უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მზად არიან, იყვნენ ყველა – ქართველების გარდა. ეს მთავარი პრობლემაა, რადგან ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით. ანტიქართველები არიან თავიანთი პოლიტიკით. სწორედ მათი პოლიტიკაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი მიზანია, საქართველო იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებლები და მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ ამ ნაბიჯებით. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე რომ დადიოდა, ამიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასე რომ არ მოქმედებს, ამიტომ გვაქვს 14-წლიანი მშვიდობა. ჩვენც ისე რომ მოვქცეულიყავით, როგორც ესენი იქცეოდნენ, დაგვეჯერებინა ბრიუსელითვის და ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს კიდევ ერთი ომმგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ნეპალელი და ვერასოდეს იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები. ამ მხრივ მათი საშველი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.