მიხეილ სააკაშვილის პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს. 4 ოქტომბერს ყველა უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილმა 4 ოქტომბრის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ მარნეულში.
„ვეცადეთ, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხმის მიწვდენა, რომ თაღლითი პოლიტიკური ორგანიზაცია, ვითომ 5 ნომერი, ამ რუსულ სპეცოპერაციაში იღებს მონაწილეობას და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის” სახელით ცდილობენ მოიპოვონ მხარდაჭერა, ხალხს გააფერადებინონ 5 ნომერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ამ ფარსში და სპეცოპერაციაში არ შევდივართ და ასევე საზოგადოებას მოვუწოდეთ, რომ 4 ოქტომბერს არჩევნების ნაცვლად მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის ინფორმაციით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის წევრ ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.