სამზე მეტი ქვეყანა მზადაა უკრაინაში თავისი სამხედროები შეიყვანოს, ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებთან უნდა შეთანხმდეს და სამხედრო ოპერაციების ჩატარების საერთო წესები უნდა შემუშავდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი იერმაკმა იტალიურ გამოცემა Corriera della sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სამზე მეტი ქვეყანა მზადაა ჯარისკაცები გაგზავნოს, მაგრამ არ მინდა მათი კონკრეტულად დასახელება, თუმცა თქვენს მიერ ნახსენები ზოგიერთი მათგანი მათ შორისაა. ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებთან უნდა იყოს კოორდინირებული, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ფრონტის ერთიანობა და შევიმუშაოთ ომის წარმოების საერთო წესები. რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარები იქნებიან“, - განაცხადა ერმაკმა შეკითხვის პასუხის გაცემისას, მზად არიან თუ არა გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სამხედროების გაგზავნისთვის უკრაინაში.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის სარდლობა სწავლობს საზღვრის დასაცავად საჭირო უცხოური კონტინგენტის რაოდენობას.
მიისვე თქმით, უნდა შემუშავდეს კონტინგენტის მანდატის ხასიათი, გამოყენების პირობები, მისიის პრეროგატივები და შეზღუდვები.
„ტრამპმა გვითხრა, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებში და ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ამ ვალდებულების კონკრეტულ ასპექტებს. დღეს საღამოდაბ ჩვენს გენერლებსა და პენტაგონს შორის კონტაქტები აღდგება,“ - აღნიშნა ერმაკმა.