ჩვენ ორი წლის წინ "დავწერეთ" ევროკომისიის ის ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
სამი თვით ადრე აღვწერეთ 4 ოქტომბრის შედეგი, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ორი წლის წინ "დავწერეთ" ევროკომისიის ის ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
სამი თვით ადრე აღვწერეთ 4 ოქტომბრის შედეგი.
თვეებით ადრე აღვწერეთ შარლ მიშელის ძვირფასი შეთანხმების შედეგი.
8 წლით ადრე დავწერეთ სააკაშვილის "ჰეფი ენდი".
ხოდა აი როგორც ეგენი აგიხდათ ყველა ვირისყურებას, ზუსტად ისე აგიხდებათ ავტოკრატიული ოპოზიციის და ოლიგარქიული მედიის სრული ჩარეცხვა და ჩვენი გაძლიერება.
ოპოზიციურ არხებს ხომ რთავთ?
აი სანამ მაგ არაკომპეტენტურ და კორუმპირებულ ბუყბუყს ხედავთ ოპო ტელეკლოაკებში - ბიძინა იქნება.
გავიმარჯვებთ, ოღონდ სახელოვნად - გონებასუსტი მონების გარეშე“, - წერს ჩერგოლეიშვილი.