„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ვერ გააჩერებს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯობს, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციური ალიანსიდან“ არ გავიდეს.
„ჯობია, რომ საერთოდ არ გავიდეს და დანარჩენი უკვე მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ეს ხელს არ გვიშლის, ვმუშაობთ. მუშაობაში ხელის შეშლა შეიძლება მხოლოდ შეფერხებით და ციხეში გაშვებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ვერ გააჩერებს“, - განაცხადა გვარამიამ.