უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდერს შეხვდა.
„ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერთან შეხვედრისას მოვუყევი ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე, რუსეთის მუდმივი დარტყმების პირობებში, და პარტნიორებთან დიპლომატიურ მუშაობაზე, რომელიც მშვიდობის მიღწევას ემსახურება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა მეფეს მხარდაჭერისა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნიდერლანდები უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი და ყველაზე საიმედო პარტნიორია. ვაფასებთ ყველა გაწეულ დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნებული ვართ - ჩვენი ხალხის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.