სად გაქრა პოლიტიკური ამბიციების მქონე ნიკა გილაური? - ამის შესახებ „ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე წერს.
ანა დოლიძის თქმით, კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება.
„სად გაქრა პოლიტიკური ამბიციების მქონე ნიკა გილაური? რატომ გამოვიდა, დახარჯა მილიონები პროტესტში და პარტიის დაფინანსებაში, მოქმედ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც კი შეხვდა და ისე გაქრა რომ ერთი პოსტიც არ დაუწერია თვეებია, როდესაც მისი თანამოაზრეები ციხეში ჩასვეს. ან როგორ არის შესაძლებელი, რომ შენი ძმა მონოპოლისტი ბანკის მფლობელი იყოს და ივანიშვილთან ერთად მილიარდებს ატრიალებდეს და შენ მილიონებს ხარჯავდე პარტიასა და პროტესტზე და კითხვა არავინ დაგისვას, როცა ხალხს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ?
ან ბიძინას თოჯინები რატომ არ ახსენებენ არც ერთხელ? კობახიძეს ყველა აქტივისტის გვარი ახსოვს და მაინცდამაინც გილაურს რატომ არ ახსენებს? კიდევ უნდა მოვიდეს 10 წლის შემდეგ ნიკა გილაური და გადარჩენას დაგვპირდეს?
ამ კითხვებს ჭირდება პასუხის გაცემა. #სიმართლეუნდადადგინდეს“ - წერს ანა დოლიძე.