წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში, ეს რაც ღარიბაშვილის დასაჭერად დასჭირდათ და გამოაგდეს - მხოლოდ ნაწილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. ანა წითლიძე ეხმიანება პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურამ 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
"ხალხი მშიერი კვდება, ქვეყნიდან გარბის რომ ოჯახები არჩინონ და წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში.
ეს რაც ღარიბაშვილის დასაჭერად დასჭირდათ და გამოაგდეს - მხოლოდ ნაწილია.
ქვეყანა ჩაძირულია კორუფციის მორევში და რასაც ახლა ვუყურებთ, არაფერი აქვს საერთო კორუფციას წინააღმდეგ ბრძოლასთან, უბრალოდ ღარიბაშვილის სასტავს მოპარულ მილიონებში ანაცვლებს კობახიძის სასტავი.
ესენი უნდა გავყაროთ!
4 ოქტომბერს ეს აღვირახსნილი კორუფცია უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში", - | წერს ანა წითლიძე.