"გირჩმა" იაგო ხვიჩია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
თავის მხრივ, იაგო ხვიჩიამ ვიცე-მერობის კანდიდატად ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინა.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დასახელდა - დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე და ეკა ონიანი.
ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატებად წარდგენილები არიან ასევე კახა კალაძე "ქართული ოცნებიდან" და ირაკლი კუპრაძე, როგორც "ლელოს" და "საქართველოსთვის" ერთობლივი კანდიდატი.