ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა, მისი უსაფრთხოების გარანტორი გახდეს და მასთან ერთად მოსკოვში ჩავიდეს.
ამის შესახებ ლუკაშენკამ ფრანგულ ჟურნალ Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
„მე და ვოლოდიმირ ზელენსკის შეგვიძლია დავსხდეთ და მოსკოვში ერთად გავფრინდეთ. ორივე ერთად. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტორი, შემიძლია მასთან ერთად ჩავჯდე თვითმფრინავში და მოსკოვში გავფრინდე“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ბელარუსის ლიდერის აზრით, სამმხრივი შეხვედრის შემთხვევაში, ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა ევროპელებთან მოლაპარაკებებთან შედარებით უფრო სწრაფად იქნებოდა შესაძლებელი.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ სამნი განვსაზღვრავთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი - უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის. ჩვენ სამი სლავი ხალხი ვართ. ჩვენი როლი მთავარი იქნება. ამ რეგიონში ისტორიულად და დღესაც სამი მთავარი სლავო ხალხი გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს მომავალში“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ჟურნალისტის შენიშვნას, რომ ზელენსკი მოლაპარაკებების ასეთ ფორმატს არ დათანხმდება, ლუკაშენკამ უპასუხა:
„თუ არ დათანხმდება, იომოს. თავად წავიდეს ფრონტზე ავტომატით ხელში და იბრძოლოს. ომი გრძელდება და ის უნდა შეწყდეს. ჩვენ კი შეთანხმების მიღწევა შეგვეძლო“.
ამსსთაბ, ლუკაშენკას მტკიცებით, პუტინი ფრონტზე იმარჯვებს.