ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთო-ს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.
მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, “ქართული ოცნებoს“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე .
ვალტონენს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლების გარდა, ის შეხვდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.
საკანონმდებლო ორგანოს წინ უწყვეტი პროტესტი 321-ე დღეა მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.