აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სერიოზულად განიხილავს უარს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის მიზეზი, გასულ კვირას გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მძიმე მარცხია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვენსს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მის დაახლოებით ათ მოკავშირესა და მრჩეველთან საუბარი აჩვენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით ყოყმანობს.
„არ გამიკვირდებოდა მის მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება. ის მხოლოდ 42 წლისაა. საკმარისად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ დიდ პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუ არსებულ ვითარებაში წარმატების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება. შესაძლოა, უბრალოდ, მისი დრო ჯერ არ დამდგარა“, - განაცხადა CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ.
ვენსი, რომელსაც მანამდე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უპირობო ფავორიტად მიიჩნევდნენ, ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესაძლებლობა კვლავ რეალურია. ზოგიერთი მისი მოკავშირე მიიჩნევს, რომ ვენსის კანდიდატურის წარდგენის ალბათობა 50%-ზე მეტია.
ვენსის მხარდამჭერებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცის იმ ვრცელ განცხადებას, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა შუალედური არჩევნების შემდეგ დილით სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. ვენსმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მარცხი ირანთნ ომმა გამოიწვია.