„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის დაკავება რუსული გეგმის ნაწილია.
როგორც ხოშტარიას „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ მის წერილშია აღნიშნული,
მისი თქმით, შემოდგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამიტომ, მიმდინარე მოვლენებზე „ერთადერთი ყველაზე სწორი, ადეკვატური და აუცილებელი პასუხი არის - დიდი ანტი-საოკუპაციო აქცია“.
„რუსული გეგმა! ზუსტად ამას მიყვება „ქართული ოცნების“ დაპატიმრებების სია. აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, მეთოდურად იჭერენ. ირაკლი ოქრუაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ახლა გია ბარამიძეც...
უტყუარია, რომ რუსეთიდან გადმოცემულია იმ ადამიანების სია, რომლებიც, მათი ჭკუით, უნდა „დაისაჯონ“.
ასევე, ბოლო დროს კობახიძის რიტორიკა ე.წ. რაღაცა რუსოფობიაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე, აბსოლუტურ სინქრონშია ფარცხალაძე - რომანოვთან. სიმონიანის გინებისთვის საქმის აღძრა კი, კიდევ ახალ ეტაპზე გადასვლაა. უკვე ძალიან ღიად ესაუბრებიან რუსეთს. ეს, თავისთავად, იმის ნიშანია, რომ მათ უწევთ საბოლოო არჩევანის გაკეთება.
ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციამ, მოქალაქეებმა, აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი რუსეთს ამ ვითარებაში.
ეს შემოდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ოცნებაში“ არის დიდი კრიზისი და სწორედ ამ კრიზისის ზრდის ფონზე შემოაგდეს ოპოზიციაში ბევრი ისეთი თემა, რომელიც ყურადღების გადატანას ემსახურება. ასევე, ამ შემოდგომის ბოლოს იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. გამწვავებულია რუსეთ-ირანის თანამშრომლობის საკითხი. ამიტომ, ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა, დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ საქართველო, მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად სიტუაციის შესაბამისად აგრძელებს პროტესტს.
დიდი პროტესტის არჩვენება ამ შემოდგომაზე იქნება ნიშანი ყველასთვის, რომ ჩვენ, ხალხი, დავიღალეთ. ეს დაუშვებელია! შესაბამისად, ერთადერთი ყველაზე სწორი, ადეკვატური და აუცილებელი პასუხი არის - დიდი ანტი-საოკუპაციო აქცია! შესაძლოა, ნოემბერში. ეს შეთანხმების საგანია, მაგრამ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
უნდა ვანახოთ, რომ ქვეყნის დაცვაში, თავისუფლების დაცვაში, ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ისინი ქვეყნის გაყიდვაში“,- ნათქვამია ხოშტარიას განცხადებაში.