ოცნება" ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. მცირე ბარტყებით დაიწყო, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველს" განუცხადა.
"ვხედავთ, რომ ოცნება ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. მცირე ბარტყებით დაიწყო - დებატებით, რომელიც საბოლოო ჯამში დებატებიც არ არის. ახლა ვიღაცებს დაიჭერენ ამ რეკომენდაციების გამო, მე ასე მგონია. რამდენიმე საქმეს აღძრავენ ამ დარბევებზე, წამებებსა და დაიწყებენ ქვემოდან, მაგრამ ნელ-ნელა ზემოთ ავლენ. თვითონ შეიძლება გვითხრან, რომ გამოიძიეს და მაგალითად "ხარება" წამებაში მონაწილეობდა და დაიჭირონ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს როგორ და სად წყდებოდა. ამ კითხვებზე პასუხები არ გვეჩქარება, ისედაც ვიცით და შემდეგი ხელისუფლება პასუხისმგებლობას დააყენებს. მთავარი, რაც კობახიძემ უნდა გააკეთოს, არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ჩათვლით მოშორდეს ამ ქვეყანას და ჩაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.