პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა.
მანამდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გიორგი ჩახუნაშვილის სახლში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავება უკავშირებდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
ექიმის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად მის სახლთან მივიდნენ აქტივისტები.