ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან. რასაკვირველია, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
წულუკიანი გუშინ თბილისში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის. ეს კარგადაა დასამახსოვრებელი და ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან. რასაკვირველია, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ. ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს!“, – წერს თეა წულუკიანი.