რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.
კამპანია ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს და 13–14–15 დეკემბერს ერთდროულად გაიმართება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში.