სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში და პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება. ჩვენი დრო დადგა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოვიალურ ქსელში წერს.
ტუსკის განცხადებით, ევროპის სახელით რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, და ევროპული ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას.
„ევროპის სახელით რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი და ევროპული ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას. სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში და პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება. ჩვენი დრო დადგა“, – აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.