კვირას, კონგოში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Sky News ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა, სავარაუდოდ, უგანდურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „მოკავშირე დემოკრატიულმა ძალებმა“ (ADF) განახორციელა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ უჭერს მხარს.
მედიის ცნობით, მსხვერპლთა ცხედრები ჯერ კიდევ ტრაგედიის ადგილზეა დარჩენილი და მოხალისეები ცდილობენ დაღუპულები კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე მასობრივ საფლავში დაკრძალონ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, კიდევ დაშავებულია 15 ადამიანი, რამდენიმე კი დაკარგულად არის მიჩნეული.