კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი მოლაპარაკებები გამართა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა სავაჭრო შეთანხმების მიღწევისკენ წინსვლას განაგრძობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ამის შესახებ Reuters წერს.
კარნი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ფილიპინებში იმყოფებოდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერებს ხვდებოდა, ასევე აცხადებს, რომ კანადა ნატო-ს არ დატოვებს.
მისი თქმით, თავისუფალი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას თავად ევროპა და ნატო განსაზღვრავენ და არა რუსეთი.
ცნობისათვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა დააჩქარებს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მილსადენის პროექტის დამტკიცების პროცესს. მილსადენმა, რომელიც კანადის დასავლეთ სანაპირომდე უნდა მივიდეს, შესაძლოა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს წელიწადში 20 მილიარდ კანადურ დოლარზე (14 მილიარდ აშშ დოლარზე) მეტი შემატოს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან კანადიდან იმპორტირებულ ყველა მსუბუქ და სატვირთო ავტომობილზე, ავტონაწილებსა და ფოლადზე საბაჟო ტარიფებს 50%-მდე გაზრდიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც აგვისტოში კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.