ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება.
ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, მან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა.
"ევროპა ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება ფორმატით „E5 + ევროკავშირი“. ამავდროულად, უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუწევთ, რუსეთზე კი მაქსიმალურ ზეწოლას მოვახდენთ.
მადლიერი ვარ ფინეთის ძალისხმევისთვის, რომელიც ამ სასტიკი ომის დასრულებას ემსახურება.
ასევე განვიხილეთ ევროკავშირის გაფართოების საკითხი, ჩვენი ხვალინდელი გაფართოების ფორუმის წინ. შევთანხმდით, რომ უფრო დიდი და ძლიერი კავშირი უფრო აყვავებულ და დამოუკიდებელ ევროპას შექმნის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.