“4 ოქტომბერს ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს და დაასრულებს “ოცნების” რეჟიმს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ოცნების რეჟიმი მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.
"ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების იქნება კონსოლიდირებული მთავარი იდეის გარშემო, რომ “ოცნების” რეჟიმი უნდა დასრულდეს და რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა