დღეს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად, ქართველ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად, ქართველ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათი ახლობლები ციხეში არიან გამოკეტილი, აწამებენ და სჯიან იმის გამო, რომ ევროპულ მომავალზე ოცნებობენ.
მათი გულისტკივილით ნათქვამი თხოვნაა: „გთხოვთ, არ მიგვატოვოთ“.
ევროპამ ამ ყველაფერზე თვალი არ უნდა დახუჭოს. სანქციები ახლავე უნდა დაწესდეს!" - წერს ევროპარლამენტარი.