ოცივე მძევალი სახლში დაბრუნდა, მაგრამ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, დაღუპულთა ცხედრები დაპირებისამებრ არ დაუბრუნებიათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მეორე ფაზა ახლა იწყება.
„ოცივე მძევალი დაბრუნდა და თავს ისე კარგად გრძნობს, როგორც მოსალოდნელი იყო. დიდი ტვირთი მოხსნილია, მაგრამ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. დაღუპულთა ცხედრები დაპირებისამებრ არ დაუბრუნებიათ. მეორე ფაზა ახლავე იწყება“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.