პარტია "ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მილანში მიხეილ ყაველაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის შეხვედრას ეხმიანება.
"კორიდორებში რომ "უსადკავებენ" ამერიკის ლიდერებს, მანდ ყველაზე კარგად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სანქციის სიმძიმე და ბიძინა ივანიშვილის მოწყვლადობა.
ამ დროს ვენსი:
"ძალიან უცნაურია როცა ის პირები დაგდევენ საპირფარეშოში, რომლებიც რეალურად ქვეყნის სათავეში არ არიან", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.