ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს, რომ წულუკიანი მას იმას კი არა ედავება, რომ მამამისი სიკვდილს არავის უსჯიდა, არამედ, სიკვდილიმისჯილი ადამიანების რაოდენობაზე დაობს.
"თეა წულუკიანი იმაზე კი არა დაობს, რომ მამამისს დახვრეტა არავისთვის მიუსჯია, ის მედავება რაოდენობაზე, ანუ რამდენს მიუსაჯა დახვრეტა. ახლა ნახეთ, რა ხდება, 97 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შესაბამისად, ვიღაცები, ვისაც ბატონმა ავთომ სიკვდილი მიუსაჯა, გადარჩენენ. ანუ ამ რამდენიმე ადამიანზე მედავება. 2 ადამიანი ვიცით, ვისაც მიუსაჯეს, მაგრამ გაუქმების შემდეგ გადარჩნენ, წულუკიანი დაობს, რომ ეს ხალხი ცოცხალიაო, წულუკიანი იმას კი არა ამბობს, მამაჩემი არავის უსჯიდა სიკვდილსო, რაოდენობაზე მედავება. კანონის გაუქმების გამო გადარჩენილ ადამიანებზე მედავება,-თქვა მან.
ჟორჟოლიანის თქმით, წულუკიანი ივანიშვილის ხელისუფლებაში გამორჩეული ანტიგმირი და ნეგატიური ფიგურაა.
"ბიძინა ივანიშვილს ხომ ჰყავს ბევრი ანტიგმირი ხელისუფლებაში, ჰოდა, წულუკიანი გამორჩეული ანტიგმირია, ძალიან ნეგატიური ფიგურაა, ისეთი, რომ რაღაც პერიოდი უკანაც ჰყავდათ გადაწეული და შემდეგ დასჭირდათ",- თქვა ჟორჟოლიანმა გადაცემა “რეაქციაში“.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.