15 ნოემბრის ღამეს დრონებით თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკზე მასშტაბური იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც „ნიჟნეკამსკნეფტეხიმის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ნიჟნეკამსკი რუსეთში ნავთობქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია.
ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში დარტყმის შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩანს.
„ნიჟნეკამსკნეფტეხიმი“ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობქიმიური კომპლექსია. ქარხანა SIBUR-ის ჰოლდინგში შედის და კაუჩუკს, პლასტმასასა და ეთილენს აწარმოებს.
ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონა, სადაც აღნიშნული საწარმო და „ტატნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.