"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მუქარის შემცველ წერილებს იღებს. მისი თქმით, მუქარების უკან თამაზ წულაიას გარემოცვა დგას - ადამიანის, რომელიც მისი თქმით, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული, ყაზახეთში ნარკობიზნესთან კავშირი ჰქონდა და დღეს საკუთარ თავს დაზარალებულ ბიზნესმენად წარმოაჩენს.
წითლიძე პოსტს ვიდეოსაც ურთავს, რომელშიც თამაზ წულაია პარალმენტის საგამოძიებო კომისიას ჩვენებას აძლევს.
„ამ ვიდეოს მინდა, იმ ადამიანებმა უყუროთ, ვინც ჯერ კიდევ, უნებურად ან სხვა მიზეზით, ქოცური პროპაგანდის ქვეშ ხართ ნაცებზე.
ეს კაცი არის თამაზ წულაია.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ დაიჭირა მკვლელობის მცდელობაზე, საკუთარ სახლში დაჭრა ნათესავი.
ან ხნის კაცია და კიდევ დავინდობ, საჯაროდ არ დავწერ, რა მორალის ადამიანია და რის გამო მოუწია ქვეყნიდან გაქცევა.
წაიკითხავს ამ პოსტს და მიხვდება.
“პატარა რაღაცა", რის გამოც ქვეყნის დატოვებამ მოუწია და რომ მობრუნდა დაიჭირეს, ადამიანის მკვლელობის მცდელობაა.
ბატონო თამაზ, ხომ არ მოყვე ეგ ამბავი? გადაიტანთ მაგ ამბავს?)
ყაზახეთში "მოღვაწეობისას" იყო წამლის ბარიგა.
ორი პრეტენზია აქვს:
1. ზუგდიდში, უნივერმაღი წამართვეს ნაცებმაო;
2. ანაკლიაში მიწაო;
ახლა მე მოვყვები სიმართლეს ამ თაღლით ნაძირალაზე:
უნივერმაღი რაზეც ყვება და რომლის დირექტორიც იყო ზუგდიდში, 1997 წელს "სპეკულანტებისგან" უყიდიათ) იმ "სპეკულანტებს" კიდევ სახელმწიფოსგან))
ვინ იყვნენ ეს "სპეკულანტები" არ იციან)
აი, ის წლებია, ბნელი 90- იანები, სახელმწიფო ქონების დატაცება ან "ჩუქება" რომ ხდებოდა) მერე ამ "სპეკულანტებისგან" რომ "იყიდეს" ბობოლა, კორუმპირებულმა, ზუგდიდის ვითომ ელიტამ) ერთმანეთშიც ვერ გაიყვეს და სერთმანეთს.
ბიუჯეტი რა თქმა უნდა ფეხებზე ეკიდათ.
ანაკლიაში მიწა, რომელზეც იძახის, რომ ნაცებმა წაართვეს, რეალურად, მისი არც არასოდეს ყოფილა, ანაკლიაში იმ მიწების უმრავლესობა, რომელიც მაშინ სახელმწიფომ, სახლში კი არ წაიღო, ანაკლიის განვითარებისთვის გამოიყენა - შევარდნაძის დროს ჩუქდებოდა. მაგალითად, თუ გუბერნატორი თქვენი მეგობარი იყო, ადგებოდა და გაჩუქებდათ) თუ ცოტა შორეული მეგობარი იყო, მაშინ მოგყიდდათ ან საერთოდაც ადგებოდით და შემოღობავდით.
ეს ჰყავდათ დაბარებული ღალატის კომისიაზე როგორც"დაზარალებული" და თან "მოწმე", რომელიც ყვება, რომ ნაცებმა "პადიეზდი" შეგნებულად დავწამლეთ და მანდ ინსულტიანი ქალი მოვკალით. ვინ იყო ის ქალი, ვინც მოვკალით)) არ იცის.
ახლა მე გეკითხებით, ეს ადამიანი არ უნდა დაეჭირა სახელმწიფოს?
და ამ კაცმა უნდა გაასამართლოს ის 9 წელი?)
პ/ს აღსანიშნავია, რომ კომისიაზე მიიყვანეს როგორც "დაზარალებულო ბიზნესმენი" რომელიც რეალურად, დაჭერილი იყო მკვლელობის მცდელობაზე))....
...ამ ვაჟბატონოს ახლობლები/ თუ ვინც არიან, ფბზე მწერენ მუქარის შემცველ და შეურაცმხყოფელ წერილებს, ოღონდ უსახელო/ უგვარო ფეისბუქ პროფილებით)) სახლში მოვარდნით მემუქრებიან ეს უბედურები :დ :დ
ჰოდა, ასე მივმართავ: არავის გადაუღუნოთ)) აქ ვარ ზუგდიდში და სანამ აქ ვარ) მოდით აბა, რა გინდათ))
სახე არ აგაძროთ, მაგას ეცადეთ და თუ არ გინდათ ხოლმე ასე გამოგაჭენოთ, ენა ჩაიგდეთ და ტყუილების დაბრალებას შეეშვით, 13 წელია პასუხი არ გაგეცით და ჩათვალეთ, რომ ყველაფრის კადრება შეგიძლიათ თქვენ რუსის მონებო, - წერს წითლიძე.