14 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ ნაწარმოები ეს პროპაგანდა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა და ქართულმა სახელმწიფომ, თავისივე საკონსტიტუციო სასამართლოში თავზე ჩამოექცა "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, ომის შესახებ პროპაგანდას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმაც არ მოაწერეს ხელი, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მათთვის.
"14 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ ნაწარმოები ეს პროპაგანდა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა და ქართულმა სახელმწიფომ, თავისივე საკონსტიტუციო სასამართლოში თავზე ჩამოექცა "ქართულ ოცნებას", როდესაც მოუწია ეთქვა, რომ ის არ აბრალებს თურმე ომს სააკაშვილს და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მოსამართლეები აზუსტებდნენ კითხვებს 2008 წლის ომთან მიმართებაში - ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები ხვდებიან და იციან და მათ არ უნდათ ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რაც ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომში გაამართლონ რუსეთის სამხედრო აგრესია. ამიტომაც მოსამართლეების ეს მოტივაცია იყო არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ მათ არ უნდათ იყვნენ ამ გადაწყვეტილების ნაწილი და ესმით ძალიან კარგად, რამდენად მძიმე გადაწყვეტილება იქნება ეს მათთვის. მოსამართლეებმა იციან, რას ნიშნავს 2008 წლის ომში გაამართლო რუსეთის აგრესია და ამას ხელი არ მოაწერეს", - განაცხადა ანი წითლიძემ.