული შენობა მოეწყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ადმინისტრაციული შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში, ხოლო სამშენებლო-სარემონტო  სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და ზესტაფონში, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ. „ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში, რეგიონული სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რომლებსაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა“, – აღნიშნა  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა. https://www.ghn.ge/news/355868-aspindzashi-satqeo-ubnis-ganakhlebuli-administratsiuli-shenoba-moetsqo ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/103868864.jpg 2026-10-29 355868 რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის აღდგენაში ჩაერთოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ჩაერთოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლების მცდელობებში. ინფორმაციას ერდოღანის პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. „ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მზად არის, ჩაერთოს ძალისხმევაში, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლებასა და ამ პროცესის ფარგლებში ომის დასრულებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს. ერდოღანის თქმით, „ჩვენ, როგორც მექის ერთობლივი თავდაცვითი ალიანსის წევრები, ყურადღებით ვაკვირდებით ჰორმუზის სრუტესა და იემენში განვითარებულ მოვლენებს და პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას ვცდილობთ“.   https://www.ghn.ge/news/355867-rejef-taif-erdoghanma-donald-tramps-ganutskhada-rom-turketi-mzad-aris-ukrainasa-da-rusets-shoris-diplomatiuri-protsesis-aghdgenashi-chaertos ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის აღდგენაში ჩაერთოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/573032516.png 2026-10-29 355867 სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული - იური უშაკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებების შესახებ კონსულტაციების გამართვის საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „თარიღიც განისაზღვრება. ცხადია, ეს 4 ნოემბრის შემდეგ იქნება“, - განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, შეხვედრის გამართვის საკითხი ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად მდგომარეობაზე. უშაკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მოგვიანებით დაასახელებენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვყავს ძირითადი ჯგუფი, თუმცა, ვფიქრობ, დელეგაციის შემადგენლობა უახლოეს მომავალში განისაზღვრება“, - განაცხადა უშაკოვმა. უშაკოვმა აღნიშნა, რომ კონტაქტები „რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, სწორედ წარმომადგენლების დონეზე“ იგეგმება. მანამდე უშაკოვმა განაცხადა, რომ ევროპული მხარე აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით მომდევნო თვეში დაგეგმილ სამმხრივ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. უშაკოვის მტკიცებით, რუსეთი აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის 4 ნოემბრის შემდეგ. მოლაპარაკებების მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხის განხილვაა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა კრემლის ხელმძღვანელთან ისაუბრეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მოლაპარაკებების ჯგუფების აბუ-დაბიში შეხვედრის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ამასთან, მისი თქმით, ნოემბრის დასაწყისში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ტექნიკური ჯგუფების შეხვედრის გამართვა ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული. ამასთან, მედიის ცნობით, რუსეთმა შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამოყენება ნატო-სგან დათმობების მისაღებად სცადოს. https://www.ghn.ge/news/355866-sammkhrivi-molaparakebebis-gamartvis-sakitkhi-brdzolis-velze-arsebul-vitarebaze-ikneba-damokidebuli-iuri-ushakovi სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1517056886.png 2026-10-29 355866 აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ფლავიუ ბოლსონარუმ თავი ბრაზილიის კანონიერ ლიდერად გამოაცხადა ბრაზილიელმა სენატორმა ფლავიუ ბოლსონარუმ, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა, განაცხადა, რომ ის „კანონიერად არჩეული პრეზიდენტია“. მოგვიანებით მან განცხადება შეცვალა და საკუთარ თავს ბრაზილიის კანონიერი „ლიდერი“ უწოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. აშშ-ში ყოფნისას ბოლსონარუმ თავი ბრაზილიის კანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა და არჩევნების გაყალბებაში თავისი მეტოქე ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ქვეყნის უზენაესი სასამართლო დაადანაშაულა.  ბოლსონარუმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავშესაფრის მიცემისთვის. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ფლავიუ ბოლსონარუმ თავი „არჩეულ პრეზიდენტად“ გამოაცხადა. მოგვიანებით მან ეს ვერსია წაშალა და ახალი წერილით ჩაანაცვლა, რომელშიც განაცხადა, რომ ბრაზილიის კანონიერი „ლიდერია“. „მინდა მივმართო არა მხოლოდ ჩემს 60 მილიონ ამომრჩეველს, არამედ ბრაზილიელ ხალხსაც და ვუთხრა, რომ მე ვარ ლიდერი, ხოლო ის დამნაშავეები, რომლებმაც ბრაზილიაში არჩევნები მოიპარეს, იმ კრიმინალური ორგანიზაციის ნაწილია, რომელმაც ტირანია დაამყარა“, - განაცხადა ბოლსონარუმ. თავის მხრივ, ტრამპმა ბოლსონარუს განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში „ჩარევას არ აპირებს“. ბრაზილიის ფედერალურმა საარჩევნო სასამართლომ, მსოფლიო ლიდერებმა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და თავად ბოლსონარუს პარტიამ ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამარჯვება აღიარეს. ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა. https://www.ghn.ge/news/355865-ashsh-shi-chasvlis-shemdeg-flaviu-bolsonarum-tavi-braziliis-kanonier-liderad-gamoatskhada აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ფლავიუ ბოლსონარუმ თავი ბრაზილიის კანონიერ ლიდერად გამოაცხადა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/879969610.jpg 2026-10-29 355865 ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - პაატა სალია იუსტიციის მინისტრი, "ღამის კურიერის" ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება. იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები ვატო ყიფიანი და სხვები - პაატა სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. "ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული - ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას. მისი თქმით, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მყისიერად დაიწყო გამოძიება. "იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ჩვენებები არსებობდა, რაზეც ახლა დეტალურად არ ვისაუბრებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პროკურატურას გაეგრძელებინა გამოძიება. უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხები კანონით არის დარეგულირებული და ეს ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში განხორციელდა. ვინაიდან გაჟღერებული იყო ბრალდება, რომ ამ ყველაფერში გარკვეული მონაწილეობა ჰქონდა პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს... რა თქმა უნდა, ეს მძიმე ბრალდებაა და უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად იმ პირების სახელს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი. ამას ყველაფერს გამოძიება იტყვის. იმედი მაქვს, რომ მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა საზოგადოების მხრიდან, რომ იგივე სისტემა იძიებს [საქმეს]. გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა პაატა სალიამ. https://www.ghn.ge/news/355864-erti-ram-shemidzlia-dagidasturot-feikrishvili-namdvilad-ar-iqo-marto-sakanshi-paata-salia ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/523691922.jpg 2026-10-29 355864 ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდა შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, საზღვაო დრონები ბერძნულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, დიმიტარ სტოიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს სამი დრონი ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხვდა. ინციდენტი ქალაქ შაბლას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 21 საზღვაო მილის (დაახლოებით 39 კილომეტრის) დაშორებით მოხდა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩაატარეს იმ გემის ეკიპაჟის გადასარჩენად, რომელიც რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა. გემის ეკიპაჟის 18-ვე წევრი ევაკუირებულია. თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შავ ზღვაში საზღვაო დრონების არსებობის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის საზღვაო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავიდან მიიღეს, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში დაფრინავდა. ბულგარეთის რადიოს ცნობით, სატვირთო გემი ისრაელის პორტ ჰაიფიდან მიემართებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. ბოლო კვირების განმავლობაში ბულგარეთის სანაპიროსთან სულ მცირე ექვს სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა.  ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ეს თავდასხმები რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებთან კავშირს უარყოფს. https://www.ghn.ge/news/355863-bulgaretis-sanapirostan-berdznul-satvirto-gemze-sazghvao-dronebit-tavdaskhma-mokhda ბულგარეთის სანაპიროსთან საზღვაო დრონები ბერძნულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/854813019.png 2026-10-29 355863 ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში ნიდერლანდების მეფეს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდერს შეხვდა. „ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერთან შეხვედრისას მოვუყევი ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე, რუსეთის მუდმივი დარტყმების პირობებში, და პარტნიორებთან დიპლომატიურ მუშაობაზე, რომელიც მშვიდობის მიღწევას ემსახურება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტმა მეფეს მხარდაჭერისა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. „ნიდერლანდები უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი და ყველაზე საიმედო პარტნიორია. ვაფასებთ ყველა გაწეულ დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნებული ვართ - ჩვენი ხალხის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/news/355862-volodimir-zelenski-haagashi-niderlandebis-mefes-shekhvda ზელენსკი ჰააგაში ნიდერლანდების მეფეს შეხვდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1031489626.png 2026-10-28 355862 მნიშვნელოვანი ელემენტები შესაძლოა ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს - ალენ ბერსე პარტიების აკრძალვის საქმეზე საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა მართლაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმეზე დასმულო შეკითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. როგორც "რადიო თავისუფლება" აღნიშნავს, 2026 წლის 27 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე ალენ ბერსეს ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, დერბის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა, ნადინ პიტფილდმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთაბ დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა: „ვითარების მონიტორინგისა და დიალოგში ჩართვის გარდა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგას ევროპის საბჭო, რომ საქართველოს უბიძგოს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ“? ბერსეს თქმით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია. „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა - ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ - მართლაც შემაშფოთებელია... ჩვენ ვდგავართ შემზღუდავი კანონმდებლობისა და სამოქალაქო სივრცის შემცირების წინაშე; ასევე, ადგილი აქვს ოპოზიციაზე ზეწოლას...  ეს ყველაფერი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის ვალდებულებებს, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ეკისრება“, –  თქვა ბერსემ. მან ახსენა სტრასბურგის სასამართლო, ოღონდ იმ დათქმით, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავის შესაძლო შედეგს წინასწარ არ აფასებს: „შედეგის წინასწარი შეფასების გარეშე – რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობას ვეფუძნებით, – წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებათა კონვენციას, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას... ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხების მნიშვნელოვანი ელემენტები შესაძლოა ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს.... ჩემი მიზანი არ არის [საკონსტიტუციო] სასამართლოს პოზიციის შერყევა, უბრალოდ, – შედეგის წინასწარ გარეშე, – მმართველ უმრავლესობს მოვუწოდე, დაეცვათ პლურალიზმი... როგორც ყველამ ვიცით, პარტიის დაშლა მოითხოვს მყარ დასაბუთებას, ასევე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას“, – განაცხადა ალენ ბერსემ. https://www.ghn.ge/news/355861-mnishvnelovani-elementebi-shesadzloa-chvens-sasamartloebshi-aghmochndes-alen-berse-partiebis-akrdzalvis-sakmeze მნიშვნელოვანი ელემენტები შესაძლოა ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/109665429.png 2026-10-28 355861 ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ფიფია ავრცელებს. ფონდის დამფუძნებლები ოთარ ფარცხალაძე და ნიკოლოზ კარტოზია არიან. თავმჯდომარე მამუკა ფიფია გახდა. ფიფიას თქმით, ფონდის ინიციატივებს შორის არის: რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის რუსული ენის სწავლისთვის ხელშეწყობა, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა, რელიგიური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ. ფონდის მთავარ მიზნად ფიფია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ხელშეწყობას ასახელებს. ამასთაბ, რუსული სამთავრობო მედია Sputnik-ის ცნობით, „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის პრეზენტაციაზე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერების შესახებ წინადადებებს მოიცავს. დოკუმენტი ითვალისწინებს პუტინისა და საქართველოს მთავრობისთვის მიმართვას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ინიციატივით, მათ შორისაა რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა, რუსული ენის პოპულარიზაცია, ეკლესიაში ღვთისმსახურებისა და მომლოცველობის შესაძლებლობის აღდგენა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. https://www.ghn.ge/news/355859-otar-romanov-fartskhaladzem-da-mamuka-fifiam-rusetshi-sazogadoebrivi-fondi-rusta-da-kartvelta-ertianoba-shekmnes ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/180505519.jpg 2026-10-28 355859 სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას, ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ - არჩილ გორდულაძე გვინდა, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გორდულაძემ ტყუილი უწოდა გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არასწორად იქნა დაკომპლექტებული. ამასთან, აღნიშნა, რომ სარჩელი კონკრეტულ მტკიცებულებებსა და 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით ასაბუთებს ხუთი ოპოზიციური პარტიის მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომლებიც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. „ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული. ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. სინამდვილეში: სარჩელში დეტალურად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე და სარჩელშივე მითითებულ 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით არის დასაბუთებული, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და მათი მიზანი საქართველოს წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო,“ - განაცხადა გორდულაძემ. გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, მოსარჩელე მხარემ, ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა. „ტყუილია, რომ მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მხოლოდ იმის მიხედვით გასაზღვრა, თუ რამდენად აქვთ მათ პოტენციალი გადალახონ საარჩევნო ბარიერი. სინამდვილეში, მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა. რაც შეეხება ასაკრძალი პოლიტიკური პარტიის პოტენციალს გადალახოს საარჩევნო ბარიერი - აღნიშნული ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის დასადგენად, ასაკრძალი პარტიიდან მომდინარე საფრთხე რამდენად რეალურია. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მხარდაჭერის ფაქტორის გათვალისწინება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკაა“, - განაცხადა მან. არჩილ გორდულაძის განმარტებით, „სიცრუეა გვარამიას პარტიის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებაც, რომ არ არსებობს სარჩელში მოხსენიებული ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფუძველი“. „ტყუილია, რომ არცერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ მყისიერ საფრთხეს არ ქმნიან და შესაბამისად არ არსებობს მათი აკრძალვის საფუძველი. სინამდვილეში, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ რომ მყისიერ საფრთხეს ქმნის ანტიკონსტიტუციური ქმედებების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, უშუალოდ ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ან მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან ამ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობა“ უშუალოდ 2012 წლამდე ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება. ამ სადისტურ რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არათუ არ ემიჯნებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, არამედ კოალიციაშიც კი შედიან მათთან ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, მათგან მომდინარე საფრთხე რეალურია,“ - აღნიშნა გორდულაძემ. არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე არაერთი ტყუილი და მანიპულაცია გაავრცელეს. „ტყუილია, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ითხოვდნენ და ამის გამო იკრძალებიან.სინამდვილეში, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან. ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ; ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომელმაც 2003-2012 წლებში ადამიანის წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი შექმნა. ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ამ სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არ ემიჯნებიან და თანამშრომლობენ მასთან; ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტს და უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. https://www.ghn.ge/news/355860-sarchelshi-mititebuli-politikuri-partiebi-ekvsjer-sheetsadnen-khelisuflebis-dzaladobrivi-metodebit-shetsvlas-tquilia-rom-chven-prodasavluri-partiebis-akrdzalvas-vitkhovt-archil-gorduladze სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას, ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ - არჩილ გორდულაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1414693621.jpeg 2026-10-28 355860 გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების დაგეგმვასა და რუმინეთში თავდაცვის საწარმოში ცეცხლის გაჩენის მცდელობის ბრალდებით ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს - მედია გერმანიის პოლიციამ ბელარუსის ორი მოქალაქე გერმანიაში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დივერსიების დაგეგმვასა და რუმინეთში თავდაცვის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Der Spiegel წერს. გამოცემის თანახმად, დაკავებულები რკინიგზის ლიანდაგებისა და ელექტროგადამცემი ხაზის მახლობლად მდებარე ტერიტორიისთვის ცეცხლის გაჩენას გეგმავდნენ. 39 და 50 წლის პირები ოქტომბრის დასაწყისიდან პატიმრობაში იმყოფებიან. პარალელურად, მათ საქმეს რუმინეთის უსაფრთხოების სამსახურებიც იძიებენ. რუმინული მხარის ინფორმაციით, ბელარუსები, სავარაუდოდ, 14 სექტემბრის ღამეს ქალაქ ბრაშოვში მდებარე სამრეწველო პარკისთვის ცეცხლის წაკიდებაში მონაწილეობდნენ. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის საწარმოც მდებარეობს, რომელიც ყუმბარმტყორცნებსა და საბრძოლო მასალებს აწარმოებს. რუმინეთის დაზვერვის მონაცემებით, ბრალდებულები დივერსიულ ქსელში შედიან, რომელსაც მოსკოვი მართავს. გერმანიის მხრიდან გამოძიებას ბავარიის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს სპეციალისტები აწარმოებენ. ბელარუსებს, სხვა ბრალდებებთან ერთად, დივერსიის მიზნით აგენტურ საქმიანობასა და ცეცხლის წაკიდების მიზნით შეთქმულებას ედავებიან. ბრაშოვში საწარმოზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, ბავარიაში დაკავებული ბელარუსების მიმართ ბუქარესტის სასამართლოს მიერ გაცემული ევროპული დაკავების ორდერებიც მოქმედებს. ორშაბათს პოლონეთში კიდევ ერთი პირი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბრაშოვში ცეცხლის გაჩენის მცდელობაში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა 26 ოქტომბერს დივერსიული ქსელის გამოვლენის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, ქსელი რუსეთიდან იმართებოდა და 14 სექტემბერს ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ Carfil-ის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მცდელობასთან იყო დაკავშირებული. 27 ოქტომბერს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუქარესტში რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა Carfil-ის საწარმოზე დივერსიის მცდელობის შესახებ განმარტებები მიეღო. რუმინული მხარის მტკიცებით, ამ ინციდენტის უკან რუსეთიდან მართული ქსელი იდგა. https://www.ghn.ge/news/355858-germaniashi-rusetis-sasargeblod-diversiebis-dagegmvasa-da-ruminetshi-tavdatsvis-satsarmoshi-tsetskhlis-gachenis-mtsdelobis-braldebit-belarusis-ori-mokalake-daakaves-media გერმანიაში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დივერსიების დაგეგმვასა და რუმინეთში თავდაცვის საწარმოში ცეცხლის გაჩენის მცდელობის ბრალდებით ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1595892471.png 2026-10-28 355858 ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში 10 ნოემბრამდე შედგება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში 10 ნოემბრამდე შედგება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან ერთად მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება გრძელდება და კიევი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია მოლაპარაკებების გამართვას ხელს არ შეუშლის. „გრძელდება აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა 10 ნოემბრამდე გაიმართება და ძალიან გვინდა, რომ ამას ხელი არ შეუშალოს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის პროცესებმა, რომლებზეც ახლა ბევრს საუბრობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, ასეთი ტექნიკური შეხვედრა რამდენიმე გაიმართოს. ზელენსკის განმარტებით, დღის წესრიგშია ენერგეტიკის სფეროში ცეცხლის შეწყვეტა, ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. „საკითხები ბევრია და ისინი მხოლოდ ტერიტორიებს არ ეხება. მზად ვართ, ტერიტორიული საკითხიც განვიხილოთ, თუმცა მხოლოდ ლიდერების დონეზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/355857-vimedovnebt-rom-ashsh-sa-da-rusettan-sammkhrivi-shekhvedra-abu-dabishi-10-noembramde-shedgeba-volodimir-zelenski იმედოვნებს, რომ აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში 10 ნოემბრამდე შედგება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1255998667.png 2026-10-28 355857 ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ - ალექსანდერ კვაშნევსკი პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარემ ალექსანდერ კვაშნევსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. კვაშნევსკის განცხადებით, შეხვედრა საინტერესო იყო და მასზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო. „ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკიმ. მისივე თქმით, კომისიის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წარმოების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაც, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა. კვაშნევსკის განცხადებით, კომისიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში ოჯახური კავშირებისა და განათლების მნიშვნელობაზე. კვაშნევსკის შეფასებით, ეს საკითხისადმი მნიშვნელოვანი და საქმიანი მიდგომაა. ალექსანდერ კვაშნევსკისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს https://www.ghn.ge/news/355856-chven-shtabechdilebis-kvesh-vart-sakartvelos-prezidentis-tsodnita-da-gatvittsnobierebuli-damokidebulebit-narkopolitikis-problemis-mimart-aleksander-kvashnevski ალექსანდერ კვაშნევსკი: ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ 1 message პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1916687728.jpeg 2026-10-28 355856 700-დღიანი გამძლეობისა და არდათმობის შემდეგ რეჟიმი საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავს - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 700-დღიანი პროტესტი ქართული საზოგადოების გამძლეობისა და სიმტკიცის მაჩვენებელია, მმართველი რეჟიმი კი ძალასა და შინაგან ენერგიას კარგავს. „700 დღე - ეს არ არის პატარა მიღწევა, ეს არ არის უმნიშვნელო, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საზოგადოება. [...] ეს არის 700 დღე გამძლეობის, შემართების, 700 არდათმობის დღე და ეს არის ის, რაც აგიჟებს დღევანდელ რეჟიმს, რომ აღარ იცის, რანაირად, როგორ დაასრულებს ამას, როგორ შეასუსტებს, რადგან ვერ ახერხებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, პროტესტის ფონზე საზოგადოების სხვადასხვა წრეში მხარდაჭერა იზრდება, პარალელურად კი მმართველი ძალის მიმართ უკმაყოფილებაც მატულობს. „საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს. არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან, რა ელით. [...] ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რაც ხდება, როცა რეჟიმი უკვე კარგავს თავის ყველა ძალას, შინაგან ენერგიას და გავიდა 700 დღე და უკვე ვეღარ ხედავს თავის მომავალს“, — აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/355854-700-dghiani-gamdzleobisa-da-ardatmobis-shemdeg-rezhimi-sakutar-momavals-veghar-khedavs-salome-zurabishvili სალომე ზურაბიშვილი: 700-დღიანი გამძლეობისა და არდათმობის შემდეგ რეჟიმი საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1779285525.png 2026-10-28 355854 ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იეტენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს მოიცავს, რათა უკრაინამ ზამთრის მოახლოებისას რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიება შეძლოს. „დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი ევროა. ის, კერძოდ, მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც რუსეთის განუწყვეტელი საჰაერო თავდასხმებისგან თავდასაცავად არის განკუთვნილი. ეს დახმარება ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან რეალობა ისაა, რომ რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გააძლიერა“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. იეტენის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ამ ტერორის შეწყვეტისთვის მზად არის. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, ზამთრის მოახლოების ფონზე კიევის მხარდაჭერა გააძლიერონ. უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურს გამოცხადებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარება. „ეს მართლაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად. ჩვენ აღჭურვილობის დეფიციტი გვაქვს: ამჟამად გვაქვს რაკეტები, მათ შორის ანტირაკეტები, რომლებითაც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეგვიძლია. ამ ომში რუსეთი მთავარ აქცენტს სწორედ ბალისტიკურ რაკეტებზე აკეთებს, განსაკუთრებით ზამთრის წინ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აქვთ საჭირო რესურსები, რომლებითაც უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმებთან გამკლავებაში დაეხმარებიან. მან მოკავშირეებს მოუწოდა, საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება არ გადადონ. https://www.ghn.ge/news/355853-niderlandebi-ukrainas-500-milioni-evros-odenobis-samkhedro-dakhmarebis-pakets-gadastsems ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2046762551.png 2026-10-28 355853 დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ - ნიკა გვარამია "დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ" - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. გვარამიას თქმით,  ახლა "გამრუდებული რეალობის წინაშე ვდგავართ“, რადგან აღნიშნული სარჩელით უნდა აიკრძალოს ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც დამოუკიდებლობის აქტზეა ხელმომწერი, ხოლო აკრძალვის შესახებ სარჩელის ხელმომწერია ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება გადააგდო. "მომავალში აუცილებლად იტყვიან, რომ დღეს, 36 წლის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი სრულიად ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით ამოვედით. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების, ევროინტეგრაციის, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც. დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან იარაღით, ამ სარჩელს აწერს ხელს. ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით," ქართული ოცნება" ცდილობს შერჩევითობის პრინციპით აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. "თუ ჩემზე ხდება ამის გამოყენება, მაშინ მასზეც უნდა მოხდეს...  ამ შემთვევაში ვასაბუთებ შერჩევითობას, რომ ხელისუფლება იყენებს მის ხელთარსებულ უფლებამოსილებას იმ ქმედებებისთვის, რასაც თავად სჩადის, დასაჯოს სხვა. ამის დასაბუთებას ვცდილობ. თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ ამიხსენით, რა არის მნიშვნელოვანი."- განაცხადა გვარამიამ.  https://www.ghn.ge/news/355851-dghes-zviad-gamsakhurdias-monapovars-vmarkhavt-nika-gvaramia ნიკა გვარამია - დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/801538964.jpg 2026-10-28 355851 გუშინ ანი წითლიძემ „ქოცები“ და მათი სარჩელი მიწასთან გაასწორა, მას რომ ეს შეეძლო, მოულოდნელი არაა, მაგრამ გამიკვირდა იმ ადამიანების, ვინც აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს - რაქვიაშვილი გუშინ ანი წითლიძემ „ქოცები“ და მათი სარჩელი მიწასთან გაასწორა. მას რომ ეს შეეძლო, მოულოდნელი არაა, მაგრამ გამიკვირდა იმ ადამიანების, ვინც ასე აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, ზოგადად, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარლამენტი სკამი და ხელფასი არ არის, ეს არის ყოველდღიური შესაძლებლობა, ოპონენტებს პირდაპირ უთხრა ის, რაც სათქმელია. „ხოლო პოლიტიკა ზუსტად რომ სიტყვით დაპირისპირებაა და პოლიტიკა რომ ცოცხალი იყოს, ამისთვის სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი დაპირისპირება არის შესაძლებელი. ჰოდა, თუ ეს გამოსვლა ცუდია „ქართული ოცნებისთვის“, მაშინ ათობით და ასობით ასეთი გამოსვლა ხომ მთლად საშიში გახდებოდა ხელისუფლებისთვის? ახლა ამ გამოსვლას, როგორც არ უნდა ატრიალო, ცოტა ადამიანი ნახავს და პროპაგანდა მას მაინც გაუმკლავდება, მაგრამ ათობით ასეთი და უკეთესი გამოსვლები რომ ყოფილიყო პარლამენტში ყოველკვირეულად, მაშინ „ოცნებას“ დიდი პრობლემა შეექმნებოდა. ასე რომ, ოპოზიციის პრობლემები არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, ეს ასევე იმ უგუნურობის დამსახურებაა, რომლის შედეგად ხალხმა: – „ბოიკოტი“ კარგ ამბად მიიჩნია; – პოლიტიკოსებს პოლიტიკის კეთება აუკრძალა და მერე იმას გაჰყვირის, რომ „პოლიტიკა მოკვდა“; – და პარლამენტში უმეტესწილად ისეთი ადამიანები აირჩია, რომელთაგან არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე ხეირიანის თქმის უნარი გააჩნია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ამ უგუნურობის გავრცელებაში ანის პარტიას დიდი წვლილი ეკუთვნის. არადა, ხალხს აშკარად პოლიტიკა სწყურია. მას პოლიტიკოსების პოლიტიკური დაპირისპირება მოსწონს და არა ის მარაზმი, რომელიც, მაგალითად, მედიაში ხდება, როცა პოლიტიკურ გადაცემებში პოლიტიკოსები მარტო თუ სხედან, ხოლო ეთერი გავსებულია იმ ხალხით, ვისაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა – აქტივისტები, პატიმრების ახლობლები თუ ჟურნალისტები (ამ უკანასკნელებს საერთოდ რა ესაქმებათ, ერთმანეთთან რესპონდენტებად რომ დადიან, ხომ საერთოდ არ მესმის). ჰოდა, დროა, მარტივი ჭეშმარიტებები გავიაზროთ და შეცდომები არ გავიმეოროთ. პოლიტიკა სიტყვით დაპირისპირებაა და არა სადღეგრძელოების ეთერში თქმა. პოლიტიკოსები უნდა დებატობდნენ პარლამენტში და ეთერებში. რადგან როცა და/თუ ლაპარაკი ჩერდება, იწყება ჩხუბი: ამიტომ „პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები“ ნიშნავს, რომ: ა) ან რევოლუციას აწყობ და ლაპარაკის დრო არ გაქვს; ბ) ან ხელისუფლების მხარეს ხარ და ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ; გ) ან არაფერი გესმის პოლიტიკისა. ვინ ვინაა, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი. https://www.ghn.ge/news/355855-gushin-ani-tsitlidzem-kotsebi-da-mati-sarcheli-mitsastan-gaastsora-mas-rom-es-sheedzlo-moulodneli-araa-magram-gamikvirda-im-adamianebis-vints-aghtatsebit-avrtselebdnen-mis-videos-da-amastan-mkhars-ucheren-parlamentis-boikots-rakviashvili გუშინ ანი წითლიძემ „ქოცები“ და მათი სარჩელი მიწასთან გაასწორა, მას რომ ეს შეეძლო, მოულოდნელი არაა, მაგრამ გამიკვირდა იმ ადამიანების, ვინც აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს - ალექსანდრე რაქვიაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1953591873.jpg 2026-10-28 355855 ომის დასრულების შემდეგაც რუსული გაზის იმპორტის განახლებას არ ვაპირებთ - ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერი ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგაც ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის განახლებას არ გეგმავს, რადგან რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე უარი ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობით არის გამყარებული. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა ევროკავშირის ცალკე საკანონმდებლო აქტით არის გათვალისწინებული და სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე დამოკიდებული არ არის. „ჩვენ გვაქვს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, განვაახლოთ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის, კერძოდ, გაზის იმპორტი“, - განაცხადა პინიომ. მისი თქმით, ევროპამ მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულების გამოცდილებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. „იმის მიუხედავად, ომი გრძელდება თუ არა, ჩვენ გავაცნობიერეთ, რა ფასი აქვს რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულებას და ეს ფასი უკვე გადავიხადეთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა. https://www.ghn.ge/news/355850-omis-dasrulebis-shemdegats-rusuli-gazis-importis-ganakhlebas-ar-vapirebt-evrokomisiis-mtavari-presspikeri ევროკომისია: ომის დასრულების შემდეგაც რუსული გაზის იმპორტის განახლებას არ ვაპირებთ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/551052434.jpg 2026-10-28 355850 ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის ცნობით პრემიერ-მინისტრ რობ იეტენს შეხვდება. "უკრაინის გუნდთან ერთად ნიდერლანდებში ჩავედი, სადაც პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან შეხვედრას გავმართავ. ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებასა და უკრაინის დაცვის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. განვიხილავთ თავდაცვისა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერის ახალ ნაბიჯებს. დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინული და ნიდერლანდური ბიზნესის წარმომადგენლებთან. ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდრესაც შევხვდები. მადლიერი ვარ, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინას და სიცოცხლის დაცვას ემხრობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - წერს ზელენსკი. https://www.ghn.ge/news/355849-volodimir-zelenski-niderlandebshi-chavida ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1630468359.jpg 2026-10-28 355849 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 11,9 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან სატელეფონო საუბარი გამართა და ლონდონის მხრიდან დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ლონდონმა დამატებით 10 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (11,9 მილიარდ ევრო) გამოყოფის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. „დღეს დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საერთო მოცულობა 10 მილიარდი ფუნტი სტერლინგია: 7 მილიარდი ფუნტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკურ დახმარებას მოხმარდება, კიდევ 3 მილიარდი ფუნტი კი ბრიტანეთის საექსპორტო მხარდაჭერას ითვალისწინებს, ძირითადად, აუცილებელი შეიარაღების მიწოდებისთვის, რაც ჩვენი მოქალაქეების დაცვას გააძლიერებს. ეს ემატება იმ ყოველწლიურ დახმარებას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას უკვე უწევს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დახმარების ახალი პაკეტი „ძალიან დროულ ნაბიჯად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ რუსეთს უნდა დაანახოს, რომ უკრაინა მარტო არ დარჩება. „უკრაინის გაძლიერებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი რუსეთს აახლოებს იმის გაცნობიერებასთან, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს“, - დასძინა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/news/355848-didi-britaneti-ukrainas-damatebit-119-miliardi-evros-dakhmarebas-gamouqofs-volodimir-zelenski ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 11,9 მილიარდ ევროს გამოყოფს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/718553619.png 2026-10-28 355848 წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფების მატება იგეგმება, დიფერენცირებული ტარიფის მთავარი ფარული არსი გაზის გაძვირების უფრო მისაღები ფორმით წარდგენაა - რომან გოცირიძე როგორც ჩანს, წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფების მატება იგეგმება. პარალელურად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომელიც გაზის ტარიფის მოხმარების მოცულობის მიხედვით დიფერენცირების საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "გაზის დიფერენცირებული ტარიფი-სოციალური ზრუნვა თუ გაძვირების უფრო უმტკივნეულო მექანიზმი? როგორც ჩანს, წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფების მატება იგეგმება. პარალელურად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომელიც გაზის ტარიფის მოხმარების მოცულობის მიხედვით დიფერენცირების საშუალებას იძლევა. ოფიციალური არგუმენტი სოციალურ ინტერესებზე ზრუნვა და ენერგიის რაციონალური მოხმარების წახალისებაა. თუმცა, მთავარი კითხვა ასეთია: ეს ცვლილება მოსახლეობის დასაცავად კეთდება თუ გაზის გაძვირების შედარებით უმტკივნეულო ფორმაა? თითქმის 30 წელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ფასი მოხმარების მოცულობაზეა დამოკიდებული. რატომ გახდა ამ სისტემის შეცვლა აუცილებელი სწორედ ახლა, როცა ტარიფების გადახედვის დრო ახლოვდება? როგორ ასაბუთებენ ხელისუფლებაში ამ ცვლილების დადებით მახარეს? -მცირე რაოდენობით გაზის მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის დაწესებას სოციალური შეღავათის სახით წარმოაჩენენ; -მაღალი მოხმარებისთვის უფრო მაღალი ტარიფი შესაძლოა ენერგიის დაზოგვის სტიმული გახდეს; -დიფერენცირებულმა ტარიფმა შეიძლება ხელი შეუწყოს რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას. თუმცა, ეს შესაძლო სარგებელი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სატარიფო ცვლილებები მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაძვირდება ყველასთვის, ოღონდ განსხვავებულად. დიფერენცირებული ტარიფის მთავარი ფარული არსი გაზის გაძვირების უფრო მისაღები ფორმით წარდგენაა. გაზი მოსახლეობის ყველა კატეგორიას გაუძვირდება, უბრალოდ, სხვადასხვა მომხმარებლისთვის ზრდა განსხვავებული იქნება. დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შედარებით ნაკლები ზრდა შეიძლება შეღავათად წარმოჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გადასახადი შეუმცირდებათ ან არსებული ხარჯი შეუნარჩუნდებათ. აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნების ხარჯი სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება-ამ ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებმა უნდა იკისრონ. ანუ ერთი ჯგუფისთვის შეღავათის შექმნა მეორე ჯგუფისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთად იქცევა. ამასთან, დაბალი მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს დაბალ შემოსავალს, ისევე როგორც მაღალი მოხმარება-მაღალ შემოსავალს. გაზის საჭიროება დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, საცხოვრებლის ფართობზე, სახლის თბოიზოლაციაზე( განსაკუთრებით სოფლად), გათბობის სისტემასა და კლიმატურ( მათ შორის სეზონურ) პირობებზე. შესაძლოა, მრავალშვილიან ოჯახს ან დიდ, ცუდად იზოლირებულ სახლში მცხოვრებ ადამიანს გაზის მეტი მოხმარება ჰქონდეს არა ფუფუნების, არამედ აუცილებლობის გამო. ვინ უნდა დააფინანსოს სოციალური შეღავათი? თუ დაბალშემოსავლიანი ოჯახების დახმარება მართლაც აუცილებელია, ამისთვის სახელმწიფოს მიზნობრივი სოციალური პროგრამები აქვს და უნდა იყენებდეს კიდეც. სოციალური შეღავათი სახელმწიფოს მიზნობრივი მხარდაჭერით უნდა ფინანსდებოდეს და არა ტარიფების ისეთი დიფერენცირებით, რომლის შედეგადაც ერთი ჯგუფის ხარჯი სხვა მომხმარებლებს ეკისრებათ. სოციალური პოლიტიკა ტარიფების დაყოფით არ უნდა ჩანაცვლდეს. თუ მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა, დახმარება მათ რეალურ საჭიროებებსა და შემოსავალს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ მოხმარებული გაზის მოცულობას. კიდევ ერთი სერიოზული საკითხი-ბიზნესისთვის გაზის შესაძლო გაძვირება. აქამდე გაზის კომპანიები ყოველთვის ბიზნესის ხარჯზე აბალანსებდნენ შემოსავლებს. ოჯახებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნება ბიზნესისთვის უფრო მაღალი ტარიფის დაწესებით ფინანსდებოდა. ასეთი მიდგომა პრობლემას არა თუ ვერ აგვარებს, არამედ ართულებს კიდევაც. ბიზნესს გაზრდილი ხარჯი პროდუქციისა და მომსახურების ფასებში გადააქვს, რის გადახდაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობას უწევს. შედეგად, ოჯახებს შეიძლება ერთ მხარეს თითქოს შეღავათი ეძლევათ, მეორე მხარეს კი ფასების ზრდით იგივე ტვირთი უბრუნდებათ. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მოსახლეობას გაზის გარდაუვალ გაძვირებას დიფერენცირებული ტარიფის სახელით უფრო მარტივად შეაგუებენ. ერთი შეხედვით, ხელისუფლება თითქოს დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებზე ზრუნავს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს რეალურ შეღავათს. თუ საბოლოოდ ყველა ოჯახი მეტს გადაიხდის, ბიზნესის ხარჯები კი ფასების ზრდით ისევ მომხმარებლებს დაუბრუნდება, მაშინ საკითხავია, ვის იცავს ეს მოდელი და ვის აკისრებს მის საფასურს. სოციალური ზრუნვა ტარიფების რაოდენობით არ იზომება. ის იმით იზომება, რეალურად რამდენად უმსუბუქდება ადამიანს ცხოვრების ხარჯი", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. https://www.ghn.ge/news/355847-tslis-bolos-saqofatskhovrebo-gazis-tarifebis-mateba-igegmeba-diferentsirebuli-tarifis-mtavari-faruli-arsi-gazis-gadzvirebis-ufro-misaghebi-formit-tsardgenaa-roman-gotsiridze როგორც ჩანს, წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფების მატება იგეგმება, დიფერენცირებული ტარიფის მთავარი ფარული არსი გაზის გაძვირების უფრო მისაღები ფორმით წარდგენაა - რომან გოცირიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/658032840.jpeg 2026-10-28 355847 ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა ესპანეთის ტოლედოს პროვინციაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. მათგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ესპანურ გამოცემა El País იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაზიანებულ ვაგონებში ადამიანები არიან ჩარჩენილი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამხედრო დანაყოფის 100-მდე თანამშრომელი მუშაობს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც. შემთხვევის ადგილზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გაემგზავრა. ოთხშაბათს დილით, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მატარებელში 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამო მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. მადრიდის ატოჩას სადგურსა და სევილიაში მგზავრთა ოჯახის წევრებისთვის დახმარების ცენტრები გაიხსნა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობაზე რეაგირებისას დაშვებული ადამიანური შეცდომა სახელდება. https://www.ghn.ge/news/355846-espanetshi-sarkinigzo-katastrofis-shedegad-daghupulta-raodenoba-64-mde-gaizarda ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1406239530.png 2026-10-28 355846