ოთხშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების რას-ელ-ხაიმას საამიროდან ჩრდილო-დასავლეთით, ტანკერს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც გემის სამანქანო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Reuters გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოზე (UKMTO) დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ტანკერის ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.
საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის ინფორმაციით, გემს ომანის ყურიდან ჰორმუზის სრუტიდან გასვლისას, კიჩოს ნაწილში მოხვდა ჭურვი.
Ambrey-ის ცნობით, დაშავებულების ან გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო კვირების განმავლობაში სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გემებზე თავდასხმები გახშირდა. აშშ-ისა და ისრაელის ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე ამ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანზე მსოფლიო ნედლი ნავთობის მოცულობის თითქმის მეხუთედი გადაჰქონდათ.