ლოს-ანჟელესში ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც მოსარჩელე მხარე ბრაზილიაა. სწორედ სასამართლოს საშუალებით უნდა გადაწყდეს თუ ვისი ზურმუხტია ”ბაია”, რომელიც 2001 წელს ბრაზილიაშია მოპოვებული და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ზურმუხტად ითვლება.
ბრაზილია ცდილობს ქვაზე მისი საკუთრების უფლება დააფიქსიროს. თავად ქვა ამ დროისათვის ლოს-ანჟელესშია. მწვანე ქვა 38 კგ-ს იწონის და მისი ღირებულება 400 მლნ დოლარია. როგორც სასამართლოში ბრაზილიური მხარის ადვოკატმა აღნიშნა, ეს ზურმუხტი ბრაზილიის საგანძურია და მისი ხალხის კუთვნილებაა.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი 2009 წელს დაიწყო.
მუშებმა, ძვირფასი ქვების დილერებმა და მასთან დაკავშირებულმა ამერიკელმა ბიზნესმენებმა აღნიშნულ ქვაზე პრეტენზია განაცხადეს და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო. შემდგომ საქმეში დიპლომატიური არხებიც ჩაერთვნენ სასამართლო პროცესის შეწყვეტაზე. ასევე ბრაზილიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობასთან ქვის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებიც კი დაიწყო.
გაზეთმა Los Angeles Times -მა ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა, თუ როგორ მოხვდა მწვანე ზურმუხტი აშშ-ში.
გაზეთის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბრაზილიაში, ბაიას შტატში 2001 წელს უზარმაზარი ზურმუხტი იპოვეს, ის სან-პაუოელ ვაჭრებს მიყიდეს, რომლებმაც თავის მხრივ ქვა კალიფორნიელ ბიზნესმენს ენტონი ტომასს, სულ რაღაც 60 ათას დოლარად მიყიდეს.
ამის შემდეგ ქვა გადატანილი იქნა კალიფორნიაში, ქვა ისევ გაიყიდა, ამჯერად 1,3 მლნ დოლარად და ის ბანკის სეიფში ინახებოდა.
ხოლო ქარიშხალ ”კატრინას” დროს რამდენიმე კვირით დაიკარგა, ვიდრე ის წყალში არ იპოვეს. საბოლოოდ ქვა კალიფორნიელი ბიზნესმენის ლარი ბიგლერის საკუთრებაში გადავიდა. ზურმუხტი ამ დროისათვის უზარმაზარ სეიფში ინახება და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია. საბოლოო განაჩენი ოქტომბერშლი იქნება ცნობილი.