4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით.
ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს.
ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.
ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.