გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გერმანია გარანტირებულად მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ფარგლებში განაცხადა.
„კონკრეტული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, რომლებშიც ევროპა იქნება წარმოდგენილი, პირველ უახლოეს კვირებში იგეგმება“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ის ევროპული ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ.
„გერმანია გარანტირებული მონაწილეა, ეს სრულებით ცხადია“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მომლაპარაკებელთა გუნდების მომდევნო შეხვედრა უკვე დაგეგმილია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში ევროპელების ჩართვას მიაღწია.