თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის რეგიონში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა S-70-ის ტიპის ვერტმფრენმა განიცადა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს. ასევე დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.