„გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ასახელებს;
10% - „გახარია საქართველოსთვის“;
9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;
7,5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3,2% - „გირჩი“;
1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
1,1 % - სხვა პარტიები.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით, 22 ივნისიდან 5 ივლისამდე ჩატარდა.
მათივე ცნობით, გამოიკითხა პირისპირი ინტერვიუს ფორმით საარჩევნო ხმის უფლების მქონე 2300 მოქალაქე.
TV იმედის ინფორმაციით, ცდომილების ზღვარია +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.