4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული აკადემიკოსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი გვიან ღამით პატიმრობიდან გათავისუფალდა. დროებითი მოთავსების იზოლატორი მან გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. სასამართლომ მას საპატიმრო გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდა დააკისრა.
გიორგი ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს. ჩახუნაშვილს 20 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა და გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
კადრი: პედიატრი ძმები