საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა იზმითში ჩატარდა და თურქეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 4:1.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა დამაჯერებელი თამაშით სამბურთიანი უპირტესობა 35-ე წუთზე მოიპოვეს. გოლები გაიტანეს ილდიზმა, დემირალმა და აკგუნმა.
მეორე ტაიმში დემირალმა მეოთხე გოლი საქართველოს ნაკრების კარში თავური დარტყმითგაიტანა. 69-ე წუთზე კი კიტეიშვილის პასის შემდეგ სხვაობა ქოჩორაშვილმა შეამცირა.
ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანელები ჯგუფის ლიდერები არიან. თურქეთი სამი მოგებით მეორეა. საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მეოთხეა ბულგარეთი – ოთხი მარცხი.