რუსეთი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვი პირველი შეხვედრისგან მნიშვნელოვან შედეგებს არ ელის. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК, უშაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
უშაკოვის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების განახლებისთვის 4 ნოემბრის შემდეგ იქნება მზად. ამ დღეს რუსეთში ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.
ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ შესვენების შემდეგ პირველი სამმხრივი შეხვედრისგან არსებით შედეგებს არ ელის.
„ახლა მომდევნო ვადად 4 ნოემბერი განისაზღვრა - ჩვენი დიდი დღესასწაული. ამის შემდეგ მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად ვიქნებით.
პირველ შეხვედრაზე ყველაფერს მაინც ვერ გადაწყვეტ. ის, ალბათ, უფრო მოსინჯვის ხასიათს ატარებს“, - განაცხადა უშაკოვმა.