„ფორმულას“ ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, მას სამი წლით შეუზღუდეს საქმიანობის უფლება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრველებს.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოიტანა, რაც 2026 წლის 12 ნოემბერს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემჟურნალისტს აცნობა. როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
"რადიო თავისუფლებასთან" როგავა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვას ელოდა, თუმცა ეს არ მომხდარა.
საქმის წინა პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ, განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე პროკურატურა დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. საქმე მისმა შემცვლელმა, ლაშა გამყრელიძემ გადაიბარა.
გურამ როგავა საქმის მასალებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“. მისი შეფასებით, საქმის დახურული განხილვით პროკურატურამ საზოგადოებას სიმართლე დაუმალა.
"რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - აცხადებს ჟურნალისტი.
2024 წლის 29 ნოემბერს, დედაქალაქში მასშტაბური აქციების დროს.
როგავა „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში მუშაობდა და აქციას აშუქებდა, რა დროსავ მას თავს სპეცრაზმელი დაესხა.
გურამ როგავას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ის რამდენიმე დღე კლიმიკაში მკურნალობდა.