უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დრომდე არ არსებობს განმარტება, რატომ შეიზღუდა Starshield-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო ტერმინალების მუშაობის სიჩქარე.
ზელენსკის თქმით, შეზღუდვა უკრაინის მთელ ფრონტის ხაზზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს. კერძოდ, Starshield-ის ტერმინალები კავშირის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ, თუ გადაადგილების სიჩქარე საათში 161 კილომეტრს არ აღემატება. ეს მნიშვნელოვნად ართულებს რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ უკრაინული ჩამჭრელი დრონების გამოყენებას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს დაავალა, გაააქტიურონ კონტაქტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, პენტაგონთან და კომპანია SpaceX-თან, რათა შეზღუდვის მიზეზები გაარკვიონ და პრობლემა მოაგვარონ.