გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა, და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის პირადად სახიფათოა: ასი წლის ნაცვლად, 97 რომ იცოცხლოს ამის გამო? - ამის შესახებ "ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერტი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა, და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის პირადად სახიფათოა: ასი წლის ნაცვლად, 97 რომ იცოცხლოს ამის გამო? მერე გადაწყვიტა მთავარი პრობლემები დაედგინა თავისი სიბრძნით და დაადგინა: მანქანები და თვითმფრინავების გამონაბოლქვი, პლასტმასის ბოთლები... ბევრი არ უფიქირა და "მთავრობას" დაავალა პლასტმასის ბოთლების აკრძალვა, 6 წელზე ძველი მანქანების აკრძალვა, თვითმფრინავის მის სახლზე გადაფრენის აკრძალვა. მთავრობამ (არც მას უფიქრია) და "პარლამენტს" დაავალა. ეს უკანასკნელი ისედაც არ ფიქრობს, და მიიღო ყველაფერი, რაც საჭირო იყო. აკრძალვების ქვეყანაში კიდევ რამდენიმე აკრძალვა გაჩნდა.
ზუსტად ეს არის ზემოხსენებული უკიდურესად მავნებლური და განუმეორებლად სულელური კანონების მიღების ანატომია. და ასე იქნება ყველგან და ყველაფერში მანამ, სანამ ივანიშვილისაა მთელი საქართველო: პლასტმასის ბოთლებიან, ძველ თუ ახალ მანქანებიან, გადამფრენ ფრინველებიან-თვითმფრინავებიანად.
26 მაისს, რუსთაველზე, ბევრნი ვიქნებით! ვიდგებით ერთად, ბოლომდე, გამარჯვებისთვის!" - წერს გვარამია.