რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვისკენ მიმავალი 124 დრონი ჩამოაგდეს
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-არხზე დაწერა, რომ, მოსკოვზე დრონებით შეტევა კვირა საღამოს დაიწყო და ორშაბათს, 16 ნოემბრის ღამესაც გაგრძელდა.
ინფორმაციას ასევე ავრცელებს Telegram-არხი Astra.
მოსკოვის მერს თავდასხმის შესაძლო შედეგებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მისი თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.
ამასთან, რუსეთის იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრააევმა განაცხადა, რომ იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების დანაყოფები "შეტევის მოგერიებაზე მუშაობენ“.