საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დაიხურა.
მეორე ტური არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო - ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.