საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლო სხდომის დარბაზიდან მეორედ გააძევა.
"გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან", - თქვა ნადარაიამ გვარამიას გაძევების შემდეგ.
გაძევებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება პლენუმის თავმჯდომარესთან, რევაზ ნადარაიასთან, რომელიც გვარამიას შენიშვნას აძლევდა იმაზე, რომ უკვე დასმულ შეკითხვებს ხელახლა ნუღარ დასვამდა.
"სამარცხვინო კაცი ხარ, იცი, რატომ ვუსვამ ამდენ შეკითხვას და რატომ მაინტერესებს, რომელიმე მხრიდან მაინც რომ გამოვღო ინფორმაცია", - თქვა გვარამიამ.
„გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი არ არის სხდომათა დარბაზში“, - უთხრა ნადარაიამ გვარამიას.
„თქვენი ადგილი არ არის სასამართლო სხდომათა დარბაზში კი არა სასამართლო სისტემაში... სამარცხვინო კაცი ხარ. მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ ამაზე“, - უპასუხა გვარამიამ.
„უზრდელი!.. ემუქრები სასამართლოს“? - თქვა ნადარაიამ.