ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის განცხადებით, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოზე ზეწოლა არავის მოუხდენია. როგორც მიტროპოლიტი ვახტანგი ამბობს, აღნიშნული საკითხის განხილვა შეჩერდა და მას შემდეგ სინოდი მის განხილვას არ დაბრუნებია.
"ჩემი თვალსაზრისით, უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი ეკუთვნის. იმიტომ, რომ კიევიდან განათლდა მთელი რუსეთიც და სლავური რასაც. კარგია, რომ მსოფლიო პატრიარქმა ის აღიარა", - აცხადებს მიტროპოლიტი.
ამასთან, მეუფე ვახტანგის თქმით, კარგია, რომ პატრიარქი შიო III მოსკოვში არ გაემგზავრა რუსეთის პატრიარქ კირილის დაბადების დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
"კარგია, რომ მისი უწმინდესობა არ გამგზავრებულა, კარგი ტონია და ვფიქრობ, რომ მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს რაროგორ იქნება, იმიტომ, რომ მართლაც არეულია მსოფლიო და ვინ რას აკეთებს, თავისუფლად მოქმედების ზონაში არიან", - თქვა მიტროპოლიტმა.