უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ორშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Telegram-ზე წერს.
„უკრაინა მხარს უჭერს რეგიონში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სომეხ კოლეგას ასევე გააცნო უკრაინის ძალისხმევა სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად.
გარდა ამისა, მინისტრებმა რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის რამდენიმე აქტუალურ საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს.