GHN RSS Feed https://www.ghn.ge/index.php ევროკავშირს და პარტნიორ ქვეყნებს მოვუწოდებთ, დაუწესდეს "ქართული ოცნების" რეჟიმის პასუხისმგებელ ლიდერებს მიზნობრივი სანქციები - ALDE პარტია ALDE-მ საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი გმობს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საქართველოს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მშვიდობიანი პროტესტის ხელყოფა და სოციალურ ქსელებში გამოთქმული კრიტიკისთვის მოქალაქეების დასჯა. ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციაში ხაზგასმით არის დაგმობილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, ონლაინ კრიტიკის გამო მოქალაქეების დასჯა და ძალადობაში მხილებული პირების დაუსჯელობა. „უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ALDE-ს პარტიაში საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზე. “ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო და უფრო ამკრძალავი და რეპრესიული ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ძალიან შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური ლიდერებისადმი მოპყრობის გამო. ეს უსამართლოა და ევროკავშირს მოვუწოდებთ, რომ უფრო გამბედავად იმოქმედონ - “ქართული ოცნების” რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა, მაგრამ ასევე სავიზო შეზღუდვები", - განაცხადა ALDE პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356669-evrokavshirs-da-partnior-kveqnebs-movutsodebt-dautsesdes-kartuli-otsnebis-rezhimis-pasukhismgebel-liderebs-miznobrivi-sanktsiebi-alde ევროკავშირს მოვუწოდებთ, უფრო გამბედავად იმოქმედონ: რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა და სავიზო შეზღუდვები პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1983891943.jpg 2026-11-14 356669 თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს ვართ - ნიკოლ ფაშინიანი სომხეთი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრების სრულად გახსნის საბოლოო ეტაპთან ძალიან ახლოს არიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც სააგენტო „არმენპრესი“ წერს, ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში ბოლო წლებში მიღწეულ ხელშესახებ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირებიც ვითარდება. მისი თქმით, თურქეთმა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის საკუთარი გზები გახსნა, თუმცა ტვირთები ჯერ კიდევ არა უშუალოდ სახმელეთო საზღვრის, არამედ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდება. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში თურქეთთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას მივაღწევთ“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა ასევე გაიხსენა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორი დღის წინ გამართული შეხვედრა და მას პოზიტიური უწოდა. „ჩვენ ორივემ აღვნიშნეთ, რომ პროგრესს მივაღწიეთ და ბოლო ნაბიჯთან ძალიან ახლოს ვართ - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან“, - განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, ხოლო ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. https://www.ghn.ge/index.php/news/356668-turkettan-diplomatiuri-urtiertobebis-damqarebasa-da-sazghvrebis-srulad-gakhsnastan-dzalian-akhlos-vart-nikol-fashiniani ფაშინიანი: სომხეთი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს არიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/592721055.png 2026-11-14 356668 საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356667-saakhaltslo-iluminatsiebis-montazhis-gamo-ketevan-dedoflis-gamzirze-transportis-modzraoba-droebit-sheizghudeba საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1380191099.jpg 2026-11-14 356667 რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე – თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება. „შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. შეზღუდვის დროს ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები – N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ. აგრეთვე, მიკროავტობუსები – N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356666-rustavelis-gamzirze-sareabilitatsio-samushaoebis-gamo-ramdenime-monakvetze-saavtomobilo-modzraoba-sheizghudeba რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/29358373.jpg 2026-11-14 356666 გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 10 000 ლარიან გირაოს პატარიძის და ფირცხალავას მიმართ პროკურატურა ითხოვდა, ბრალდებულების დაცვის ხმარემ კი 3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.  დღვანდელ სხდომაზე განსასჯელის სკამზე მჯდომ პატარიძეს და ფირცხალავას სიტყვა არ უთქვამთ.  დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. https://www.ghn.ge/index.php/news/356665-giorgi-pataridzesa-da-ramaz-firtskhalavas-aghkvetis-ghonisdziebis-sakhit-10-000-10-000-lariani-girao-sheefardat დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/385097174.jpg 2026-11-14 356665 რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატო-მ თავისი ძალები იმ პოზიციებზე გაიყვანოს, რომლებსაც ალიანსი 1997 წელს იკავებდა, აჩვენებს, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას რეალურად არ ცდილობს - რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შემდგომ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს. მისი შეფასებით, კრემლის მოთხოვნა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი საზღვრებიდან სამხედრო ძალები გაიყვანონ, აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას რეალურად არ ცდილობს. ამის შესახებ კოტონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. სენატორმა აბსურდული უწოდა რუსეთის მოთხოვნას, რომ ნატო-ს ქვეყნებმა საკუთარი ტერიტორიიდან და საზღვრებიდან სამხედრო ძალები გაიყვანონ. „პუტინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევას სერიოზულად არ განიხილავს. ამ ეტაპზე შემდგომი მოლაპარაკებები ფარსია“, -- განაცხადა კოტონმა. მისი აზრით, პუტინი ომის შეჩერებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როდესაც გააცნობიერებს, რომ გამარჯვებას ვერ შეძლებს. სენატორის განცხადება რუსეთის იმ მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც მოსკოვმა უკრაინაში ომის დასრულების პირობად წამოაყენა და რომლებიც, მათ შორის, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ყოფნის შემცირებას ითვალისწინებს. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ მას ეს დაუმტკიცოს“, - დასძინა კოტონმა. სენატორმა კომენტარი გააკეთა გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთმა კვლავ წამოაყენა მოთხოვნა, რომ ნატო-მ თავისი სამხედრო ძალები იმ პოზიციებზე გაიყვანოს, რომლებსაც ალიანსი 1997 წელს იკავებდა. ეს მოთხოვნა თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს მოსკოვის პოზიციას, რომელიც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი თვით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, გაახმოვანა. მაშინ რუსეთი ნატო-სგან აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ყოფნის შემცირებას და ალიანსის გაფართოების შეზღუდვას მოითხოვდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356664-rusetis-motkhovna-rom-nato-m-tavisi-dzalebi-im-pozitsiebze-gaiqvanos-romlebsats-aliansi-1997-tsels-ikavebda-achvenebs-rom-putini-samshvidobo-shetankhmebis-mightsevas-realurad-ar-tsdilobs-respublikeli-senatori-tom-kotoni რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატო-მ თავისი ძალები იმ პოზიციებზე გაიყვანოს, რომლებსაც ალიანსი 1997 წელს იკავებდა, აჩვენებს, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას რეალურად არ ცდილობს - რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1213761949.png 2026-11-14 356664 უკრაინამ სამარის ოლქში ნავთობის ობიექტსა და ლიპეცკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა - გენშტაბი უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობის სატუმბ სადგურ „სამარასა“ და ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ლიპეცკ-2“-ს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენერალური შტაბის ცნობით, სამარის ოლქში, დასახლება პროსვეტთან ახლოს მდებარე ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარას“ ტერიტორიაზე დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ნავთობის რამდენიმე რეზერვუარს გაუჩნდა. უწყების განმარტებით, სადგურს მაგისტრალური ნავთობსადენებით ნავთობი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის თათრეთიდან და დასავლეთ ციმბირიდან მიეწოდება. ობიექტზე სხვადასხვა საბადოდან მიღებულ ნავთობს ერთმანეთში ურევენ, რის შედეგადაც საექსპორტო მარკის - Urals-ის ნავთობს იღებენ. გენერალური შტაბის ინფორმაციით, Urals რუსეთის ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მის წილზე რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი მოდის. უკრაინის სამხედრო უწყებამ ასევე დაადასტურა ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ლიპეცკ-2“-ზე განხორციელებული დარტყმის შედეგები. გენერალური შტაბის ცნობით, აეროდრომის ტერიტორიაზე დაზიანდა სპეციალური ტექნიკის შესანახი ანგარი, რომელიც თვითმფრინავების მომსახურებისთვის გამოიყენება, საავიაციო საწვავის რეზერვუარი და აეროდრომის ცენტრალური სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტი. დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი და სამხედრო ობიექტებზე ოპერაციის შედეგები ზუსტდება. https://www.ghn.ge/index.php/news/356663-ukrainam-samaris-olkshi-navtobis-obiektsa-da-lipetskis-samkhedro-aerodroms-daartqa-genshtabi უკრაინამ სამარის ოლქში ნავთობის ობიექტსა და ლიპეცკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა — გენერალური შტაბი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1047578050.png 2026-11-14 356663 ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს, რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? თქვენ თავს გაეცით პასუხი, ეგებ, მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ, როგორიც იპოვა მანანა კობახიძემ - ელენე ხოშტარია მოსამართლეებს მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს - ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ? - ასე მიმართავს საპატიმროდან „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ ქართული ოცნების“ სარჩელს იხილავენ. ელენე ხოშტარიას მიმართვას მისი პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ძალიან უჭირს იმის ყურება, თუ „რა სიმსუბუქით ამბობენ მოსამართლეები ტყუილს“. „რადგან არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად ვიყო იქ, ბათუმში, სადაც მართლა ისტორიული პროცესი მიდის, მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მოისმინოთ ჩემი ეს მიმართვა: ამდენი დღეა გაკვირდებით, გაკვირდებით ძალიან დიდი ყურადღებით. ვაკვირდებით თქვენს სიტყვას, ინტონაციას, მიმიკებს, ზოგადად როგორ მიგყავთ ეს პროცესი, როგორ... ამ ყველაფერს და გული მიკვდება, ოღონდ, გული მიკვდება იმაზე კია არა, რომ პარტიებს აკრძალავთ ან დანაშაულს ჩაიდენთ, იმაზე კი არ მიკვდება გული, რომ თქვენ დავალებას ასრულებთ, სამწუხაროდ, ამას უკვე შეგუებული ვარ, ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს. ტყუილის თქმის ეს სიმსუბუქე, თამაშის ეს მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის. თქვენ თავს გაეცით პასუხი, მე არ მჭირდება პასუხები. თქვენ გაეცით თქვენ თავს, თქვენ ახლობლებს, თქვენ შვილებს და ოჯახის წევრებს. შეწუხებული სახით, ძალით დაღვრემილი სახით, რომ იძახით „ქვის სროლა და „მოლოტოვის“ სროლა, განა გაგებულა? ეს ძალადობა არ არის?“, ამას, რომ იძახით, ძალიან დიდი ბოდიში, ასე რომ შეწუხებულხართ, თქვენ, წლების განმავლობაში, ჩვენი ასი ათასი მოქალაქის ფონზე, რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ჯერ ამ კითხვას მინდა გასცეთ პასუხი. რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ერთი თითი გეყოფათ ამის ჩამოსათვლელად. მეორე მხრივ, რაები დაინახეთ, ახლავე მოგახსენებთ, ოღონდ, დაინახეთ და არ გინდათ, რომ აღიაროთ. ან ქვის სროლაზე რომ ლაპარაკობთ, „ქვის სროლა კარგია, თუ ცუდია“, თქვენ მოსამართლეებმა, არ იცით, რომ ასე, ცალკე აღებული ქვის სროლა არაფერი არ არსებობს? ქვის სროლა შეიძლება იყოს სპორტი, ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდასხმა და ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდაცვა და თქვენ არ იცით, ის კონტექსტი, სად იყო ის ქვის სროლა? რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ, დასისხლიანებული, ღიად სპეცრაზმის ნაცემი?! რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? ან გორდულაძეს, ოლიმპიელ სპორტსმენს ამოფარებული ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს, სუს-ს ამოფარებული, რატომ არ მოსთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს?! ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, „სისტემურად“, თქვენ რომ გიყვართ ეს სიტყვა, გამზადებული „მარშუტკები“ რომ მოაყენეს ადამიანების საწამებლად. ან იმან რატომ არ შეგაწუხათ პატივცემულ ჟურნალისტს სახეში რომ აფურთხებენ?! ან იმან რატომ არ შეგაწუხათ ღობე რომ გადაჭრეს და ... კობახიძე, სიურპრიზს უწყობს საზოგადოებასო? ასე, ღიად და გადაჭრილი ღობე რომ დახვდათ? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, ჩვენი თანამოქალაქე, ადამიანი, ახალგაზრდა ხელებით ეჭირათ პოლიციელებს და წიხლებს ურტყამდა. ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ ან მაკა ჩიხლაძის სახემ რატომ არ შეგაწუხათ? ან გაშიშვლებული ქალების სახეებსა და თვალებს, რატომ არ ხედავთ ყოველ დღე და ბუქნებ გაკეთებულს? ვერაფერი ეს ვერ დაინახეთ და უბრალოდ, დაინახეთ, „ქვა მოფრინავს“. ახლა შეურაცხყოფაზე გადავიდეთ - შეურაცხყოფილი ყოფილხართ „ვეტინგის“ სისტემით და შეურაცხყოფილი ხართ მაია კოპალეიშვილისგან და განახორციელეთ ვითომ თვენი ადგილობრივი ძალაუფლება, რომელიც იმ ოთახს არ სცილდება, მარტო ამის უფლება მოგცათ ბიძინა ივანიშვილმა. ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, მაგან რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფამ, რის გამოც მერე მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს თვალები დასთხარეს, ცხოველის ტყვიებით? ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა. ან ზოგადად, ცრუ მოწმეები რომ დგებიან ხოლმე თქვენ პატივსაცემ სასამართლო მაგიდასთან და ტყუილებს რომ იძახიან, თქვენ რომ ყველაზე კარგად იცით, ტყუილებს, რომ იძახიან, ეს რატომ არ შეურაცხგყოფთ? მხოლოდ ის შეურაცხგყოფთ, მაია კოპალეიშვილმა სიმართლე რომ გითხრათ?! ახლა, დაუმორჩილებლობაზე მინდა ვთქვა - მე მგონი, [სერგო] მეთოფიშვილი კითხვას სვამდა, კითხვის დასმა უნდოდა კოალიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე და ჩემი ხსენება უნდოდა, „თქვენს პარტიაში, ერთი ლიდერი არის,რომელიც დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო“. დიახ, ბატონო მოსამართლე, ზუსტად ასევე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს ზოგადად იმიტომ, რომ მე, თქვენ მთავაზობთ, რომ ფლომასტერის ქიმიურ ექსპერტიზას დავესწრო სასამართლო დარბაზში, სერიოზული სახით ვიდგე და გავაგრძელო ჩემი პატივისცემა. თქვენ, მე მთავაზობთ, რომ ტროტუარზე დგომა დანაშაულია, დავიჯერო, შევასრულო, სასამართლოზე დავდგე და ჩემს თავს პატივი ვცე, ამის შემდეგ. თქვენ მე მთავაზობთ, „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტი დანაშაულად ვაღიარო, მერე დავესწრო ამ სასამართლოს და მერე გავაგრძელო თავის პატივისცემა და ჩემი ქვეყნის მსახურება. ყველაზე კარგად იცით თქვენ, რომ მე, რასაც ვლაპარაკობ, არის სიმართლე, გულწრფელად გეუბნებით, სიმართლე, რომელსაც მე მთელი ცხოვრება გავიმეორებ, სიმართლე, რომლითაც მე ჩემ შვილებს ჩავხედავ თვალებში, თამამად ჩავხედავ და ვეტყვი. აბა, თქვენ დაფიქრდით ახლა, შეგიძლიათ ჩახედოთ თქვენს შვილებს თვალებში და უთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას მიტაცებული არ აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, შეგიძლიათ ეს?! მე ნუ მეტყვით პასუხს, თქვენ თავს უთხარით და არ ვიცი, ეგებ, მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციიდან, როგორიც იპოვა ქალბატონმა მანანა კობახიძემ და პატივს ვცემ ამ გამოსავალს. ბოლოს მინდა გითხრათ ერთიან ორგანიზმზე, ერთიანი ორგანიზმი, რაც თქვენ მოიგონეთ, ეს ნამდვილად არ ვიცი, რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის ერთიანი ორგანიზმი- ერთიანი ორგანიზმი არის საქართველო, ჩვენი ერი, თან მრავალტანჯული და თან მრავლად საამაყო ერი. ერი, რომელმაც იცის დაუმორჩილებლობა, ერი, რომელიც ვერ დაამარცხა ვერ ჯალ ალ ლედინებმა, თემურ ლენგებმა და ა.შ. და ვერც რუსეთმა და მით უმეტეს, ვერც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი. აი, ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ბოლოს ამას გეტყვით, ჩემი სურვილია, რომ მე და თქვენ ერთმანეთის გამორიცხვით კი არ ვიცხოვროთ, ზუსტადაც ერთიან ორგანიზმად ვიცხოვროთ, სადაც ყველას საკუთარი ფუნქცია აქვს და ყველა ერთმანეთს პატივს სცემს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. https://www.ghn.ge/index.php/news/356662-dzalian-michirs-qureba-ra-simsubukit-idzakhit-tquilebs-ratom-ar-daitvalet-adamianebis-damtvreuli-dzvlebi-satitaod-tkven-tavs-gaetsit-pasukhi-egeb-martla-raime-gamosavali-ipovot-rogorits-ipova-manana-kobakhidzem-elene-khoshtaria-mosamartleebs ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს, რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? თქვენ თავს გაეცით პასუხი, ეგებ, მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ, როგორიც იპოვა მანანა კობახიძემ - ელენე ხოშტარია მოსამართლეებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/234950484.png 2026-11-14 356662 რუსეთი ომში რეალურ დათმობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრ პაკეტს დაამტკიცებს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომში რეალურ დათმობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრ პაკეტს დაამტკიცებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მხარეებს წლის ბოლომდე დეესკალაციის მიღწევის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „რუსეთი რეალისტურ ნაბიჯებს გადადგამს იმ მომენტში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრი პაკეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. ეს პაკეტი შეიძლება ორ კომპონენტს მოიცავდეს - სანქციებსა და შეიარაღებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მას „გამარჯვების გეგმა“ (Victory Plan) წარუდგინა. მისი თქმით, გეგმაში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ თუ აშშ უკრაინას კონკრეტულ დახმარებას გაუწევდა, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებოდა და რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად იქნებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის ამგვარი პაკეტის განხილვას შეძლებს, წლის ბოლომდე მხარეებს დეესკალაციაზე შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა ექნებათ. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის სამხედრო გაძლიერებამ შესაძლოა რუსეთს დიპლომატიური გზის არჩევისკენ უბიძგოს, ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვმა ზამთრის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაცია სცადოს უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის ამგვარი ინიციატივის განხილვას შეძლებს, „წლის ბოლომდე მხარეებს ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, სცადონ შეთანხმების მიღწევა დეესკალაციის გარკვეულ ფორმაზე მაინც“. „ამ შემთხვევაში შესაძლებლობების ფანჯარა ყველასთვის გაიხსნება, მათ შორის რუსეთისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველაფერს ამ ზამთარზე დებს. თუ უკრაინა გაძლიერდება, უმჯობესია დიპლომატიის გზის მოსინჯვა, ვიდრე ამ გაძლიერების გამოცდა. პუტინმა ეს მოტივი უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/356661-ruseti-omshi-realur-datmobebze-mkholod-im-shemtkhvevashi-tsava-tu-ashsh-is-kongresi-ukrainis-mkhardacheris-mdzlavr-pakets-daamtkitsebs-volodimir-zelenski რუსეთი ომში რეალურ დათმობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრ პაკეტს დაამტკიცებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/573285505.jpg 2026-11-14 356661 მოლაპარაკებებზე ამერიკულმა მხარემ გვკითხა, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარები გაიყვანოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს უკრაინას პირველად დაუსვეს კითხვა, დათანხმდებოდა თუ არა დონბასის იმ ნაწილის დატოვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინული ძალები აკონტროლებენ, იმ პირობით, თუ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.  „არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინა უკან არ იხევს და თავის მიწებს ტერორისტებს არ თმობს. ამერიკელებმა კითხვა დაგვისვეს: „თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, გავა თუ არა დონბასიდან?“ ეს პირველად მოხდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების ზომების ერთიან პაკეტს განიხილავს, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში ქვეყანას შეიძლება შესთავაზონ. მათ შორისაა ნატო-სა და ევროკავშირის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, ძლიერი უკრაინული არმია - შესაბამისი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეებით, შეიარაღებითა და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერით, ასევე უკრაინის აღდგენის გეგმა (Prosperity Plan), რომელსაც დაფინანსების კონკრეტული წყაროები უნდა ჰქონდეს. ზელენსკის განმარტებით, თუ აშშ და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები ამ უსაფრთხოების პაკეტს დაადასტურებენ, ის ამ საკითხზე უკრაინის საზოგადოების აზრს მოისმენს. „მაშინ საზოგადოებას ვკითხავ: ვიღებთ თუ არა ამ წინადადებას? მე არ მაქვს უფლება, ეს საკითხი საკუთარი შეხედულებისამებრ გადავწყვიტო. თუმცა საჭიროა კონკრეტული პირობები, რომლებიც ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს და ყველაფერი კვლავ განხილვის ეტაპზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის საბოლოო პირობები შეთანხმებული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება.   https://www.ghn.ge/index.php/news/356660-molaparakebebze-amerikulma-mkharem-gvkitkha-mzad-aris-tu-ara-ukraina-nato-shi-gatsevrianebis-sanatsvlod-donbasidan-jarebi-gaiqvanos-volodimir-zelenski მოლაპარაკებებზე ამერიკულმა მხარემ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1165623942.png 2026-11-14 356660 15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით – ძლიერი ინტენსივობით, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის, დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356658-15-noembers-sakartvelos-umetes-teritoriaze-ikrolebs-dzlieri-kari-dasavlet-sakartveloshi-mosalodnelia-naleki 15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/555359913.png 2026-11-14 356658 ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ჭვებე ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო. ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356659-levan-khabeishvilze-dzaladobistvis-braldebul-sus-isa-da-shss-s-qofil-tanamshromlebs-5-5-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesajat ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1032416786.jpg 2026-11-14 356659 ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი 19 ნოემბერს ჩინეთში შეხვდებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა დაადასტურა მედიის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, სახელმწიფოების მეთაურების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების შემუშავება იქნება. „ჩვენ არ ველით ამ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმების გაფორმებას. საწყის ეტაპზე, ეს იქნება, ლიდერების პირველი საუბარი“, - დასძინა მან. The New York Times-ის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს აშშ-ირანი ომი და ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებული სიტუაცია. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილონ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება. „ჩინეთი ამ პროცესის მხარე არ არის, ამიტომ უკრაინის საკითხის აქ განხილვა შეუფერებელი იქნება“, - განმარტა NYT-ის წყარომ. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ოქტომბერში, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინმა ჩინეთში APEC-ის სამიტის დროს ტრამპსა და სი ძინპინს სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის ლიდერს ამ ფორმატში, ევროკავშირისა და კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, სურდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების პირობების განხილვა. ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იყო ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად, თუმცა უპირატესობას ბირთვული განიარაღების საკითხებს ანიჭებდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356657-trampi-putini-da-si-dzinpini-19-noembers-chinetshi-shekhvdebian ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი 19 ნოემბერს ჩინეთში შეხვდებიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/309846858.png 2026-11-14 356657 მეტრო "თავისუფლების მოედნის" სადგურზე ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა - ის ადგილზე დაიღუპა მეტრო "თავისუფლების მოედნის" სადგურზე ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.  უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. https://www.ghn.ge/index.php/news/356656-metro-tavisuflebis-moednis-sadgurze-akhalgazrda-katsi-liandagebshi-chavarda-is-adgilze-daighupa "თავისუფლების მოედნის" მეტროში ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა - ის ადგილზე დაიღუპა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1080076614.jpg 2026-11-14 356656 მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას დაჰპირდა და მოტყუებით დაეუფლა 160 000 ლარს - დააკავეს 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა. ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მამაკაცი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356655-mokalakeebs-kotejebis-ashenebas-dahpirda-da-motquebit-daeufla-160-000-lars-daakaves-1-piri მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას დაჰპირდა და მოტყუებით დაეუფლა 160 000 ლარს - დააკავეს 1 პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1999547188.jpg 2026-11-14 356655 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საეთაშორისო გაცვლით პროგრამაში მცენარეთა დაცვის ქართული გამოცდილება წარადგინეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო გაცვლით შეხვედრაში. პროგრამაში საქართველოს, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და პაკისტანის აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა. ოთხდღიანი პროგრამის სამუშაო სესიებისა და სასწავლო შეხვედრების ფარგლებში ცენტრის სპეციალისტებმა მონაწილეებს მცენარეთა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში დაგროვილი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. მოხსენებები შეეხებოდა მცენარეთა კვების როლს მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობის ჩამოყალიბებაში, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პრინციპებსა და პრაქტიკულ მიდგომებს. ასევე განხილული იყო აზიური ფაროსანას ბიოლოგია, ეკოლოგია, გავრცელება, მონიტორინგისა და მართვის მეთოდები, ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობები და კლიმატის ცვლილების პირობებში მცენარეთა დაცვის მდგრადი სისტემების განვითარების საკითხები. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზასაც ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ვირუსოლოგიისა და PCR ლაბორატორიები და გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებსა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდებს. ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა წარადგინა პრეზენტაცია მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემის (IPM) მნიშვნელობის შესახებ. პრაქტიკული სესიის ფარგლებში კი მონაწილეები გაეცნენ ვაზის ყვითლობის (Flavescence dorée, Bois noir) და ვაზის ვირუსული ინფექციების გამოვლენის, მონიტორინგისა და მართვის ქართულ გამოცდილებას. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ ცენტრის კვლევით ინფრასტრუქტურას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რაც მხარეებს შორის სასწავლო და სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.  https://www.ghn.ge/index.php/news/356654-sametsniero-kvleviti-tsentris-spetsialistebma-saetashoriso-gatsvlit-programashi-mtsenareta-datsvis-kartuli-gamotsdileba-tsaradgines სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საეთაშორისო გაცვლით პროგრამაში მცენარეთა დაცვის ქართული გამოცდილება წარადგინეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1934304019.jpeg 2026-11-14 356654 ნიუ ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა - ბორტზე 130-მდე მგზავრი იმყოფებოდა, 32 ადამიანი დაშავდა აშშ-ში, ნიუ ორლეანის პორტში, მდინარე მისისიპიზე ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა. შეჯახების შედეგად საკრუიზო გემი გვერდზე გადაბრუნდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შემთხვევის დროს მის ბორტზე დაახლოებით 130 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ტანკერი Atlantic Asphalt მდინარეზე გაჩერებულ კომპანია American Cruise Lines-ის კუთვნილ გემს, American Heritage-ს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ საკრუიზო გემმა გადახრა დაიწყო, შემდეგ კი გვერდზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი წყალში აღმოჩნდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც სანაპირო დაცვა, პოლიცია, მეხანძრეები და სხვა გემების ეკიპაჟები მონაწილეობდნენ. ნიუ ორლეანის მერის, ჰელენა მორენოს განცხადებით, გემზე მყოფი ყველა ადამიანი იპოვეს და არავინ დაკარგულა. შემთხვევის შედეგად 32 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. უწყების წარმომადგენლის, კაპიტან მელანი ბერნემის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით, ტანკერს შესაძლოა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. ინციდენტის შემდეგ სანაპირო დაცვამ მდინარის მონაკვეთზე გემების მოძრაობა დროებით აკრძალა. გამოძიებაში ასევე ჩაერთო ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო. https://www.ghn.ge/index.php/news/356653-niu-orleanis-portshi-tankeri-sakruizo-gems-sheejakha-bortze-130-mde-mgzavri-imqofeboda-32-adamiani-dashavda ნიუ ორლეანის პორტში ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა — ბორტზე 130-მდე მგზავრი იმყოფებოდა, 32 ადამიანი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/455941325.png 2026-11-14 356653 უკრაინა და რუსეთი ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის ემზადებიან - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის ემზადებიან. მისი თქმით, გაცვლის ფარგლებში თითოეული მხრიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტყვეთა გაცვლა მართლაც მასშტაბური იქნება. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით იმ ფორმულირებას, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები იყენებენ - ეს უნდა იყოს ამ ომის ისტორიაში ყველაზე დიდი გაცვლა. თითოეული მხრიდან 1 000-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, გაცვლის მოსამზადებელ პროცესში უკრაინის შესაბამისი უწყებები, სპეცსამსახურები, დაზვერვა და ტყვეთა მოპყრობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბი მონაწილეობენ. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოების დეტალებზე ანგარიშს ელოდება. მანამდე, 12 ნოემბერს, ზელენსკი დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა წარმომადგენლებმა მას ტყვეთა გაცვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაადასტურეს, რომ ეს ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა იყოს. თავის მხრივ, ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ მუშაობს ტყვეთა გაცვლაზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა ათასობით ადამიანი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. https://www.ghn.ge/index.php/news/356652-ukraina-da-ruseti-omis-istoriashi-qvelaze-masshtaburi-tqveta-gatsvlistvis-emzadebian-volodimir-zelenski ვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1216007486.jpg 2026-11-14 356652 ილჰამ ალიევმა და ენდი ბერნემმა დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა დუბლინში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებასა და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დეკლარაციის თანახმად, მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მომზადების, შესაძლებლობების განვითარების და თავსებადობის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, სასაზღვრო მართვის სფეროში თანამშრომლობას და სამართლებრივ საკითხებზე კოორდინაციას. ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მხარეები სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას, განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სექტორებში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას გეგმავენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შუა დერეფანს. დეკლარაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი და აზერბაიჯანი მხარს დაუჭერენ ამ სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, ასევე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნებს შორის ვაჭრობასა და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება განათლება, მეცნიერება და ინოვაციებია. მხარეები გეგმავენ უმაღლესი და პროფესიული განათლების, ციფრული და ტექნიკური უნარების განვითარებას, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას. დოკუმენტის შესრულების საკითხების შესაფასებლად მხარეები ყოველწლიური სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრების გამართვაზეც შეთანხმდნენ. ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, დეკლარაციის გაფორმებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. დოკუმენტი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაფორმდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356651-ilham-alievma-da-endi-bernemma-did-britanetsa-da-azerbaijans-shoris-strategiuli-partniorobis-deklaratsias-moatseres-kheli ალიევმა და ბარნემმა დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/742388333.jpg 2026-11-14 356651 აშშ-ში ყველა ფრენა დროებით შეჩერებული იყო - გაუქმდა 5 000-მდე ავიარეისი აშშ-ში ავიარეისები დროებით შეჩერებული იყო. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებიდან თვითმფრინავების გაფრენაზე დაწესებული შეზღუდვა რამდენიმე საათის შემდეგ გააუქმა. მედიის ცნობით, ავიარეისების შეჩერების გადაწყვეტილება 13 ნოემბერს მიიღეს. თავდაპირველად FAA-მ მიზეზად „განსაკუთრებული გარემოებები და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა“ დაასახელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეფერხება საჰაერო მოძრაობის კონტროლის რეგიონულ ცენტრებში კავშირგაბმულობის პრობლემამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებს შეეხო.  ეს ცენტრები ქვეყნის მასშტაბით ფრენებს მართავენ. შიდა რეისების გაფრენა ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შეზღუდული. უკვე ჰაერში მყოფ თვითმფრინავებს კი დანიშნულების ადგილამდე ფრენის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდათ. საერთაშორისო რეისები ინდივიდუალურად განიხილებოდა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკვეინ მალინმა განაცხადა, რომ მომხდარი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და, წინასწარი შეფასებით, კიბერშეტევასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისი თქმით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. ავიარეისების შეჩერებამ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. CNN-ის ინფორმაციით, გაუქმდა თითქმის 5 000 რეისი, ხოლო დაახლოებით 1.5 მილიონი მგზავრი შეფერხების შედეგად დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ FAA-მ ფრენების განახლების ნებართვა გასცა, ავიაკომპანიები მგზავრებს აფრთხილებდნენ, რომ დაგვიანებები და გაუქმებები შესაძლოა მომდევნო დღესაც გაგრძელებულიყო. აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით ავიარეისების მსგავსი შეჩერება ბოლოს 2023 წლის იანვარში მოხდა, როდესაც საავიაციო სისტემაში ტექნიკური ხარვეზის გამო შიდა რეისების გაფრენა დროებით შეიზღუდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356650-ashsh-shi-qvela-frena-droebit-shecherebuli-iqo-gaukmda-5-000-mde-aviareisi აშშ-ში ყველა ფრენა დროებით შეჩერებული იყო — გაუქმდა 5 000-მდე ავიარეისი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1370620551.png 2026-11-14 356650 ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო ბაზასთან საეჭვო დრონები დაფიქსირდა - Reuters ბრიტანეთში, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზა, RAF Lakenheath-ზე, პარასკევს საღამოს დრონების სავარაუდო არასანქცირებული ფრენა დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ბაზის პერსონალმა ინციდენტზე რეაგირება მოახდინა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მომხდარის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან, ასევე არ დაზიანებულა თვითმფრინავები და ინფრასტრუქტურა. „ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მასპინძელი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, რათა დავიცვათ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის სამოქალაქო პირები, კონტრაქტორები და მათი ოჯახის წევრები“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ინციდენტს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ბრიტანეთიდან სამხედრო ავიაციის ნაწილის გაყვანა. ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონმა ბრიტანეთიდან გაიყვანა ირანზე დარტყმებში მონაწილე ბომბდამშენები, ხოლო დიდი ზომის საჰაერო ტანკერები გერმანიაში გადაიყვანა. ბომბდამშენებმა RAF Fairford-ის ბაზა უსაფრთხოების მოსაზრებებით დატოვეს.  ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ თვეში ორ პირს ბრალი წაუყენეს. პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი დიდ ბრიტანეთში ირანის დაზვერვის სამსახურის დახმარებას ცდილობდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საჰაერო ტანკერების გერმანიაში გადაყვანის მიზეზი ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხე გახდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356649-britanetshi-ashsh-is-samkhedro-bazastan-saechvo-dronebi-dafiksirda-reuters ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან საეჭვო დრონები დაფიქსირდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/909546280.png 2026-11-14 356649 ევროპის სახელით მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა ჩაერთვება, სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში, პოლონეთისა და ევროპის უსაფრთხოება, ჩვენი დრო დადგა - დონალდ ტუსკი სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში და პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება. ჩვენი დრო დადგა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოვიალურ ქსელში წერს. ტუსკის განცხადებით, ევროპის სახელით რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, და ევროპული ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას. „ევროპის სახელით რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი  და ევროპული ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას. სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში და პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება. ჩვენი დრო დადგა“, – აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. Pięć europejskich państw: Francja, Włochy, Polska, Niemcy i Wielka Brytania (E5) oraz instytucje europejskie uczestniczyć będzie w imieniu Europy w negocjacjach z Rosją, Ukrainą oraz USA. Stawką jest pokój w Ukrainie i bezpieczeństwo Polski i całej Europy. To nasz czas. — Donald Tusk (@donaldtusk) November 13, 2026   https://www.ghn.ge/index.php/news/356648-evropis-sakhelit-molaparakebebshi-khuti-evropuli-kveqana-chaertveba-sastsorzea-mshvidoba-ukrainashi-polonetisa-da-evropis-usafrtkhoeba-chveni-dro-dadga-donald-tuski დონალდ ტუსკი – ევროპის სახელით მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა ჩაერთვება, სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში, პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება, ჩვენი დრო დადგა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/937675805.png 2026-11-14 356648 პოლონეთმა PURL-ის პროგრამით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა - დონალდ ტუსკი პოლონეთმა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის დაფინანსების პროგრამა PURL-ის ფარგლებში შენატანების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა  განაცხადა. „ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ვაცნობე, რომ ამ ეტაპზე PURL-ის პროგრამაში შენატანების განხორციელებას არ ვაპირებთ. ეს პროგრამა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ევროპის ქვეყნების მიერ გამოყოფილ თანხებს გულისხმობს“, – განაცხადა ტუსკმა. პოლონეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნის მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი და თავდაცვის ხარჯებია. PURL-ის ინიციატივა 2025 წლის 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გამოაცხადეს. პროგრამის ფარგლებში ევროპის ქვეყნები და კანადა აფინანსებენ ამერიკული სამხედრო პროდუქციის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესყიდვას, რათა უკრაინამ სამხედრო დახმარება სწრაფად მიიღოს. PURL-ის მექანიზმი მას შემდეგ შეიქმნა, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ კიევისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტა. https://www.ghn.ge/index.php/news/356647-polonetma-purl-is-programit-ukrainistvis-amerikuli-iaraghis-shesqidvis-dafinanseba-sheachera-donald-tuski ტუსკი: პოლონეთმა PURL-ის პროგრამით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/337186362.jpg 2026-11-13 356647 პეტერ მადიარს შანტაჟსა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინააღმდეგ გამოძალვისა და ოჯახურ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე ორი საჩივარი შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Magyar Nemzet წერს. საჩივრების საფუძველი მისი ყოფილი მეუღლის, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ჩვენებები გახდა. გამოცემის ცნობით, მმართველი პარტია „ფიდესის“ ყოფილმა დეპუტატმა ილონა ეკეშმა მადიარის წინააღმდეგ უნგრეთის ცენტრალურ საგამოძიებო პროკურატურას მიმართა. იგი პრემიერ-მინისტრს გამოძალვასა და ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ მიმართვა ეფუძნება ვარგას ჩვენებებს, რომლებიც მან მიმდინარე კვირაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში სავარაუდო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხების შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მისცა, ასევე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. საჩივრის თანახმად, 2023 წლის იანვარში მადიარმა ყოფილ მეუღლესთან, იუდიტ ვარგასთან, მათი საერთო საცხოვრებელი სახლის პირობებში საუბარი მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ფარულად ჩაიწერა. განმცხადებლის მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერი მადიარმა შანტაჟისთვის 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე გამოიყენა. საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ მადიარი ვარგას რეგულარულად ემუქრებოდა, რომ ჩანაწერს მის წინააღმდეგ დანაშაულის შესახებ განცხადების შესატანად გამოიყენებდა. ილონა ეკეშის მტკიცებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ყოფილ მეუღლეს „ცხოვრების დანგრევით“ ემუქრებოდა, თუ ის განქორწინების პროცედურას გააგრძელებდა ან ქონების გაყოფისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ისეთ პირობებს არ დათანხმდებოდა, რომლებიც მადიარისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მუქარის გავლენით ვარგა იძულებული გახდა, განქორწინება გადაედო ან მისთვის არახელსაყრელ პირობებს დათანხმებოდა. განმცხადებლის მტკიცებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა მეუღლეებს შორის ურთიერთობაში ფსიქოლოგიური ტერორისა და კონტროლის ფორმას წარმოადგენდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356646-peter-madiars-shantazhsa-da-ojakhur-dzaladobashi-adanashauleben პეტერ მადიარს შანტაჟსა და ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/630861723.png 2026-11-13 356646 სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და იტალია წარმოადგენენ - ანტონიო კოშტა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მომავალ მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები, ასევე გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  კოშტას განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება. მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას ისახავს მიზნად. „ჩვენ ყველანაირად ვუჭერთ მხარს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ის კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებზე ჩვენს ევროპულ გუნდს ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ“, - განაცხადა კოშტამ. მისივე თქმით, ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი, ხოლო ევროპული გუნდი მჭიდრო კოორდინაციასა და სრულ ერთიანობას შეინარჩუნებს. „ევროპამ მკაფიო და ერთიანი ხმით უნდა ილაპარაკოს ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც უკრაინის მომავალსა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356645-samshvidobo-molaparakebebze-evropas-evrokavshiris-institutebi-da-didi-britaneti-safrangeti-germania-poloneti-da-italia-tsarmoadgenen-antonio-koshta ანტონიო კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1868161805.png 2026-11-13 356645 ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია, მიმდინარე დიპლომატიურ პროცესში ევროპა ერთიანი და ნათელი ხმით ილაპარაკებს - ანტონიო კოშტა ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „ევროპულ საბჭოზე ახლა განვიხილავთ უკრაინას და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევებს ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. ჩვენი მიზანი კი უცვლელია - უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. მიმდინარე დიპლომატიურ პროცესში ევროპა ერთიანი და ნათელი ხმით ილაპარაკებს", - წერს კოშტა. https://www.ghn.ge/index.php/news/356644-chveni-pozitsia-mkafioa-evropis-usafrtkhoeba-da-ukrainis-usafrtkhoeba-ganuqofelia-mimdinare-diplomatiur-protsesshi-evropa-ertiani-da-nateli-khmit-ilaparakebs-antonio-koshta ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/203321712.jpg 2026-11-13 356644 უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რაც წარმოუდგენელია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს - სალომე ზურაბიშვილი  უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რომელიც ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ ლაივიში კითხვა-პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო  “მესიჯ ბოქსი“, რომ შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა.  "სრულიად წარმოუდგენელი რეაქცია “ოცნებიდან“, რომელიც ჩვენ ყველას გვასწავლიდა, ეკლესიის მიმართ როგორ უნდა იქცეოდე და უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რომელიც ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს ასეთი გზავნილი. სწორედ საქართველოში, რომელსაც სულ სხვა ტრადიცია და ისტორია აქვს, ჩვენ რომ ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ შეიძლება, ვინმემ ასე მიმართოს და სხავდასხვა წევრებმა “ოცნების“, ერთი არის ეს ნაცვლიშვილი და სხვები არიან მინისტრები რომ არიან. ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ, შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა",- თქვა ზურაბიშვილმა.  შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. ამის შემდეგ  მეუფე იობს არაერთი პირი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა. https://www.ghn.ge/index.php/news/356643-utseb-amokhetka-matma-shinaganma-urjulobam-da-ise-mimartes-meufe-iobs-rats-tsarmoudgenelia-rom-romelime-martmadideblur-kveqanashi-khelisuflebidan-tsamovides-salome-zurabishvili უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რაც წარმუდგენელია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს - სალომე ზურაბიშვილი  კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/653392874.png 2026-11-13 356643 ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან მოლაპარაკებებისას მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, მომავალ კვირას ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოსალოდნელი მოლაპარაკებების დროს მოულოდნელი ნაბიჯები არ გადადგას. ამის შესახებ Reuters წერს. მერცის თქმით, დუბლინში შეკრებილი ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შიშობს, რომ შეხვედრა შესაძლოა „ანკორიჯის მეორე ეპიზოდად“ იქცეს. „აქ, დუბლინში, ზოგიერთი შიშობს, რომ ეს შესაძლოა „ანკორიჯის მეორე ეპიზოდად“ იქცეს“, - განაცხადა მერცმა და მიანიშნა 2025 წლის აგვისტოში, ალასკაზე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე. ევროპელი ლიდერები მაშინ ამ სამიტს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევაში შესაძლო გარდამტეხ მომენტად განიხილავდნენ. „ამიტომ მსურს, ძალიან მკაფიოდ გავაჟღერო ჩვენი გზავნილი შეერთებული შტატებისადმი: გთხოვთ, ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე. განაგრძეთ მოქმედება „ევროპის გუნდის“ ან „უკრაინის გუნდის“ შემადგენლობაში“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა. მერცი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, ევროკავშირის ახალი, შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულება აიღონ. მისი თქმით, ამ ინიციატივას ფართო მხარდაჭერა აქვს, თუმცა შეთანხმების მიღწევამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. გერმანიის კანცლერმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს კვირებში პირველად იგეგმება უკრაინის საკითხზე არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებშიც ევროპაც მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, მერცმა უარყო რუსეთის მოწოდება, მოლაპარაკებების მთავარ საკითხად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა იქცეს. მისი თქმით, ასეთი უსაფრთხოების სისტემა უკვე არსებობს ნატო-ს სახით. https://www.ghn.ge/index.php/news/356642-fridrikh-mertsi-donald-tramps-moutsodebs-putintan-molaparakebebisas-moulodneli-gadatsqvetilebebi-ar-miighos მერცი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან მოლაპარაკებებისას მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/229765516.png 2026-11-13 356642 ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს - შიო მესამე ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა 100 000 მოწამე, ისევე როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა, არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება აღდგომილ ქრისტეზე. რას ნიშნავს მოწამე, ეს ნიშნავს მოწმეს, ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა – მარტის, ნიშნავს მოწმეს და ნიშნავს მოწამეს. წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არა აქვს არანაირი ძალა. ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით, ჩვენ ვხვდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილეები. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მოწამეობა, მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო. მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი გრძელდებოდა. ამას პირველი ბიძგი, როგორც იცით, მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგებამ, რომელთა უმრავლესობაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად, მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს. მათ შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი და მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგამ მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება. ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთა სწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყოს შემდგომ პერიოდებშიც. ასე იყო მე-20 საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა. დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც, ერთად ვზეიმობთ, აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს და ეკლესია დგას, არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალი იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენც გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით, უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში, სულის გადასარჩენად, საცხოვნებლად, მოგვიწოდა, მოგვიყვანა და ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულსა და ერთგულებაში. დღეს ჩვენ ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი და მოიყვანა დღემდე. ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, რომ მხოლოდ ამ გზის ერთგულება გადაგვარჩენს ჩვენ და მიგვიყვანს სასუფევლამდე. ამდენად, ჩვენ გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და გადარჩეს და გამთლიანდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ასი ათასი მოწამე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს, წმინდა 100 ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა. 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც ესწრებოდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356641-vfikrobt-chveni-eris-momavalze-mkholod-uflisadmi-ertgulebis-gza-migviqvans-sasufevlamde-gvmartebs-am-gzit-svla-rom-momavalshits-chveni-eri-da-kveqana-gadzlierdes-gamtliandes-shio-mesame შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/799965434.jpg 2026-11-13 356641 რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ ჯეი დი ვენსმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქროს - CNN აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სერიოზულად განიხილავს უარს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის მიზეზი, გასულ კვირას გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მძიმე მარცხია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვენსს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მის დაახლოებით ათ მოკავშირესა და მრჩეველთან საუბარი აჩვენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით ყოყმანობს. „არ გამიკვირდებოდა მის მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება. ის მხოლოდ 42 წლისაა. საკმარისად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ დიდ პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუ არსებულ ვითარებაში წარმატების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება. შესაძლოა, უბრალოდ, მისი დრო ჯერ არ დამდგარა“, - განაცხადა CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ. ვენსი, რომელსაც მანამდე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უპირობო ფავორიტად მიიჩნევდნენ, ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესაძლებლობა კვლავ რეალურია. ზოგიერთი მისი მოკავშირე მიიჩნევს, რომ ვენსის კანდიდატურის წარდგენის ალბათობა 50%-ზე მეტია. ვენსის მხარდამჭერებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცის იმ ვრცელ განცხადებას, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა შუალედური არჩევნების შემდეგ დილით სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. ვენსმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მარცხი ირანთნ ომმა გამოიწვია.   https://www.ghn.ge/index.php/news/356640-respublikelebis-martskhis-shemdeg-jei-di-vensma-shesadzloa-saprezidento-archevnebshi-monatsileoba-gadaifikros-cnn რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ ჯეი დი ვენსმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქროს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1932575768.png 2026-11-13 356640 Starshield-ის საკომუნიკაციო ტერმინალების სიჩქარის შეზღუდვის მიზეზებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დრომდე არ არსებობს განმარტება, რატომ შეიზღუდა Starshield-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო ტერმინალების მუშაობის სიჩქარე. ზელენსკის თქმით, შეზღუდვა უკრაინის მთელ ფრონტის ხაზზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს. კერძოდ, Starshield-ის ტერმინალები კავშირის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ, თუ გადაადგილების სიჩქარე საათში 161 კილომეტრს არ აღემატება. ეს მნიშვნელოვნად ართულებს რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ უკრაინული ჩამჭრელი დრონების გამოყენებას. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს დაავალა, გაააქტიურონ კონტაქტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, პენტაგონთან და კომპანია SpaceX-თან, რათა შეზღუდვის მიზეზები გაარკვიონ და პრობლემა მოაგვარონ.   https://www.ghn.ge/index.php/news/356639-starshield-is-sakomunikatsio-terminalebis-sichkaris-shezghudvis-mizezebze-pasukhi-jer-ar-migvighia-volodimir-zelenski ზელენსკი: „სთარშილდის“ თანამგზავრული კავშირის სიჩქარის შეზღუდვის მიზეზებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1522904316.jpg 2026-11-13 356639 მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის - ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ და სასამართლომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. „როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, – წერს ირაკლი კობახიძე. https://www.ghn.ge/index.php/news/356638-merab-dvalishvilma-da-saba-lazishvilma-dghes-datoves-tavisuflebis-aghkvetis-datsesebuleba-arabta-gaertianebul-saamiroebshi-madloba-merabs-da-sabas-ghirsebistvis-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1654885576.jpg 2026-11-13 356638 არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 19 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- წერია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356637-arasrultslovanis-mimart-chadenil-garqvnil-kmedebashi-braldebuls-9-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesaja არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/33609861.png 2026-11-13 356637 გერმანია უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გარანტირებული მონაწილე იქნება - ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გერმანია გარანტირებულად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ფარგლებში განაცხადა.  „კონკრეტული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, რომლებშიც ევროპა იქნება წარმოდგენილი, პირველ უახლოეს კვირებში იგეგმება“, - განაცხადა მერცმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ის ევროპული ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. „გერმანია გარანტირებული მონაწილეა, ეს სრულებით ცხადია“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ  მომლაპარაკებელთა გუნდების მომდევნო შეხვედრა უკვე დაგეგმილია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში ევროპელების ჩართვას მიაღწია. https://www.ghn.ge/index.php/news/356636-germania-ukrainis-sakitkhze-samshvidobo-molaparakebebis-garantirebuli-monatsile-ikneba-fridrikh-mertsi მერცი: გერმანია უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გარანტირებული მონაწილე იქნება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/730085454.jpg 2026-11-13 356636 ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე ივან სმილიგინს და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მათ შორის, საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებისა და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებზე. „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მზარდია ინტერესი კერძო ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნა“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ. საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. „საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს დადებითად ვაფასებთ. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა კადრების პროფესიული მომზადების მიმართულებით“, - განაცხადა ივან სმილიგინმა. შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/index.php/news/356635-lasha-dolidze-da-lasha-avaliani-belarusis-respublikis-soflis-meurneobis-ministris-moadgiles-shekhvdnen ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1038501178.jpg 2026-11-13 356635 რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით - მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში, სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. „თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ. ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით. გვაქვს ღირებულებითი და პოლიტიკური თანხვედრა - ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკა. დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, ამგვარი ურთიერთობებით კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები და მშვიდობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356634-rejef-taif-erdoghans-chems-ufros-megobars-vutsodeb-chven-dzalian-kargi-da-tbili-urtiertoba-chamogviqalibda-rats-ganpirobebulia-chveni-ori-kveqnis-gamorcheuli-damokidebulebit-mikheil-qavelashvili ბ, ჩვენ ძალიულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, ამგვარი ურთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1905298442.jpeg 2026-11-13 356634 მესმის ბატონ მიხეილ სააკაშვილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს - ლევან ბეჟაშვილი რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას აქვს განმსაზღვრელი როლი პარტიის წარმომადგენლობაში. ბუნებრივია, ამაზე პარტიის ხელმძღვანელობამ, მმართველმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, მიიღოს კონსულტაციები ბატონ მიხეილ სააკაშვილთან. ალბათ სხვა ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ  წარმოადგინონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგ არის პრობლემა, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა  განაცხადა. ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს. „ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს არაფრის გამიჯვნა არ მოგვიხდენია, ამას აკეთებს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არის საუბარი, ეს ვერ შეერაცხება პოლიტიკური პარტიას. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სხვა შეფასება არის პოლიტიკური დებატები. თუ ვმართავთ პოლიტიკურ დებატებს, მაშინ კი ბატონო, ვიხელმძღვანელებთ იმ დოკუმენტებითა და არგუმენტებით, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, უბრალოდ, სასამართლოს ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას, მე მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა საუბარი. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, უკვე სასამართლოს გარეთ, რომ ეს სარჩელი, მათ შორის მოსამართლეების ცალკეული პოზიციები არის პოლიტიკურად ანგაჟიებული და დაუსაბუთებელი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა. ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“. https://www.ghn.ge/index.php/news/356633-mesmis-baton-mikheil-saakashvilis-patosi-rom-politikuri-argumentebi-dzalian-mnishvnelovania-tumtsa-sakonstitutsio-sasamartloshi-tsarmomadgenlobis-gankhortsieleba-skhva-standarts-guliskhmobs-levan-bezhashvili ლევან ბეჟაშვილი – მესმის ბატონ მიხეილ სააკაშვილის პათოსი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/377619530.jpg 2026-11-13 356633 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5934 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8649 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4287 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.15 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/index.php/news/356632-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/374606882.jpg 2026-11-13 356632 თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ძლიერაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ანგარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356631-tbilisshi-tsol-kmris-mkvlelobistvis-dakavebuls-braldeba-tsaredgina თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/576766429.jpg 2026-11-13 356631 ბევრი სანდო წყაროდან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ ბრიუსელი ცალკეულ ქვეყნებს აბულინგებს, საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ - ლევან მაჭავარიანი ძალიან ბევრი სანდო წყაროდან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი ცალკეულ ქვეყნებს აბულინგებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მშვენიერი ურთიერთობები აქვს ცალკეულ ქვეყნებთან. "ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან. პრობლემა იქიდან გამომდინარე შეიქმნა, რომ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე უარი ვთქვით. ამის შემდეგ ბრიუსელი ასეთ რეჟიმშია, ბოდიში და გაბუტვის რეჟიმში და გაჯიუტებულები არიან. ცალკეულ ქვეყნებთან ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ბოლო დროის ვიზიტებიც იმაზე მეტყველებს, რომ ცალკეულ ქვეყნებთან ძალიან ჯანსაღი დიალოგი გვაქვს. თუმცა, ჩვენ ძალიან ბევრი სანდო წყაროდან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი ცალკეულ ქვეყნებს აბულინგებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. მაგრამ, ბოლო ვიზიტებიც ცხადყოფს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ამ ბულინგს არ ექვემდებარებიან", - თქვა ლევან მაჭავარიანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356630-bevri-sando-tsqarodan-zusti-informatsia-gvakvs-rom-briuseli-tsalkeul-kveqnebs-abulingebs-sakartvelostan-urtiertoba-ar-hkondet-levan-machavariani ბევრი სანდრო წყაროდან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ ბრიუსელი ცალკეულ ქვეყნებს აბულინგებს, საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ - ლევან მაჭავარიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/961301360.png 2026-11-13 356630 მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები - გიორგი კახიანი მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. კახიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“. „უარყოფენ ყველაფერს. უარყოფენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ძალადობის რაღაც კონკრეტული ფაქტები შეიძლება იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი, კონკრეტულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილიო, ამასთან ჩვენ რა კავშირში ვართო. იმდენად აბსურდული პოზიციები აქვთ, რომ ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაც ამასთან დაკავშირებით. ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა ეს და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ თვალსაზრისით ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356629-mikheil-saakashvilsats-ki-ar-mostsons-misi-partiis-tsarmomadgenlebi-rogor-pozitsionireben-sakonstitutsio-sasamartloshi-am-tvalsazrisit-vetankhmebi-giorgi-kakhiani მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები სააკაშვილს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/222786448.jpg 2026-11-13 356629 რუსეთი უკრაინისგან მთელი დონბასის დათმობას, ნატო-დან ფინეთის გასვლასა და ბალტიის ქვეყნებში ალიანსის სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარის თქმას მოითხოვს - Bild გამოცემა Bild-ის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი გეგმა უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ მთელი დონბასის დათმობასა და ფინეთის ნატო-დან გასვლას ითვალისწინებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი გეგმაა, რომელსაც მოლაპარაკებების არაფორმალურ წრეებში განიხილავენ. რუსული გეგმის მიხედვით, მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს და მთელ დონბასს მიიღებს, მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების იმ ნაწილებსაც, რომლებსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. გარდა ამისა, უკრაინამ ბლოკგარეშე სტატუსი უნდა მიიღოს და უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუმცა ევროკავშირში მისი წევრობა გამორიცხული არ არის. რუსეთი ასევე ოდესისა და ნიკოლაევის პორტების დემილიტარიზაციას ითხოვს, რათა უკრაინამ ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზებად ვერ გამოიყენოს. გარდა ამისა, შეთავაზებულია შავ და ბალტიის ზღვებში თავისუფალი ნაოსნობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. ამასთან, რუსეთმა „ევროპის უსაფრთხოების ახალი წესრიგის“ შესახებ მკაცრი პირობებიც წამოაყენა. ეს მოთხოვნები აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს ევროპელ წარმომადგენლებსაც წარუდგინეს. კერძოდ, რუსეთი მოითხოვს, რომ ნატო-მ ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარი თქვას, ხოლო ფინეთმა ალიანსი დატოვოს. მოსკოვის გეგმა მოლდოვასაც ეხება. რუსეთი ქვეყნის ფედერაციულ რესპუბლიკად გარდაქმნას სთავაზობს, რომელიც უშუალოდ მოლდოვისგან, მის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონი გაგაუზიისა და არაღიარებული დნესტრისპირეთისგან იქნება შექმნილი. გეგმის მიხედვით, ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შემთხვევაში, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმების ჩატარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ამის სანაცვლოდ, რუსული მხარე ბელარუსიდან ბირთვული იარაღის გატანასა და იქ საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე უარის თქმას სთავაზობს. გარდა ამისა, მოსკოვი მზად არის, დნესტრისპირეთიდან საკუთარი ჯარებიც გაიყვანოს. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია მხოლოდ ერთ-ერთ წინადადებაზე, რომელსაც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილავენ. „პარალელურად მოქმედებს შუამავლების რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სამხედროებთან არიან დაკავშირებული. ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და ჯერჯერობით უცნობია, დაუჭირა თუ არა ვლადიმირ პუტინმა მხარი სწორედ ამ გეგმას“, – წერს Bild. https://www.ghn.ge/index.php/news/356628-ruseti-ukrainisgan-mteli-donbasis-datmobas-nato-dan-finetis-gasvlasa-da-baltiis-kveqnebshi-aliansis-samkhedro-bazebis-gantavsebaze-uaris-tkmas-moitkhovs-bild Bild: რუსეთი უკრაინისგან მთელი დონბასის დათმობას, ფინეთის ნატოდან გასვლასა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლას მოითხოვს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/966047188.jpg 2026-11-13 356628 სასამართლომ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356626-sasamartlom-vakeshi-mrgvali-baghis-mimdebare-teritoriaze-chadenili-khulignobis-faktze-dakavebul-7-pirs-aghkvetis-ghonisdziebis-sakhit-patimroba-sheufarda სასამართლომ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1895443064.jpg 2026-11-13 356626 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი თურქეთის თესლის მწარმოებელთა კავშირის (TÜRKTOB) ფარგლებში მოქმედი ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის (FÜAB) მოწვევით გაიმართა. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთს შორის მეხილეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთის სანერგე მეურნეობების გამოცდილებისა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისა და საქართველოში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები FÜAB-ის წარმომადგენლებთან, ასევე თურქეთის შესაბამისი უწყებებისა და სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იყო თურქეთში წარმოებული ხეხილის პერსპექტიული ჯიშების საქართველოში შემოტანისა და მათი გამოცდის შესაძლებლობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები იზმირისა და ჩუკუროვას რეგიონებში FÜAB-ის წევრ სანერგე მეურნეობებს ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ხეხილის სანერგე მასალის წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, სანერგე ასოციაციის სადედე ნარგაობებსა და ინ ვიტრო გამრავლების პრაქტიკას. ასევე, მოინახულეს Odemis Bademli Fidancilik-ის სანერგე მეურნეობა და გაეცნენ თურქეთში მოქმედ ხეხილის ნერგების სერტიფიცირების სისტემას. დელეგაციამ შეხვედრა გამართა იზნიქის მერის მოადგილე აჰმეტ კაიასთან. ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თურქული სანერგე მეურნეობების მიერ წარმოებული ხეხილის ჯიშების საქართველოში გამოცდისა და სამეცნიერო შესწავლის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივა. სამომავლოდ დაგეგმილია ცენტრის სხვადასხვა რეგიონულ ბაზაზე თურქული ჯიშების საცდელი, სადემონსტრაციო და საკოლექციო ნარგაობების გაშენება. აღნიშნული ნარგაობები გამოყენებული იქნება კვლევითი მიზნებისთვის, რაც ცენტრის სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, შეისწავლონ სხვადასხვა ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლები, ადგილობრივ აგროკლიმატურ პირობებთან მათი ადაპტაციის უნარი და საქართველოს მეხილეობის სექტორისთვის მათი პერსპექტიულობა. თურქეთის ნერგების მწარმოებელთა ასოციაცია (FÜAB) 2008 წლიდან, თურქეთის თესლის მწარმოებელთა კავშირის (TÜRKTOB) ფარგლებში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ხეხილისა და ვაზის ნერგების წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს აერთიანებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356625-soflis-meurneobis-sametsniero-kvleviti-tsentris-delegatsia-turketshi-samushao-vizitit-imqofeboda სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/615036589.jpeg 2026-11-13 356625 ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. https://www.ghn.ge/index.php/news/356627-bakuriani-ghadolaris-monakvetze-avtotransportis-modzraoba-akrdzalulia ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/192025270.jpeg 2026-11-13 356627 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა IAEA-ს სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლებს უმასპინძლეს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფრგლებში, სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. პროგრამა მოიცავდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და უსაფრთხოების სფეროს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის - გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების გადაფუთვის ტექნოლოგიებს, ნარჩენების განთავსების ობიექტების დახურვის დაგეგმვასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და დახურვის ღონისძიებებს, უსაფრთხოების ანგარიშების მომზადებასა და მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე დახურვის შემდგომი მონიტორინგისა და გარემოს გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასების სისტემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, ობიექტების დეკომისიისა და გარემოს აღდგენის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს IAEA-ს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. https://www.ghn.ge/index.php/news/356624-birtvuli-da-radiatsiuli-usafrtkhoebis-saagentos-spetsialistebma-iaea-s-sametsniero-vizitis-farglebshi-somkhetis-turkmenetisa-da-tajiketis-tsarmomadgenlebs-umaspindzles ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა IAEA-ს სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლებს უმასპინძლეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1175697511.jpeg 2026-11-13 356624 გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელიძემ COP31-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციას (COP31) დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში ირაკლი მეგრელიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ცენტრალური და დასავლეთ აზიისა და კავკასიონის მყინვარების დაჩქარებულ დნობასა და ამ პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მაღალი რანგის წარმომადგენლები. ირაკლი მეგრელიძემ ისაუბრა კლიმატის ცვლილების გავლენით კავკასიონის გამყინვარების ზონაში მიმდინარე დეგრადაციის პროცესებზე და ყურადღება გაამახვილა პერიგლაციალური არეალებიდან მომდინარე საფრთხეებზე. როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, კლიმატური რისკების საერთო ხასიათიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება რეგიონული თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და კოორდინირებული ქმედებების გაძლიერების საჭიროება, რათა გამოვლინდეს, დაინერგოს და მასშტაბური გახდეს ადაპტაციის ეფექტიანი გადაწყვეტილებები. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობები. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია (COP31) 9-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება. კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. https://www.ghn.ge/index.php/news/356623-garemos-erovnuli-saagentos-ufrosis-moadgilem-irakli-megrelidzem-cop31-is-farglebshi-gamartul-panelur-diskusiashi-miigho-monatsileoba გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელიძემ COP31-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1790965685.jpg 2026-11-13 356623 Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკს 60 ახალი ჰიბრიდული ავტომობილით უზრუნველყოფს და მათ სრულ საოპერაციო მართვას საკუთარ თავზე იღებს. თანამშრომლობა „თეგეტა ბიზნესის“ ფლიტმენეჯმენტის მომსახურების ფარგლებში წარიმართება: კომპანია იზრუნებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევაზე, ასევე უზრუნველყოფს მძღოლებითა და საწვავით. შედეგად, ავტოპარკის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცესები ერთიან სისტემაში, ერთი პარტნიორის ხელში იქნება მოქცეული. ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა. მათგან 52 ერთეული Geely Starship 7-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-ია, 8 კი – Toyota Corolla-ს ჰიბრიდული სედანი. შერჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო საწვავის ეკონომიურობა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მთავარი პრიორიტეტია ავტომობილების გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება. ავთანდილ ლაბაძე, „თეგეტა ქარ რენთის“ დირექტორი: „საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე ხუთ წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთი ეტაპით გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორს შევთავაზოთ არა მხოლოდ მის საჭიროებებზე მორგებული ახალი ავტომობილები, არამედ სრულყოფილი მომსახურებაც, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. შეთანხმების ფარგლებში ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას სრულად ჩვენ ვიღებთ. შედეგად, ბანკს აღარ უწევს ამ საკითხების დამოუკიდებლად მართვა და შეუძლია, საკუთარი რესურსი მთლიანად ძირითადი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“. Geely Starship 7 აერთიანებს ტევად სალონს, კომფორტსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველდღიური მანძილის დიდი ნაწილი სრულად ელექტრორეჟიმში დაიფაროს, რაც სწორად ორგანიზებული ექსპლუატაციის პირობებში საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში Geely-ს  ოფიციალური დისტრიბუტორია. Toyota Corolla ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით, საიმედოობითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ეკონომიურობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი მახასიათებლები მას კორპორაციული ავტოპარკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო, ამავდროულად კი ეფექტიანად ვმართოთ საოპერაციო რესურსები. „თეგეტასთან“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ავტომობილების ეკონომიურობასა და გარემოზე ზემოქმედებას. ჰიბრიდული ავტომობილების შერჩევა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ საწვავის მოხმარება და ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადავიდეთ.“- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ავტოპარკის გამართული ფუნქციონირება საოპერაციო საკითხის მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს, რაც კომპანიებისგან დამატებით ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა „თეგეტა ბიზნესის“ მიმართულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფლიტმენეჯმენტია. მომსახურება მოიცავს ავტომობილების შერჩევასა და მიწოდებას, მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს, გეგმური და არაგეგმური სერვისის ორგანიზებას, დაზღვევას, საწვავითა და მძღოლებით უზრუნველყოფასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვას. ასეთი მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ სატრანსპორტო პროცესები, უკეთ დაგეგმონ საოპერაციო ხარჯები, დაზოგონ ადმინისტრაციული რესურსი და მეტი დრო დაუთმონ ძირითადი საქმიანობის განვითარებას. საქართველოს ბანკთან განახლებული თანამშრომლობა ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითია. -- ,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. https://www.ghn.ge/index.php/news/356622-geely-starship-7-da-toyota-corolla-sakartvelos-bankis-avtoparkshi-tegeta-banks-flitmenejmentis-farglebshi-srul-momsakhurebas-gautsevs Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1089380599.png 2026-11-13 356622 თელავში დააკავეს პირი, რომელმაც დედა დაჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356621-telavshi-daakaves-piri-romelmats-deda-dachra თელავში დააკავეს პირი, რომელმაც დედა დაჭრა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/321595475.png 2026-11-13 356621 მე არ ვარ კმაყოფილი კვალიფიკაციით, ეს არ იყო ძალადობა, აქ იყო წამება, პაატა სალიას ვურჩევდი, დატოვოს სამსახური - დავით ფეიქრიშვილის დედა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე 7 პირისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განაცხადა, რომ კმაყოფილი არ არის იმ კვალიფიკაციით, რაც პროკურატურამ მისი შვილის საქმეს მიუსადაგა. ნინო აბრამიშვილი ასევე საუბრობს იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზეც და პაატა სალიას ურჩევს, თანამდებობა დატოვოს.  "მე არ ვარ კმაყოფილი იმ კვალიფიკაციით, როგორიც გააკეთა ბატონმა პროკურორმა. ეს არ იყო ძალადობა, ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად, მაგრამ აქ იყო კონკრეტულად მუხლი წამება. ეგენი ჯუფურად მუშაობდნენ, პატარიძეც, ფირცხალავაც, ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი, გოცირიძე, კაჭარავა, ჩვენი საქმის პროკურორიც და ბევრი პოლიციის თანამშრომელიც. უნდა აიღოს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა აუცილებლად იუსტიციის მინისტრმაც. თქვენ თუ გინდათ თქვათ, რომ რაღაც გააკეთეთ და ამით მორჩეს, რატომ არ არის დაჭერილი გიჩო მარგველაშვილი? რატომ არ წაუყენეს ბრალი ზაუტაშილს? ვინ არის დამკვეთი? რა დონის დამკვეთია ეს, რომ ასე აფარებს ხელს. სალია კონცერტებს ესწრებოდა და გვიყვებოდა ზღაპრებს, რომ თურმე რა კარგი მდგომარეობაა ციხეში, ამ დროს იცოდა, რომ ადამიანი იყო ნაცემი. პაატა სალიას ვურჩევდი, რომ თვითონ დატოვოს სამსახური", - განიცხადა ფეიქრიშვილების დედამ ჟურნალისტებს. დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. https://www.ghn.ge/index.php/news/356620-me-ar-var-kmaqofili-kvalifikatsiit-es-ar-iqo-dzaladoba-ak-iqo-tsameba-paata-salias-vurchevdi-datovos-samsakhuri-davit-feikrishvilis-deda მე არ ვარ კმაყოფილი კვალიფიკაციით. ეს არ იყო ძალადობა, ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად ჩადენილს, აქ იყო წამება სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2091031899.png 2026-11-13 356620 რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას და წადით სახლში - მიხეილ სააკაშვილი რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით, გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიების გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პორცესს დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი და მიმართავს მას, დაბრუნდეს საკონსიტუციო სასამართლოში. „უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს – ჩემ მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, ოთხ პიჯაკს და ერთ პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ! თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი! აშკარად დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი მანდაურობას, თუმცა ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა „საქმეზე“ ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი. ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან, აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომელთაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უამრავი ღალატის ხელში, შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფო!“, – წერს სააკაშვილი. https://www.ghn.ge/index.php/news/356619-ra-schirt-partiebis-tsarmomadgenlebs-batumshi-tu-ar-shegidzliat-tavis-ufro-chkvianuri-argumentebit-datsva-gaeshvit-diktaturis-tamashshi-monatsileobas-da-tsadit-sakhlshi-mikheil-saakashvili რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1048534222.png 2026-11-13 356619 ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!     https://www.ghn.ge/index.php/news/356618-aversis-32-tsliani-zrunvis-da-ertgulebis-istoria ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! საზოგადოება 2026-11-13 356618 მოსკოვში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის ავტომობილი ააფეთქეს 13 ნოემბერს მოსკოვში, კიროვოგრადის ქუჩაზე აფეთქდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომლის მფლობელიც, მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი ნიკოლაი აზაროვის ყოფილი პრესმდივანი სერგეი ზავოროტნია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი აფეთქებამდე ეზოდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით 200 მეტრი გაიარა. აფეთქების ტალღამ მძღოლი ავტომობილიდან გზის სავალ ნაწილზე გადაისროლა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლის სავარძლის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომელიც ავტომობილის მოძრაობის დროს აფეთქდა. 72 წლის ზავოროტნი გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზავოროტნის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აქვს გულმკერდისა და ზურგის არეში, ასევე ფეხები მძიმედ აქვს დაზიანებული. გავრცელებული ცნობით, სერგეი ზავოროტნი ამჟამად პრიმორსკის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორია. მან უკრაინიდან გაქცევის შემდეგ დაწერა წიგნი, „როგორ დაკარგა რუსეთმა უკრაინა". ნიკოლაი აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრის, პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში თანამდებობას 2010-2014 წლებში იკავებდა. ევრომაიდანის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, რასაც 2014 წელს იანუკოვჩის გადადგომა მოჰყვა, აზაროვი იანუკოვიჩის მსგავსად რუსეთში გაიქცა. ნიკოლაი აზაროვი უკრაინაში ბრალდებულია სახელმწიფო ღალატში და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. აზაროვის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები. დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, აზაროვი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვი მას განიხილავდა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად 2022 წელს უკრაინაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356617-moskovshi-ukrainis-qofili-premier-ministris-presmdivnis-avtomobili-aafetkes მოსკოვში ააფეთქეს უკრაინის ყოფილი პრემიერის პრესმდივნის ავტომობილი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1756485984.jpeg 2026-11-13 356617 არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის - ის ემოციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და საერთო სიხარულისა და სიამაყის განცდას აჩენს. საქართველოს ბანკისთვის ფეხბურთის მხარდაჭერა მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას - გულშემატკივრობას ეფუძნება. ეს ნიშნავს, იყო ადამიანებისა და მათი მიზნების გვერდით, მხარი დაუჭირო წარმატებისკენ სწრაფვას და მათთან ერთად გაიზიარო მნიშვნელოვანი გამარჯვებები.  სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.  პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით. ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. https://www.ghn.ge/index.php/news/356616-ar-gacherebis-kultura-fekhburtshi-sakartvelos-banki-sakartvelos-safekhburto-nakrebis-mtavari-sponsoria არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2126395581.jpg 2026-11-13 356616 ხელისუფლების იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ევროინტეგრაცია შეუძლებელია, რადგან ეს არ არის თავსებადი დასავლურ-დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებთან - გიგა ფარულავა „ოცნება“ ტირაჟირებს, რომ ელოდება, როდის შეიცვლება ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია, რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, თავად „ოცნებაა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იბლოკება თუ არა საქართველო ბრიუსელის მიერ, ფარულავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აშორებს ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს. „ერთია, რას ამბობს „ქართული ოცნება“, მეორეა, რა არის ობიექტური თვალით დანახული. რეალობაა ის, რომ სამწუხაროდ, „ოცნება“ თავისი მოქმედებებით ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს აშორებს. როგორ უნდა მოხდეს გადატვირთვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს იქნება ევროკავშირი თუ ამერიკა? – „ოცნება“ ტირაჟირებს, რომ  ელოდება იმ დროს, როდის შეიცვლება ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია. რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, თავად „ოცნებაა“. „ოცნებამ“  თავისი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური კურსი უნდა შეიცვალოს და შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რასაც წლებია, ქვეყანაში ახორციელებს. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციების გაძლიერებას და ბუნებრივია, შესაძლებლობა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობა გადატვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია. ეს არ მოხდება, რადგან ეს არ არის თავსებადი დასავლურ-დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებთან“, – განაცხადა ფარულავამ. https://www.ghn.ge/index.php/news/356615-khelisuflebis-im-arademokratiuli-nabijebit-ritats-chveni-mokalakeebis-tsinaaghmdeg-mokmedebs-evrointegratsia-sheudzlebelia-radgan-es-ar-aris-tavsebadi-dasavlur-demokratiuli-kveqnebis-ghirebulebebtan-giga-farulava ხელისუფლების იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ევროინტეგრაცია შეუძლებელია, რადგან ეს არ არის თავსებადი დასავლურ-დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებთან - გიგა ფარულავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1327821834.png 2026-11-13 356615 პეტერ მადიარის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზაკარპატიის ოლქში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინის ზაკარპატიის ოლქში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა. მისი თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამჟამად არკვევენ, მოხერხდება თუ არა შეხვედრის ორგანიზება ნოემბრის ბოლომდე. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს. მადიარის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მას რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ჰქონდა საუბარი, მათ შორის ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან და ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10-15-წუთიანი შეხვედრა გამართა. „პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუმცა საუბარი არც ბუდაპეშტს და არც კიევს არ ეხებოდა - საუბარი ზაკარპატიაზე იყო“, - განაცხადა მადიარმა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამჟამად განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა შეხვედრის ნოემბრის ბოლომდე ორგანიზება.   https://www.ghn.ge/index.php/news/356614-peter-madiaris-gantskhadebit-volodimir-zelenskistan-zakarpatiis-olkshi-shekhvedris-gamartvis-shesadzlebloba-ganikhila პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინის ზაკარპატიის ოლქში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1928302596.jpg 2026-11-13 356614 მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო, უსმან ნურმაგომედოვსა და თანმხლებ პირებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო. უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. ინფორმაციას Croco. ge ავრცელებს და წერს, რომ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ თქვა: „სასამართლო პროცესი დასრულებულია... გადაწყვეტილება მიღებულია და ბიჭები 5 საათზე თავისუფლები იქნებიან“ შეგახსენებთ, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.  https://www.ghn.ge/index.php/news/356613-merab-dvalishvilze-tavdaskhmis-gamo-usman-nurmagomedovsa-da-tanmkhleb-pirebs-6-tviani-patimroba-300-000-iani-jarima-da-deportatsia-miesajat მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო ნურმაგომედოვსა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/266638505.png 2026-11-13 356613 ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ჭაჭუნას აღკვეთილში ფონდ „ქართუს“ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800-მდე კოლხური ხოხობი გადაიყვანა ბიძინა ივანიშვილისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მოქმედ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების საადაპტაციო ვოლიერში განათავსეს. ფრინველები ვოლიერში რამდენიმე თვეს გაატარებენ, რაც მათ ველურ გარემოსთან შეგუებასა და თვითგადარჩენის უნარების გამომუშავებაში დაეხმარება. ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ხოხბების ბუნებაში ეტაპობრივი გაშვება მოხდება. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე ფრინველთსაშენი, რომელიც ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს, საქართველოს ადგილობრივი ფაუნის, კერძოდ, კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის პოპულაციების გამრავლებასა და აღდგენას ემსახურება.  ფრინველების გაშვება ქვეყნის სხვადასხვა  რეგიონის ველურ ბუნებაში  სისტემატურად ხდება, რაც მიზნად ისახავს მათი პოპულაციების აღდგენისა და  საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. https://www.ghn.ge/index.php/news/356611-veluri-bunebis-erovnulma-saagentom-chachunas-aghkvetilshi-fond-kartus-frinveltsashenshi-gamoqvanili-800-mde-kolkhuri-khokhobi-gadaiqvana ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ჭაჭუნას აღკვეთილში ფონდ „ქართუს“ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800-მდე  კოლხური ხოხობი გადაიყვანა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/850617919.jpg 2026-11-13 356611 პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. „აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მისი დასმული კითხვების ფორმულირება არის იმ ფორმის, რომ უკვე მას წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. რაც მოვისმინეთ იყო შეკითხვა: „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას და მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რა პასუხიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, აზრის დაფიქსირება ამ შეკითხვაში და შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება. სასამართლოც ისმენდა, პლენუმის სხვა წევრებიც გუშინ ევა გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებს. ის, რაც მხარემ გააჟღერა და მასში ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ევა გოცირიძეს წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმესთან დაკავშირებით, პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა, შეკითხვა, რომელიც საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. სასამართლო არის ვალდებული დასვას ყველა წაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით შეკითხვები და გაიგოს ამასთან დაკავშირებით მხარის მოსაზრება. თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისთვის. პირიქით, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისგან, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა. ეს შეუძლებელია! ეს განცდა დარჩა სასამართლოს, პლენუმის ყველა წევრის პოზიცია იყო ეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით მიმართეს. „მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, - განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/356612-plenumma-mosamartle-eva-gotsiridzis-atsilebastan-dakavshirebit-natsionaluri-modzraobis-shuamdgomloba-ar-daakmaqofila აასდ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2008531535.png 2026-11-13 356612 კაია კალასი დაბადებული და გაზრდილია ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ იქიდან საბჭოთა დამოკიდებულება წამოიღო - შალვა პაპუაშვილი კაია კალასი თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან – არა, ვის დაელაპარაკონ და ვის – არა,  შემდეგ ჰერჩინსკის  სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო, ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, არავინ არაფერს შეადარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „კაია კალასზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ფაქტობრივად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ოფისებიდან პირდაპირი მიდის მითითება დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს კიდევ ერთხელ საბჭოთა მოსკოვის მიდგომას აჩვენებს. ქალბატონი კალასი, რომელიც დაბადებული და გაზრდილია ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან რაც წამოიღო, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან – არა, ვის დაელაპარაკონ და ვის – არა. ბატონ ჰერჩინსკის შემდეგ სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო. ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, არავინ არაფერს შეადარებთ. ამ პარალელებს იმ ხალხში აღძრავენ, რომელთაც საბჭოთა კავშირი მართლა გამოვლილი აქვს. სამარცხვინოა, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასე იქცევა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, დამოუკიდებელ ქვეყნებს, ეს მითითებები მისცეს", - განაცხადა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356610-kaia-kalasi-dabadebuli-da-gazrdilia-estonetis-sabchota-sotsialistur-respublikashi-martalia-sitqvit-ganagdebs-kholme-sabchota-kavshirs-magram-ikidan-sabchota-damokidebuleba-tsamoigho-shalva-papuashvili კაია კალასი დაბადებული და გაზრდილია ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ იქიდან საბჭოთა დამოკიდებულება წამოიღო - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1866183142.jpg 2026-11-13 356610 ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, ჩვენ ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ - შალვა პაპუაშვილი კაია კალასი თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან – არა, ვის დაელაპარაკონ და ვის – არა,  შემდეგ ჰერჩინსკის  სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო, ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, არავინ არაფერს შეადარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „კაია კალასზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ფაქტობრივად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ოფისებიდან პირდაპირი მიდის მითითება დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს კიდევ ერთხელ საბჭოთა მოსკოვის მიდგომას აჩვენებს. ქალბატონი კალასი, რომელიც დაბადებული და გაზრდილია ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან რაც წამოიღო, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან – არა, ვის დაელაპარაკონ და ვის – არა. ბატონ ჰერჩინსკის შემდეგ სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო. ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, არავინ არაფერს შეადარებთ. ამ პარალელებს იმ ხალხში აღძრავენ, რომელთაც საბჭოთა კავშირი მართლა გამოვლილი აქვს. სამარცხვინოა, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასე იქცევა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, დამოუკიდებელ ქვეყნებს, ეს მითითებები მისცეს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს პატივს სცემს, არავის არ აძლევს უფლებას, მათ შორის, კაია კალასს და მის ოფისს, დირექტივები და მითითებები მისცენ, როგორც ამ მითითებებს საბჭოთა მოსკოვიდან რესპუბლიკებში აძლევდნენ. ის გზა სწორი აღმოჩნდა, რომ ხაზი ორმხრივ ურთიერთობებს გავუსვათ, რადგან ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს – ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად. დღეს, ამას ბრიუსელი და მისი საელჩო ცდილობენ. ვხედავთ, მათი ქმედებებია, როგორმე ქვეყანა და ხალხი დაგვაზიანონ, მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. გასაგებია, რომ ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა. გავიგეთ, მათ სურთ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი რაც შეიძლება დააზიანონ და ბოიკოტი გამოუცხადონ, მაგრამ, რატომ აზიანებენ ორმხრივ ურთიერთობებს? – ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, როდესაც ამ დონეზე ცდილობენ, მავნებლობა ჩაიდინონ, რომ ქვეყანას დაუზიანონ ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ევროკავშირის ფორმატში არ გვაქვს. ეს ასე არ დაწყებულა, ეს ორმხრივი ურთიერთობებით დაიწყო და სამი ათწლეულია, არის, ზოგან ინტენსიურად, ზოგჯერ – ნაკლებად ინტენსიურად, მაგრამ ყველგან პარტნიორულად და მეგობრული იყო. ჩვენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებაზე ვზრუნავთ. სწორი აღმოჩნდა გზა, რასაც ჩვენ მივმართავთ და ამ ამგვარ ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356609-briuseli-tsdilobs-chveni-ormkhrivi-urtiertobebi-daazianos-evrokavshiris-tsevr-kveqnebtan-es-ukve-sabchota-moskovze-tsota-uaresi-kmedebaa-chven-ormkhriv-vizitebs-gavagrdzelebt-shalva-papuashvili ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, ჩვენ ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1509042483.png 2026-11-13 356609 დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს - ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და კიდევ 4 პირს წარედგინა პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ახალი ბრალდება წარუდგინა.  პროკურატურის თანახმად, ბრალდება გულისხმობს დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს - ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას’, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356608-davit-feikrishvilis-sakanshi-tsemis-faktze-braldeba-ets-kriminalur-avtoritetebs-vato-qifians-shota-qifians-avtandil-bilanishvils-da-kidev-4-pirs-tsaredgina დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1329501548.jpg 2026-11-13 356608 ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს - შალვა პაპუაშვილი ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა. ახლა ამას ერთ-ერთში „ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საბედნიეროდ, ნიურბერგის პროცესისგან განსხვავებით, არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე, რომ სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმი იყოს შეფასებული. „ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია სიტყვა – სისტემური, როდესაც საქმე ეხება წამებას ციხეებში. ამ მიმართულებით პირდაპირ სამართლებრივი ვერდიქტია გამოტანილი, რომ ეს იყო სისტემატური და სისტემური, ასევე წამების გარემო იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლებს ვაკვირდებით. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით მიმდინარეობს, არამედ ეს საზოგადოებისთვის უკვე გახდა პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის და დადასტურების კიდევ ერთი შესაძლებლობა. პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეების და მხარდამჭერების საუბარს, რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს. არ აღიარებენ, რომ წამების სისტემა არსებობდა და ამას სასამართლოს წინაშე ამბობენ. კასრებში რაღაც იპოვესო და რა ვიცით, რა არისო. ეს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა იმ დანაშაულების მხილება, რაც რეჟიმის შეცვლის შემდეგ კიდევ ბევრი აღმოჩნდა. ვნახეთ, ერთის მხრივ, რა დანაშაულს სჩადიოდა სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმი და შემდეგ, ამ ყველაფერს როგორ ადოკუმენტებდა ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით და ამას როგორც ინახავდა, რომ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა საზოგადოებაზე თუ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ჩანაწერებშია. ცნობილია, ასეთი ჩანაწერები საკუთარი გუნდის წევრებზეც ჰქონდათ და მათ არ შანტაჟებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356607-fashisturi-rezhimis-shemkmnelebi-niurbergis-protsesze-amtkitsebdnen-rom-tsalkeuli-gadatsdomebi-iqo-da-es-sakhelmtsifo-politika-ar-qofila-amas-ert-ertshi-natsmodzraoba-imeorebs-shalva-papuashvili შალვა პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1189475860.jpg 2026-11-13 356607 დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.   https://www.ghn.ge/index.php/news/356606-davit-feikrishvilze-tavdaskhmis-sakmeze-giorgi-pataridzes-gldanis-tsikhis-qofil-direktors-da-patimrebs-vato-qifians-shota-qifians-avtandil-bilanishvils-davit-kacharavs-da-pavle-gotsiridzes-braldeba-tsaredginat დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/655501799.png 2026-11-13 356606 მიხეილ ყაველაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს https://www.ghn.ge/index.php/news/356605-mikheil-qavelashvili-antonio-gutereshs-shekhvda მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2064487173.jpeg 2026-11-13 356605 „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს - თენგიზ შარმანაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავი დაიძვრინოს. ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, რომ გაკვირვებული ვართ. თურმე, პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერს წარმოადგენდა, არც ადეიშვილი, არც ვანო მერაბიშვილი. არ გამიკვირდება, სააკაშვილს მითიურ პერსონაჟად თუ გამოაცხადებენ და იტყვიან, ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს, მითიური პერსონაჟი არისო, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამას ხომ ყველა უყურებს და საკონსტიტუციოს მოსამართლეებიც ისმენენ. „როგორ შეიძლება, მათი რომელიმე ნათქვამი მოსამართლემ სერიოზულად აღიქვას და მერე გაუკვირდათ, როცა შესაბამისი შედეგი დადგება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. წითლიძემ საგამოძიებო კომისიის რაღაც ჩვენება აიჩემა და თქვა, დამაჯერებელი არ არისო. სასამართლოს მიერ დადასტურებული ათობით სისხლის სამართლის განაჩენი რომ დევს, იმას რას უშვება და რას ამბობ? გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი წერდა, რომ გამაოგნებელი იყო როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და გამოძიებაში შეთქმულებას აწარმოებდნენ. ამათმა პრეზიდენტი არაფერ შუაში იყოო. არადა, სტრასბურგის უამრავ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომ ეს იყო სისტემატური დანაშაული. ეს არ არის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნახსენები. გინდათ, ამ ყველაფერს ამნეზია დაარქვით და რაც გინდათ, ის. ფაქტია, რომ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არც შეიძლება, ჰქონდეთ. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, დაგვენახა, სინანულია. ასე მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ზედმეტი მომივიდა, შემეშალა, ეთქვათ. მსგავს ვერაფერს დაინახავთ და მოისმენთ. ეს ეს ხალხი თუ პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ. ადამიანს, რომელსაც თავისი დანაშაული არ ესმის, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356604-natsionaluri-modzraobisgan-iseti-saotsrebebi-movisminet-ar-gamikvirdeba-tu-saakashvils-mitur-personazhad-gamoatskhadeben-da-itqvian-rom-aseti-katsi-saertod-ar-arsebobs-tengiz-sharmanashvili თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, არ გამიკვირდება, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/127035713.png 2026-11-13 356604 საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან - თენგიზ შარმანაშვილი აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. „საკმაოდ სერიოზული ძალებია, რომელთაც, რაც გინდათ, ის დავარქვათ – „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ულტრამემარცხენე ინტერნაციონალი. ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან, რომლებიც, პირველ რიგში, ზემოქმედებას ევროპულ ბიუროკრატიაზე ახდენენ. არიან ცალკეული ქვეყნის ლიდერებიც, ვისზეც განსაკუთრებული გავლენა აქვთ, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია აბსოლუტურად კონტროლქვეშ ჰყავთ. იმიტომაც გვიკვირს, რომ ის, რაც აშკარაა, იმის საწინააღმდეგოდ ტყუილებსაც კი გვაბრალებენ. როგორ შეიძლება, რაიმე პარამეტრით მოლდოვა ჩვენზე წინ იყოს, სადმე რაიმე კრიტერიუმით ან მონაცემებით? მაგრამ ამბობენ, რომ არის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამ კვლევებს თავად აკეთებენ, ცალკეული კომპონენტების ლიდერობად ისევ ჩვენ გაასახელებენ და მაშინ, როდესაც შეჯამებასთან გვაქვს საქმე, ამბობენ, თქვენ მაჩანჩალები ხართ, მოლდავაზე უკან ხართო. რატომ? – იმიტომ, რომ ევრობიუროკრატიას დირექტივა მიუვა და რეალობა არ აინტერესებთ. არც აღქმები აღარ აინტერესებთ, მშრალ და პირდაპირ ტყუილებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356603-sakartvelo-evrokavshiris-urtiertobas-khels-ushlian-rats-gindat-is-daarkvit-dif-steiti-globaluri-omis-partia-faktia-sakmaod-seriozuli-dzalebi-arian-tengiz-sharmanashvili – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/58900126.png 2026-11-13 356603 ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან - სვეტლანა ტიხანოვსკაია დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ტიხანოვსკაიას განცხადებით, შეხვედრაზე მან საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემები დააყენა, მათ შორის, დოკუმენტების მიღებასთან, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები. „შევეხე იმ სირთულეებს, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების მიღების, ბინადრობის ნებართვების მოპოვებისა და სამართლებრივი სტატუსის უზრუნველყოფის კუთხით აწყდებიან. მოვუწოდე, დაიცვან იმ ბელარუსების უფლებები, რომლებიც დევნილობაში ყოფნის მიუხედავად კვლავ განიცდიან პოლიტიკურ დევნას“, - წერს ტიხანოვსკაია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ ბელარუსების უფლებების დაცვა, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური დევნის გამო იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. On the sidelines of #EPC in Dublin, I spoke with Georgia’s Prime Minister Irakli Kobakhidze and Foreign Minister Maka Botchorishvili. I raised the difficulties Belarusians living in Georgia face in obtaining documents and residence permits and securing legal status. I called… pic.twitter.com/KnGLKOOiHb — Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) November 12, 2026   https://www.ghn.ge/index.php/news/356602-irakli-kobakhidzesa-da-maka-bochorishvils-im-sirtuleebze-vesaubre-romlebsats-sakartveloshi-mtskhovrebi-belarusebi-atsqdebian-svetlana-tikhanovskaia ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან - სვეტლანა ტიხანოვსკაია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1329013093.jpg 2026-11-13 356602 ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა „ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები. სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა. “საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე. სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას. https://www.ghn.ge/index.php/news/356601-tseskos-tavmjdomarem-eutoodiris-mier-organizebul-samushao-shekhvedrashi-miigho-monatsileoba ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/25608712.jpeg 2026-11-13 356601 ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.  მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/356600-chinetisa-da-sakartvelos-mmartvel-partiebs-shoris-gaformdeba-urtiertgagebis-memorandumi-es-dzalian-mnishvnelovania-kveqnebis-tanamshromlobis-gaghrmavebistvis-irakli-kadagishvili ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1832792386.png 2026-11-13 356600 მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - წიფრანის, გალავანისა და თეთრახევას მიმდებარედ. სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - არაგვის, თეზამისა და ქუსნოს კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.   თიანეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ. https://www.ghn.ge/index.php/news/356599-mtskheta-mtianetshi-didi-odenobit-kvisha-khreshis-ukanono-mopovebis-faktebi-gamovlinda მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1416843388.jpg 2026-11-13 356599 რუსებმა კიევში, ერთ-ერთ კლინიკაზე იერიში მიიტანეს, გაჩნდა ხანძარი კიევის შევჩენკოს რაიონში, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ 30 პაციენტი და თანამშრომელი კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 13 ნოემბრის ღამეს რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე ექვსსართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობის პირველიდან მესამე სართულამდე ხანძარი გაჩნდა. მეორე სართულზე შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. „13 ნოემბრის ღამეს რუსეთმა დედაქალაქზე მორიგი თავდასხმა განახორციელა. მტრის დაბომბვის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე ექვსსართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობის პირველიდან მესამე სართულამდე ხანძარი გაჩნდა, მეორე სართულზე კი შენობა ნაწილობრივ დაინგრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. https://www.facebook.com/DSNSKyiv/posts/%D0%B2%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B3-%D0%BF%D0%BE%D1%86%D1%96%D0%BB%D0%B8%D0%B2-%D1%83-%D0%BB%D1%96%D0%BA%D1%83%D0%B2%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D0%B8%D0%B9-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%BB%D0%B0%D0%B4-%D0%B2%D1%80%D1%8F%D1%82%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE-7-%D1%82%D0%B0-%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BA%D1%83%D0%B9%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE-30-%D0%BB%D1%8E%D0%B4%D0%B5%D0%B9%D1%83-%D0%BD%D1%96%D1%87-%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%82/1578220267672258/   https://www.ghn.ge/index.php/news/356597-rusebma-kievshi-ert-ert-klinikaze-ierishi-miitanes-gachnda-khandzari რუსეთის იერიშის შედეგად კიევში სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1318652069.jpg 2026-11-13 356597 ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა 13 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადსა და ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მონიტორინგის არხების ცნობით, დრონებმა იერიში ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს. სამრეწველო ზონაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით აფეთქებების ხმა უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზეც გაისმა. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დრონებით განხორციელებული თავდასხმა დაადასტურა. მისი განცხადებით, ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად  ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. როგორც Telegram-არხი ASTRA წერს, ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით ღამით განხორციელებული თავდასხმისა და „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ვოლგოგრადში ავტოგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოკადრები, რომლებშიც საწვავის შესაძენად მისული ავტომობილების რიგები ჩანს. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა და კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. ქარხანა 1957 წლიდან ფუნქციონირებს და მისი წლიური წარმადობა დაახლოებით 14.8 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, ნავთობპროდუქტებს, ნავთობის კოქსს, ბიტუმსა და საბაზისო ზეთებს. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ნავთობპროდუქტებით ამარაგებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356596-volgogradis-navtobgadamamushavebel-karkhanaze-dronebit-ierishi-gankhortsielda დრონებით იერიში მიიტანეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2036303401.png 2026-11-13 356596 როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება - თამარ ონიანი გურამ როგავას, ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების გამოძიების დინამიკა არის წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, მისი ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის სწორედ იქ გაწყვეტის მცდელობა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს. "როდესაც პროკურატურა სისტემური წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უფლებამოსილების გადამეტების ან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ცალკეულ ეპიზოდებად წარმოაჩენს; როდესაც ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილ (მინიმუმ) 167 ადამიანს შორის მხოლოდ სამი პირის საქმეზე სჯის შემსრულებლებს, ხოლო მინიმუმ 164 პირი კვლავ ელოდება მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას; როდესაც ამ ძალადობას წარმოაჩენს ქუჩაში მომხდარ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ შემთხვევებად და არა აქციების დარბევის პოლიტიკისა და საპოლიციო სტრატეგიის ნაწილად; უფრო ზუსტად - ორგანიზებულ ძალადობად, რომლის მასშტაბი და კოორდინირებული ხასიათი ვერ აიხსნება ცალკეული შემსრულებლების თვითნებობით; როდესაც გამოძიების მიღმა ტოვებს მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს ოპერაციები დაგეგმა, ბრძანებები გასცა, მათ აღსრულებას ხელმძღვანელობდა ან ძალადობას მფარველობდა; პროკურატურა არ აღასრულებს მართლმსაჯულებას. ქმნის მის ფასადს, რომელიც, მათ შორის, მომხდარის დაფარვის საშუალებაა. სწორედ ამას ვდავობთ წამების იმ საქმეებში, რომლებიც საიამ 2024 წლის აქციების კონტექსტში გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. ეს ფასადი დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირდება და პასუხისმგებლობის საკითხს ვერ დახურავს იქ, სადაც მართლმსაჯულების მიღწევის რეალური პერსპექტივა არსებობს. და ამ სამართალს, ადრე თუ გვიან, მიაღწევენ დაზარალებულები და უფლებადამცველები. P.S. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია განაჩენების შესახებ, რამდენადაც ვნახე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმეებს ეხება. ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე კი ჯერ დასაზუსტებელია, გამოტანილია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სამივე მათგანთან მიმართებით ეს პროცესი ერთიანად დაიწყო", - წერს ონიანი. https://www.ghn.ge/index.php/news/356598-rogavas-maisashvilsa-da-khabeishvilze-dzaladobis-sakmeebis-tsalkeul-epizodebad-dashlisa-da-pasukhismgeblobis-jachvis-ik-gatsqvetis-mtsdelobaa-sadats-organizatorebisa-da-brdzanebis-gamtsemebis-pasukhismgebloba-itsqeba-tamar-oniani როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება - თამარ ონიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1667346785.jpg 2026-11-13 356598 პუტინი მზად არის, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს - ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს. ამის შესახებ კუშნერმა დუბლინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კუშნერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ამ შეთანხმებას ევროპული მხარის მონაწილეობის გარეშე ვერ მივაღწევთ. ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ხაზგასმით ავუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. პრეზიდენტი ზელენსკიც მტკიცედ უჭერს მხარს ამ მიდგომას - ის ამის შესახებ თავიდანვე საუბრობდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმების მიღწევა შევძელით და ის მზად არის, სცადოს“, - განაცხადა კუშნერმა. მისი შეფასებით, ევროპულ და რუსულ მხარეებს შორის პირდაპირი შეხვედრების დროს ყველა საჭირო საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი. „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ვისმენთ სხვადასხვა ადამიანისგან, რომ მათ ამ ომის დასრულება სურთ. ეს ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება. ცხადია, მან ბევრ ადამიანზე იქონია გავლენა და, ვფიქრობ, ახლა ყურადღებას იმაზე ვამახვილებთ, თუ რისი მოტანა შეუძლია მომავალს“, - აღნიშნა კუშნერმა. შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები დუბლინში ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს. https://www.ghn.ge/index.php/news/356595-putini-mzad-aris-molaparakebebis-momdevno-raundshi-evropis-monatsileobas-datankhmdes-jared-kushneri ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/496258985.png 2026-11-13 356595 ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯორჯია მელონიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები განიხილეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთარში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო რაკეტების მიწოდება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. ზელენსკიმ მელონისს აბუ-დაბიში გამართული შეხვედრებისა და შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „მნიშვნელოვანია, რომ ევროპა სრულფასოვნად იყოს ჩართული პროცესში, როდესაც საქმე ომის დასრულებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და ჩვენი მთელი კონტინენტის მომავალს ეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საჭიროებები რუსეთის მიერ ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე. „უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და იმ სისტემებისთვის საჭირო რაკეტებია, რომლებიც ამ ზამთარში ადამიანების დასაცავად უკიდურესად აუცილებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356594-volodimir-zelenskim-da-jorjia-melonim-ukrainis-sahaero-tavdatsvis-gadzlierebisa-da-energetikuli-infrastrukturis-datsvis-sakitkhebi-ganikhiles ზელენსკიმ და მელონიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/818878726.jpeg 2026-11-13 356594 რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა - სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა გვექნება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან 12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იგეგმება. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა - სამხედრო ტყვეების გაცვლა შედგება. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან. ძალიან მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მომლაპარაკებლის. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს ოჯახებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის წარმატებაა, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის გაცვლის მონაწილე სამხედრო ტყვეების კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. თუმცა მანამდე პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებზე გაცვლის ფორმატად 1 000-ის 1 000-ზე ან 1 500-ის 1 500-ზე გაცვლა განიხილებოდა. ზელენსკიმ მოლაპარაკებების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა ის, რომ მომდევნო შეხვედრაში ევროპელი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ. https://www.ghn.ge/index.php/news/356593-rusetshi-vizitis-shemdeg-amerikulma-gundma-dzalian-mnishvnelovani-shedegi-chamoitana-samkhedro-tqveebis-qvelaze-masshtaburi-gatsvla-gvekneba-volodimir-zelenski რუსეთთან უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იგეგმება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1211659023.png 2026-11-13 356593 ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 ნოემბრის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. შეხვედრა დუბლინის დასავლეთით, ბალდონელის რაიონში მდებარე კეისმენტის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. მანამდე, 12 ნოემბერს, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრისას პუტინმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, ოლეშკის მაგალითზე, ე.წ. „ჰუმანიტარული მისიის“ ჩატარების ინიციატივა წამოაყენა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს, შესაძლოა, ევროპული მხარეც შეუერთდეს.     https://www.ghn.ge/index.php/news/356592-volodimir-zelenski-dublinshi-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebs-jared-kushnersa-da-stiv-uitkofs-shekhvda ზელენსკი დუბლინში ტრამპის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2105176748.png 2026-11-13 356592 ვაშინგტონის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ თანდათან „მუხლებზე იჩოქებს - მასუდ ფეზეშქიანი ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, თავად შეერთებული შტატები თანდათან „მუხლებზე იჩოქებს“. ფეზეშქიანმა ამის შესახებ 12 ნოემბერს, თურქეთში, COP31-ის კლიმატური სამიტის ფარგლებში განაცხადა.  ირანის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ცდილობდა, ირანი და მისი მოსახლეობა დაემორჩილებინა, თუმცა ვითარება საპირისპიროდ განვითარდა. ფეზეშქიანის განცხადებით, მიუხედავად კონფლიქტისა და მუქარისა, ირანის დიპლომატიური საქმიანობა აქტიურად გრძელდება და ქვეყანა სხვადასხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. მან ასევე აღნიშნა, რომ COP31-ის სამიტი ირანისთვის კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და თეირანის პოზიციების გასაცნობად. მისი მტკიცებით, ვაშინგტონის მცდელობა, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, უშედეგო აღმოჩნდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356591-vashingtonis-mtsdelobebi-irani-saertashoriso-izolatsiashi-moektsia-tsarumatebeli-aghmochnda-ashsh-tandatan-mukhlebze-ichokebs-masud-fezeshkiani აშშ-ის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, თავად შეერთებული შტატები თანდათან „მუხლებზე იჩოქებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1241384465.png 2026-11-13 356591 თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა ოთხი სამხედრო თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის რეგიონში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა S-70-ის ტიპის ვერტმფრენმა განიცადა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს. ასევე დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. https://www.ghn.ge/index.php/news/356590-turketshi-samkhedro-vertmfreni-chamovarda-daighupa-otkhi-samkhedro თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა ოთხი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/942701740.png 2026-11-12 356590 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო კოშტასა და ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები განიხილა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და მათ აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. შეხვედრა 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა. ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების ცალკეულ ღონისძიებებს ევროპელი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებში სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ევროპაში უსაფრთხოებაზე, ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასა და ნებისმიერ ვალდებულებაზე, რომელსაც ევროპა საკუთარ თავზე აიღებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან შეთანხმებები უკრაინისთვის ზამთრის გადასატანად დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ. „იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ დახმარების პაკეტებს, ასევე დახმარებას თავშესაფრების მოწყობაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მხარეებმა ასევე შეათანხმეს პოზიციები მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი ნაბიჯების შესახებ. „უნდა ვეძებოთ მაქსიმალურად სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომელიც მთელ ევროპას იცავს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/356589-volodimir-zelenskim-antonio-koshtasa-da-fon-der-laientan-shekhvedrisas-abu-dabishi-gamartuli-molaparakebebi-ganikhila ზელენსკიმ კოშტასა და ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/211714044.png 2026-11-12 356589 პიტ ჰეგსეთმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა. ამის შესახებ Associated Press წერს. როგორც ცნობილია, სამხედრომ ყურადღება ჰეგსეთსა და მის თანმხლებ პირებს მიაქცია მას შემდეგ, რაც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ფოტოების გადაღების შემდეგ მათი სიცილი და საუბარი გაიგონა. ინციდენტი 11 ნოემბერს, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის შემდეგ მოხდა.  ჰეგსეთი მეუღლესთან, ჯენიფერთან და თანამშრომლებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ ფოტოს იღებდა. გადაღების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრების სიცილი და საუბარი გაისმა, რის გამოც აშშ-ის არმიის მორიგე სამხედრომ მათ მიმართა და შეახსენა, რომ მემორიალთან სიჩუმე და პატივისცემა უნდა შეენარჩუნებინათ. „ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“ – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჯგუფს. პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურემ დამსწრეებს წესების დაცვისა და სათანადო ქცევის შესახებ სწორად და თავაზიანად შეახსენა. 12 ნოემბერს ჰეგსეთმა პენტაგონში მიიწვია არმიის ქვედანაყოფი, რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავს იცავს, და თომას იგლესიასს ჯილდო გადასცა 11 ნოემბერს დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის. ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში ჯილდოს გადაცემის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩვენ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ. გააგრძელე პატრიოტო“. We love soldiers. We love standards. Well done, Specialist. Carry on Patriots. pic.twitter.com/Uk6ek6oOso — Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) November 12, 2026     https://www.ghn.ge/index.php/news/356588-pit-hegsetma-jildo-gadastsa-samkhedros-romelmats-mas-utsnobi-jariskatsis-saflavtan-shenishvna-mistsa პიტ ჰეგსეტმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/130516471.jpg 2026-11-12 356588 კაია კალასმა დაასახელა, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ უკვე განსაზღვრულია, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში განაცხადა. კალასის თქმით, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროპის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიo კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად ის უნდა მონაწილეობდნენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. „რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს შეუძლიათ, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, თუ ამის სურვილი ექნებათ. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია, დავეყრდნოთ უკვე არსებულ შეთანხმებებს“, - განაცხადა კალასმა. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა აინტერესებდეს, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებში. „რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენს წარმომადგენლებზე? ჩვენ განვიხილავთ მათ წარმომადგენლებს - ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები“, - განაცხადა მან. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა დუბლინში შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ წარმოადგენს მხარეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიo კოშტა ამ როლისთვის ბუნებრივი კანდიდატია, რადგან ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა აირჩიეს. „ამიტომ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ კოშტას მონაწილეობას ასეთ მოლაპარაკებებში“,- განაცხადა ფრიდენმა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა კი აღნიშნა, რომ ევროპის ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ ანტონიო კოშტა უნდა იყოს. „თუ ჩვენს ინსტიტუციურ სტრუქტურას გადავხედავთ, ოფიციალური წარმომადგენელი ანტონიო კოშტაა. დიახ, ოფიციალურად“, - განაცხადა მან. https://www.ghn.ge/index.php/news/356587-kaia-kalasma-daasakhela-vin-unda-tsarmoadgendes-evrokavshirs-ukrainasa-da-rusets-shoris-molaparakebebze კალასმა დაასახელა ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/747020896.png 2026-11-12 356587 ზვიად მაისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამოქალაქო აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ინფორმაციას მაისაშვილის ადვოკატი ადასტურებს.  განაჩენი საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა - ბრალდებულებს  3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდათ. სპეცრაზმელები ზვიად მაისაშვილს 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს თავს დაესხნენ. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე სამართალდამცველი, დღეს გახდა ცნობილი ისიც, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიესაჯა. https://www.ghn.ge/index.php/news/356586-zviad-maisashvilis-sakmeze-dakavebul-or-spetsrazmels-5-5-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesaja ზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2091920888.png 2026-11-12 356586 ჰორმუზის სრუტესთან გემზე თავდასხმა მოხდა ოთხშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების რას-ელ-ხაიმას საამიროდან ჩრდილო-დასავლეთით, ტანკერს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც გემის სამანქანო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Reuters გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოზე (UKMTO) დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, ტანკერის ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის ინფორმაციით, გემს ომანის ყურიდან ჰორმუზის სრუტიდან გასვლისას, კიჩოს ნაწილში მოხვდა ჭურვი. Ambrey-ის ცნობით, დაშავებულების ან გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო კვირების განმავლობაში სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გემებზე თავდასხმები გახშირდა. აშშ-ისა და ისრაელის ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე ამ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანზე მსოფლიო ნედლი ნავთობის მოცულობის თითქმის მეხუთედი გადაჰქონდათ. https://www.ghn.ge/index.php/news/356585-hormuzis-srutestan-gemze-tavdaskhma-mokhda არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ტანკერს უცნობი ჭურვი მოხვდა, გემზე ხანძარი გაჩნდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1139082409.png 2026-11-12 356585 ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონია. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ტურნირზე ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა ცხრა პარტიიდან შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. ლილე სვანაძემ ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა, 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. https://www.ghn.ge/index.php/news/356584-lile-svanadze-chadrakshi-10-tslamde-gogonata-shoris-evropis-chempioni-gakhda ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1379195460.jpg 2026-11-12 356584 უკრაინის საკითხზე მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან - სტივ უიტკოფი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპული მხარეც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმურ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აბუ დაბიში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი განიხილეს, რომელიც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოსკოვიდან გამგზავრებამდე უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია და მხარეები ახალი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. „ვფიქრობ, პროგრესი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ეს დღეს დილით მოხდა. არავის ეგონა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებს განვაახლებდით, თუმცა ეს შევძელით. ახალი შეხვედრაც დავგეგმეთ“, - განაცხადა უიტკოფმა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. „ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა. კუშნერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი ამომწურავად და დეტალურად განიხილეს. „ვფიქრობ, საერთო ჯამში, ყველა საკითხზე ძალიან ამომწურავი და დეტალური დისკუსია გვქონდა. იმედი მაქვს, ეს მომდევნო მრავალმხრივი მოლაპარაკებებისთვის საფუძველი გახდება“, - განაცხადა კუშნერმა. აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვიდან დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მას პუტინთან შეხვედრის შედეგებს გააცნობენ.   https://www.ghn.ge/index.php/news/356583-ukrainis-sakitkhze-momdevno-molaparakebebshi-evropeli-tsarmomadgenlebits-chaertvebian-stiv-uitkofi უკრაინასთან დაკავშირებით მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1291289672.png 2026-11-12 356583 ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, იმედი გვაქვს, ეს საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ - ირაკლი კობახიძე ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.  მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. „ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მოვლენების განვითარებას სწორი და უკეთესი მიმართულებით,“- აღნიშნა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356582-evropashi-aris-araerti-lideri-romelits-jansaghad-uqurebs-urtiertobebs-sakartvelostan-imedi-gvakvs-es-saboloo-jamshi-aisakheba-evropis-saerto-damokidebulebaze-sakartvelos-mimart-irakli-kobakhidze ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, იმედი გვაქვს, ეს საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1642958575.jpg 2026-11-12 356582 დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში - კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ - კობახიძე დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან დაკავშრებით. „დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ძალისხმევაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს პრემიერი. https://www.ghn.ge/index.php/news/356581-dublinshi-evropuli-politikuri-gaertianebis-samitis-farglebshi-monatsileoba-mivighe-mrgvali-magidis-diskusiashi-kidev-ertkhel-davadasture-chveni-ertguleba-regionshi-mshvidobisa-da-stabilurobis-ganmtkitsebis-mimart-kobakhidze დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში - კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ - კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/309364327.jpg 2026-11-12 356581 ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.   შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. https://www.ghn.ge/index.php/news/356580-irakli-kobakhidze-nikol-fashinians-shekhvda ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/114063555.jpg 2026-11-12 356580 ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკურიგაერთიანების(EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.  დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს, ლიეტუვის, რუმინეთის პრეზიდენტები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. https://www.ghn.ge/index.php/news/356579-irakli-kobakhidzem-epc-is-samitis-farglebshi-monatsileoba-miigho-panelur-diskusiashi-temaze-demokratiuli-evropis-usafrtkhoebisa-da-tavdatsvis-uzrunvelqofa ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1932761650.jpg 2026-11-12 356579 გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა „ფორმულას“ ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, მას სამი წლით შეუზღუდეს საქმიანობის უფლება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრველებს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოიტანა, რაც 2026 წლის 12 ნოემბერს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემჟურნალისტს აცნობა.  როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. "რადიო თავისუფლებასთან" როგავა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვას ელოდა, თუმცა ეს არ მომხდარა. საქმის წინა პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ, განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე პროკურატურა დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. საქმე მისმა შემცვლელმა, ლაშა გამყრელიძემ გადაიბარა. გურამ როგავა საქმის მასალებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“. მისი შეფასებით, საქმის დახურული განხილვით პროკურატურამ საზოგადოებას სიმართლე დაუმალა. "რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - აცხადებს ჟურნალისტი. 2024 წლის 29 ნოემბერს, დედაქალაქში მასშტაბური აქციების დროს. როგავა „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში მუშაობდა და აქციას აშუქებდა, რა დროსავ მას თავს სპეცრაზმელი დაესხა. გურამ როგავას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ის რამდენიმე დღე კლიმიკაში მკურნალობდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356578-guram-rogavaze-tavdaskhmis-sakmeze-spetsrazmels-5-tslit-patimroba-miesaja ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/299487877.jpg 2026-11-12 356578 საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობით, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო. ტურის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.  პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა. შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს. საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://www.ghn.ge/index.php/news/356577-sakartvelos-bankisa-da-leaf-is-saertashoriso-ganatlebis-regionuli-turi-daitsqo საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/609904848.jpg 2026-11-12 356577 უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება - ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს. ამის შესახებ მაკრონმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი უსაფრთხოება. „დღეს მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ უკრაინისთვის და ის, რომ მისი მხარდაჭერა მტკიცედ გავაგრძელოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით ერთიანი და მტკიცე პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების საკუთარი პრინციპები და არქიტექტურა უნდა ჩამოაყალიბონ. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის მონაწილეობის გარეშე უკრაინის მხარდაჭერა ვერ გაგრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „მსურველთა კოალიციაზე“ და აღნიშნა, რომ ირლანდიაში შეკრებილი ლიდერები ამ კოალიციის წვლილის, სავარაუდოდ, 80-90%-ს და მთლიანობაში უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის ძირითად ნაწილს უზრუნველყოფენ. „აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის. რა თქმა უნდა, გარკვეული საშუამავლო ძალისხმევა ხორციელდება და ეს კარგია, თუმცა საბოლოოდ სწორედ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და რა მიმართულებით განვავითაროთ იგი. ამაში ეჭვი არ მეპარება",  - განაცხადა მაკრონმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356576-ukrainis-mimart-evropis-mkhardacheras-gadamtsqveti-mnishvneloba-akvs-radgan-ashsh-is-mkhridan-mkhardachera-aghar-aris-chven-unda-gadavtsqvitot-rogor-uzrunvelvqot-chveni-usafrtkhoeba-emanuel-makroni უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება - ემანუელ მაკრონი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/20313765.png 2026-11-12 356576 სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება და და ბორჯომში ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდადებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და განზრახ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდადებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მოკვლის მიზნით ქვეითად მყოფ დაზარალებულს განზრახ შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 8 მაისს ბორჯომში, მსჯავრდადებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მოკვლის მიზნით ქვეითად მყოფ დაზარალებულს განზრახ შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახების შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ბრალდებულს ბრალდება 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, ბრალდებულის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მსჯავრდადებული სასამართლო დარბაზში დააკავეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356575-saapelatsio-sasamartlom-gaaukma-akhaltsikhis-sasamartlos-gadatsqvetileba-da-da-borjomshi-kveitze-ganzrakh-dajakhebis-faktze-msjavrdebuls-10-tslit-patimroba-miusaja სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება და და ბორჯომში ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1312273227.jpg 2026-11-12 356575 თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა - Associated Press აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან დაახლოებით 1.6 კილომეტრში მდებარე ლოგან-სერკლის რაიონში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Associated Press სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. პოლიციის პრესსპიკერის, ნიკოლ დინერის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალყაშია მოქცეული, ხოლო ახლომდებარე სკოლებში უსაფრთხოების მიზნით იზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შემთხვევის ადგილს მოერიდონ. NBC News-ის წყაროების ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა თავი სპორტულ დარბაზს შეაფარა და იქ ჩაიკეტა. ინციდენტის ადგილზე გამოძიებაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცეცხლსასროლი იარაღის, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიუროს თანამშრომლებიც მონაწილეობენ. ინფორმაცია შემთხვევის მიზეზისა და დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. https://www.ghn.ge/index.php/news/356574-tetr-sakhltan-akhlos-srolis-shedegad-khuti-adamiani-daichra-associated-press თეთრ სახლთან სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/94293715.png 2026-11-12 356574 ნიუ იორკში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია რვა ადამიანი, დაშავებულია 19 ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად. შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. სამსართულიანი შენობა მეზობლად მდებარე სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე ჩაინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა მეზობელი შენობის კედელიც. სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 250 მეხანძრე, პოლიციელი და სხვა საგანგებო სამსახურების თანამშრომელი მონაწილეობდა. ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად გამოიყენეს სამძებრო ძაღლები, დრონები და სპეციალური ტექნიკა. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის ორსული ქალის. წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობის პირველ სართულზე კომერციული ფართი, ზედა სართულებზე კი საცხოვრებელი ბინები იყო განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის მიზეზს ნიუ-იორკის შენობების დეპარტამენტი იძიებს. დადგენილია, რომ ჩამონგრეული შენობის გვერდით სამშენებლო მოედანზე მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობდა. იმავე ტერიტორიაზე დარღვევები მანამდეც გამოვლინდა: მარტში ობიექტზე დემონტაჟის სამუშაოების შეჩერების განკარგულება გაიცა, რადგან მეზობელი შენობების დასაცავად სათანადო ზომები არ იყო მიღებული. აპრილში კი ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ სამუშაოები აკრძალვის მიუხედავად განახლებული იყო. https://www.ghn.ge/index.php/news/356573-niu-iorkshi-samsartuliani-shenobis-chamongrevis-shedegad-daghupulia-rva-adamiani-dashavebulia-19 ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/501395589.png 2026-11-12 356573 საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსია „AI-ს ეპოქა: რა იცვლება და რა შესაძლებლობები ჩნდება?“ გაიმართა.  შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.  საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge https://www.ghn.ge/index.php/news/356572-sakartvelos-bankisa-da-un-women-is-initsiativit-khelovnuri-intelektis-epokis-shesadzleblobebze-paneluri-diskusia-gaimarta საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1359520826.jpg 2026-11-12 356572 ჩვენც გვსურს, რომ მარადიული მშვიდობა იყოს, ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის, უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება - პუტინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ამის შესახებ პუტინმა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მხარეებს ტერიტორიული საკითხების მიმართ განსხვავებული ხედვები აქვთ, ხოლო ე.წ. ნაცრისფერი ზონები მათ შორის უთანხმოების საგნად დარჩება. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის ურყეობასა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მარადიული მშვიდობა იყოს. ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის. ასევე ვიცით, რომ უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/356571-chvents-gvsurs-rom-maradiuli-mshvidoba-iqos-vitsit-rom-orive-mkhares-teritoriuli-sakitkhebi-ganskhvavebulad-esmis-ukrainuli-mkhare-ets-natsrisferi-zonebis-sakitkhs-aqenebs-es-qoveltvis-utankhmoebis-sagani-ikneba-putini ჩვენც გვსურს, რომ მარადიული მშვიდობა იყოს, ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის, უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება - პუტინი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1134771078.jpg 2026-11-12 356571 ბრალდება წარედგინა შვიდ პირს, რომლებიც მრგვალ ბაღთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ ადამიანს, ერთ-ერთი კი დაჭრეს საქართველოს პროკურატურამ თბილისში,ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან, საავტომობილო გზაზე, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ პირს და მათ შორის ერთ-ერთს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენეს. აღნიშნულით ბრალდებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და ქვეითთა გადაადგილება, რითაც საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა. „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356569-braldeba-tsaredgina-shvid-pirs-romlebits-mrgval-baghtan-fizikurad-gaustsordnen-otkh-adamians-ert-erti-ki-dachres პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა შვიდ პირს, რომლებიც მრგვალ ბაღთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ ადამიანს, ერთ-ერთი კი დაჭრეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1973012333.png 2026-11-12 356569 ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საბანკო სერვისებით სარგებლობის კიდევ უფრო მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. M, L და SUPER ნაკრებების, ასევე Student Card-ისა და SOLO პაკეტების მფლობელებს საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის გადაცვლა სპეციალური პირობებით შეუძლიათ. კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად. შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები. საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი. https://www.ghn.ge/index.php/news/356568-valutis-gaumjobesebuli-kursi-sakartvelos-bankis-mobilbanksa-da-internetbankshi ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/491249546.jpg 2026-11-12 356568 ყოველთვის მზად ვიყავით საქართველოსთან დიალოგისთვის, ვიცი, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, ჩვენ ამას ვაკვირდებით - ალან ბერსე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. „როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება“, - განაცხადა ბერსემ. მისივე განცხადებით, ევროპის საბჭო აკვირდება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს.  "ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356567-qoveltvis-mzad-viqavit-sakartvelostan-dialogistvis-vitsi-rom-amzhamad-sakonstitutsio-sasamartloshi-gankhilva-mimdinareobs-chven-amas-vakvirdebit-alan-berse ალან ბერსე: საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/43222371.png 2026-11-12 356567 გიტანას ნაუსედამ დაასახელა, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებებში ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლობის საკითხზე შეთანხმება სჭირდება. ამის შესახებ ნაუსედამ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ნაუსედამ უპასუხა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ამის შესაბამისი მანდატი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან აქვს მიღებული. „თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ განსხვავებული მიდგომები არსებობს. ჩემი აზრით, პარასკევს ამის განხილვისა და, შესაძლოა, წარმომადგენლობის უფრო რთული ფორმულების მოძებნის შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა ლიეტვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ევროპის წარმომადგენლები მუდმივად იცვლებიან, ეს მოლაპარაკებების შედეგზე დადებითად არ აისახება. „უნდა შევიმუშაოთ წარმომადგენლობის ყველასთვის გასაგები და მისაღები ფორმულა და რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი“, - აღნიშნა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ ევროპის სახელით მოლაპარაკებებში მონაწილე წარმომადგენლის საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ესტონეთი მიიჩნევს, რომ ევროპას ანტონიო კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უნდა წარმოადგენდნენ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის აზრით კი, ევროპას რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის აუცილებლად ერთი წარმომადგენელი არ სჭირდება. მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მოითხოვა, ევროკავშირმა განსაზღვროს, ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგენდეს გაერთიანებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში. https://www.ghn.ge/index.php/news/356566-gitanas-nausedam-daasakhela-vin-unda-tsarmoadgendes-evropas-rusettan-molaparakebebshi ნაუსედამ დაასახელა, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებებში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1675205368.png 2026-11-12 356566 არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს. ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.  ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია. თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ. სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს. არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde https://www.ghn.ge/index.php/news/356565-ar-gacherde-sakartvelos-bankis-filosofia არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1072747677.jpg 2026-11-12 356565 სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - რუის-ურბნისის ეპარქია ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ განცხადებას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს. „ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, განსაკუთრებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: 1. ყაზბეგში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს მეუფე იობის მამაპაპისეულ კერას, რომელიც მან კანონიერი მემკვიდრეობის გზით მიიღო საკუთარი დედის — აწ განსვენებული მონაზონ მართას (ელოშვილის) გარდაცვალების შემდეგ. 2. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მეუფემ ყოველგვარი ანგარების გარეშე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ყაზბეგში მცხოვრებ საკუთარ ბიძაშვილს, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებითაც მარტივად გადამოწმებადია. 3. რაც შეეხება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ სხვა მიწის ნაკვეთებს — თითოეული მათგანი არის სრულიად კანონიერი გზით, ოჯახური მემკვიდრეობით მიღებული ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებით შეძენილი და რეგისტრირებული ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება ეპარქიის საჭიროებებს. სამწუხაროა, რომ მავანნი ცდილობენ ადამიანის პირადი, მემკვიდრეობით მიღებული და კანონიერი ქონების თემით მანიპულირებას და ამ გზით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან!“, - ნათქვამია განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356564-sotsialur-kselebshi-mizanmimartulad-vrtseldeba-arastsori-da-kontekstidan-amoglejili-informatsia-mitropolit-iobis-sakhelze-arsebul-udzrav-konebastan-dakavshirebit-rats-sazogadoebis-shetsdomashi-sheqvanas-isakhavs-miznad-ruis-urbnisis-eparkia რუის-ურბნისის ეპარქია - სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2039977234.jpg 2026-11-12 356564 ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.   EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა. სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. EPC-ის რიგით მე-9 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. „ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით,  დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. https://www.ghn.ge/index.php/news/356563-irakli-kobakhidze-epc-is-samitshi-monatsileobs ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/318822003.jpg 2026-11-12 356563 ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5935 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.02 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8793 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.20 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4835 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/index.php/news/356562-lari-dolartan-gaufasurda-evrostan-gamqarda ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/214759290.jpeg 2026-11-12 356562 უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სამშვიდობო პროცესში კი ევროპის მონაწილეობა აუცილებელია - ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ხოლო ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში ევროპას საკუთარი როლი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მერცის განცხადებები უკრაინაში მიმდინარე ომის, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპული ქვეყნების შემდგომი ჩართულობის საკითხებს შეეხებოდა. მერცის თქმით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები ისმის, რაც, მისი შეფასებით, ამერიკელებთან ერთად ევროპაში მდგრადი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას ქმნის. „ბოლო ორი დღის განმავლობაში აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები მესმის. ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ამერიკელებთან ერთად ევროპაში ნამდვილი სამშვიდობო წესრიგის მიღწევის შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მერცმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად ვლადიმoრ პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა უნდა განაცხადონ. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა, ევროპული ქვეყნები, აშშ და რუსეთი უნდა ისხდნენ. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ეს საკითხი საჯარო დებატების საგანი არ უნდა გახდეს. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსება დუბლინში მიმდინარე სამიტისა და ევროკავშირის მომდევნო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. მან ევროპულ ქვეყნებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო თვეები უკრაინისთვის გადამწყვეტი, ზამთარი კი განსაკუთრებით რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების შედეგად მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ომის დასრულების მიმართულებით კონკრეტული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. https://www.ghn.ge/index.php/news/356561-ukrainis-mkhardachera-unda-gagrdzeldes-samshvidobo-protsesshi-ki-evropis-monatsileoba-autsilebelia-fridrikh-mertsi მერცი: უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სამშვიდობო პროცესში კი ევროპის მონაწილეობა აუცილებელია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/591897014.jpg 2026-11-12 356561 რუსეთმა უარი თქვა შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის განხილვაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის საკითხების განხილვის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ სცადა, მიეღწია შავ ზღვაში ვითარების დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის, თუმცა რუსეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. „სამწუხაროდ, გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, განეხილათ ის ზომები, რომლებიც ამ ომის საშინელებას შეამცირებდა. ეს მოხდა მიუხედავად ჩვენი მხრიდან მორიგი მცდელობისა, მიგვეღწია შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისთვის. თუმცა, ამის პასუხად ჩვენმა დელეგაციამ მოისმინა, რომ რუსეთის ლიდერი განრისხებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/356560-rusetma-uari-tkva-shav-zghvashi-deeskalatsiisa-da-ukrainis-energetikul-infrastrukturaze-dartqmebis-shetsqvetis-gankhilvaze-volodimir-zelenski ზელენსკი: რუსეთმა უარი თქვა შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის განხილვაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1345480153.jpg 2026-11-12 356560 რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ ის კონკრეტულ საკვებზე უარს ამბობს და რა გავლენა აქვს კვების დროს ეკრანის გამოყენებას მის ქცევაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მშობლებს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition, ესაუბრება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება. ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი. შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ. ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე. https://www.ghn.ge/index.php/news/356559-ras-urchevs-mr-nutrition-mshoblebs-bavshvis-kvebaze-sakartvelos-bankisa-da-nutrition-academy-of-georgia-s-tanamshromlobit-mshoblebistvis-shekhvedra-gaimarteba რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/484162457.png 2026-11-12 356559 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ საერთაშორისო თემატურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს ორი  ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივ ინიციატივას „Atoms for Food“ მიეძღვნა. IAEA-ს თემატურ პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული წარმომადგენლის სტატუსით მოხსენება ნინო უტიაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა ინიციატივაში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერასა და IAEA-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. „ინიციატივა „Atoms for Food“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობაა ეროვნული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და სოფლის მეურნეობაში ბირთვული ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვემზადებით IAEA-ს შეფასების მისიისთვის, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლასა და თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განსაზღვრას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა. ინიციატივა „Atoms for Food“ მიზნად ისახავს ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, სურსათის უვნებლობისა და სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილების, ეროვნული პრიორიტეტებისა და სამომავლო ხედვების გაზიარება. გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია (COP31) 9-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. https://www.ghn.ge/index.php/news/356558-birtvuli-da-radiatsiuli-usafrtkhoebis-saagentos-ufrosma-nino-utiashvilma-cop31-is-farglebshi-gamartul-tematur-ghonisdziebashi-miigho-monatsileoba ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1916127898.jpg 2026-11-12 356558 კრემლში ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ასევე, შეხვედრას ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი და ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.   https://www.ghn.ge/index.php/news/356570-kremlshi-vladimir-putinisa-da-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebis-shekhvedra-mimdinareobs კრემლში ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2032405432.png 2026-11-12 356570 მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო, შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლულებსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის მედიაციას 4 წლის განმავლობაში უწევდა, რათა მხარეებს შორის მორიგება შემდგარიყო. მათივე განმარტებით, 11 ნოემბერს გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი. „ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისში, ცოლ-ქმარი, მათსავე საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. https://www.ghn.ge/index.php/news/356557-mediatsias-vutsevdit-mkhareebs-rata-mat-shoris-morigeba-shemdgariqo-shetankhmeba-ver-shedga-amitom-12-noembers-dagegmili-iqo-idzulebiti-aghsruleba-aghsrulebis-biuro-tsol-kmris-mkvlelobaze მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო, შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1989888919.jpg 2026-11-12 356557 მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი - ხვიჩა კვარაცხელია ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ, - ასე ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში UFC-ის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. „მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.  https://www.ghn.ge/index.php/news/356556-merab-saba-madloba-da-tkvens-gverdit-vart-kidev-ertkhel-achvenet-msoflios-ras-nishnavs-iqo-kartveli-katsi-da-adamiani-khvicha-kvaratskhelia ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1944735325.jpg 2026-11-12 356556 მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს - ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! - ასე მიმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში მეუფე იობს შეურაცხყოფა მიაყენა "მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!" - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.  შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. ამის შემდეგ  მეუფე იობს არაერთი პირი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა. https://www.ghn.ge/index.php/news/356555-mivmartav-lasha-natsvlishvils-sajarod-moikhados-bodishi-da-shendoba-itkhovos-meufe-iobis-tsinashe-nu-daigrovebt-tkvens-tavze-nakverchkhlebs-episkoposi-giorgi-jamdeliani მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/264555104.png 2026-11-12 356555 ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით, მიმართვა რუსეთის მსახურებს: დაიცავით ადამიანები ოკუპანტის მიერ ომში - ელენე ხოშტარია დღეს, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, სრულიად დადასტურებულად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ექსპერიმენტით, ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს ის ეხმიანება„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ოკუპანტი სახელმწიფო ქართველ მამაკაცებს სამშენებლო სამუშაოების, რუსეთის მოქალაქეობის სწრაფად მიღების და მაღალი ანაზღაურების დაპირებით იზიდავს, სინამდვილეში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს“. მისი თქმით აღნიშნული ვიდეო რგოლები არ არის კერძო რეკლამა, მისივე თქმით, ეს არის მტრული სახელმწიფოს მტრული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს. „მიმართვა რუსეთის მსახურებს: შალვა პაპუაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს და სუს-ის უფროსს (სახელი არ ვიცი)! არალეგიტიმურობის პირობებში, თქვენ, დე-ფაქტო, აკონტროლებთ ძალაუფლების ბერკეტებს. ეს გაკისრებთ ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე. სრულიად გააზრებულად არ მიგითითებთ ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებაზე, რადგან თქვენი აღქმა ღირსების ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. თქვენ ღირსება მხოლოდ მაშინ გელახებათ, როდესაც ევროკავშირი მიგითითებთ - ჩვენი წევრობა თუ გინდათ, ნუ სცემთ გურამ როგავას, ნუ სცემთ მაკა ჩიხლაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, თამარ ბაღაშვილს, ნუ კლავთ ლექსო ლაშქარავას, არ დაიჭიროთ ვახო სანაია აზრის გამოხატვის გამო, არ დაიჭიროთ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. ლაშა ნაცვლიშვილის გინებაც შეიმჩნიეთ, როცა სხვას ამისთვის იჭერთ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის კანონებს ნუ იღებთ. ციხეში ადამიანებს ნუ სცემთ და ნუ აუპატიურებთ, ილიაუნის ნუ ერჩით, რადგან სტუდენტების გეშინიათ და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გელახებათ თქვენ ღირსება. ამიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან არც ღირსებაზე და არც ეროვნულ ინტერესებზე, უბრალოდ მიგითითებთ თქვენს მყისიერ ვალდებულებაზე - დაიცვათ ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში ჩართვისგან. თუ რუსების მსახურების ან მონობის ეპითეტი გაგაბრაზებთ, პოსტი თავიდან გადაიკითხეთ, ეცადეთ, გაიგოთ მისი შინაარსი, ბრაზი ამჯერად წყალს კი არ გაატანოთ, მოსკოვში გააგზავნეთ. აქვე მინდა, მთელი გულით მივმართო სისტემაში მომუშავე ყველა ძალოვან ომის ვეტერანს! თავს უფლებას არ მივცემ, რაიმე პოლიტიკური მოწოდებით მოგმართოთ, პატივს ვცემ თქვენს გავლილ ბრძოლას და თქვენს თავდადებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი საერთო მტრის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ომში საკუთარ მხარეს ექაჩებიან, თქვენი უფროსები კი - დუმან. საჯარო მოქმედებასაც არ გთხოვთ. უბრალოდ, სინდისის კარნახითა და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ“, - წერს ელენე ხოშტარია. https://www.ghn.ge/index.php/news/356554-okupanti-sakhelmtsifos-tavdatsvis-saministro-avrtselebs-sareklamo-rgolebs-sakartvelos-mokalakeebis-mat-mkhares-teroristul-omshi-chatrevis-miznit-mimartva-rusetis-msakhurebs-daitsavit-adamianebi-okupantis-mier-omshi-elene-khoshtaria ელენე ხოშტარია - დღეს, ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/85688723.jpeg 2026-11-12 356554 ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში - მარია ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებოდა და მიიჩნევდა, რომ დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. ამის შესახებ ზახაროვამ 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას ჰკითხეს, გააფრთხილა თუ არა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ. ჟურნალისტმა კითხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს ბოლო განცხადებას დაუკავშირა. შოიგუს მტკიცებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა. ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საჯაროდ საუბრობდა და დასავლეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევად აფასებდა. „ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით კომენტარებს იმის შესახებ, რაც საქართველოში მოვლენების მიმდინარეობისას ხდებოდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ გამოიყენებოდა ყველა ის ზომა, რომელიც შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევად დახასიათდეს“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, მოსკოვი ამ საკითხზე, მათ შორის, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე საუბრობდა. ზახაროვას მტკიცებით, დასავლეთი კანონის გაუქმებას ცდილობდა, მოგვიანებით კი საპროტესტო განწყობების ხელოვნურად მართვას. " საქართველოს ანტიქართულ „ნარატივებში“ მოქცევის მცდელობა იყო. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირველ რიგში სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ფაქტების საფუძველზე. კერძოდ, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ როგორ მანიპულირებდა დასავლეთი ამით და ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. მათ ამ კანონის გაუქმება სცადეს, ხოლო შემდეგ ცდილობდნენ ხელოვნურად ემართათ საპროტესტო განწყობები, იქ, სადაც მათ ამის უფლება არ ჰქონდათ“, - განაცხადა ზახაროვამ.   https://www.ghn.ge/index.php/news/356553-chven-ghiad-vsaubrobdit-utskhouri-agentebis-shesakheb-kanonis-magalitze-tu-rogor-ereoda-dasavleti-sakartvelos-shida-sakmeebshi-maria-zakharova ღიად ვსაუბრობდით „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში - მარია ზახაროვა კითხვაზე  გააფრთხილა თუ არა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/91300805.png 2026-11-12 356553 ფრონტზე Starshield-ის სიჩქარის სისტემური შეზღუდვა კვლავ ფიქსირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე Starshield-ის მუშაობაში კვლავ სერიოზული შეფერხებები ფიქსირდება. უკრაინული მხარე მომხდარის ყველა გარემოების გარკვევას აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ევგენი ხმარასა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებების თანახმად, უკრაინული დანაყოფები უკვე რამდენიმე დღეა Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებენ როგორც ფრონტის მთელ ხაზზე, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, Starshield-ის სიჩქარე სისტემურად არის შეზღუდული და არ აღემატება საათში 161 კილომეტრს (100 მილს). უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ვითარება და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზები არ არის, არამედ სიჩქარის სისტემური შეზღუდვაა. ზელენსკის განმარტებით, ეს მნიშვნელოვნად ართულებს რუსული რეაქტიული დრონების ჩაჭრას. „სამწუხაროდ, უკვე არის შემთხვევები, როდესაც რუსულმა დრონებმა სამიზნეებს მიაღწიეს, რადგან მათი ჩამოგდების საშუალებები საჭირო სიჩქარეს ვერ ავითარებენ და დრონების ჩაჭრას ვერ ასწრებენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ეს ვითარება რუსეთს უკრაინელების მკვლელობისა და უკრაინაზე უფრო მეტი ზუსტი დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. https://www.ghn.ge/index.php/news/356552-frontze-starshield-is-sichkaris-sistemuri-shezghudva-kvlav-fiksirdeba-volodimir-zelenski ზელენსკი: ფრონტზე Starshield-ის სიჩქარის სისტემური შეზღუდვა კვლავ ფიქსირდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/738291204.jpg 2026-11-12 356552 რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში თითქმის იმდენ სამხედროს კარგავს, რამდენიც აშშ-მა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში დაკარგა - მარკ რუტე რუტე: რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს, ოქტომბერში დანაკარგები, სავარაუდოდ, 50 ათასს აღემატებოდა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ყოველთვიური დანაკარგები დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 40 ათასს აჭარბებს. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 50 ათასზე მეტი ყოფილიყო. ამის შესახებ რუტემ 11 ნოემბერს, ნორვეგიაში, ატლანტიკური მომავლის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. რუტემ რუსეთის დანაკარგები ვიეტნამის ომში აშშ-ის დანაკარგებს შეადარა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში 56 ათასი სამხედრო დაკარგა, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში მხოლოდ ერთ თვეში 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს - დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. ოქტომბერში კი, წინასწარი მონაცემებით, ეს რიცხვი შესაძლოა 50 ათასსაც გადასცდა. 50 ათასი ერთ თვეში“, - განაცხადა რუტემ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს. მისი თქმით, რუსეთი რაკეტებითა და დრონებით უკრაინის ქალაქებს უტევს და ზამთრის მოახლოების წინ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს. რუტეს განცხადებით, რუსეთმა ასევე გააძლიერა მტრული მოქმედებები ევროპის წინააღმდეგ, მათ შორის დივერსიები, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები და კიბერშეტევები, რომელთა მიზანიც ევროპული საზოგადოებების დესტაბილიზაცია და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაა. „პუტინი ცდილობს, დაგვყოს, ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაცია მოახდინოს და უკრაინის მხარდაჭერა შეგვიზღუდოს. თუმცა, ცხადია, ის ამას ვერ ახერხებს. რუსეთის ყოველი ჰიბრიდული თავდასხმის საპასუხოდ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ვუწევთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356551-ruseti-ukrainashi-ert-tveshi-titkmis-imden-samkhedros-kargavs-ramdenits-ashsh-ma-vietnamis-omshi-14-tslis-ganmavlobashi-dakarga-mark-rute მარკ რუტე: რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში თითქმის იმდენ სამხედროს კარგავს, რამდენიც აშშ-მა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში დაკარგა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/689835337.png 2026-11-12 356551 პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? ქართული საზოგადოება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს არის - ევა გოცირიძე მოსარჩელეს პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - ეს კითხვა დაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.  მოსამართლემ მოსარჩელეს ასევე ჰკითხა, თუ მათივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს 0 რეიტინგი აქვთ, მაშინ რაღა საჭიროა მათი აკრძალვა. "თქვენ ამ ერთიანი ორგანიზმის თეორიას აფუძნებთ ორ გარემოებას - ერთის მხრივ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების  საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, მეორე უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა.  არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეუფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ ისინი ერთმანეთის ცოდვების შლეიფით  იქნან დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებების იქნებოდა თუ არა საკმარისი? მმართველი პარტიისგან არაერთხელ გამიგია ტერმინი, რომ ისინი განულებული პარტიები [ოპოზიციური] არიან, მათი რეიტინგი 0-ის ტოლიაო და ა.შ. ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ. ეს ხომ არ გახდება, პირიქით მათი გაძლიერებისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბიძგის მიმცემი?  მოგეხსენებათ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს რომ არის და მსხვერპლის სტატუსს, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?". - თქვა მოსამართლემ. გოცირიძის კითხვას მოსარჩელე მხარიდან უპასუხა არჩილ გორდულაძემ: ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის, უფრო მიზანშეწონილია, ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რაც უფრო მეტად თვალსაჩინო არის იმ პარტიებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ჩვენს ოპონენტებს წარმოადგენენ და არიან ოპოზიციურ ფლანგზე დაბანაკებულები, ამ პარტიების ეს საქმიანობა საზოგადოებისათვის ცნობილია. ცნობილია თუ რა აქვთ გაკეთებული წარსულში, რას აკეთებენ აწმყოში და რა სამომავლო მიზნები აქვთ. ამიტომ სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის პირიქით არის, რომ მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზედაც ყველამ ყველაფერი იცის და მხარდაჭერა ჩვენი გაცილებით უფრო დიდია, რაც ორ არჩევნებში, სულ ბოლო არჩევნები რომ ავიღოთ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში და 2025 წელს თვითმმართველობის არჩევნებში, დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ხმები, მილიონ 120 000-ზე მეტი მხარდაჭერის სახით არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ და ვართ რა კონსტიტუციის ერთგულნი, რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საჯაროდ ცნობილი ფაქტებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათი ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ჩვენი მიზანი არის, რომ კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და ზოგადად კონსტიტუციური წყობილება და ამ კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნა არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსს, მიენიჭა თუ არა მსხვერპლის სტატუსი, მაგალითად, "ჰერი ბატასუნა და ბატასუნა" ან „რეფაჰის პარტიას“ ან სხვა პარტიას? ევროპის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა საქმიანობა ან შეუჩერდა პოლიტიკური საქმიანობა. იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლები? შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა. ეს მათი შეხედულებაა და ჩვენ მათი აზრის თავისუფლებას ვერ შევაფასებთ, თუმცა გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა შეგვიძლია“, - განაცხადა გორდულაძემ. ["ტვ პირველი"] https://www.ghn.ge/index.php/news/356550-partiebis-akrdzalva-mati-gadzlierebistvis-bidzgis-mimtsemi-khom-ar-ikneba-kartuli-sazogadoeba-qoveltvis-dachagrulis-mkhares-aris-eva-gotsiridze-mosarcheles პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას" სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/67157067.png 2026-11-12 356550 სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ ჯო უილსონს, ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს. ჩვენი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზის მიმართ თქვენს მხარდაჭერას ღრმად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, მოქმედმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა (147 785 ხმა) „დემოკრატი“ ზაიონ ხალიფა (144 945 ხმა) დაამარცხა. Congratulations to @RepJoeWilson , a true Georgian people's friend. We deeply value your support for our democracy, and Euro-Atlantic path. Wishing you every success ahead! 🇬🇪🇺🇸 — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 12, 2026   https://www.ghn.ge/index.php/news/356549-salome-zurabishvili-jo-uilsons-ashsh-is-kongresis-shualedur-archevnebshi-gamarjvebas-ulotsavs სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/474888376.jpg 2026-11-12 356549 მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს - ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის გამო, მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, „საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“. „აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე“, - განაცხადა დეკანოზმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. https://www.ghn.ge/index.php/news/356548-meufe-iobis-mimart-zogierti-gamonatkvami-stsildeba-kristianul-morals-da-leksikas-aseti-leksikit-ierarkis-mokhsenieba-zogadad-eklesiisadmi-upativtsemulobaze-metqvelebs-andria-jaghmaidze ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1000463949.png 2026-11-12 356548 „ოცნებამ“ აირჩია ახალი ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, თითქოს თავად ცდილობენ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა ბარიერი - გიორგი შარაშიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. „ევროპის დედაქალაქებში შეხვედრების არათუ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, არამედ „ოცნებას“ სულ იმას მოვუწოდებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქტიური იყოს. ამას რეალური ქმედებები სჭირდება. კობახიძესა და პაპუაშვილს მხარზე წამოკიდებული რომ აქვთ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო და ანტიდემოკრატიული კანონები, ევროპულ დედაქალაქებში როგორ უნდა ელაპარაკონ და რაზე? რა უსამართლო დამოკიდებულებაზეა საუბარი, როდესაც თვალნათელია, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. პირველ რიგში, ეს ფუნდამენტური პრინციპები უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სამართლიან სასამართლოს და ა.შ. რაც უნდა შეხვედრები ჩაატარონ, ეს გათვლილი იქნება მხოლოდ შიდა მოხმარებაზე. „ოცნება“ კარგად ხვდება, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი საქართველოს ევროპული მომავლის მომხრეა. ამიტომ ახლა აირჩიეს ახალი სტრატეგია, ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ ქართველი ხალხი, საკუთარი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუონ, მათ შეასაღონ ის ფაქტი, თითქოს თავად როგორი მონდომებული არიან, ცდილობენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა მხოლოდ ბარიერი. რა თქმა უნდა, „ოცნების“ მორიგი მცდელობაა, ის, რაც თავად დააშავა და ამ დანაშაულებს აგრძელებს, ახლა სხვას დააბრალოს. გადაწყვეტილება თავად მიიღეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გამო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აღარ გააგრძელონ. კარგად იციან, რომ ევროპულ ღირებულებებთან მათი მმართველობა შეუთავსებელია და ახლა უნდათ, ეს თავად ევროკავშირს გადააბრალოს, რაც უტიფარი ტყუილია. მათი ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ემსახურება მიზანს, რომ საკუთარი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ და ხალხი დააჯერონ, რომ თავად ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ თურმე ბიუროკრატიაა მთავარი პრობლემა. ევროკავშირი არაფერს არ ცდილობს. კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებების შესრულებას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ. ევროკავშირისთვის გაფართოების პროცესი როცა პრიორიტეტია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ამას ქვეყანა არ იყენებს. საქართველო ფორმალურადაც არ ასრულებს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამაზე შფოთავს, საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ანგარიშებსა და რეზოლუციებში ასახავს. ევროკავშირს აქვს ერთადერთი მოტივაცია – საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/356547-otsnebam-airchia-akhali-taktika-daitsqes-evropul-dedakalakebshi-siaruli-rom-sakutari-amomrcheveli-moatquon-titkos-tavad-tsdiloben-integratsiis-protsesis-dachkarebas-da-turme-evropuli-biurokratiaa-barieri-giorgi-sharashidze „ოცნებამ“ აირჩია ახალი ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, თითქოს თავად ცდილობენ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა ბარიერი - გიორგი შარაშიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1729543742.png 2026-11-12 356547 გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ყაზახეთის „ყაზჰიდრომეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკურ სახელმწიფო საწარმო „ყაზჰიდრომეტის“ გენერალურმა დირექტორმა, დანარა ალიმბაევამ,  თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში,  ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. თანამშრომლობა ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ტექნოლოგიების, ამინდის რიცხვითი პროგნოზირების, კლიმატის ანალიზისა და პროგნოზირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შეფასებას, ასევე, აგრომეტეოროლოგიურ და გარემოსდაცვით მონიტორინგს. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების გამოქვეყნებას, ექსპერტულ შეხვედრებს, კონსულტაციებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. https://www.ghn.ge/index.php/news/356546-garemos-erovnul-saagentosa-da-qazakhetis-qazhidromets-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaformda გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ყაზახეთის „ყაზჰიდრომეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1286694303.jpg 2026-11-12 356546 გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა.  შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი  ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი. ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. https://www.ghn.ge/index.php/news/356545-goris-munitsipalitetshi-1-000-hektar-sasoflo-sameurneo-mitsaze-tsqaluzrunvelqofa-gaumjobesda გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1279556710.png 2026-11-12 356545 „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება გადაადგილება მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას არ ნიშნავს. გავლილი გზა შეიძლება კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობადაც იქცეს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება „თეგეტა მოტორსის“ კამპანია „გაიარე მეტი“, რომელსაც კომპანიამ საქველმოქმედო მიმართულებაც შესძინა და სოციალურად დაუცველ და ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს გვერდში დაუდგა. კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ ბავშვებს ესტუმრა, სხვადასხვა აქტივობით გაუხალისა დღე, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა და საქველმოქმედო მოტომარათონს დაუჭირა მხარი. ყველა ინიციატივას ერთი მიზანი აერთიანებს: ყოველი გავლილი კილომეტრი იმ ბავშვების მხარდასაჭერად გამოიყენოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, დღის ცენტრების ბენეფიციარი ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა. ამასთანავე, კრუიზერების კლუბ Black Bells Garage-ის ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო მოტომარათონს შეუერთდა. მარათონი, რომელიც ივნისში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, მოტოსპორტის მოყვარულ ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებდა. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებს რაც შეიძლება მეტი კილომეტრი უნდა გაევლოთ, გავლილი მანძილი კი საქველმოქმედო მიზანს დაუკავშირდა. https://www.facebook.com/Tegetamotors/videos/%EF%B8%8F-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D/1834270617602995/ ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გაიარე მეტი“ მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს და ადამიანებისთვის რეალურ მოქმედებად იქცეს. მოტომარათონმა ამ იდეას კიდევ ერთი განზომილება შესძინა - მონაწილეებს შეეძლოთ, მეტი გაევლოთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ საბოლოო შედეგი სხვებისთვის სასარგებლო გამხდარიყო. მარათონის ფარგლებში, მონაწილეების მიერ 300 000 კილომეტრის გავლის შემთხვევაში „თეგეტა მოტორსს“ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს უნდა გადასცემოდათ - გვინდოდა, ეს მიღწევა კონკრეტულ საქველმოქმედო მხარდაჭერად გარდაქმნილიყო. მარათონის მონაწილეებმა კი დასახულ მიზანს გადააჭარბეს - 120-ზე მეტმა ადამიანმა ერთობლივად 400 000 კილომეტრზე მეტი გაიარა. ამავე დროს, კამპანიის „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ ფარგლებში, ჩვენი ყურადღება ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებაზეა მიმართული. ეს ორი ინიციატივა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივე გვაჩვენებს, რას შეიძლება ნიშნავდეს „გაიარე მეტი“ პრაქტიკაში - იყო აქტიური, მიიღო ახალი გამოცდილება, იზრუნო საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამავდროულად შენი ჩართულობით სხვებისთვისაც სასარგებლო შედეგი შექმნა“. „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს, აქტიური ცხოვრების წესის წახალისებასთან ერთად კი კონკრეტულ საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ამ მარათონში მონაწილეობა მხოლოდ მოტოსპორტის მხარდაჭერას არ გულისხმობდა - მნიშვნელოვანი იყო, რომ კამპანიის იდეა რეალურ მოქმედებად ქცეულიყო და თითოეული მონაწილის ძალისხმევას საერთო შედეგი შეექმნა. ამავე მიდგომას ეფუძნება კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომლის ფარგლებშიც დღის ცენტრების დაახლოებით 25 ბენეფიციარი ბავშვისთვის საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი მოეწყო. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ბავშვებმა საგზაო მოძრაობის ძირითად წესებზე, უსაფრთხო გადაადგილებასა და ყოველდღიურ სიტუაციებში საკუთარი თავისა და სხვების დაცვის გზებზე ინფორმაცია მიიღეს. მათ კითხვების დასმა, რეალური შემთხვევების განხილვა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა შეეძლოთ. ინიციატივა „თეგეტას“ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით შესრულებული აქტივობების გაგრძელებაა. მანამდე, კამპანიის ფარგლებში, ტრენინგები სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 მოსწავლისთვის გაიმართა. მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საგზაო უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა გაჩნდეს აზრი, რომ გზაზე უსაფრთხოება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა - იქნება ის ქვეითი, მგზავრი თუ მომავალში მძღოლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფი, განსაკუთრებით კი ბავშვები. გვახარებს, რომ ტრენინგის მიმართ დაინტერესება თავად დღის ცენტრებიდან წამოვიდა. მას შემდეგ, რაც მსგავსი აქტივობების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მათ პროექტში მონაწილეობის სურვილით მოგვმართეს და ჩვენთვის ეს ინიციატივა კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა“. „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ „თეგეტა მოტორსის“ მიერ Bridgestone-თან თანამშრომლობით ხორციელდება. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთო ხედვას ეფუძნება და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხო ქცევის კულტურის გაძლიერებასა და ამ თემაზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან არის ადაპტირებული. საქველმოქმედო მოტომარათონი კი აჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანების საერთო ინტერესმა და აქტიურმა მონაწილეობამ კონკრეტული საზოგადოებრივი შედეგი შექმნას. ორივე ინიციატივა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ხედვის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიმართულებებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ შეუძლია ბიზნესის ჩართულობას საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მხარდაჭერა. „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა. https://www.ghn.ge/index.php/news/356544-gaiare-meti-tegeta-motorstan-ertad-rotsa-modzraoba-ketil-sakmes-emsakhureba „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/216199800.png 2026-11-12 356544 აშშ-მა რუსეთს მოუწოდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება მოამზადოს და დაძაბულობის შემცირებისკენ ნაბიჯები განსაზღვროს - Axios აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, მოამზადოს ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება, რომელშიც მოსკოვმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნები, არამედ დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯებიც. ამის შესახებ გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას, რომელიც ნატო-ს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნას შეამცირებდა. აშშ ადრე უარყოფდა რუსეთის ამ მოთხოვნებს, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში, გარკვეული ფორმით განიხილოს ისინი. ამასთან, ევროპის არაერთი ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომას დიდი ეჭვით უყურებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან და მას ამ თხოვნას კიდევ ერთხელ გადასცემენ. მათ ასევე სურთ, რომ პუტინი დათანხმდეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობას. წყაროს ცნობით, რომელიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები დაძაბული და ემოციური იყო. ორივე მხარემ საკუთარი პრეტენზიები გამოთქვა. გამოცემის ინფორმაციით, კუშნერი და უიტკოფი ცდილობდნენ დაძაბულობის განმუხტვას. მათ რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებლებს განუცხადეს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდის მიზანი ორივე მხარის ლიდერებისთვის პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტების შეთავაზება იყო. „საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც თითოეულმა მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, დისკუსია უფრო კონსტრუქციული გახდა“, - წერს გამოცემა. https://www.ghn.ge/index.php/news/356543-ashsh-ma-rusets-moutsoda-evropastan-usafrtkhoebis-shetankhmebis-akhali-tsinadadeba-moamzados-da-dadzabulobis-shemtsirebisken-nabijebi-gansazghvros-axios აშშ-მა რუსეთს მოუწოდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება მოამზადოს და დაძაბულობის შემცირებისკენ ნაბიჯები განსაზღვროს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1071999867.png 2026-11-12 356543 კიევში დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი 12 ნოემბრის დილას კიევის სოლომენსკის რაიონში რუსული დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დარტყმის შედეგად 44 წლის ქალი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია იევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ორივე დაშავებულს ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დრონის მოხვედრის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა შენობის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე. კლიჩკოს ინფორმაციით, მეხუთე სართულზე შენობის კონსტრუქციების ნაწილობრივი ნგრევა მოხდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. https://www.ghn.ge/index.php/news/356542-kievshi-droni-tskhrasartulian-satskhovrebel-korpuss-mokhvda-daighupa-erti-da-dashavda-ori-adamiani კიევში დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა – დაიღუპა ქალი, ორი ადამიანი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1608218329.jpg 2026-11-12 356542 აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356541-acharashi-narkodanashaulis-braldebit-utskho-kveqnis-ori-mokalake-daakaves აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1621971372.png 2026-11-12 356541 კასპში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356540-kaspshi-momkhdari-dachris-faktze-politsiam-1-piri-daakava კასპში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1264125223.png 2026-11-12 356540 მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება, მერაბ, შენ გვერდით ვართ - კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე მერაბ დავლიშვილს სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე “ინსტაგრამზე” წერს, მერაბ დვალიშვილის მიმართ ჩადენილი საქციელი “არაფერში არ ჯდება”. „მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!” - წერს კახა კალაძე და მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. https://www.ghn.ge/index.php/news/356539-merab-dvalishvilis-mimart-aseti-saktsieli-arafershi-ar-jdeba-merab-shen-gverdit-vart-kakha-kaladze კახა კალაძე - მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც ადამიანობაში საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682833710.jpg 2026-11-12 356539 სანქტ-პეტერბურგში აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც პოლკოვნიკი მართავდა, ის ადგილზე დაიღუპა - მედია 12 ნოემბრის დილას სანქტ-პეტერბურგში ავტომობილი აფეთქდა. რუსული მედიის ცნობით, მანქანას პოლკოვნიკი მართავდა, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უწყებას მისი სამხედრო წოდება არ დაუკონკრეტებია. გამოძიებამ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველები აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ ავტომობილის აფეთქებისა და სამხედრო პირის დაღუპვის შესახებ Telegram-არხმა „მეგაპოლისმა“ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა „ფონტანკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაღუპული პოლკოვნიკი იყო. ТАСС-მა სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია პირის დაღუპვის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ის სამხედრო. გამოცემა „ფონტანკას“ ცნობით, პოლკოვნიკი შუშარის დასახლებაში მდებარე სახლიდან გამოვიდა, ავტომობილში ჩაჯდა და ეზოდან გასვლა დაიწყო. ამ დროს მანქანის ძირზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა. Telegram-არხ Exilenova+-ის წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული ავიაციის პოლკოვნიკი იყო. https://www.ghn.ge/index.php/news/356538-sankt-peterburgshi-afetkda-avtomobili-romelsats-polkovniki-martavda-is-adgilze-daighupa-media სანქტ-პეტერბურგში პოლკოვნიკის ავტომობილი აფეთქდა, სამხედრო ადგილზე დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/292169717.png 2026-11-12 356538 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. შუა ხნის კაცი კასპის ,,მედალფას" კლინიკაშია მოთავსებული. როგორც  ,კლინიკაში გამოცემას განუცხადეს, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარს შსს იძიებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356537-kaspis-munitsipalitetis-sofel-zemo-khandakshi-katsi-dachres კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/736527454.jpg 2026-11-12 356537 გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება“,- წერს ცოტნე ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ და თან მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს ურთავს. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.  https://www.ghn.ge/index.php/news/356536-gverdit-migule-dzmao-qvelgan-da-qoveltvis-verafers-dagaklebs-is-arakatsuri-saktsieli-rats-shens-tsinaaghmdeg-chaidines-tsotne-ivanishvili-merab-dvalishvils გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/264415652.png 2026-11-12 356536 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები  სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ვნუკოვოს აეროპორტში მათ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დღის პირველ ნახევარში შეხვდებიან. პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ. https://www.ghn.ge/index.php/news/356535-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-moskovshi-chavidnen სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1203367499.jpeg 2026-11-12 356535 თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა თბილისში, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356534-tbilisshi-tsol-kmris-mkvlelobis-faktze-erti-piri-daakaves-danashauls-tsin-udzghoda-braldebulis-mier-finansuri-valdebulebebis-sheusrulebloba თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2042171744.png 2026-11-12 356534 ირანი ევროპასა და სხვა შორეულ რეგიონებში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც დაარტყამს - მოჰსენ რეზაი ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაი აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ დარტყმებით იმუქრება, თუ ამერიკული ძალები ირანზე თავდასხმისთვის ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ბაზებს გამოიყენებენ. რეზაის განცხადების შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მოჰსენ რეზაის თქმით, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებს იმ შემთხვევაშიც დაარტყამს, თუ ისინი ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან სხვა შორეულ რეგიონში მდებარეობს და იქიდან ამერიკული თვითმფრინავები ირანზე იერიშისთვის აფრინდებიან. „ირანზე ნებისმიერი ახალი თავდასხმის საპასუხოდ, სამიზნე შორ მანძილზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებიც გახდება, მათ შორის ის ბაზები, რომლებზეც აქამდე თავდასხმა არ განხორციელებულა“, - განაცხადა რეზაიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს შეუძლია დაარტყას გარკვეულ კუნძულებსაც, რომლებიც, მისი თქმით, ამერიკელებს ირანული რაკეტების მოქმედების არეალის მიღმა ეგულებათ.   https://www.ghn.ge/index.php/news/356533-irani-evropasa-da-skhva-shoreul-regionebshi-mdebare-amerikul-bazebsats-daartqams-mohsen-rezai მოჰსენ რეზაი: ირანი ევროპასა და სხვა შორეულ რეგიონებში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც დაარტყამს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2131261385.jpeg 2026-11-12 356533 ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press ავრცელებს. ​შენობა ბრუკლინის ცენტრალურ ნაწილში, ფლეტბუშის უბანში ჩამოინგრა.  მაშველების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ექვსი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს. .მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევა მის გვერდით მდებარე სამშენებლო ობიექტმა გამოიწვია.  გვერდით შენობა, რომელსაც დაზიანებულ ნაგებობასთან საერთო კედელი ჰქონდა, ჩამონგრევას გადაურჩა, თუმცა მისი კედელი ნაწილობრივ დაინგრა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონიც და სამძებრო ძაღლებიც. ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოუცხადონ დაშავებულებსა და მათ ახლობლებს. https://www.ghn.ge/index.php/news/356532-niu-iorkis-bruklinis-raionshi-samsartuliani-shenobis-chamongrevas-mskhverpli-mohqva ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1408226216.png 2026-11-12 356532 ნატო-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს თავისი სუვერენული ტერიტორიების საკითხი ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, ჯონ სტრინგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების მომავალი. ამის შესახებ სტრინგერმა ტელეკომპანია Euronews-თან ინტერვიუში ილაპარაკა. „ეს პუტინს ზიანს აყენებს. მას ეგონა, რომ ახლა ჩაერეოდა და ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას შექმნიდა, რომლის ჩამოყალიბებაც უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ამ მხრივ დიდი იმედგაცრუება ელოდა. ის, რასაც უკრაინამ წარმოსახვის უნარის, ინოვაციებისა და ნებისყოფის წყალობით მიაღწია, უბრალოდ წარმოუდგენელია და ჩვენ ეს სათანადოდ უნდა დავაფასოთ“, - განაცხადა სტრინგერმა .  სტრინგერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებისა, შეწყდეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის საფრთხეს უკავშირდება, დასავლელმა მოკავშირეებმა კიევის წარმატებები ამ თავდასხმებში უნდა მოიწონონ. გარდა ამისა, სტრინგერმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად გულწრფელია კრემლის განზრახვები აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. მისი თქმით, ამ დროისთვის მცირე მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის პერიოდის მაქსიმალისტურ მიზნებზე უარი თქვა, რაც უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ითვალისწინებდა. შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინაზე ზეწოლა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილის დათმობის მიზნით, სტრინგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების მომავალი. „რაც შეეხება ტერიტორიებს, ეს საკითხი მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ“, - აღნიშნ მან. https://www.ghn.ge/index.php/news/356531-nato-shi-atskhadeben-rom-mkholod-ukrainas-akvs-ufleba-gansazghvros-tavisi-suverenuli-teritoriebis-sakitkhi ნატოში განაცხადეს, რომ საკუთარი ტერიტორიების ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ უკრაინას აქვს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/813832906.png 2026-11-12 356531 ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე შევძლოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე მოხერხდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ევროპაში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებები შესაძლოა 2027 წელს მოხდეს. ჩვენ გვესმის, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი. ანალოგიურად, ვხედავთ, რომ ცვლილებები უკვე მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ამიტომ, დღეს ნამდვილად არსებობს ეს შესაძლებლობა, ეს „შესაძლებლობების ფანჯარა“, როდესაც ყველა ის მონაწილე, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, მართლაც დაინტერესებულია, შედეგს 2027 წლამდე მიაღწიოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხები, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. თუმცა, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს. „მიუხედავად ამისა, შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდება და ყველა ეს საკითხი იქ იქნება განხილული“, - აღნიშნა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/356530-amzhamad-arsebobs-shesadzleblobebis-fanjara-rata-samshvidobo-molaparakebebis-protsesshi-shedegis-mightseva-2027-tslamde-shevdzlot-volodimir-zelenski ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე მოხერხდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/531718188.png 2026-11-12 356530 ამერიკელები დონბასის საკითხის მოგვარებისთვის სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ, ასეთ რთულ და მგრძნობიარე საკითხებზე ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ომის დასრულების მიზნით ტერიტორიული საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მისი თქმით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე უნდა მიიღონ. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს დონბასის საკითხს რეგულარულად აყენებენ. „რა თქმა უნდა, ისინი ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ჩვენ ჩვენი ტერიტორია უნდა დავთმოთ. ჩვენს ქვეყანასთან დამოუკიდებლობის საკითხზე ამგვარად საუბარი შეუძლებელია. ისინი ამ საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ. სხვადასხვა წინადადების შესახებ მსმენია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ ვარიანტების დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან თითოეულის განხილვას შესაძლოა საათები დასჭირდეს. „თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ამერიკულ მხარეს რუსებზე ზეწოლის განხორციელება. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთთან მათი დიალოგის ფორმატზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ ასეთი რთული და მგრძნობიარე საკითხების მოგვარების სურვილი არსებობს, მათზე საუბარი აუცილებელია. „ჩვენ მხოლოდ განხილვით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ კიდეც და ამის შესახებ ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, ამისთვის საჭიროა ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები და რუსეთის მხრიდანაც მხარდაჭერა, მათი მონაწილეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/index.php/news/356529-amerikelebi-donbasis-sakitkhis-mogvarebistvis-skhvadaskhva-variantis-modzebnas-tsdiloben-aset-rtul-da-mgrdznobiare-sakitkhebze-liderebis-doneze-unda-visaubrot-volodimir-zelenski ზელენსკი: ამერიკელები ომის შესაჩერებლად დონბასის საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/602245468.png 2026-11-12 356529 უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს - ირაკლი კობახიძე ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ. „რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/356528-ukrainashi-omi-rusetma-daitsqo-ganskhvavebit-sakartveloshi-omisgan-romelits-sakartvelos-khelisuflebashi-ofitsialuri-statusis-mkone-utskhoetis-agentebma-daitsqes-irakli-kobakhidze უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/489158033.jpg 2026-11-12 356528 როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო, ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? ლაჩრების ხროვა - ილია თოფურია არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია. "როგორც იუწყებიან, უსმანი [ნურმაგომედოვი] დააკავეს, იმ მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო. და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ხროვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია. ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე ინტერვიუს აძლევდა, როცა უსმან ნურმაგომედოვი უკნიდან მიეპარა, თავდაპირველად ხელი დაარტყა, შემდეგ კი სასტუმროში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. https://www.ghn.ge/index.php/news/356527-rogorts-iutsqebian-usman-nurmagomedovi-daakaves-mshishrebtan-ertad-vints-mastan-ertad-iqo-es-igive-khalkhia-vints-tavmdablobasa-da-pativistsemaze-kadagebas-bedavs-lachrebis-khrova-ilia-tofuria არსებული ინფორმაციით, უსმანი ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია - ილია თოფურია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1245547374.jpg 2026-11-12 356527 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ, ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს, დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზეც კონკრეტული წინადადებებით ჩავლენ. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა ირლანდიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს იგეგმება. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დუბლინში რუსეთში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩავლენ. შეხვედრა დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. „ამერიკელები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ. ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მხარეები ამჟამად მუშაობენ იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში წლის ბოლომდე კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უიტკოფთან და კუშნერთან დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინებზე. მისი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან ელოდება რუსეთის მხარის პასუხს იმ საკითხებზე, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს. „უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული მიმართულება განვიხილეთ. მხარეებმა იმსჯელეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობაზე - 1000 1000-ზე, შესაძლოა, 1200 1200-ზე. ეს ძალიან დადებითი შედეგი იქნებოდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას რუსეთმა უარი, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეორე საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების რამდენიმე ფორმატი განვიხილეთ. ამ საკითხზე რუსეთის მხარის პასუხსაც მივიღებთ. ისინი ამერიკელებს თავიანთ ხედვას გააცნობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხები. „შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდებოდა და ყველა ეს საკითხი იქ იქნებოდა განხილული. ამიტომ ველოდები, რომ დუბლინში, საღამოს, სულ მცირე, ამ საკითხებზე პასუხს მაინც მივიღებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ასევე განიხილება ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, რომელზეც ტერიტორიული საკითხი იქნება განხილული. ასევე ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების მონაწილეობის მნიშვნელობას. „ხაზს ვუსვამ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ამის შესახებ ამერიკული მხარისგანაც იყო სიგნალი. ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ცვლილებას ვხედავთ - ამერიკული მხარე ამ საკითხის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპა უკვე არა შეხვედრის კულუარებში, როგორც ეს აბუ-დაბიში მოხდა, არამედ თანასწორუფლებიანი მონაწილის სტატუსით იყოს წარმოდგენილი. https://www.ghn.ge/index.php/news/356526-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-putintan-konkretuli-tsinadadebebit-gaemgzavrnen-dzalian-minda-rom-dublinshits-konkretuli-tsinadadebebit-chamovidnen-amis-didad-ar-mjera-tumtsa-imedi-maints-makvs-volodimir-zelenski აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენმ ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/324219659.jpg 2026-11-11 356526 ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან ომი არ დაუწყია. ამის შესახებ The Guardian იუწყება. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი კვლავ აუცილებელია. „ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია. ირანი ამერიკას 1979 წლიდან ეომება“, - თქვა მან. მისივე თქმით, აშშ „აკეთებს იმას, რაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ“. „დიახ, მცირე წარუმატებლობებიც გვაქვს. მათ შესანიშნავად გავუმკლავდებით“, - დასძინა ტრამპმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356524-amerikas-irantan-omi-ar-dautsqia-donald-trampi ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/391927672.png 2026-11-11 356524 დღეს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით - ირაკლი კობახიძე საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. ეს როლი დღესაც მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. „კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა. დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356525-dghes-evropastan-chveni-urtiertobebis-mdgomareoba-rbilad-rom-vtkvat-sakmarisad-pozitiuri-ar-aris-chven-dzalian-dainteresebuli-vart-am-vitarebis-shetsvlit-irakli-kobakhidze დღეს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1425838286.jpg 2026-11-11 356525 საქართველოს მთავრობა სრულად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ იმართება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთის მარიონეტი გახდა.  “ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი. სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356523-sakartvelos-mtavroba-srulad-imarteba-rusetis-mier-salome-zurabishvili სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/392745065.png 2026-11-11 356523 ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს - მედია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების გაფართოებას მხარი დაუჭირეს – სიაში 145 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიებში 145 ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას წინასწარი თანხმობა მისცეს. ისინი დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან, ასევე კიბერშეტევებსა და ჰიბრიდულ საქმიანობასთან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ახალი სანქციების სია საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. სხდომა ბრიუსელში, ორშაბათს, 16 ნოემბერს გაიმართება. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის სანქციების სიაში 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი შევა. ამ ასეულში 50 რუსული ბანკია“, - განუცხადა წყარომ მედიას. სანქციები ასევე დაუწესდება რამდენიმე კომპანიას, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში 30 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მოხვდება, ხოლო ევროკავშირის კიბერშეტევების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში - კიდევ ერთი იურიდიული პირი. https://www.ghn.ge/index.php/news/356522-evrokavshiris-kveqnebis-mudmivma-tsarmomadgenlebma-rusetis-tsinaaghmdeg-akhali-sanktsiebi-sheatankhmes-media ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს – სიაში 50 რუსული ბანკია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/657766067.png 2026-11-11 356522 ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით - ირაკლი კობახიძე ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველო  ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება. „მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.     პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა პრემიერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356521-kristianuli-traditsiebisa-da-kulturis-safudzvelze-kartvelebi-qoveltvis-miichnevdnen-sakutar-tavs-evropelebad-chven-traditsiuli-evropuli-ghirebulebebis-ertguli-vrchebit-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე - ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1131929892.jpg 2026-11-11 356521 უკრაინამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამშვებ რუსულ ხომალდს დაარტყა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პილოტებმა 11 ნოემბრის ღამეს რუსეთის სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ დააზიანეს. „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდს „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში  განაცხადეს. იუწყება უკრაინული მედია. რუსეთის სამხედრო ხომალდზე იერიში თავდაცვის ძალების ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის დროსაც უკრაინულმა ძალებმა ლენინგრადის ოლქში, რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობტერმინალზეც მიიტანეს იერიში. ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და რუსეთზე ღამის თავდასხმის დროს განხორციელდა. მცირე სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ რუსეთის ბალტიის ფლოტს ეკუთვნის. „ეს ხომალდი „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელია. ის წყალში 2022 წელს ჩაუშვეს“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. უწყება ასევე ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 11 ნოემბრის ღამეს ჩატარებული ოპერაციის დროს რუსული საბრძოლო ვერტმფრენებიც განადგურდა. მედიის ცნობით, „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდების წყალწყვა 850 ტონას შეადგენს. ისინი აღჭურვილია რვასარაკეტო უნივერსალური გამშვები დანადგარით „კალიბრ-НК“, ასევე „ონიქსის“ ტიპის რაკეტების გამშვები დანადგარებით. გარდა ამისა, ხომალდებს აქვთ საზენიტო არტილერია, ტყვიამფრქვევები და 100-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი.   https://www.ghn.ge/index.php/news/356520-ukrainam-kalibris-tipis-raketebis-gamshveb-rusul-khomalds-daartqa უკრაინამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამშვებ რუსულ ხომალდს დაარტყა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/137675742.png 2026-11-11 356520 გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, გერმანულ ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა "ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოკლულია  60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი.  ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათივე ცნობით, ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" არიან დასაქმებულები.  სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.  შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, "ცენტრ-პოინტის" საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა.  https://www.ghn.ge/index.php/news/356519-gavrtselebuli-informatsiit-tsol-kmars-germanul-hospitaltan-satskhovrebeli-korpusis-liftshi-orma-pirma-tsetskhlsasroli-iaraghidan-esrola გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, გერმანულ ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1124259687.png 2026-11-11 356519 აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრ დარჩიევი 11 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. „ჩვენი რიგებიდან წავიდა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კეთილი მეგობარი და მენტორი. მაღალი კლასის პროფესიონალი, ბრწყინვალე ამერიკათმცოდნე ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. რუსეთმა დარჩიევი აშშ-ში ელჩად 2025 წლის მარტში ოფიციალურად დანიშნა. იმავე წლის ივნისში მან რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა. https://www.ghn.ge/index.php/news/356518-ashsh-shi-rusetis-elchi-aleksandr-darchievi-gardaitsvala აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/751702308.png 2026-11-11 356518 თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალთან 2 ადამიანი ჩაცხრილეს - "ტვ პირველი" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე 2 ადამიანი ჩაცხრილეს, ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  შემთხვევა გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ პოინტის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.  ტელეკომპანიის ცნობით,  სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია.  https://www.ghn.ge/index.php/news/356517-tbilisshi-germanul-hospitaltan-2-adamiani-chatskhriles-tv-pirveli გერმანული ჰოსპიტ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/932544196.jpg 2026-11-11 356517 ტერმინოლოგიური უწიგნურობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი დღევანდელ საქართველოში ერთი მეტად უცნაური და, ამავე დროს, საგანგაშო მოვლენა შეიმჩნევა: საჯარო პირები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტებად წოდებული ადამიანები და ზოგჯერ გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი ერთმანეთისგან ვერ არჩევენ პოლიტიკური და ტექნიკური შინაარსის ტერმინებს. ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმემ ეს უმნიშვნელო ენობრივ უზუსტობად მიიჩნიოს. მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს! პრობლემა გაცილებით ღრმაა და გაცილებით სახიფათო. როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ არჩევს, ეს შეიძლება ენის უცოდინრობა იყოს; როდესაც ცნებებს ვერ არჩევს, ეს უკვე აზროვნების პრობლემაა; ხოლო როდესაც ასეთ მდგომარეობაში სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იღებს, ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა! მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის გაცილებით ადვილია 2004 წლიდან ბატონ კახა ლომაიას (განათლების მინისტრი 2004-2008) მიერ დაწყებული და თუთიყუშის როლში არაკვალიფიციური ჟურნალისტების მიერ მასმედიიდან დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გამეორება, ვიდრე ქართული ენათმეცნიერების კორიფის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ღვაწლის ცოდნა. როცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტერმინს არასწორად იყენებ, მხოლოდ სიტყვას კი არ ამახინჯებ – შეიძლება თვითონ სახელმწიფოებრივი მოვლენის არსიც დაამახინჯო! ხშირად ვერ არჩევენ, რასთან გაქვს საქმე უსაფრთხოების ტექნიკურ რისკთან თუ უშიშროების პოლიტიკურ გამოწვევასთან. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ერთმანეთისგან პოლიტიკურ და ტექნიკურ ცნებებს ვერ ასხვავებენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. 1. პოლიტიკური და ტექნიკური ტერმინების აღრევა – ცნებითი აზროვნების პრობლემა პოლიტიკური და ტექნიკური ტერმინები სხვადასხვა შინაარსის, დანიშნულებისა და ფუნქციის მატარებელია და სხვადასხვა სააზროვნო სისტემას ეკუთვნის. მათი აღრევა მხოლოდ ლექსიკური შეცდომა არ არის – ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს სათანადოდ გააზრებული ის მოვლენა, რომელზეც მსჯელობს და ვერ ახერხებს თვისებრივად განსხვავებული მოვლენების ბუნების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამის ნათელი მაგალითია ტერმინების – „უშიშროებისა“ და „უსაფრთხოების“ – აღრევა. ისინი ერთი და იმავე მოვლენის ორი სახელწოდება კი არ არის, არამედ თვისებრივად განსხვავებულ მოვლენებს გამოხატავს. 1. „უშიშროება“ (Security) – პოლიტიკური და სტრატეგიული კატეგორიაა. იგი გულისხმობს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფას, სახელმწიფოს, საზოგადოების ან პიროვნების დაცვას განზრახი, მიზანმიმართული საფრთხეებისა და მტრული ქმედებებისგან. ეს არის სფერო, რომელშიც არსებობს კონკრეტული მოწინააღმდეგე, საფრთხის სუბიექტი ან მტრული ძალა და რომელიც მოიცავს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ მიმართულებებს: სამხედრო უშიშროებას, ინფორმაციულ უშიშროებას, ეკონომიკურ უშიშროებას, პოლიტიკურ უშიშროებას და ა. შ. 2. „უსაფრთხოება“ (Safety) – ტექნიკურ-ოპერაციული კატეგორიაა. იგი გულისხმობს კონკრეტული საქმიანობის, პროცესის, გარემოსა თუ ობიექტის უსაფრთხო პირობების ტექნიკურ უზრუნველყოფას. მისი შინაარსი უკავშირდება ბუნებრივ, ტექნოგენურ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ რისკებს, რომელთა პრევენცია ანუ რისკების თავიდან აცილება საინჟინრო-ტექნიკური, ორგანიზაციული თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებებით ხორციელდება. 1932 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგების მიერ რუსული ენიდან გადმოქართულებული ტექნიკური ტერმინი „უსაფრთხოება“ აღნიშნავს დაცულობას შემთხვევითი ან ტექნიკური ხასიათის საფრთხეებისგან, მაგალითად: ტექნიკური გაუმართაობა, ხანძარი, საგზაო ინციდენტი. ამ შემთხვევაში არ არსებობს მიზანმიმართული მოწინააღმდეგე – არსებობს რისკფაქტორი, რომლის თავიდან აცილება ან შემცირება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება სახანძრო უსაფრთხოება, საგზაო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და ა. შ. ამრიგად, განსხვავება პრინციპულია: „უშიშროება“ პოლიტიკური და სტრატეგიული კატეგორიაა, რომელიც უკავშირდება განზრახ, მიზანმიმართულ საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს, ხოლო „უსაფრთხოება“ ტექნიკურ-ოპერაციული კატეგორიაა და გულისხმობს ბუნებრივი, ტექნოგენური თუ შემთხვევითი რისკებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და მათგან დაცვას. ვინაიდან ქართულ ენაში ამ უკანასკნელი ცნების გამოსახატავად შესაბამისი სპეციალური ტერმინი არ არსებობდა, ხოლო „უშიშროება“ თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით მას არ შეესაბამებოდა, 1932 წელს შეიქმნა ახალი, ხელოვნური ტერმინი – „უსაფრთხოება“, ხოლო მის ქართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ლექსიკაში დასამკვიდრებლად პირველად შეტანილი იქნა 1957 წელს გამოცემულ ლექსიკონში „ტექნიკური ტერმინოლოგია“. 2. თვისებრივად განსხვავებულ ამ ორ მოვლენას მავანი ვერ ასხვავებს?! აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში „ეროვნული უშიშროების“ ნაცვლად ტერმინ „ეროვნული უსაფრთხოების“ გამოყენება ცნებითი შეცდომაა. საჯარო პირებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა უნდა იცოდნენ ამ ორი კატეგორიის არსებითი განსხვავება და ტერმინები მათი რეალური შინაარსის შესაბამისად გამოიყენონ. სწორია: ეროვნული უშიშროება, სახელმწიფო უშიშროება, საერთაშორისო უშიშროება, პოლიტიკური უშიშროება, სამხედრო უშიშროება, ინფორმაციული უშიშროება და ა. შ. არასწორია: ეროვნული უსაფრთხოება, სახელმწიფო უსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა. შ. სწორია: საგზაო უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, პროფესიული უსაფრთხოება, ფრენის უსაფრთხოება და ა. შ. არასწორია: საგზაო უშიშროება, სახანძრო უშიშროება, შრომის უშიშროება, პროფესიული უშიშროება, ფრენის უშიშროება და ა. შ. ეს განსხვავება ახირება არ არის. მას აქვს ცნებითი, ისტორიული და დარგობრივი საფუძველი. ამრიგად, ამ ტერმინების აღრევა ნიშნავს არა უბრალოდ სიტყვების არასწორად გამოყენებას, არამედ პოლიტიკური მოვლენის ტექნიკურში აღრევას და, შესაბამისად, თვითონ მოვლენის ბუნების გაუგებრობას. პოლიტიკური პრობლემა ტექნიკური ღონისძიებით ვერ გადაწყდება, ისევე როგორც ტექნიკური გაუმართაობა პოლიტიკური ლოზუნგით ვერ გამოსწორდება. 3. განათლებას მართავენ, მაგრამ ცნებებს ვერ არჩევენ! ქვეყანაში არსებული კვალიფიკაციებისა და სასწავლო მიმართულებების მარეგულირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფა. აღნიშნულ კლასიფიკატორში ტერმინი „უსაფრთხოება“ მართებულად არის გამოყენებული ტექნიკური და პრაქტიკული საქმიანობის შინაარსის შესაბამის კონტექსტში. მაგალითად: კოდი 0712.3.1 – „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“; კოდი 0712 – „გარემოს დაცვის ტექნოლოგია“; კოდი 1022.1.1 – „პროფესიული უსაფრთხოება“; კოდი 103 – „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები“. მაგრამ, განა დღესავით ნათელი არ არის, რომ სოციალური მეცნიერებების სფერო (კლასიფიკატორის ფართო სფერო 03 – „სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია“) არსებითად განსხვავდება ისეთი ფართო სფეროებისგან, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (კოდი 07) და მომსახურებები (კოდი 10)? განსხვავებულია არა მხოლოდ ამ სფეროების შინაარსი და კვლევის საგანი, არამედ მათში გამოყენებული ტერმინოლოგიური კონტექსტიც. მიუხედავად ამისა, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ კლასიფიკატორში სოციალური მეცნიერებების დეტალური სფეროს გრაფაში შავით თეთრზე ვკითხულობთ: „0312.2.2 — ეროვნული უსაფრთხოების კვლევები (National Security Studies)“. ამასთან, ინგლისურენოვანი დასახელების ქართულად გადმოტანისას ტერმინი Security ამჯერად რატომღაც „უსაფრთხოებად“ არის თარგმნილი და არა „უშიშროებად“. გამოდის, რომ ყველა სფეროში ერთი და იმავე ტერმინის – „უსაფრთხოების“ – გამოყენება აუცილებელ პრინციპად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვანი კლასიფიკატორი თავად იძლევა შესაბამისი ცნებითი განსხვავების შენარჩუნების შესაძლებლობას. ნუთუ განათლების სისტემაშიც რუსული ტერმინოლოგიური გავლენის ინერცია უნდა გაგრძელდეს და უგულებელვყოთ ქართული აკადემიური ტრადიცია, რომელიც 2004 წლამდე სათანადოდ განასხვავებდა ამ ცნებებს? ნუთუ განათლების სფეროს გადაწყვეტილების მიმღები პირებიც ვერ არჩევენ აკადემიურ და ტექნიკურ ტერმინებს? ნუთუ ძნელია იმის გააზრება, რომ „ეროვნული უშიშროება“ თავისი შინაარსითა და არსით გაცილებით ზუსტად გამოხატავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევის საგანსა და მიმართულებას? შესაბამისად, აღნიშნული კლასიფიკატორის 0312.2.2 კოდი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „უშიშროების კვლევები (Security Studies)“, უფრო სრულყოფილი იქნება თუ ჩაიწერება „ეროვნული უშიშროების კვლევები“. რაც შეეხება ფართო სფეროს – „მომსახურებები“ (კოდი 10), აქ პროფესიული უსაფრთხოების მიმართულების კვლევითი კომპონენტის ასახვის მიზნით მიზანშეწონილია დაემატოს ახალი კოდი: „1022.1.2 – პროფესიული უსაფრთხოების კვლევები (Occupational Safety Studies)“. მით უმეტეს, ამგვარი დიფერენცირებული მიდგომის კარგი პრაქტიკა და ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგალითად, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ხორციელდება ფართო სფეროს – „მომსახურებები“ (კოდი 10) – შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები: „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ (დოქტორანტურა), რომლის ფარგლებშიც ტარდება კვლევები და გაიცემა პროფესიული უსაფრთხოების დოქტორის ხარისხი. ამრიგად, უნივერსიტეტი ტერმინ „უსაფრთხოებას“ სრულიად მართებულად იყენებს ტექნიკური და პროფესიული საქმიანობის შესაბამის კონტექსტში, 1932 წლიდან დამკვიდრებული 94-წლიანი ტრადიციის შესაბამისად. ეს არის საკუთარი სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის სფეროს შესაბამისი ტერმინოლოგიური გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი. ამავე დროს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დეპარტამენტის (ფართო სფერო 03 – სოციალური მეცნიერებები) მიერ შემუშავებულია სილაბუსები: „ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა“ (SOS20711G1-LS) და „ეროვნული უშიშროების საფუძვლები“ (SOS24211G2-LS). აღნიშნული სილაბუსების საფუძველზე მრავალი წლის განმავლობაში იკითხებოდა ლექციები ბიზნესის ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ხოლო ამჟამად შესაბამისი სასწავლო კურსები ისწავლება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერმინების დიფერენცირება არც თეორიულად არის შეუძლებელი და არც პრაქტიკულად – განუხორციელებელი. პირიქით, მას აქვს როგორც აკადემიური საფუძველი, ისე საუნივერსიტეტო გამოცდილება. პრობლემა მხოლოდ ერთი სიტყვის არასწორად შერჩევა არ არის. პრობლემა ცნებითი აზროვნების დეფიციტია, როდესაც განათლების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტის შემდგენლები ვერ ან არ ითვალისწინებენ განსხვავებას ტექნიკურ-პრაქტიკულ და პოლიტიკურ-სტრატეგიულ კატეგორიებს შორის. განათლების მართვა მხოლოდ ბრძანებებისა და კლასიფიკატორების შედგენას არ ნიშნავს – ის, უპირველესად, ცნებების სწორად გააზრებასა და გამოყენებას მოითხოვს. 4. რუსეთისკენ სრული სვლით?! 1. 2004 წლამდე: ძირძველი ქართული ტერმინი ტრადიციულად თავის ადგილზეა საქართველოში: ეროვნული უშიშროება – სახანძრო უსაფრთხოება რუსეთში: Национальная безопасность – Пожарная безопасность აშშ-ი: National Security – Fire Safety 2. დღეს: რუსული ენიდან გადმოქართულებული ტერმინით – რუსულ ყაიდაზეა საქართველოში: ეროვნული უსაფრთხოება – სახანძრო უსაფრთხოება რუსეთში: Национальная безопасность – Пожарная безопасность აშშ-ი: National Security – Fire Safety 5. ჟურნალისტიკა – მიკროფონი ცოდნის გარეშე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მედიაში. ჟურნალისტი, რომელსაც არ ესმის იმ საკითხის პროფესიული არსი, რომელზეც მთელი ქვეყნის წინაშე მსჯელობს, მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი აღარ არის – ის შესაძლოა სიყალბის გამავრცელებლად იქცეს. თუ ჟურნალისტი ვერ არჩევს ერთმანეთისგან პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ცნებებს, ის უნებლიეთ ავრცელებს მცდარ წარმოდგენებს, რაც საზოგადოებაში ცნებით ქაოსს წარმოშობს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, თანამდებობის პირებსა და საჯარო სივრცეში მოქმედ ადამიანებს დაუსვას სრულიად ბუნებრივი კითხვები: იცით, რაზე საუბრობთ? გესმით იმ ტერმინების შინაარსი, რომლებსაც იყენებთ? იცით განსხვავება პოლიტიკურ მიზანსა და მისი განხორციელების ტექნიკურ მექანიზმს შორის? გაქვთ თუ არა შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია? ვინ ამოწმებს თქვენს ცოდნას და ვინ აგებს პასუხს თქვენს არაკომპეტენტურობაზე? ეს კითხვები შეურაცხყოფა არ არის. ეს საზოგადოებრივი კონტროლის ელემენტარული მოთხოვნაა. სახელმწიფოებრივი აზროვნება იწყება ცნებების სწორად გააზრებით. და თუ მათ, ვისაც ქვეყნის მართვა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება ევალება, ელემენტარული ცნებების გარჩევაც არ შეუძლიათ, მაშინ კითხვა მხოლოდ მათ კომპეტენციას კი არ ეხება – კითხვა უკვე სახელმწიფოს მართვის ხარისხს ეხება. ქვეყანას მხოლოდ განათლებული ადამიანების დიპლომები კი არ სჭირდება — მას განათლებული ადამიანების აზროვნება სჭირდება! ჰენრი კუპრაშვილი სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი ლიტერატურა: 1. კუპრაშვილი, ჰ. 2024. აკადემიურ სასწავლო და სამეცნიერო კვლევებში ზოგიერთი ტერმინის გამოყენების საკითხისათვის. ტერმინოლოგიის საკითხები VI. თბილისი: ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გვ. 97-112. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/167/170   2. კუპრაშვილი, ჰ. 2022. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. რედაქტორები.: ჯ. გაბელია, ჯ. გახოკიძე, ა. გეგეშიძე, ა. გვენეტაძე, ი. კვესელავა, თ. კიკნაძე, თ. ლომინაძე, ნ. ოდიშელიძე, ა. სიჭინავა, გ. სოფაძე, ი. ქართველიშვილი, ნ. ჩიტაძე, მ. ჯიქია. თბილისი: უნივერსალი, 702 გვ. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/542770 3. კუპრაშვილი, ჰ. 2026. ინფორმაციული ომები და საერთაშორისო კიბერსივრცე. დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ (26.03.2026, ოქმი #1). თბილისი: საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. ISBN 978-9941-528-12-5 https://drive.google.com/file/d/12_tKxtsQVNanz0zLip5zpX-T1YuWqXsv/view 4. ენობრივი ვოლუნტარიზმი: ქართულს გვასწავლიან... https://www.ghn.ge/news/346652-enobrivi-voluntarizmi-kartuls-gvastsavlian 5. სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო? https://www.ghn.ge/news/348040-sad-aris-erovnuli-ushishroebis-sabcho 6. რატომ უნდა იყოს საგანი "ეროვნული უშიშროების საფუძვლები" დიპლომატიური აკადემიის განუყოფელი ნაწილი? https://ghn.ge/news/349653-ratom-unda-iqos-sagani-erovnuli-ushishroebis-safudzvlebi-diplomatiuri-akademiis-ganuqofeli-natsili საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia https://www.ghn.ge/index.php/news/356515-terminologiuri-utsignuroba-sakhelmtsifoebrivi-azrovnebis-krizisis-ert-erti-indikatori ტერმინოლოგიური უწიგნურობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/868502198.jpg 2026-11-11 356515 შესანიშნავი იქნებოდა - ჯარედ კუშბერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვედრა გაემართათ. ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრამდე მოლაპარაკებებში უფრო მეტ პროგრესს ელოდება. „ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ისინი ნებისმიერ დროს შეხვდებიან ერთმანეთს. ჩემი აზრით, ეს კარგი იქნებოდა. თუმცა, როგორც მე მესმის, რუსებმა განაცხადეს, რომ ამ შეხვედრამდე უფრო მეტი პროგრესის მიღწევა სურთ. აშკარაა, რომ ლიდერებს შორის დიდი ნდობა ან სიმპათია არ არსებობს... იმასაც ვიტყვი, რომ ასეთ შეთანხმებებს დრო სჭირდება“, - აღნიშნა კუშნერმა. აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მეორე დღის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც ვლადიმორ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იგეგმება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი პერიოდის საკითხები განიხილეს. https://www.ghn.ge/index.php/news/356516-shesanishnavi-ikneboda-jared-kushberi-volodimir-zelenskisa-da-vladimir-putinis-shesadzlo-shekhvedraze „შესანიშნავი იქნებოდა“: ტრამპის სიძემ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა შეაფასა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1114173922.png 2026-11-11 356516 აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაგვესხნენ - მერაბ დვალიშვილი მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ. ცოტ ხნის წინ, ქართველმა ჩემპიონმა "ინსტაგრამზე" თავად გაავრცელა ვიდეო,  სადაც ის დასისხლიანებულია. დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები  მიეპარნენ და ცემა დაუწყეს. „სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“,- ამბობს დვალიშვილი ვიდეოში.  https://www.ghn.ge/index.php/news/356514-abu-dabishi-sastumroshi-usman-nurmagomedovi-da-misi-megobrebi-tavs-dagveskhnen-merab-dvalishvili მერაბ დვალიშვილი - აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1163657194.png 2026-11-11 356514 რუსეთში უკრაინელი ბავშვების მიზანმიმართული დეპორტაციის მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს - კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ორგანიზებული კამპანიის შესახებ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოთხშაბათს, ბრიუსელში გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება პირადად ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა. „უკანონოდ დეპორტირებულია 20 500-ზე მეტი ბავშვი. მიმდინარე წელს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კამპანია, რომლის მიზანიც ბავშვებში, ადრეული ასაკიდანვე, უკრაინული იდენტობის განადგურებაა. ყველა მტკიცებულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს“, - განაცხადა მან. კალასის თქმით, ამჟამად ვითარება „შემზარავ და დამახინჯებულ სახეს იღებს“. „დიდი ალბათობით, რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს ახლა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მისი თქმით, სანქცირებულთა სია ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და მასში დამატებით ბავშვთა ბანაკებიც შეიყვანეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი „სონდო-1“, სადაც უკრაინელი ბავშვები აღმოაჩინეს. „რუსეთი ბავშვებს იტაცებს, ჩრდილოეთ კორეა კი მათ იდეოლოგიურ დამუშავებას ახორციელებს. ასე ინაწილებენ დიქტატურები „მოვალეობებს“, - აღნიშნა კალასმა. კალასის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მსოფლიო ამ ბავშვებს ყურადღებას არ აკლებს. „2025 წლის დეკემბერში ევროკავშირი გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანაავტორი იყო. რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს მოუწოდებდა, უშუალოდ ჩართულიყო რუსეთთან ურთიერთობაში, რათა დაედგინა ბავშვების ადგილსამყოფელი, შეეფასებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლებრივი სტატუსი და უზრუნველეყო მათი დაბრუნება. ახლა ამ მიმართულებით კონკრეტულ შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით“, - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ძალისხმევას შედეგი მოაქვს და მიმდინარე თვის მონაცემებით, უკრაინაში 2 719 ბავშვია დაბრუნებული, მათ შორის 13 ბავშვი და მოზარდი - გასულ კვირას. „პატივცემულო დეპუტატებო, რუსეთის უკანონო აგრესიული ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებამ არა მხოლოდ უნდა შეამციროს ის საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი ევროპის კონტინენტს უქმნის, არამედ უზრუნველყოს თითოეული უკრაინელი ბავშვის მშობლებთან დაბრუნებაც. თუ ამის მიღწევა ვერ მოხერხდება, ეს კაცობრიობის სინდისზე სამუდამო შავ ლაქად დარჩება“, - განაცხადა კალასმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356513-rusetshi-ukraineli-bavshvebis-mizanmimartuli-deportatsiis-mtkitsebulebebi-katsobriobis-tsinaaghmdeg-chadenil-danashaulze-miutitebs-kaia-kalasi კალასი: უკრაინელი ბავშვების რუსეთში მიზანმიმართული დეპორტაციის მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1121498023.jpg 2026-11-11 356513 ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან. „ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას - ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მდგრადი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობას კონფერენციის მასპინძლობისთვის, აგრეთვე, COP31-ის ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეული ძალისხმევისთვის. პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. https://www.ghn.ge/index.php/news/356512-chveni-khelisufleba-adasturebs-mzaobas-tavisi-tsvlili-sheitanos-qvela-im-globalur-initsiativashi-romelits-mimartulia-ekologiuri-mdgradobisa-da-garemos-gaumjobesebisken-mikheil-qavelashvili ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ - მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2094954537.jpeg 2026-11-11 356512 მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. „კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356510-mrgval-baghtan-momkhdari-dapirispirebis-sakmeze-ra-drosats-erti-adamiani-daichra-7-piri-daakaves მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1418052396.png 2026-11-11 356510 ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს - ლევან ხაბეიშვილი ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს“. „ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ... არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ! რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ! 3 მილიონი და 2 მილიონი დაგვტოვეს საქართველოში და დანარჩენი გააქციეს, „გადაასახლეს“ საქართველოდან! ქართველები მინიმუმ 7-8 მილიონი ვართ, თუ არა 10 მილიონი - მიმოფანტული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში! არც ასეთი მცირე ვართ, რომ ასე ვიკნინებდეთ თავს და გვაგუებდნენ „პატარაობას“, არაფრობას. ჩვენი 1/3 არ არის ისრაელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ერია, ქვეყანაა! თავაწეული, ღირსეული და არასდროს „იპატარავებენ“ თავს. ტერიტორიას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 3-ჯერ მეტნი ვართ ქართველები, ვიდრე მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ ამბიცია არ გვქონდეს. რომ სოფელი ვართ, არავინ ვართ, უძლურები და „ჩმორები“ ვართ! ამას „გვასწავლის“ ბიძინა... ისეთი ჩმორები, რომ მუხლის კანკალით, ფორთხვით უნდა ვეახლოთ ჩვენი დედების, ძმების გამჟლეტ, დამხვრეტ რუსეთს და ყველა მეგობარს შევუბღვიროთ, გავლანძღოთ - ვინც მოგვიწოდებს ვიყოთ სახელმწიფო და არა რუსეთის გუბერნია! ნამუსი ახადა სახელმწიფოს, დაგვცინა, მასხრად აგვიგდო! ყაველაშვილს პრეზიდენტი დაარქვა, ზარქუას პარლამენტარი, წულუკიანს მინისტრი, ნანა კაკაბაძეს პატრიოტი, ანწუხელიძეს პიარს შეწირული, კობახიძეს პრემიერი და ა.შ. მიზანმიმართულად მკვლელი ნარკოტიკი დაყარა ყველა სადარბაზოში და ახალგაზრდების გაუბედურება, გენოფონდის განადგურება განიზრახა. გარყვნა, თაღლითებად ზრდის ქოლცენტრებში ნარჩევ თაობას. არაკაცობა, ჩაშვება, ერთმანეთის დაწიოკება, ანტიქრისტიანული ქმედებები ყოველდღიურ ნორმად აქცია. არ შევეგუოთ! არ დავნებდეთ! დიდი ერი ვართ! ძალიან ბევრნი ვართ! ღირსეული, მებრძოლი, უტეხი სულის პატრონი ერი ვართ! დავითის, ილიას, თამარის, ამბროსის, მერაბის ერი, მშობელი სახელმწიფო ვართ! ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს. გამოფხიზლდით! კლავიატურა და პულტები დაწვით! ფეხზე ადექით!”, - ნათქვამია წერილში. https://www.ghn.ge/index.php/news/356511-vetankhmebi-meufe-iobs-man-tkva-ase-gagrdzeleba-aghar-sheidzleba-khma-ghvtisa-da-khma-erisa-mzakvar-gulmkhets-ivanishvils-nu-tsavashlevinebt-chveni-samshoblos-kvals-levan-khabeishvili ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/540663916.jpeg 2026-11-11 356511 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა. კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები. eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები. ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. https://www.ghn.ge/index.php/news/356509-sakartvelos-bankis-mkhardacherit-ecommerce-georgia-2026-gaimarta საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/16678842.png 2026-11-11 356509 არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი - მეუფე ილარიონი ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, - ასე ეხმაურება მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგების შესახებ საზოგადოების შეფასებებს. მეუფე ილარიონის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს. "საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ფართო განხილვის საგანი გახდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგება, რომელშიც მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სულიერ, სოციალურ და ეროვნულ გამოწვევებზე. გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ეკლესიის მისიასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას. ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს „ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის“. ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა „ქრისტესმოყვარე“ და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს. ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს. ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და მოქალაქეთა პირად სივრცეში ასეთი ჩარევა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას და აზიანებს თავად სახელმწიფოს საფუძვლებს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", - წერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი. https://www.ghn.ge/index.php/news/356508-arsebobs-dro-rodesats-dumili-ara-tavmdabloba-aramed-pasukhismgeblobisgan-tavis-aridebaa-movutsodebt-khelisuflebas-shetsqvitos-mokalaketa-da-sasuliero-pirta-ukanono-tvaltvali-meufe-ilarioni არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1914379783.png 2026-11-11 356508 უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს, ართა გავლენა მოახდინოს რუსეთზე ჩვენმა გუნდმა აბუ-დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა, ასევე კოორდინაცია გაუწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფ ევროპელ პარტნიორებს. პირველ რიგში, არსებობს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების ახალი გაცვლისთვის მზადების შესახებ. მეორე - მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები განიხილეს. აუცილებელია, რომ პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იყოს. მესამე - განიხილეს შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები, რომლებშიც ევროპელებიც ჩაერთვებიან. შემდეგ ამერიკელი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან. ამ მოლაპარაკებების შემდეგ კი კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს და განვსაზღვრავთ, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. ხვალ მათ დუბლინში შევხვდებით. უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა წარმომადგენლობა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია ჰქონდეს და გავლენა მოახდინოს ამ ომის გამომწვევ მხარეზე - რუსეთზე, რათა რუსეთმა თავადვე შეწყვიტოს მის მიერ დაწყებული ომი. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესს ხელს უწყობს! მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს შეხვედრების ორგანიზებისა და შუამავლობისთვის. მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის ადგილის გამოყოფისთვის. მადლობა მეტეს და ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს მშვიდობის მისაღწევად გამოხატული პრინციპული და მტკიცე პოზიციისთვის", - წერს ზელენსკი.     https://www.ghn.ge/index.php/news/356507-ukrainis-prioritetia-rats-sheidzleba-stsrafad-dasruldes-omi-da-mightseuli-iqos-ghirseuli-mshvidoba-evropa-diplomatiis-qvela-realur-etapze-tsarmodgenili-unda-iqos-volodimir-zelenski უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/489296702.png 2026-11-11 356507 როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და მისი პრაქტიკაში გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.  ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით. ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება? სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. როგორ უნდა შეავსო განაცხადი? საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა: ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი; შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა; წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება. როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა? განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება. შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით? AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი. პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე. საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://www.ghn.ge/index.php/news/356506-rogor-shegidzlia-moipovo-ai-stipendia-gogoebistvis-gakhdi-sakartvelos-bankis-stipendiati-da-istsavle-khelovnuri-intelektis-safudzvlebi როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1604411838.jpg 2026-11-11 356506 აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო - დავით არახამია უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ამის შესახებ არახამიამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არახამიას თქმით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ძალიან მკაცრი მითითებებით მივიდა, რის გამოც დისკუსიის ტონის შერბილება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. „რადგან ამ პროცესში 2022 წლიდან ვმონაწილეობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან მკაცრი მითითებებით მოვიდნენ, ამიტომ დისკუსიის შერბილება უკიდურესად რთული იყო“, - განაცხადა არახამიამ. ამასთან, არახამიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა შეძლეს დისკუსიის ისე წარმართვა, რომ მხარეებმა ომის შემდგომი ვითარების განხილვა დაიწყეს, რამაც დიალოგი უფრო პროდუქტიული გახადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება იყო. არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს გაცვლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. მოლაპარაკებების შემდეგ არახამიამ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპის ქვეყნების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან განხილული საკითხები ევროპის ომისშემდგომ უსაფრთხოებასაც ეხება. ორი დღის განმავლობაში მხარეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომი აღდგენა და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა განიხილეს. აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ. https://www.ghn.ge/index.php/news/356505-abu-dabishi-molaparakebebis-es-raundi-ert-erti-qvelaze-rtuli-iqo-davit-arakhamia არახამია: აბუ დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1322261611.png 2026-11-11 356505 მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?! - სოფიო ხორგუანი სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, სოფიო ხორგუანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა მან „ქართული ოცნების“ წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეპისკოპოსების პატივისცემისაკენ მოუწოდა. „აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!,“ - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. ხორგუანის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: „ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გნდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.  ცნობისათვის "ქართული ოცნების" დეპუტატმა მეიფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით  "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ასე  უპასუხა: "ღმერთმა შეუნდოს". შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.  https://www.ghn.ge/index.php/news/356504-mariam-lashkhma-albat-ukve-daamtavra-masonebtan-brdzola-da-kartvel-episkoposebze-gadavida-pativi-etsit-sakartvelos-martlmadidebel-eklesias-vis-unda-sheundot-tkven-rame-sofio-khorguani მარიამმა ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?! - სოფიო ხორგუანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1860346370.png 2026-11-11 356504 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.03 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.16 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8895 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.84 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4551 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/index.php/news/356503-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682373448.png 2026-11-11 356503 COP17 - საქართველოს მიღწევები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტები 19-30 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციას (COP17) უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები გააერთიანა. კონფერენციის მთავარი მიზანი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესრულების პროგრესის შეფასება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას, სახეობათა კონსერვაციას, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალში და საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა, რომელშიც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს პავილიონში ჩატარდა თემატური ღონისძიებები. COP17-ის მნიშვნელობის, საქართველოს მიერ წარმოდგენილი შედეგების, საერთაშორისო პარტნიორებთან განხილული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ გვესაუბრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიანა გიორგაძე. რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაში (COP17) მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების წარმოჩენა? COP17-ში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო როგორც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, ისე გლობალური გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყანაა და მისი უნიკალური ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კონფერენციაზე წარმოვაჩინეთ კონკრეტული შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს პრაქტიკული ნაბიჯებით ვასრულებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა. 2026 წელს შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კონსერვაციული ტერიტორიების, მათ შორის ზურმუხტის ქსელის გათვალისწინებით, დაცვის სტატუსის მქონე ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 23%-ს მოიცავს. ასევე წარმოვაჩინეთ სახეობათა აღდგენის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის სამუხის ველზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის შედეგები, სადაც ინდივიდების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყნად, არამედ პარტნიორად, რომელსაც აქვს კონკრეტული გამოცდილება და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნების მიღწევაში. ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ქმნის ახალ საერთაშორისო პარტნიორობათა შესაძლებლობებს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრების დროს და რა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა საქართველოსთვის? COP17-ის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის გაღრმავება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო. შეხვედრები გავმართეთ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN), ევროპის საბჭოს, ბერნის კონვენციისა და რამსარის კონვენციის წარმომადგენლებთან, ასევე სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრთან. IUCN-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესზე, საერთაშორისო კრიტერიუმებთან მის შესაბამისობაში მოყვანასა და დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებაზე. ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვა და კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს პავილიონში გამართული თემატური ღონისძიებაც. რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვას, მონიტორინგისა და მართვის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანი იყო სომხეთის მხარესთან გამართული შეხვედრაც, სადაც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განვიხილეთ. გამოიკვეთა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ქსელის შექმნის ინიციატივის განვითარების შესაძლებლობაც, რომლის მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ UNDP-სა და სხვა პარტნიორებთან. გარდა ამისა, საქართველოს პავილიონში წარვადგინეთ ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგები, რამაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესი გამოიწვია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები გამოკვეთა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო და რეგიონული დიალოგი კონკრეტულ ერთობლივ პროექტებში, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებსა და გრძელვადიან პარტნიორობებში გადაიზარდოს. რა პრაქტიკული შედეგები და სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს COP17-ში მონაწილეობამ? როგორ აისახება კონფერენციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამომავლო პოლიტიკასა და საქმიანობაზე? COP17-ში მონაწილეობისთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ მიღწეული შედეგების წარმოჩენა არ არის - არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი ეროვნულ დონეზე პრაქტიკაში დანერგვა. კონფერენციამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა საქართველოს პროგრესი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის მიზნებთან მიმართებით და გამოგვევლინა ის მიმართულებები, სადაც დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა, ეკოსისტემების აღდგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება. ამასთან, მნიშვნელოვანია ტყისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგრადი მართვა და სამეცნიერო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ფინანსურ მექანიზმებზე წვდომის გაძლიერებას, რაც კონსერვაციული პროექტების განხორციელებისა და მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რადგან ბიომრავალფეროვნების დაცვა საერთო ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო ეკოსისტემებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვის მიმართულებით. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ვალდებულებები კონკრეტულ ეროვნულ შედეგებად ვაქციოთ, გავაძლიეროთ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა, როგორც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.   https://www.ghn.ge/index.php/news/356502-cop17-sakartvelos-mightsevebi-saertashoriso-tanamshromloba-da-samomavlo-prioritetebi COP17 - საქართველოს მიღწევები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტები საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1120683630.jpg 2026-11-11 356502 მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თაზო დათუნაშვილი სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების შემდეგ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თამაზ დათუნაშვილმა ისაუბრა.  "გვსურს გამოვეხმაუროთ თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების ფაქტს. საქმე, რომელიც სამი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული და არავითარ ყურადღებას არ იპყრობდა სამართალდამცავების მხრიდან, მხოლოდ მას შემდეგ გახდა აქტუალური და მოითხოვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ საკითხით დაინტერესდა ნოდარ მელაძის "შაბათი" და ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შემთხვევა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის განაჩენი მთელი სისტემისა, იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც სამართალდამცავის ფორმაში ჩაცმულ მოძალადეებს იცავს და იმ დანაშაულს, რომელსაც ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ჩადიან, ხელს აფარებს სისტემურად და ხელს აფარებს მეთოდურად. ეს არის ერთგვარი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ლოგიკა და შინაარსი დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში. სტიქაროსნის მკვლელობის საქმე არ არის ერთეული შემთხვევა. მინდა გაგახსენოთ უახლოესი წარსულიდან გიგა ავალიანის საქმე. რომ არა ოჯახის წევრების და საზოგადოების ძალიან მძიმე და აქტიური წნეხი სამართალდამცავ ორგანოებზე, ეს საქმეც მიდიოდა ჩაფარცხვის გზით იმიტომ, რომ იქ იყო ძალოვანი სტრუქტურების ინტერესი, ხელი დაეფარებინათ გარკვეული პიროვნებებისთვის. გიგა ავალიანის შემთხვევა იქნება ეს თუ სტიქაროსნის საქმე, სადაც ჟურნალისტური გამოძიება გახდა საჭირო, ზოგადად ეს მიდგომა, რომ თუ არ არის საზოგადოებრივი წნეხი, თუ არ არის ოჯახის გმირული აქტივობა, თუ არ არის ჟურნალისტური გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეები თაროზე დევს. ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მთელი ძალოვანი სისტემა ჩამომპალია და არ ემსახურება იმ მისიას, რისთვისაც ის არის შექმნილი და რისთვისაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, ანუ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები კრიმინალისგან, ბოროტმოქმედებისგან. ეს სტრუქტურა გადაიქცა ორგანოდ, რომელიც თავად ჩადის ბოროტმოქმედებას და შემდეგ ამ ბოროტმოქმედი სისტემის საშუალებით ხელს აფარებს ასეთ ადამიანებს. ჩვენი მკაფიოდ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ ამ კონკრეტული მაღალჩინოსნების, არამედ ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ სამი წლის განმავლობაში ერთი, დანაშაულის ჩაფარცხვაში და მეორე, ამ საქმის გვერდზე გაწევაში. ამის გარდა, ცალსახად უნდა დადგეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გატყდეს, რომ არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ხოლმე პოლიტიკურ ხელმძღვანელებს იმ დანაშაულებსა და გადაცდომებზე, რომლებიც ამდენი წელი იწელება და არ მჟღავნდება. ამიტომ, დადგეს პირადად მაშინდელი შსს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი! აგრეთვე, მოქმედმა შსს მინისტრმა დეტალური ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ იყო უმოქმედო გენერალური ინსპექცია, რატომ იყო უმოქმედო ყველა ის მექანიზმი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და რომელიც უნდა ჩართულიყო იმისათვის, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული მყისიერად ყოფილიყო გამოძიებული - რა მოხდა და რამ გამოიწვია ის, რომ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებამდე ეს ინფორმაცია შსს-ის შიგნით არ ცირკულირებდა. პოლიციელების მიერ მოკლული სტიქაროსნის ოჯახი და მთელი ქართული საზოგადოება იმსახურებს სრულ სიმართლეს და არა იმ ფრაგმენტულ მონათხრობს, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. იმსახურებს სრულ სიმართლეს ამ კონკრეტული საკითხის შესახებ იმისათვის, რომ მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი, სახელმწიფოსთვის საშიში დანაშაულები, რომელიც ალპობს და ხრწნის სისტემას, რომლის სამსახურიც ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა" - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.   https://www.ghn.ge/index.php/news/356501-movitkhovt-dauqovnebliv-dadges-vakhtang-gomelauris-rogorts-politikuri-ise-samartlebrivi-pasukhismgeblobis-sakitkhi-tazo-datunashvili-stikarosan-temur-khaduris-gardatsvalebis-sakmeze მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თაზო დათუნაშვილი 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/236498168.jpg 2026-11-11 356501 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომაზე “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილს კი პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ მიმართა. https://www.ghn.ge/index.php/news/356500-sakonstitutsio-sasamartlos-tavmjdomarem-nika-gvaramia-sasamartlo-skhdomaze-daabruna-maia-kopaleishvilis-dashvebaze-ki-uari-tkva საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/998235122.jpg 2026-11-11 356500 ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა, ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე და ამ სტრუქტურებზეა, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ტვ პირველთან" ე.წ. სუს-ის კრებსებზე საუბრისას განაცხადა. "ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც ჩვენს დროში მომხდარა. რაც შეეხება ამას ვინ აკეთებდა უშუალოდ, ამაზე არის პასუხი სხვაგვარი. არავინ იცის ამას ვინ აკეთებდა, ამას ახლა ვერავინ დაადგენს, ვინ აკეთებდა ამ უკანონო ჩანაწერებს. აქ სხვანაირად უნდა ითქვას: ვის შეეძლო ამ უკანონო ჩანაწერების აღკვეთა და ის, რომ ეს არ გამოქვეყნებულიყო. მე ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა", - ამბობს სასულიერო პირი.  შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.    https://www.ghn.ge/index.php/news/356499-dzalian-didi-danashaulia-ukanono-mosmena-vfikrob-mteli-pasukhismgebloba-am-adamianebze-da-am-strukturebzea-visats-sheedzlo-amis-aghkevta-da-ar-aghkveta-meufe-nikolozi-krebsebze ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა, ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/579330151.jpg 2026-11-11 356499 ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ ისინი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.  კუშნერის განცხადებით, მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავენ და შეთანხმების მიღწევის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან. „გარკვეულ პერსპექტივებსა და წინსვლის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა კუშნერმა. მისი თქმით, დუბლინში ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შედეგებს გააცნობენ და სამშვიდობო წინადადებებს წარუდგენენ, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს შემუშავდა. შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში მოლაპარაკებების ორდღიანი რაუნდი 11 ნოემბერს დასრულდა. შეხვედრებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გაცვლის ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს. https://www.ghn.ge/index.php/news/356498-jared-kushneri-da-stiv-uitkofi-12-noembers-moskovshi-vladimir-putins-shekhvdebian-shemdeg-dublinshi-gaemgzavrebian-sadats-volodimir-zelenskistan-gamartaven-shekhvedras ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/799243136.jpg 2026-11-11 356498 იმედი მაქვს, ზამთარში ახალ ანტიბალისტიკურ სისტემას გამოვცდით - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ახალი ანტიბალისტიკური სისტემა „ფრეია“ (FREYJA) პირველად გამოცდას უკვე ზამთარში გაივლის. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს არაერთი ახალი პროექტისთვის, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს პროექტები როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება. „ფრეია“ - ჩვენ ვცდილობთ, ძალისხმევა ანტიბალისტიკური სისტემის შექმნაზე მივმართოთ. ამ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა არ შეგვიძლია. დიდ მადლობას ვუხდით დანიურ მრეწველობასა და სხვა პარტნიორებს. იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას შევძლებთ. ეს პირველი ევროპული ანტიბალისტიკური სისტემა იქნება. იმედი მაქვს, გარკვეულ შედეგსაც მივაღწევთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, - განაცხადა ზელენსკიმ.   https://www.ghn.ge/index.php/news/356497-imedi-makvs-zamtarshi-akhal-antibalistikur-sistemas-gamovtsdit-volodimir-zelenski იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1577291492.jpg 2026-11-11 356497 აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინული მედიის წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინული მხარის შეხვედრა ევროპელ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამასთან, წყარომ უარყო გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უარი თქვა აშშ-ის ახალ წინადადებაზე საზღვრების გადასინჯვის შესახებ, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განბლოკვას ისახავდა მიზნად.  „ასეთი ინიციატივა არ ყოფილა და, შესაბამისად, არც უარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ , - თქვა წყარომ. https://www.ghn.ge/index.php/news/356496-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-molaparakebebis-meore-raundi-dasrulda აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/130412472.png 2026-11-11 356496 იტალიაში ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო 300-მდე სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა იტალიაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ელექტრონული შეტყობინებების მიღების შემდეგ, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. შეტყობინებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. იტალიის განათლებისა და დამსახურების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებმა ერთნაირი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. მინისტრის თქმით, შეტყობინებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ სკოლის შენობაში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. წერილის ავტორი თავს „მიხაილ ანდროპოვად, მისოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ ასახელებდა და იტალიელების წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა. ვალდიტარას შეფასებით, საფრთხის შესახებ შეტყობინებების მასშტაბი ეჭვს აჩენს მათი სანდოობის შესახებ. ხელისუფლება მომხდარს, სავარაუდოდ, ცრუ განგაშად განიხილავს. მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს. სამართალდამცველები სკოლების შენობებს ამოწმებენ. შემთხვევის გამო ევაკუაცია განხორციელდა რომში, მილანში, ნეაპოლში, პალერმოში, ბოლონიასა და სხვა ქალაქებში. პოლიციასთან ერთად შემოწმებებში მონაწილეობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის სპეციალისტები და ფოსტის პოლიცია. https://www.ghn.ge/index.php/news/356495-italiashi-bombis-shesakheb-shetqobinebebis-gamo-300-mde-skolidan-mostsavleebisa-da-mastsavleblebis-evakuatsia-gankhortsielda იტალიაში ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო 300-მდე სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/691336810.png 2026-11-11 356495 ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო ავტომობილებისა და ინჟინერიის სამყაროს გაცნობა, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება – „თეგეტა აკადემიაში“ ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის კურსი უკვე დაიწყო. პროგრამა 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ ავტომობილები, ტექნიკა, მექანიზმები და სურთ, უკეთ გაიგონ, რა დგას მათი მუშაობის უკან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ. როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია. ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო  პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი: მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა; მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში; დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება; მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან. გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ. ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“. კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. „სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე. „თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. https://www.ghn.ge/index.php/news/356494-akhalgazrda-inzhinerta-sashabato-skola-tegeta-akademiam-mozardebistvis-avtoinzhineriis-inovatsiuri-kursi-daitsqo ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1462373461.png 2026-11-11 356494 ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბრის 08:00-დან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ევროპის მოედნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები: N301, N310, N345, N331, N102 და მიკროავტობუსები: N580, N538, N550, N562) და ავტომობილები მეტეხის ხიდის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევას ვერ შეძლებენ და თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით. ევროპის მოედნიდან მომავალ ავტომანქანებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, წრიული მოძრაობა კი დარჩება უცვლელი.   https://www.ghn.ge/index.php/news/356493-asi-atasi-motsamis-khsenebis-dghestan-dakavshirebit-13-noembers-metekhis-khidze-saavtomobilo-modzraoba-sheizghudeba ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1575350.jpeg 2026-11-11 356493 გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. "ტვ პირველის" ცნობით, მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიორგი კაჭკაჭაშვილი და მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი პოლიციამ გამოკითხა.  ამასთან მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.  როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. https://www.ghn.ge/index.php/news/356492-gavrtselebuli-informatsiit-vakeshi-ramdenime-adamiani-ertmanets-daupirispirda-dachrilia-erti-piri ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1165640842.jpg 2026-11-11 356492 ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს.  "პირველების" ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც.  https://www.ghn.ge/index.php/news/356491-narkodanashaulis-braldebit-dakavebul-nodar-chachuas-meughles-saprotseso-shetankhmeba-gauformda ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1012060890.png 2026-11-11 356491 რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. „ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს. „ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.  „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა გვარამიას გაძევების შემდეგ. „ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღოს დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია“, -მიმართა ყოფილ მოსამართლეს ნადარაიამ. კოპალეიშვილი აპირებს, რომ მისი და გვარამიას დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356490-revaz-nadaraiam-darbazi-maia-kopaleishvilsats-daatovebina რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1590679483.png 2026-11-11 356490 ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილება პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. გვარამიას გაძევების მიზეზად მოსამართლემ ადგილიდან საუბარი დაასახელა. სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაწაყო, რაც მოსარჩელე მხარემ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ ისაუბრა.  ნიკა გვარამიას პროტესტი არჩილ გორდულაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ  "არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული". „პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია. ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ - განაცხადა გვარამიამ. „ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, - მიმართა გორდულაძემ გვარამიას.  საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ. https://www.ghn.ge/index.php/news/356489-nika-gvaramia-sakonstitutsio-sasamartlos-skhdomata-darbazidan-gaadzeves ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1540856687.png 2026-11-11 356489 თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ვოლოდიმირ ზელენსკი თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის თქმით. ის დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა. "მეტე ფრედერიქსენსა და მე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მადლობა მათ თბილი დახვედრისა და საინტერესო კითხვებისთვის. ბევრი ვისაუბრეთ ევროპულ ერთიანობაზე და იმაზე, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდგომ გავრცელებას აფერხებს. სრულად ვეთანხმები მეტეს, რომ თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს. რუსეთზე ძლიერები უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია. მადლობა!" - წერს ზელენსკი. Mette Frederiksen @Statsmin and I had a great conversation with students at the University of Copenhagen. Thank you for the warm welcome and interesting questions. We spoke a lot about our unity in Europe and why it is so important to support Ukraine, which is preventing Russian… pic.twitter.com/koqkK3t4HI — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 11, 2026   https://www.ghn.ge/index.php/news/356488-tu-rusets-ukrainis-bedis-gadatsqvetis-uflebas-mivtsemt-amit-mas-gzas-gavukhsnit-rom-evropis-skhva-kveqnebis-bedits-gadatsqvetos-volodimir-zelenski თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას ევროპის დანარჩენი ქვეყნების ბედის გადაწყვეტის გზასაც გავუხსნით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1478424213.png 2026-11-11 356488 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ხმის მიცემის შეზღუდვა მოეხსნება, სრულფასოვანი წევრი გახდება, ეს დროებითი პროცესია - შალვა კერესელიძე ვფიქრობ, ქვეყნები, რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ გახდებიან ევროკავშირის წევრები, მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. „ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა სახელმწიფო გადის გარკვეულ ეტაპებს, უწევს გარკვეული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, ქვეყნები, რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად, გახდებიან ევროკავშირის წევრები. მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის უფლება, 15-წლიანი საცდელი პერიოდი, კერესელიძემ აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, ეს არის დროებითი პროცესი. ქვეყანას, რომელიც აპირებს გაწევრიანებას და გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ მას ეს შეზღუდვა მოეხსნება და იქნება ჩვეულებრივად სრულფასოვანი წევრი. ეს არის გაწევრიანების შემდეგ რაღაც მოკლე პერიოდი, როდესაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. რა დეტალებს ეკიდებით იმის გამო, რომ გაამართლოთ არასწორი მიდგომა, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს? მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ პროცესს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩამოვშორდით“, – განაცხადა კერესელიძემ. https://www.ghn.ge/index.php/news/356487-kveqanas-romelits-evrokavshirshi-gatsevriandeba-garkveuli-etapis-shemdeg-khmis-mitsemis-shezghudva-moekhsneba-srulfasovani-tsevri-gakhdeba-es-droebiti-protsesia-shalva-kereselidze შალვა კერესელიძე – ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ხმის მიცემის შეზღუდვა მოეხსნება, სრულფასოვანი წევრი გახდება, ეს დროებითი პროცესია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1365285635.jpg 2026-11-11 356487 მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეიჭრა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის ეროვნული ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი ფრთოსანი რაკეტის, „ბანდეროლის“ (S8000) შეჭრა დააფიქსირა. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, პირველი რაკეტა მოლდოვის სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ იასკის მხრიდან მიუახლოვდა და შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ ტუდორასკენ აიღო გეზი. ქვეყნის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ სტაროკაზაჩეს მიმართულებით დატოვა. მეორე რაკეტა სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ ლიმანსკოეს მხრიდან გადმოსცდა და დნესტრისპირეთის სეგმენტის სოფელ პერვომაისკისკენ გადაადგილდა. მოლდოვის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ რაზდელნაიას მიმართულებით დატოვა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო ოპერაციების ცენტრი შესაბამის უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოლდოვის სოფელ კიშტელნიცაში, საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობით აჭურვილიდრონი აღმოაჩინეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356485-moldovis-sahaero-sivrtseshi-ori-rusuli-frtosani-raketa-sheichra მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეიჭრა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1060429444.jpg 2026-11-11 356485 ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ - ლევან მაჭავარიანი მეუფე იობზე ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.      https://www.ghn.ge/index.php/news/356484-dzalian-samtsukharo-da-upasukhismgeblo-gantskhadebaa-qvelastvis-kargad-aris-tsnobili-chveni-khelisuflebis-damokidebuleba-deda-eklesiis-mimart-levan-machavariani-meufe-iobze ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ - ლევან მაჭავარიანი მეუფე იობზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1845943069.jpg 2026-11-11 356484 საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების პროტოკოლი და პაატა მანჯგალაძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - "სტრატეგია აღმაშენებელი"  საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაშია ნთქვამი. "უკვე ერთი წელია, რაც რეჟიმმა პაატა მანჯგალაძე სრულიად უმიზეზოდ, უკანონო პატიმრობაში გამოამწყვდია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, სისტემა ცდილობს, ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ამყოფოს. განსაკუთრებით საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს. ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს. მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება და კანონით გათვალისწინებული პირობები;  ასევე, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმრის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები", - აღნიშNულია განცხადებაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356483-sagangashoa-gavrtselebuli-informatsia-imis-shesakheb-rom-sakanshi-gadaqvanisas-dairghva-usafrtkhoebis-protokoli-da-paata-manjgaladze-kriminaluri-mentalitetis-pirs-shemtkhvevit-sheakhvedres-strategia-aghmashenebeli საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების პროტოკოლი და მანჯგალძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - "სტარტეგია აღმაშენებელი"  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1491089173.jpg 2026-11-11 356483 ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. ამასთან, 12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. https://www.ghn.ge/index.php/news/356482-irakli-kobakhidze-dublinshi-evropuli-politikuri-gaertianebis-samitshi-miighebs-monatsileobas ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/52786531.jpg 2026-11-11 356482 ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქმის შესწავლით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის მიუხედავად, ტელეფონი მფლობელს ხუთი თვის შემდეგაც არ დაბრუნებია. მიზეზად სახელდება ექსპერტიზა, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმეზე წარმოება დასრულებულია და განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. „სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობას და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის აღსრულება, სამართლიანი ბალანსის პრინციპის შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356486-ombudsmenma-generalur-prokurorsa-da-sus-is-ufross-rekomendatsiit-mimarta-uzrunvelqon-levan-khabeishvilis-mobiluri-telefonis-mistvis-an-misi-ndobit-aghchurvili-piristvis-dabrunebis-shesakheb-sasamartlos-ganachenis-aghsruleba ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1332374903.jpg 2026-11-11 356486 ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.  შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. https://www.ghn.ge/index.php/news/356481-khashuri-osiauris-gzaze-avarias-ori-adamiani-emskhverpla ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/412285349.jpg 2026-11-11 356481 აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „მოლაპარაკებების მეორე დღეს ვიწყებთ. თავდაპირველად შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, აშშ-სა და რუსეთთან ერთად გაიმართება. ამის შემდეგ კი ევროპელ პარტნიორებთან ცალკე შეხვედრას ჩავატარებთ“, - დაწერა უმეროვმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356480-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-molaparakebebi-ganakhlda აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1101360540.png 2026-11-11 356480 პროკურატურამ თემურ ხადურის საქმეზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განხორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა. 2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში ,თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება. ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356479-prokuraturam-temur-khaduris-sakmeze-shss-s-sami-qofili-tanamshromeli-tsru-informatsiis-mitsodebis-da-samsakhurebrivi-uflebamosilebis-borotad-gamoqenebis-faktebze-daakava პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/610169751.jpg 2026-11-11 356479 გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის - გიორგი გაბუნია მეუფე იობზე მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. ის მიტროპოლიტი იობოს გაცხადებას გამოეხმაურა. „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ეკლესია არის განსაკუთრებული სიყვარულის საგანი. ეკლესიის მისია არის საზოგადოების სულიერებაზე ზრუნვა და სახელმწიფოს მისია არის უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკის განვითარება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულება. ამიტომ სრულიად გაუგებარია მეუფეს ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები. ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ამისთვის არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც არსებობს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან, გაეცეს ამომწურავი პასუხი. მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ჩემი ეკლესია, მე ვარ ეკლესიის შვილი და ჩემი პატრიარქის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გათვალისწინებით, მე პირადად თავს შეიკავებ მას უშუალოდ ვუპასუხო იმ პოლიტიკურ ბრალდებებზე, რომელიც მან წამოაყენა ამბიონიდან. მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება მოხდეს. ეს შედის პირდაპირ იმ გარე ძალების, მათ შორის შიდა ძალების, მავნე ძალების ინტერესებში, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მეტი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია, მათ შორის იმ სასულიერო პირებთანაც, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია [IPN]“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.    https://www.ghn.ge/index.php/news/356478-guldasatsqvetia-rodesats-maghali-ierarkiis-sasuliero-piri-iqenebs-ambions-mtsdari-tendentsiuri-da-absoluturad-gaugebari-politikuri-gantskhadebebistvis-giorgi-gabunia-meufe-iobze გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1004831333.jpg 2026-11-11 356478 ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია - Bloomberg Bloomberg-ის ცნობით, დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს ომამდე არსებულ საწარმოო შესაძლებლობებთან შედარებით დაახლოებით ნახევარია. მიუხედავად ამისა, ირანს, მრავალთვიანი საჰაერო დარტყმების შემდეგაც, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბრძოლო პოტენციალი აქვს. ომის პირველივე დღეებიდან აშშ აცხადებდა, რომ თეირანის სარაკეტო არსენალი და მისი აღდგენის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული. ეს შეფასება სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმაც დაადასტურა. მისი თქმით, ირანის სამრეწველო ბაზის 80% განადგურებულია. აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, დასავლელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანს, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 700 ბალისტიკური რაკეტა კვლავ აქვს და ახალ რაკეტებს ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნელი ტემპით აწარმოებს. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) სამშაბათს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ახალი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქის“ გახსნაა ასახული. ლონდონის კინგს-კოლეჯის სამხედრო კვლევების დეპარტამენტის მოწვეული მკვლევრისა და ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე სპეციალიზებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსის, ჯიმ ლამსონის შეფასებით, ირანს შესაძლოა, ათასობით Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონიც ჰქონდეს დარჩენილი. Bloomberg აღნიშნავს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და Shahed-ის ტიპის დრონების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. უცნობია როგორც ომამდე არსებული მარაგების მოცულობა, ისე ის, რამდენად შეძლო თეირანმა იმ რაკეტების მარაგის აღდგენა, რომლებიც ომის დროს გამოიყენა ან განადგურდა. https://www.ghn.ge/index.php/news/356477-irans-tveshi-daakhloebit-50-balistikuri-raketis-tsarmoeba-sheudzlia-bloomberg Bloomberg: ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/304821564.png 2026-11-11 356477 ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავ სისტემებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შედეგად საირიგაციო მომსახურება ჯამში 2 010 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება. „საქართველოს მელიორაცია“ დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მორწყვის პირობები 1 200 ჰექტარზე გაუმჯობესდება. დიმი-როკითის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის სოფლების დიმის, როკითისა და დიდველის სასოფლო-სამეურნეო მიწებს სარწყავი წყლით ამარაგებს. მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 820 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 810 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. მუნიციპალიტეტში სარწყავი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებიც მიმდინარეობს: იწმინდება არხები და მილსადენები, წესრიგდება მოძველებული ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში კი მისი ცალკეული ნაწილები ახლით იცვლება. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს. https://www.ghn.ge/index.php/news/356476-baghdatis-munitsipalitetshi-2-010-hektarze-sairigatsio-momsakhureba-gaumjobesdeba ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1793108010.jpg 2026-11-11 356476 ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას - კახა კალაძე დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამიტომ, მერის თქმით, მუნციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადავწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.    „დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების - ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად. „აქვე მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში - პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაჭყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა  ნორმალურ გარემოში მივცეთ“, - განაცხადა მერმა და დასძინა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა. მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს. https://www.ghn.ge/index.php/news/356475-vavaleb-munitsipalur-inspektsias-aghtseros-gare-vachrobashi-chartuli-mokalakeebi-rata-vitsodet-ramdeni-adamiani-sachiroebs-chvens-mkhardacheras-kakha-kaladze კახა კალაძე: ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1937021235.jpeg 2026-11-11 356475 დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციაში (COP31) იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ანტალიის ლიდერთა სამიტის ოფიციალურ გახსნით სესიას დაესწრო. სესიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე. „დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი ტიპის ღონისძიებები. მისი მასშტაბურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი გამოწვევაა ეს საკითხი და რამდენად მაღალია მის მიმართ მსოფლიოს ინტერესი. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 2035 წლისთვის აღებული ვალდებულება სათბურის აირების ემისიების 50%-ით შემცირების შესახებ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში, მასშტაბურ რეფორმებს ითვალისწინებს და ამ მიმართულებით საქართველო საკმაოდ წინ არის წასული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სწორედ იმ მიღწევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრებს, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართულებით, საქართველოს აქვს აღებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. COP31 9-20 ნოემბერს, ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილების შერბილებას, ადაპტაციას, კლიმატის დაფინანსებას, სუფთა ენერგიაზე გადასვლას, სურსათის უსაფრთხოებასა და ზღვისა და ოკეანის ეკოსისტემების მდგრადობას. საქართველოსთვის COP31-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მიღწეული პროგრესის წარმოსაჩენად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. საქართველომ 2026 წლის 25 მარტს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) მესამე ციკლის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით შეამციროს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართული მხარის პრიორიტეტებს შორისაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაფინანსების ხელმისაწვდომობა, კლიმატური ტექნოლოგიების განვითარება, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მევენახეობის, კლიმატური მდგრადობის გაძლიერება და კლიმატური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვა. https://www.ghn.ge/index.php/news/356474-davit-songhulashvili-sakartvelos-prezidenttan-ertad-turketshi-gaeros-klimatis-tsvlilebis-31-e-konferentsiashi-monatsileobs დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1695016842.jpg 2026-11-11 356474 თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა  2 239 769 000 ლარს შეადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ. „ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, - განაცხადა  კახა კალაძემ. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.   „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. „საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. https://www.ghn.ge/index.php/news/356472-tbilisis-2027-tslis-biujetis-pirveladi-proektis-motsuloba-2-239-769-000-lars-sheadgens თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1325152511.jpeg 2026-11-11 356472 ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის „ქორენიშული ვერანდის“ შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში. სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება. ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს. პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია https://www.ghn.ge/index.php/news/356471-bazisbanki-lechkhumshi-korenishuli-verandis-mkhardamcheria ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1468081819.png 2026-11-11 356471 ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Merano Wine Festival 2026” მონაწილეობდა. "ფესტივალი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ღონისძიებაა ღვინის ინდუსტრიაში. იგი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, დარგის ექსპერტებს, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. წელს ფესტივალში 23 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ქართული კომპანიების წარდგენა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაცნობად, ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურით, საერთაშორისო ღონისძიებებზე აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ ადგილს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქალაქ მერანოს ისტორიულ ცენტრში დაიდგა, რაც ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/index.php/news/356470-kartvelma-meghvineebma-italiashi-meranos-ghvinis-saertashoriso-festivalshi-miighes-monatsileoba ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1143880077.jpeg 2026-11-11 356470 ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა, ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს - ნოდარ ჩაჩუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტი ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ცოლის დაკავების მიზანი, ჩაჩუას აზრით, მისი გატეხა და ცრუ ჩვენების მიღებაა. "ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს; ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს. დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა. ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიარების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“. იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს. დანარჩენზე – მოგვიანებით..."- წერს ჩაჩუა. https://www.ghn.ge/index.php/news/356473-chems-ojakhze-upretsedento-zetsolaa-tqveobashi-hqavt-chemi-meughle-politsia-chemgan-iseti-pirebis-dasakhelebas-moitkhovs-romelta-natsilits-chemi-megobaria-natsiltan-ki-aravitari-urtiertoba-ar-makavshirebs-nodar-chachua ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს - ნოდარ ჩაჩუა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/729407044.jpg 2026-11-11 356473